ჩვენს შესახებ
რატომ ჩვენ?
- სკოლის მოკლე ისტორია
ჩვენი სკოლა 1999 წელს დაფუძნდა. დაფუძნებიდან დღემდე სკოლამ რამდენჯერმე შეიცვალა სახელი. თავდაპირველად ის ფუნქციონირებდა როგორც "არასახელმწიფო საერო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა", შემდგომ - შპს ბარბარა, 2011 წლიდან როგორც - შპს ახალი ქართული გიმნაზია და 2023 წლის დეკემბრიდან, ავტორიზაციის ახალი სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით - შპს სკოლა ენ-ჯი.
ჩვენმა სკოლამ წარმატებით გაიარა ჯამში სამი ავტორიზაცია, მოიპოვა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე სწავლების უფლება. ხოლო, 2016 წლიდან სკოლა სწავლებას ახორციელებს ორ ენაზე - ქართული და რუსული.
ჩვენთან მრავალფეროვანი, ინკლუზიური, უსაფრთხო, თბილი და სიყვარულით სავსე გარემოა, სადაც ბავშვებს ერთმანეთის სიყვარულს და პატივისცემას ვასწავლით.
ჩვენი სკოლა პატარა ოჯახია, სადაც სხვადასხვა ეროვნების თანამშრომელი მუშაობს და ათამდე ეროვნების მოსწავლე სწავლობს. აქ ყველა ახალ მოსულ მოსწავლეს და თანამშრომელს ვხვდებით კეთილგანწყობილად და ვცდილობთ თავი იგრძნონ ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვან წევრად.- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები