• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარება
      • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარება

      • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარება
      • 1. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება  ხორციელდებასაქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ ბრძანების შესაბამისად;
        2. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების გათვალისწინებით მოსწავლის მისაღებად, მშობელმა პირველ რიგში, სკოლას განცხადებით უნდა მიმართოს მისი შვილის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დასკვნის შედგენის მოთხოვნით.
        3. მოსწავლის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დადგენის მოთხოვნას თან უნდა დაურთოს:
        ) ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცლის ასლი/პირადი საქმე, რომელიც იმ სკოლის მიერაა შედგენილი/გაცემული, რომელშიც მოსწავლე უცხოეთში სწავლობდა;
        ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
        ) მშობლის პირადობის ან ბინადრობის მოწმობა ან პასპორტის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
        4. მომართვის შემდგომ სკოლა ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დასკვნას, რომელსაც კანონმდებლობით მოთხოვნილ სხვა საბუთებთან (სკოლის მიერ შედგენილი დასკვნა, ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცლის ასლი/პირადი საქმის ასლი, მოსწავლის დაბადების მოწმობის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, თუ საქართველოში გაცემული, მაშინ მხოლოდ ასლი, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის ან ბინადრობის მოწმობა ან პასპორტის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, აღიარების პროცედურის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარიერთად მშობელი წარადგენს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (https://eqe.ge/ka/faq/18/show), რომელიც შეისწავლის მოსწავლის საგანმანათლებლო ისტორიას და დაადგენს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემასთან შესაბამისობას.
        5 უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული  ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარდგენის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე, ცენტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებული პირი უფლებამოსილია მიმართოს სკოლას, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი კლასის გაკვეთილზე დასწრების შესაძლებლობას. სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიღების მიზნით. 
        6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის წარდგენის შემდეგ მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერს განცხადებას სკოლაში ჩარიცხვის თაობაზე;
        7. მოსწავლე შესაბამის კლასში ირიცხება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტში მითითებული საფუძვლის შესაბამისად. სკოლის მიერ გამოცემული ჩარიცხვის შესახებ ბრძანება აისახება eschool.emis.ge- ბაზაში. განსხვავებული საგნები, რომელშიც შესაბამისობა ვერ დადგინდა, მოსწავლემ უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით.
        8.  თუ მოსწავლეს აღიარება ვერ დაუდგინდა, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში ერთი კლასით ქვედა კლასში. სკოლის მიერ გამოცემული ჩარიცხვის შესახებ ბრძანება აისახება eschool.emis.ge- ბაზაში.
         

      • უკან არტიკლების სიაში