მთავარი გვერდი
მშობლის საათი
29 სექტემბერს, სკოლა ენ-ჯის III/ბ კლასში, ტუტორის ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩატარდა მშობლის საათი თემაზე — „იოცნებე, ირწმუნე, არ დანებდე“. 🌟
შეხვედრა მიეძღვნა ბავშვების ოცნებებისა და მისწრაფებების მხარდაჭერას, საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გაძლიერებასა და ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავების უნარების განვითარებას.
მშობლის საათი თემაზე — „მეცნიერება და ჯადოქრობა“.
25 სექტემბერს I/ბ კლასში, კლასის ტუტორის ორგანიზებით, ჩატარდა მშობლის საათი თემაზე — „მეცნიერება და ჯადოქრობა“.
მოსწავლეებისთვის შეხვედრა საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა. სხვადასხვა ექსპერიმენტისა და აქტივობის საშუალებით ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ ის, რაც ზოგჯერ ჯადოსნობად გვეჩვენება, ხშირად მეცნიერებასა და საინტერესო კანონზომიერებებს ეფუძნება.
შემოქმედებითი კონკურსი — „ჩემი მათემატიკური პორტრეტი“.
24 სექტემბერს II/ბ კლასში, მათემატიკის მასწავლებლის ორგანიზებით, ჩატარდა საინტერესო და შემოქმედებითი კონკურსი — „ჩემი მათემატიკური პორტრეტი“.
მოსწავლეებმა სახალისო და შემოქმედებითი აქტივობების საშუალებით გამოავლინეს მათემატიკური ცოდნა, ლოგიკური აზროვნებისა და წარმოსახვის უნარები. კონკურსმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, მათემატიკა განსხვავებული და საინტერესო კუთხით დაენახათ და სასწავლო პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანი გაეხადათ.
კონკურსი — „გავიცნოთ ერთმანეთი და ციფრები“.
24 სექტემბერს I/ბ კლასში მათემატიკის მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა საინტერესო და სახალისო კონკურსი — „გავიცნოთ ერთმანეთი და ციფრები“.
მოსწავლეებმა სახალისო აქტივობებისა და თამაშების საშუალებით უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, გამოავლინეს ცოდნა და უნარები, ითანამშრომლეს თანაკლასელებთან და სასიამოვნო ემოციებით დატვირთული დღე გაატარეს.
ვიზიტი ბოტანიკურ ბაღში
სკოლა ენ-ჯის II/ბ, III/ბ და IV/ბ კლასის მოსწავლეები, კლასის ტუტორების ორგანიზებით, თბილისის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბაღის ულამაზესი სივრცეები, გაეცნენ მრავალფეროვან მცენარეთა სამყაროს და ბუნების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. სასიამოვნო გარემოში გატარებულმა დღემ მათ შესაძლებლობა მისცა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახის მიღმაც გაეგრძელებინათ და მიღებული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებით გაემდიდრებინათ.
თეატრალური კლუბი
თეატრალური კლუბი
აღმოაჩინე და გამოავლინე შენი ნიჭი სკოლა „ენ-ჯიში“!
თეატრალურ კლუბში ისწავლი სცენაზე თავისუფლად გამოსვლას, მეტყველებას, იმპროვიზაციასა და გუნდურ მუშაობას. განივითარებ კრეატიულობას, მეხსიერებასა და თავდაჯერებულობას.
სემესტრის ბოლოს კლუბის წევრები მოამზადებენ სპექტაკლს და მაყურებლის წინაშე დიდ სცენაზე წარდგებიან.
ელექტრონული ჟურნალის ანგარიშში შესვლა
ახლა სკოლაში
შაბათი 10/10/2026კალენდარი
- ოქტ
- 14
- მცხეთობის დღე
- 14/10
- დასვენება
- ნოე
- 23
- გიორგობის დღე
- 23/11
- დასვენება
- დეკ
- 30
- ზამთრის არდადეგები
- 30/12-14/01
- დასვენება
- 2027
- იან
- 19
- ნათლისღება
- 19/01
- დასვენება
- მარ
- 03
- დედის დღე
- 03/03
- დასვენება
- მარ
- 08
- ქალთა საერთაშორისო დღე
- 08/03
- დასვენება
- მარ
- 08
- საგაზაფხულო არდადეგები
- 08-14/03
- დასვენება
- აპრ
- 09
- სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
- 09/04
- დასვენება
- აპრ
- 30
- სააღდგომო არდადეგები
- 30/04-03/05
- დასვენება
- მაი
- 12
- ანდრია მოციქულის ხსენების დღე
- 12/05
- დასვენება
- მაი
- 17
- ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე
- 17/05
- დასვენება
- მაი
- 21
- XII კლასებმა დაამთავრა სწავლა
12ბ, 12ა - 21/05-15/06
- გაუქმებული განათლება
- XII კლასებმა დაამთავრა სწავლა
- მაი
- 26
- საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
- 26/05
- დასვენება
- ივნ
- 09
- სასკოლო გამოცდების კვირა
5ა, 5ბ, 6ა, 6ბ, 7ა, 7ბ, 8ა, 8ბ, 9ა, 9ბ, 10ა, 10ბ, 11ა, 11ბ - 09-15/06
- გაუქმებული განათლება
- სასკოლო გამოცდების კვირა