მოსწავლეთა მობილობა
- სკოლა ენ-ჯის მოსწავლეთა მობილობის წესი
"სკოლა ენ-ჯი" -ში მიმდინარეობს მოსწავლეთა მობილობა ქართული და რუსული სექტორის I-XII კლასებში.
რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი სკოლა?
სკოლაში ფუნქციონირებს ქართული და რუსული სექტორის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური.
დაწყებითი საფეხურის I-IV კლასებში სასწავლო აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00-18:00 საათამდე. გაძლიერებულია ქართული ენის, მათემატიკის და ინგლისური ენის სწავლება.
დამატებით შემოტანილია შემდეგი საგნები: მეტყველება, ჭადრაკი, ცეკვა.
ქართულ სექტორზე პირველივე კლასიდან იწყება მეორე უცხო ენის-რუსულის სწავლება.
მიმდინარეობს საგნობრივი სწავლება. საგნებთან ერთად სასწავლო ბადეში შეტანილია ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი, კლასის საათი, მშობლის საათი.
შუადღით მოსწავლეები სარგებლობენ კვების სერვისით.
დღის მეორე ნახევარში მოსწავლეები მუშაობენ სასკოლო პროექტებზე.
დაწყებითი საფეხურის V-VI კლასებში მოსწავლეებში წიგნიერების განვითარების მიზნით დამატებით შემოტანილი გვაქვს მედიაწიგნიერება.
V-IX კლასებში სივრცული აზროვნების განსავითარებლად ტექნიკურ საგნებს ემატება საგანი - ხაზვა;
სკოლა დიდ ყურადღებას უთმობს რუსულ სექტორზე ქართული ენის სწავლებას. ქართული ენის სწავლება მიმდინარეობს ორი პროგრამით: ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) და ქართული ენა უცხოელებისთვის.
რუსულ სექტორზე სწავლება მიმდინარეობს რუსულ ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმით დამტკიცებული სტანდარტებით.
მოსწავლეთა შეფასება:
I-IV კლასის მოსწავლეები ფასდებიან მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით.
V -XII კლასის ჩათვლით მოსწავლეები განმსაზღვრელი შეფასებით ფასდებიან მხოლოდ შემაჯამებელი დავალების კომპონენტში. ყველა საგანში პედაგოგები კლასთან მუშაობენ თემაზე და შემდეგ აჯამებენ თემას შემაჯამებელი დავალებით, რომელიც არის კომპლექსური ხასიათის. სემესტრული ნიშანი კი შემაჯამებელ დავალებებში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულს შეადგენს.
სასწავლო პროცესის დროს, პერიოდულად იგეგმება თეატრის დღე, გასვლითი გაკვეთილები და სხვადასხვა ექსკურსიები.სწავლა მიმდინარეობს მრავალფეროვანი რესურსის გამოყენებით. საკლასო ოთახები აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით/ეკრანებით და უზრუნველყოფილია ინტერნეტით.
სკოლაში ფუნქციონირებს კომპიუტერული, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ფიზიკა-ქიმიის ვირტუალური ლაბორატორიები.
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 45:00 წთ.
ჩვენ ვცდილობთ, რომ მოსწავლეებში გავაღვივოთ ინტერესი, სწავლა გავხადოთ სახალისო და მრავალფეროვანი, ამიტომ დამატებით მოსწავლეებს ვთავაზობთ სხვადასხვა კლუბებში გაწევრიანებას. სკოლაში ფუნქციონირებს ზაფხულის და ზამთრის ბანაკი.
კლასში მოსწავლეთა რაოდენობა განსაზღვრულია 22 მოსწავლით.
სწავლების წლიური გადასახადი ქართულ სექტორზე შეადგენს - 4000 ლარს, რუსულ სექტორზე 5000 ლარს (ამ თანხაში არ შედის კვების გადასახადი, მათთან ფორმდება ცალკე ხელშეკრულება).
თუ თქვენი ინტერესი სხვა საგანმანათლებლო საჭიროებებსაც მოიცავს, სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
- ქართული ცეკვა;
- N20 მუსიკალური სკოლა;
- მხატვრული ტანვარჯიში;
- კინგბოქსინგი;
მისამართი: თბილისი. ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org
ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/
- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები