სამოქალაქო კლუბი “პუბლიკუსის” ზამთრის და ზაფხულის ბანაკები

    • ბანაკი
      • ბანაკი

      • გთავაზობთ "სკოლა ენ-ჯი" - ს ბანაკის ბროშურას:
      • ბანაკი იქნება ადგილი, სადაც დროს მოზარდები

        ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარებენ. ბანაკში განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა:

         

        • პიროვნული განვითარება (იდენტობა და თვითშეფასება, ინტერესები და ღირებულებები)
        • ინტერპერსონალური ურთიერთობები
        • ეფექტური კომუნიკაცია
        • კრიტიკული აზროვნება (კრიტიკული მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება, დროის მართვა)
        • სოციალური პასუხისმგებლობა (ბავშვთა უფლებები და მოვალეობები, მორალი, ბულინგი, ტოლერანტობა)
        • ბანაკში, ასევე, ჩატარდება სპორტულ თამაშები, ლიტერატურული განხილვები, კინო-ჩვენებები და მრავალ სხვა ღონისძიებები.

         

        ბანაკის დღის განრიგი:

        09:00 – 09:30 – ადგომა /ოთახების მოწესრიგება

        10:00 – 10:30 – საუზმე

        10:30 – 11:00 – პირადი დრო

        11:00 – 14.00 – აქტივობები დახურულ სივრცეში, ან ღია ცის ქვეშ

        14:00 – 15:00 – სადილი

        15:00 – 16:00 – დასვენების საათი

        16:00 – 18:00 – აქტივობები დახურულ სივრცეში, ან ღია ცის ქვეშ

        19:00 – 20:00 – ვახშამი

        20:00 – 22:00 – საღამოს ღონისძიები

        22:30 – 23:00 – ძილისთვის მზადება

        23:00 – 09:00 – ძილი

         

         

        „აქტივობები დახურულ სივრცეში“

        პერიოდი, რომლის დროსაც ტარდება საგანმანათლებლო პროცესი, რომელიც ორიენტირებულია სხვადასხვა  უნარებისა და დამოკიდებულებების გამომიშავებაზე;

         

        „აქტივობები ღია ცის ქვეშ“ 

        სხვადასხვა დანიშნულების მოძრავი აქტივობები, რომელიც ტარდება ღია ცის ქვეშ, ეზოში.

        • სახალისო თამაშები ჯგუფებში და ჯგუფებს შორის;

         

        „წყნარი საათი“

        დასვენების პერიოდი, როდესაც ბანაკის მონაწილეებს შეუძლიათ დრო დაუთმონ საკუთარ თავს, სურვილისამებრ  – დაიძინონ, მეგობრებთან ერთად ისაუბრონ, წაიკითხონ ან სამაგიდო თამაშები ითამაშონ.

         

        „საღამოს ღონისძიები“

        საღამო საათებში გამართული შეხვედრები, საუბრები, კითხვა, ფილმის ყურება განხილვა და სხვა;

         

         

        ბანაკის ინფრასტრუქტურა

        • Wi – Fi
        • რეკრეაციული ზონა
        • თითოეული ოთახისთვის სველი წერტილები ცხელი წყალით
        • სამზარეულო და სასადილო
        • შემოსაზღვრული ტერიტორია
        • დასასვენებელი და გასართობი სივრცეები ეზოში

         

        ბანაკში გამგზავრება-დაბრუნება

         

        ბანაკში მონაწილეთა გამგზავრება-დაბრუნება მოხდება კომფორტული მარშუტკებით, სკოლა „სკოლა ენ-ჯი“ -ს  ეზოდან

         

         

        მედიკამენტები:

        • თუკი არასრულწლოვანი ექიმის დანიშნულებით იღებს სამკურნალო საშუალებებს, აუცილებლად ჩამოწერეთ წამლების სია, მათი მიღების ინსტრუქცია და განრიგი, ბავშვს გამოატანეთ წამლების საკმარისი რაოდენობა და ყოველივე ეს წინასწარ გვაცნობეთ; რათა მეთვალყურეობა გავუწიოთ მოსწავლის მიერ წამლის დროულად და სწორად მიღებას.
        • სასურველია ასევე მოსწავლეს ქონდეს ისეთი წამლები, როგორიცაა: სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, კუჭნაწლავისთვის, ალერგიისთვის (ჩადებული ცალკე დახურულ პაკეტში);

         

        როდის შეიძლება ბავშვებთან დარეკვა?

        სასურველია მოსწავლეს  დაურეკოთ დილით (9:00-11:00 სთ-ებში) ან დასვენების საათის დროს (15:00-16:00 სთ-ებში).

      • უკან არტიკლების სიაში
    • კონტაქტი

      • სკოლა ენ-ჯი
      • (+995 32) 265-26-67
      • გლდანი, ფორე მოსულიშვილის ქ. 20
        თბილისი
        0167 თბილისი
        Georgia
    • ანგარიშში შესვლა

  • ჩვენი სოციალური ქსელები