სკოლა ენ-ჯი
  	<language>ge</language>
სკოლა ენ-ჯი
შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელთან.
    		<description>სკოლა ენ-ჯიში კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი XI–XII ა/ბ კლასების მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა მოსწავლეებს უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, გააცნო სასწავლო პროგრამები, სტუდენტური ცხოვრების თავისებურებები და ის შესაძლებლობები, რომლებსაც კავკასიის უნივერსიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტში ჩარიცხვის პირობებსა და შესაძლებლობებს. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სწავლის გაგრძელების პერსპექტივების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მოისმინეს.
გარემოსდაცვითი აქტივობა — სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება 
    		<description>20 ნოემბერს სკოლა ენ-ჯის VI/ა კლასში, ბუნებისმეტყველების გაკვეთილის ფარგლებში, გარემოსდაცვითი აქტივობა — სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება — გაიმართა.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებთან ვისაუბრეთ მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე, გარემოზე ზრუნვის აუცილებლობასა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე. ასევე განვიხილეთ ნარჩენების გადამუშავების (რეციკლირების) პროცესი და მისი მნიშვნელობა გარემოს დაცვაში.
აქტივობა მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. მათ დიდი ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა და გამოთქვეს სურვილი, მომავალშიც ჩაერთონ მსგავს გარემოსდაცვით ღონისძიებებში.
ქიმიისა და ბიოლოგიის ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: “ფერმენტი კატალაზა — უჯრედის დამცველი“
    		<description>სკოლა ენ-ჯის X/ა კლასში ქიმიისა და ბიოლოგიის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა თემაზე: “ფერმენტი კატალაზა — უჯრედის დამცველი“
ბიოლოგიური ნაწილის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ფერმენტების მნიშვნელობასა და მათი მოქმედების თავისებურებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფერმენტ კატალაზას, რომელიც უჯრედს წყალბადის ზეჟანგის ჭარბი რაოდენობით გამოწვეული დაზიანებისგან იცავს. მოსწავლეებმა განიხილეს წყალბადის ზეჟანგის წარმოქმნის მიზეზები, მისი გავლენა უჯრედზე და კატალაზას როლი მის დაშლაში.
თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები თემაზე: „ფერმენტების საიდუმლო — კვლევა, ცდა და აღმოჩენა“. პრაქტიკული სამუშაოების საშუალებით მათ სხვადასხვა პროდუქტში კატალაზას არსებობა და მისი მოქმედება გამოიკვლიეს.
ექიმის საათი თემაზე – „ჯანსაღი ცხოვრების წესის საფუძვლები და მავნე ჩვევების პრევენცია“.
    		<description>17 ნოემბერს სკოლა ენ-ჯის 3ბ კლასში გაიმართა საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა ექიმთან, თემაზე – „ჯანსაღი ცხოვრების წესის საფუძვლები და მავნე ჩვევების პრევენცია“.
შეხვედრის ფარგლებში ექიმმა მოსწავლეებს ესაუბრა სპორტის, სრულფასოვანი ძილისა და ჯანსაღი, დაბალანსებული კვების მნიშვნელობაზე. ბავშვებმა გაიგეს, თუ როგორ უწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ენერგიის მატებას, კარგ განწყობასა და სასწავლო პროცესში წარმატების მიღწევას.
DEAR 2036: THE FUTURE OF AI
    		<description>DEAR 2036: THE FUTURE OF AI
NG School Student Competition
Imagine the world 10 years from now. How will artificial intelligence change the way we live, learn, work, and connect with one another?
NG School invites students to participate in “Dear 2036: The Future of AI”, a creative competition exploring the future of artificial intelligence.
THE PRIZE
The winner will join an NG School representative at DataFest Tbilisi for two days - an international conference bringing together experts, innovators, researchers, and creative minds working with AI, data, and technology.
ექიმის საათი თემაზე — „ჯანსაღი ცხოვრების წესი“.
    		<description>12 ნოემბერს სკოლა ენ-ჯის II ბ კლასში საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა სკოლის ექიმმა თემაზე — „ჯანსაღი ცხოვრების წესი“.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სწორი და დაბალანსებული კვების, დღის რეჟიმის დაცვისა და პირადი ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ.
ექიმმა ბავშვებს მარტივად და საინტერესოდ აუხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველდღიური ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მისი შენარჩუნება.
შეხვედრა ინტერაქციული და საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ ჯანმრთელობა ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრეა და მასზე ზრუნვა ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ!
ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრებისა და ტკბილეულის სამყარო!
    		<description>სკოლა ენ-ჯის III ბ და IV ბ კლასები ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრებისა და ტკბილეულის სამყაროში!
12 ნოემბერს სკოლა ენ-ჯის III ბ და IV ბ კლასის მოსწავლეებმა ჯადოსნურ ლიტერატურულ სამყაროში იმოგზაურეს — ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრებისა და ტკბილი თავგადასავლების სამყაროში!
ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღმოაჩინეს საყვარელი პერსონაჟების საოცარი სამყარო, გაიხსენეს დაუვიწყარი ისტორიები, ჩაერთნენ სახალისო აქტივობებში და დღე სიხარულით, ფანტაზიითა და უამრავი დადებითი ემოციით გაალამაზეს.
ეს იყო დღე, სადაც წიგნების ჯადოსნური სამყარო, ბავშვური ფანტაზია და ტკბილი თავგადასავლები ერთმანეთს შეხვდა!
ლუკას ფერმაზე გასვლითი, შემეცნებითი ექსკურსია
    		<description>11 და 12 ნოემბერს სკოლა ენ-ჯის I, III, IV და V კლასის მოსწავლეებისთვის ლუკას ფერმაზე გასვლითი, შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო, რომელმაც ბავშვებს უამრავი დადებითი ემოცია, სიხარული და დაუვიწყარი შთაბეჭდილება აჩუქა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფერმა, ახლოს გაიცნეს მისი ბინადრები, დიდი სიხარულით აჭმევდნენ ცხოველებს და დატკბნენ ბუნებასთან უშუალო ურთიერთობითა და სუფთა ჰაერით.
განსაკუთრებული ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია ტრადიციული ქართული ჩურჩხელის დამზადების მასტერკლასმა. ბავშვებმა თავად მიიღეს მონაწილეობა ამ საინტერესო პროცესში, გაეცნენ ქართული ტკბილეულის დამზადების ტრადიციას და საკუთარი ხელით შექმნეს უგემრიელესი ჩურჩხელები.
ევროპული დღეები სკოლა ენ-ჯიში!
    		<description>სკოლა ენ-ჯიში ინგლისური ენის მასწავლებლების ორგანიზებით ევროპული დღეები გაიმართა.
ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მათ წარმოადგინეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძები, მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები და თანატოლებს გააცნეს ევროპული ქვეყნების კულტურა, ტრადიციები, ისტორია და საინტერესო ფაქტები.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საკუთარი შემოქმედებითობა, ცოდნა და გუნდური მუშაობის უნარები.
ევროპული დღეები იყო შემეცნებითი, მრავალფეროვანი და შთაბეჭდილებებით სავსე გამოცდილება, რომელმაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, უკეთ გაეცნოთ ევროპის კულტურული მრავალფეროვნება და აღმოეჩინათ, რამდენად საინტერესოა სწავლა გამოცდილების, თანამშრომლობისა და გაზიარების გზით.
ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: „ინგლისური სამზარეულოს ისტორიული საწყისები“.
    		<description>სკოლა „ენ-ჯის“ ისტორიისა და ინგლისური ენის მასწავლებლებმა მე-11ა კლასში ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: „ინგლისური სამზარეულოს ისტორიული საწყისები“.
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ინგლისური სამზარეულოს ჩამოყალიბების ისტორია, გაეცნენ ტრადიციულ კერძებს, მათ წარმოშობასა და კულტურულ თავისებურებებს
გასეირნება ძველ თბილისში
    		<description>31 ოქტომბერს, სკოლა „ენ-ჯის“ მე-6ა კლასის მოსწავლეებმა, ტუტორის აქტივობის ფარგლებში, შემეცნებითი და საინტერესო დღე გაატარეს.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ძველი თბილისი, ტივით გაისეირნეს მდინარე მტკვარზე და გიდის დახმარებით გაეცნენ თბილისის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, მის ღირსშესანიშნაობებსა და საინტერესო ამბებს.
 7
ფესტივალი შემოდგომის თბილისი
    		<description>ფესტივალი შემოდგომის თბილისი
ექიმის საათი თემაზე: – „ჯანსაღი ცხოვრების წესი“
    		<description>ექიმის საათი I/ბ კლასში – „ჯანსაღი ცხოვრების წესი“
30 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯიში I/ბ კლასში გაიმართა ექიმის საათი თემაზე – „ჯანსაღი ცხოვრების წესი“.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ჩვევებზე, სწორ კვებაზე, პირად ჰიგიენაზე, ფიზიკურ აქტივობასა და ყოველდღიური რეჟიმის მნიშვნელობაზე.
საინტერესო საუბრისა და სახალისო აქტივობების საშუალებით პატარებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ყოველდღიურობაში დანერგვა.
მშობლის საათი თემაზე – „ჰელოუინი“.
    		<description>30 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯიში I/ბ კლასში, ტუტორის ორგანიზებით, გაიმართა მშობლის საათი თემაზე – „ჰელოუინი“.
შეხვედრა სავსე იყო მხიარულებით, საინტერესო ისტორიებითა და შემოქმედებითი აქტივობებით. მშობლებმა პატარებისთვის სახალისო კონკურსები მოამზადეს, ჰელოუინის ტრადიციებზე უამბეს და ამ დღესასწაულთან დაკავშირებული მრავალი საინტერესო ისტორია გაუზიარეს.
ბავშვები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ აქტივობებში, მიიღეს უამრავი დადებითი ემოცია და კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე გაატარეს თანაკლასელებთან ერთად.
ჰელოუინი სკოლა ენ-ჯიში!
    		<description>ჰელოუინი სკოლა ენ-ჯიში!
30 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯიში ჰელოუინის დღესასწაული განსაკუთრებულად მხიარულ და ფერად გარემოში აღვნიშნეთ!
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს I-XII კლასების მოსწავლეებმა, რომლებმაც საკუთარი კრეატიულობა, ფანტაზია და ორიგინალურობა წარმოაჩინეს.
დღის განმავლობაში გაიმართა სამი სახალისო კონკურსი სხვადასხვა კატეგორიაში:
გოგრების კონკურსი;
კოსტიუმების კონკურსი;
კლასებს შორის შეჯიბრი.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები თითოეულ კატეგორიაში, თუმცა ყველაზე დიდი გამარჯვება ბავშვების სიხარული, მონდომება და ერთად გატარებული დაუვიწყარი დრო იყო!
სასკოლო საბჭოს შეხვედრა
    		<description>16 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯიში გაიმართა სასკოლო საბჭოს შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო შეფასების კონცეფციაში განხორციელებული ცვლილებები, მათი ეფექტიანობა და სასწავლო პროცესზე გავლენა. ასევე იმსჯელეს მოსწავლეთა, მშობელთა და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრთა სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრა დაცული ტერიტორიების წარმომადგენლებთან.
    		<description>სკოლა ენ-ჯიში, გეოგრაფიის მასწავლებლის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა დაცული ტერიტორიების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში IX–XI/ა კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა თემაზე: „ბიომრავალფეროვნება და გადაშენების პირას მყოფი პოპულაციები“.
მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის, იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების, მათი დაცვისა და ბუნებრივი ეკოსისტემების შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ.
ზეიმი “შემოდგომის ბედნიერების ხუთი საიდუმლო"
    		<description>28 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის I/ბ კლასის ტუტორის ორგანიზებით ჩატარდა ზეიმი “შემოდგომის ბედნიერების ხუთი საიდუმლო"
 7
მიუზიკლი “ზღაპრული აურდაური”
    		<description>27 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის III-IV/ბ კლასის ტუტორების ორგანიზებით ჩატარდა მიუზიკლი “ზღაპრული აურდაური”
 11
ვიზიტი თეატრში
    		<description>სკოლა ენ-ჯის დაწყებითი საფეხურის I-V კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ხორავას სახელობის თეატრში სპეკტაკლზე: “სამართალმა პური ჭამა”
 4
მასწავლებლის დღე
    		<description>მასწავლებლის დღე ჩვენთვის წელს განსაკუთრებული იყო - გავიხსენეთ ჩვენი სკოლის გამორჩეული პედაგოგი, მონიკა ჭანტურია.
მონიკა ზაფხულში გარდაიცვალა, თუმცა მის არყოფნას თითქოს ვერ აღვიქვამთ. მის სიტყვებს, შეტყობინებებს, სითბოს, ზრუნვას, დატოვებულ კვალს ყველგან გრძნობს მისი ოჯახი, მეგობრები, კოლეგები და თითოეული ბავშვი, ვისთანაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება.
სკოლაში მონიკა ყველაზე მეტ დროს ალბათ ბიბლიოთეკაში ატარებდა. სწორედ ამ სივრცეში ეპატიჟებოდა თანამედროვე მწერლებს, პოეტებსა და საინტერესო ადამიანებს, რათა მოსწავლეებს მათთან უშუალოდ ესაუბრათ, უკეთ გაეცნოთ და ყველა კითხვა დაესვათ, რაც დააინტერესებდათ.
მოსწავლეთა სათათბიროს ახალი შემადგენლობა უკვე ცნობილია!
არჩევნები ჩვენს სკოლაში 30 სექტემბერს გაიმართა. სათათბიროში ხვდებიან ის მოსწავლეები, ვინც თითოეული კლასიდან ხმების რაოდენობით გავიდნენ პირველ და მეორე ადგილას.
ახალ სათათბიროს ვუსურვებთ წარმატებებს და პროდუქტიულ, საინტერესო სასწავლო წელს!
მშობლის საათი
    		<description>29 სექტემბერს, სკოლა ენ-ჯის III/ბ კლასში, ტუტორის ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩატარდა მშობლის საათი თემაზე — „იოცნებე, ირწმუნე, არ დანებდე“. 🌟
შეხვედრა მიეძღვნა ბავშვების ოცნებებისა და მისწრაფებების მხარდაჭერას, საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გაძლიერებასა და ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავების უნარების განვითარებას.
მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარ ოცნებებსა და მიზნებზე, იმსჯელეს დაბრკოლებების გადალახვის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მონდომება, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 💛
მშობლის საათი თემაზე — „მეცნიერება და ჯადოქრობა“.
    		<description>25 სექტემბერს I/ბ კლასში, კლასის ტუტორის ორგანიზებით, ჩატარდა მშობლის საათი თემაზე — „მეცნიერება და ჯადოქრობა“.
მოსწავლეებისთვის შეხვედრა საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა. სხვადასხვა ექსპერიმენტისა და აქტივობის საშუალებით ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ ის, რაც ზოგჯერ ჯადოსნობად გვეჩვენება, ხშირად მეცნიერებასა და საინტერესო კანონზომიერებებს ეფუძნება.
შეხვედრამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, ცნობისმოყვარეობა გაეღვივებინათ, ახალი ცოდნა მიეღოთ და მეცნიერების სამყარო კიდევ უფრო საინტერესო კუთხით აღმოეჩინათ.
შემოქმედებითი კონკურსი — „ჩემი მათემატიკური პორტრეტი“.
    		<description>24 სექტემბერს II/ბ კლასში, მათემატიკის მასწავლებლის ორგანიზებით, ჩატარდა საინტერესო და შემოქმედებითი კონკურსი — „ჩემი მათემატიკური პორტრეტი“.
მოსწავლეებმა სახალისო და შემოქმედებითი აქტივობების საშუალებით გამოავლინეს მათემატიკური ცოდნა, ლოგიკური აზროვნებისა და წარმოსახვის უნარები. კონკურსმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, მათემატიკა განსხვავებული და საინტერესო კუთხით დაენახათ და სასწავლო პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანი გაეხადათ.
 13
კონკურსი — „გავიცნოთ ერთმანეთი და ციფრები“.
    		<description>24 სექტემბერს I/ბ კლასში მათემატიკის მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა საინტერესო და სახალისო კონკურსი — „გავიცნოთ ერთმანეთი და ციფრები“.
მოსწავლეებმა სახალისო აქტივობებისა და თამაშების საშუალებით უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, გამოავლინეს ცოდნა და უნარები, ითანამშრომლეს თანაკლასელებთან და სასიამოვნო ემოციებით დატვირთული დღე გაატარეს.
 5
ვიზიტი ბოტანიკურ ბაღში
    		<description>სკოლა ენ-ჯის II/ბ, III/ბ და IV/ბ კლასის მოსწავლეები, კლასის ტუტორების ორგანიზებით, თბილისის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბაღის ულამაზესი სივრცეები, გაეცნენ მრავალფეროვან მცენარეთა სამყაროს და ბუნების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. სასიამოვნო გარემოში გატარებულმა დღემ მათ შესაძლებლობა მისცა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახის მიღმაც გაეგრძელებინათ და მიღებული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებით გაემდიდრებინათ.
მოსწავლეებისთვის ეს იყო საინტერესო, შემეცნებითი და სასიამოვნო დღე, რომელიც უამრავი შთაბეჭდილებითა და დაუვიწყარი ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.
თეატრალური კლუბი
    		<description>თეატრალური კლუბი
აღმოაჩინე და გამოავლინე შენი ნიჭი სკოლა „ენ-ჯიში“!
თეატრალურ კლუბში ისწავლი სცენაზე თავისუფლად გამოსვლას, მეტყველებას, იმპროვიზაციასა და გუნდურ მუშაობას. განივითარებ კრეატიულობას, მეხსიერებასა და თავდაჯერებულობას.
სემესტრის ბოლოს კლუბის წევრები მოამზადებენ სპექტაკლს და მაყურებლის წინაშე დიდ სცენაზე წარდგებიან.
შემოგვიერთდი — შენი როლი უკვე გელოდება!
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიმართეთ კლუბის ხელმძღვანელს: 597 46 81 18
კლუბი განკუთვნილია რუსულენოვანი მოსწავლეებისთვის.
ჭადრაკის კლუბი
    		<description>გახდი ჭადრაკის სამყაროს ნაწილი!
შპს „სკოლა ენ-ჯის“ ჭადრაკის კლუბი ახალი წევრების მიღებას იწყებს!
განივითარე ლოგიკური აზროვნება და სტრატეგიული ხედვა, ისწავლე სწორი გადაწყვეტილებების მიღება და მიაღწიე წარმატებას მეგობრულ გარემოში!
ვისთვის არის კლუბი?
სკოლის ყველა მოსწავლისთვის — როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილი მოთამაშეებისთვის.
რას გთავაზობთ?
საინტერესო გაკვეთილებს;
შიდასასკოლო ტურნირებს;
მეგობრულ გარემოსა და დაუვიწყარ ემოციებს.
სკოლა ენ-ჯი — წარმატება იწყება გონივრული სვლით!
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიმართეთ კლუბის კოორდინატორს: 599542402
მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები
    		<description>ჩვენს სკოლაში 30 სექტემბერს მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნებია!
💚 თუ ხარ VII–XII კლასში, გაქვს იდეები და გინდა სკოლის ცხოვრება უფრო საინტერესო გახდეს - წარადგინე შენი კანდიდატურა!
💛 რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად?
✔️ახალი კლუბების შექმნა;
✔️ღონისძიებებისა და თემატური დღეების დაგეგმვა;
✔️კონკურსები, კინოჩვენებები და ტურნირები;
✔️სკოლის პოდკასტი, გაზეთი ან სოციალური მედია;
✔️კულტურული, შემოქმედებითი, სპორტული და საქველმოქმედო პროექტები.
შეგიძლია შემოგვთავაზო ლიტერატურის, კინოს, დებატების, მუსიკის, ხელოვნების, ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის ან სრულიად განსხვავებული კლუბი.
ნიანგი გამბის ვიზიტი სკოლაში
    		<description>♟️ 14 სექტემბერს სკოლა ენ-ჯიში ჭადრაკის განსაკუთრებული დღე გვქონდა! 🏆
ჭადრაკის მასწავლებლის ინიციატივით, I–IV კლასების მოსწავლეებს განსაკუთრებული სტუმარი — ნიანგი გამბი — ეწვია. 🐊♟️
გამბიმ ბავშვებისთვის ერთდროული საჭადრაკო სეანსი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მასთან პირადად ითამაშეს საჭადრაკო პარტიები.
ბავშვებისთვის ეს დღე სავსე იყო სიხარულით, აზარტით, საინტერესო ბრძოლებითა და ზღვა ემოციებით! 💙
ასეთი შეხვედრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჭადრაკი მხოლოდ თამაში არ არის — ეს არის აზროვნების, სტრატეგიის, მოთმინებისა და მეგობრობის შესანიშნავი სკოლა. ♟️✨
ხელოვნების კლუბი “არტსივრცე”
    		<description>🎨 სკოლა ენ-ჯიში იხსნება ხელოვნების კლუბი „არტსივრცე“!
თუ თქვენს შვილს უყვარს ხატვა, ფერები, ხელსაქმე, თიხა და საკუთარი იდეების შექმნა — „არტსივრცე“ სწორედ მისთვისაა. ✨
კლუბში ბავშვები იმუშავებენ სხვადასხვა მიმართულებით: ხატვა, ფერწერა, კოლაჟი, ფარდაგი, თექა, თიხაზე მუშაობა და ხელნაკეთი ნივთების შექმნა.
„არტსივრცის“ მიზანია, ბავშვებმა შემოქმედებითი საქმიანობის საშუალებით განავითარონ ფანტაზია, წვრილი მოტორიკა, შემოქმედებითი აზროვნება და თვითგამოხატვის უნარი.
აქ მთავარი მხოლოდ ლამაზი ნამუშევარი არ არის — მთავარი არის შექმნის პროცესი, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და შემოქმედებითობის სიხარული.
2026–2027 სასწავლო წლის საზეიმო გახსნა💚💛
    		<description>7 სექტემბერს ჩვენი სკოლა კვლავ აივსება ბავშვების ჟრიამულით!
გელოდებით 10:00 საათზე 2026–2027 სასწავლო წლის საზეიმო გახსნაზე.
მოუთმენლად ველით ჩვენს მოსწავლეებთან შეხვედრას: მათ, ვინც ენ-ჯიში ბრუნდება და მათაც, ვინც წელს პირველად გახდება ჩვენი სკოლის ოჯახის წევრი.
შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს ერთად!
7 სექტემბერი
10:00
მასწვლებელთა კონფერენცია
    		<description>2026 წლის 13 ივლისს სკოლა ენ-ჯიში გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია, რომლის მიზანი იყო პროფესიული გამოცდილების გაზიარება, სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების წარმოჩენა და ეფექტიანი საგანმანათლებლო პრაქტიკის გავრცელება.
კონფერენციის ფარგლებში მასწავლებლებმა წარადგინეს მათ მიერ მომზადებული საკონფერენციო თემები, ისაუბრეს სასწავლო პროცესში გამოყენებულ ინოვაციურ მეთოდებსა და სტრატეგიებზე, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელობაზე, აქტიური სწავლების ფორმებზე, შეფასების მრავალფეროვან მიდგომებსა და ციფრული რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა მოტივაციის, ჩართულობისა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას.
კათედრების სხდომები
    		<description>2026 წლის ივლისში სკოლა ენ-ჯიში ჩატარდა საგნობრივი კათედრების სხდომები. სამუშაო შეხვედრები გაიმართა ენების კათედრის, საზოგადოებრივი მეცნიერებების, ესტეტიკური ციკლებისა და სპორტის კათედრის, ასევე ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო საგნების კათედრის ფარგლებში. ყველა კათედრაზე დღის წესრიგი იყო ერთიანი და განხილული იქნა სასწავლო პროცესის შეფასებასა და მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
სხდომებზე განიხილეს საგნობრივი კურიკულუმების განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების შედეგები, კათედრის წევრი მასწავლებლების წლიური ანგარიშებისა და პროფესიული პორტფოლიოების მონიტორინგის შედეგები, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები და საგნობრივი დინამიკა, სასკოლო გამოცდების შედეგებისა და წლიური შეფასებების ვერიფიკაცია. ასევე გაიმართა წარმატებული პრაქტიკის, პროფესიული გამოცდილებისა და მიგნებების გაზიარება, განისაზღვრა თითოეული კათედრის ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები და შემუშავდა 2026–2027 სასწავლო წლის ძირითადი პრიორიტეტები.
სტუმარი ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რუსუდან კვარაცხელია
    		<description>სკოლა ენ-ჯის ეწვია ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რუსუდან კვარაცხელია. მან მოსწავლეებს ჩაუტარა სემინარი სახელწოდებით "სურსათის უვნებლობა, როგორც მეცნიერება".
სემინარის დასასრულს კი მან მოსწავლეებს და პედაგოგებს საჩუქრად გადასცა პირველი, ქართული, შემეცნებითი ფაზლები, სურსათის უვნებლობის მიმართულებით.
ფაზლების დანიშნულებაა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება სურსათის უვნებლობის კუთხით; ასევე სურსათის უვნებლობის, როგორც მეცნიერების გააზრება.
 3
🎈 1 ივნისი — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 🎈
    		<description>🎈 1 ივნისი — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 🎈
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სკოლა „ენ-ჯიში“ სპორტის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა მხიარული სტარტები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს II–V კლასების მოსწავლეებმა.
ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სახალისო და სპორტულ აქტივობაში შეეჯიბრნენ, გამოავლინეს სისწრაფე, მოხერხებულობა, გუნდური მუშაობის უნარი და პოზიტიური განწყობა.
ღონისძიებამ მხიარულ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. მონაწილეებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს, მიიღეს უამრავი დადებითი ემოცია და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მეგობრობა, ერთობა და კარგი განწყობაა.
სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსი იმერეთში
    		<description>23-24 მაისს სკოლა ენ-ჯის IX/ა კლასის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოსწავლეთათვის საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობად იქცა იმერეთში. ექსკურსიის ფარგლებში მათ დაათვალიერეს გეგუთის სასახლე, მოწამეთას მონასტერი, ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი, სადაც გაეცნენ საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.
მეორე დღეს მოსწავლეებმა მოინახულეს პრომეთეს მღვიმე და სათაფლიის ნაკრძალი, რამაც მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ექსკურსიამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის, გუნდური მუშაობისა და სოციალური უნარების განვითარებას
ვიზიტი მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი-ში.
    		<description>22 მაისს სკოლის „ენ-ჯის“ II/ბ კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებლისა და კლასის ტუტორის ორგანიზებით, საინტერესო და შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი-ში.
მუზეუმის სტუმრობა ბავშვებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა — ისინი დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ უნიკალურ ექსპონატებს, ეცნობოდნენ სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის მუსიკალურ ინსტრუმენტებს და გაოცებულები რჩებოდნენ მათი მრავალფეროვანი ფორმებითა და ბგერის შექმნის უძველესი ტექნიკებით.
განსაკუთრებული ინტერესი მოსწავლეებში გიდის საინტერესო თხრობამ გამოიწვია, რომელმაც იშვიათი ინსტრუმენტების ისტორია გააცნო ბავშვებს. ბევრმა მათგანმა მსგავსი ექსპონატები პირველად იხილა, რამაც ექსკურსია კიდევ უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა.
ექსკურსია ანანურში
    		<description>ისტორია, ბუნება და დაუვიწყარი ემოციები ანანურში!
24 მაისს სკოლის ენ-ჯის III/ა კლასის მოსწავლეები დაუვიწყარ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ — ულამაზეს და ისტორიულ ანანურის ციხესიმაგრე-ში.
მოგზაურობა სავსე იყო ახალი შთაბეჭდილებებით, საინტერესო ისტორიებითა და ბედნიერი ემოციებით. ბავშვებმა ახლოდან დაათვალიერეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ძეგლი, დატკბნენ ულამაზესი ბუნებით და ერთად უამრავი სასიამოვნო მოგონება შექმნეს.
 11