სიახლეები

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

        გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.

        სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • ლოგოპედის მომსახურებას.

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).

        გაითვალისწინეთ - 2026-2027 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

        მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -

        https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit

        მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/

        ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/

         

      • სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას  ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას:

        -ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        -მათემატიკაში;

        -პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და  კითხვის საათის გაკვეთილებს.

        • დამატებით ტარდება:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        -გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.

        სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.

        I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;

        სკოლაში  ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:

        I-IV კლასებში  09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;

        V-XII კლასებში  09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • 2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები

      • 2025-2026 სასწავლო წლის

        წლიური გამოცდები

        (ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)

         

        დაწყებითი საფეხური

        მუხლი 11

        11.3.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)   რუსული სექტორისთვის;

        3. მათემატიკა (ორივე სექტორი);

        4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);

        11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.

        11.5.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)  (რუსული სექტორი);

        3.  მათემატიკა (ორივე სექტორი);

        11.6. წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ  ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

        საბაზო საფეხური

        მუხლი 14

        14.4.წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს  წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:

         

        ქართული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        რუსული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი - ინგლისური ენა,  ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        14.4.2. წლიური   გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.     

         

        საშუალო საფეხური

        მუხლი 14

        14.4. . წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა   XI კლასებში ატარებს   წლიური გამოცდებს.

        14.4.3. XI კლასი

        ქართული სექტორი :

        რუსული სექტორი:

        • პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
        • არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;

        14.4.4 წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში

          • წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა ენ-ჯიში 5 და 6 თებერვალს სკოლის ბიბლიოთეკარმა III-V/ა და II-IV/ბ კლასებთან ერთად მოაწყო წიგნის საჯარო კითხვა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, წაიკითხეს ნაწარმოებები გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.

          • გასვლითი გაკვეთილი

          • 30 იანვარს სკოლა ენ-ჯის X/ა კლასი ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში იმყოფებოდა მეტეხის ტაძრში, სადაც შუშანიკ დედოფლის საფლავი მოინახულეს. ასევე, მოილოცეს აბო თბილელის წამების ადგილზე აგებული ტაძარი.

          • ნინო ქადაგიძეს სტუმრობა სკოლაში

          • 28 იანვარს, სკოლა ენ-ჯიში კითხვის საათის ფარგლებში გაიმართა წაკითხული წიგნის განხილვა, რომელსაც საბავშვო მწერალი ნინო ქადაგიძე ესტუმრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ V-VI/ა კლასის მოსწავლეები. მათ ავტორს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაუსვეს საინტერესო კითხვები და მოისმინეს მწერლისგან საინტერესო ამბები.

            შეხვედრის დასასრულს ნინო ქადაგიძემ სკოლას საავტორო წიგნი გადასცა და მოსწავლეებს უსურვა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბება.

          • ახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე.

          • 29 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

          • სახალისო ქვესტი

          • 22 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით VII/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის V/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშოვლის საათი თემაზე: "საახალწლო ჯუჯების მომზადება"

          • ალექსანდრე ბერიშვილის ვიზიტი სკოლაში

          • სკოლა ენ-ჯი-ში 22 დეკემბერს სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ორგზის ჩემპიონი ჭადრაკში და მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული ჭადრაკ-კრივში — ალექსანდრე ბერიშვილი.

            ვიზიტის ფარგლებში მან მოსწავლეებთან ჩაატარა ერთდროული საჭადრაკო სეანსი.

            სეანსში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მაინკრაფტი იტყუება? სინამდვილეში როგორ ჩნდება ალმასები”

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის VII/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “საახალწლო ვიქტორინა”

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში III/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მასტერკლასი ჩარჩოების დამზადებაში”

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში III/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მასტერკლასი საახალწლო შანდლის დამზადებაში”

          • გამოცდილების გაზიარების გაკვეთილი ქიმიაში

          • სკოლა ენ-ჯიში ქიმიის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ღონისძიება. VIII/ა კლასის მოსწავლემ, პედაგოგების დახმარებით, ჩაატარა პრაქტიკული სამუშაო VI/ა კლასში ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე. გაკვეთილის თემა იყო — „ნარევების დაყოფა“.

          • ექიმის საათი

            სკოლა ენ-ჯის ექიმმა VIII/ბ კლასში ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “გრიპი, ფრიპის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა”

          • პროექტი

            28 თებერვალს სკოლა ენ-ჯის IV/ა კლასში კლასის ტუტორის ინიციატივით ჩატარდა პროექტი თემაზე: “გაუფრთხილდით დედას თქვენსას, დედას თუნდაც მტრისას”.

          • ღონისძიება

            28 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ტუტორების ინიციატივით I-II-III-IV/ბ კლასებში დედის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება: “დედა სიცოცხლის საწყისია”

          • პროექტი

            28 თებევალს VI/ბ კლასში ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატევით ჩატარდა პროექტი თემაზე: ,, Shrovetide Traditions( Pancake week)". მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, სახლში თავად გამოაცხვეს ბლინები და გაუმასპინძლდნენ ერთმანეთს პოსტერების წარდგენის შემდგომ.

          • პროექტი რუსულ ენაში

            სკოლა ენ-ჯის V/ბ კლასში რუსული ენის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია თემაზე: “ზამთარი რუსულ პოეზიაში”

          • რა? სად? როდის?

            27 თებერვალს სკოლა ენ-ჯის გეოგრაფიისა და ისტორიის მასწავლებლების ინიციატივით VIII-IX კლასებს შორის ჩატარდა ინტელექტუალური თამაში: “რა? სად ? როდის?”

          • გამოფენა

            სკოლა ენ-ჯის ჩვენი საქართველოს მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა V-VI კლასის მიერ შექმნილი  დასახლების ტიპები გურიაში და სვანეთში გამოფენა.

          • ვიზიტი ეროვნულ მუზეუმში

            19 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით XI/ა კლასი ესტუმრა ეროვნულ მუზეუმს, გაიხსენეს საქართველოს ისტორიის მძიმე კადრები, რომელიც 1921 წლის თებერვლის ოკუპაციას ეხებოდა. 

          • შეხვედრა ბიბლიოთეკაში

            19 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარის ინიციატივით III-V/ა კლასებში შედგა შეხვედრა თემაზე:„ჩემი საყვარელი წიგნი“ 19 თებერვალი - დაიბადა მწერალი ნიკო ლომოური.” 
            მოსწავლეებმა გაიხსენეს საბავშო მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკო ლომოური, ისაუბრეს მწერლის მოკლე ბიოგრაფიაზე, განსაკუთრებულად აღნიშნეს- „მწერალი ბავშვის აღზრდაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა მხატვრულ ლიტერატურას.”

          • დაჯილდოება

            18 თებერვალს სკოლა ენ-ჯიში მოხდა მათემატიკის ოლიმპიადის მონაწილეების და ჭადრაკის შიდასასკოლო ტურნირის გამარჯვებულების სერტიფიკატებით/ დიპლომებით დაჯილდოება. 

          • ვიზიტი მოდი ნახეს თეატრში

            15 თებერვალს სკოლა ენ-ჯის VIII/ა კლასის მოსწავლეები ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით ესტუმრნენ “მოდი ნახეს” თეატრს წარმოდგენაზე: “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”

          • საგნობრივი პროექტი

            14 თებერვალს, სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლების ორგანიზებით, საგნობრივი კათედრის პროექტის ფარგლებში მოეწყო პრეზენტაციები თემაზე: "Love is.." პრიექტში მონაწილეობდნენ, VI-VIII/ა/ბ კლასები.

             

          • პლანეტარიუმი სკოლაში

            სკოლა ენ-ჯის სტუმრად ჰყავდათ მოწვეული “პლანეტარიუმი”, რომელის წარმოდგენას დაესწრნენ სკოლის დაწყებითი საფეხურის I-IV/ა/ბ კლასის მოსწავლეები. 

             

          • წიგნის საჯარო კითვის დღის კვირეული

            სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით ბიბლიოთეკაში ჩატარდა “წიგნის საჯარო კითხვის დღის აღნიშვნა”, სადაც მონაწილეობა მიიღო VII-IX/ბ კლასის მოსწავლებმა, ასევე წარადგინეს მოკლე პრეზენტაცია ამ დღესთან დაკავშირებით. 

          • ინტეგრირებული გაკვეთილი

            12 თებერვალს სკოლა ენ-ჯის III/ა კლასში მე და საზოგადოების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი სკოლის ექიმთან თემაზე: “ჯანმრთელობა”. მოსწავლეები გაეცნენ ჯანსაღი კვების, სწორი რეჟიმის, აქტივობების და ძილის მნიშვნელობას.

    • კონტაქტი

      • სკოლა ენ-ჯი
      • (+995 32) 265-26-67
      • გლდანი, ფორე მოსულიშვილის ქ. 20
        თბილისი
        0167 თბილისი
        Georgia
    • ანგარიშში შესვლა

  • ჩვენი სოციალური ქსელები