მთავარი გვერდი
მშობელთა საყურადღებოდ
ძვირფასო მშობლებო,
მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, სკოლაში მოეწყობა ღია კარის დღეები (I კლასიდან XI კლასის ჩათვლით). აღნიშნულ პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად, მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ გაკვეთილს/გაკვეთილებს.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ გაკვეთილზე დასასწრებად მობრძანდით გაკვეთილის დაწყებამდე (5 წუთით ადრე), დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.
დაჯილდოება
16 თებერვალს სკოლა ენ-ჯიში გაიმართა I-IV/ა/ბ კლასის მოსწავლეთა შორის სასკოლო ჭადრაკის ტურნირის საზეიმო დაჯილდოება. ღონისძიება ჩატარდა განსაკუთრებულად თბილ და მეგობრულ გარემოში, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი, ნიჭი და სტრატეგიული აზროვნება.
ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც მაღალი პასუხისმგებლობითა და მონდომებით წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური სიგელები და სიმბოლური პრიზები.
ვიზიტი ქარვასლას მუზეუმში
13 თებერვალს სკოლა ენ-ჯის VIII/ბ კლასი, ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით, ეწვია ქარვასლას მუზეუმი-ს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები და მოისმინეს მათი უძველესი ისტორია.
წიგნის საჯარო კითხვის დღე
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2016 წლიდან საქართველოში აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. ღონისძიებას შეუერთდა სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკაც, აქტიურად მონაწილეობდნენ V-IX/ბ კლასის მოსწავლეები. ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ლიტერატურულ ჟანრზე, წიგნებსა და პერსონაჟებზე.
ვიზიტი თოჯინების მუზეუმში
ჩვენი პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები 12 თებერვალს თოჯინების მუზეუმს ესტუმრნენ. აქ უამრავი ხელნაკეთი თოჯინა ვნახეთ.
გიდმა გულდასმით აგვიხსნა, რა მასალებით იქმნება თოჯინები და რამხელა შრომას მოითხოვს თითოეული მათგანი. ბავშვები აღფრთოვანებული და შთაგონებულები დარჩნენ. პატარებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ნიკო ფიროსმანის თოჯინამ, ბევრი წითელი ვარდით.
ვიზიტი თოჯინების მუზეუში
10 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით II/ბ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ თოჯინების მუზეუმს.
6
ელექტრონული ჟურნალის ანგარიშში შესვლა
სათაური
ოთხშაბათი 01/04/2026კალენდარი
- აპრ
- 09
- სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
- 09/04
- დასვენება
- აპრ
- 10
- სააღდგომო არდადეგები
- 10-13/04
- დასვენება
- მაი
- 12
- ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე
- 12/05
- დასვენება
- მაი
- 21
- XII კლასებმა დაასრულა სწავლა
12ბ, 12ა - 21/05-14/06
- გაუქმებული განათლება
- XII კლასებმა დაასრულა სწავლა
- მაი
- 26
- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
- 26/05
- დასვენება
- ივნ
- 08
- სასკოლო გამოცდების კვირა
5ა, 5ბ, 6ა, 6ბ, 7ა, 7ბ, 8ა, 8ბ, 9ა, 9ბ, 10ა, 10ბ, 11ა, 11ბ - 08-12/06
- გაუქმებული განათლება
- სასკოლო გამოცდების კვირა
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად