სკოლაში მოსწავლის მიღება
- სკოლაში მოსწავლის მიღება
- სკოლაში დაწყებითი (გარდა პირველი კლასისა), საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის N193/ნ ბრძანების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის შესაბამისად, სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილის შესაბამისად, მოსწავლეთა ჩარიცხვაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს - ბრძანებას მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის თაობაზე. სკოლა უზრუნველყოფს ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემების და შესაბამისი ბრძანების ასახვას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.
- საშუალო საფეხურზე (X-XII კლასები) ჩარიცხვისთვის აუცილებელია მოსწავლეს ჰქონდეს საბაზო განათლების დამადასტურებელი ატესტატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ჩარიცხვა, მიუხედავად ასაკისა, მოხდება მაქსიმუმ IX კლასში;
- თუ მოსწავლეს არ აქვს დაძლეული საბაზო საფეხური, მოსწავლე შესაძლებელია ჩაირიცხოს მულტიგუნდის დასკვნის საფუძველზე;
- სკოლა უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან/და გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა შემდგომში ინდივიდუალური მუშაობის მიზნით.
- სსსმ მოსწავლის ჩარიცხვისას, საჭიროების შემთხვევაში, მშობელი ვალდებულია უზრუნველყოს სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტის აყვანა;
- სპეციალიზირებული სკოლებიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის დაწყებით და საბაზო საფეხურის ცალკეულ კლასში ჩასარიცხად დამატებით საჭიროა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებული, შესაბამისი სპეციალისტებისაგან შემდგარი ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის გადაწყვეტილება, რომლითაც დასტურდება აღნიშნული მოსწავლის მიერ სიძნელეების დაძლევა, რის გამოც მას არ სჭირდება სპეციალიზირებულ სკოლაში სწავლა;
- სკოლაში სრული ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო/საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
- სრულწლოვანი მოსწავლის განცხადება, ხოლო არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში - მშობლის განცხადება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას: სკოლაში ჩასარიცხი პირის შესახებ, განმცხადებლის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომერი, მოთხოვნა, განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა; განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.
- მოსწავლის ჩარიცხვის მიზნით წარმოდგენილ განცხადებას უნდა ერთვოდეს:
ა) არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში, თუ განმცხადებელი მშობელია, მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას. პირი თავისუფლდება აღნიშნული ცნობის/დოკუმენტის წარმოდგენისაგან უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე, ცალკეულ კლასში ჩარიცხვის შემთხვევაში.- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები