სკოლა ენ-ჯის V-VI/ა კლასის მოსწავლეები ჩვენი საქართველოს მასწავლებელთან და კლასის ტუტორთან ერთად იმყოფებოდნენ ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში, მოინახულეს ,,საგანძური,, და შეიმეცნეს ისტორიის როლი საქართველოს შესწავლაში.
სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას,
ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში
და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის
საათის გაკვეთილებს;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის
საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.
სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა
თეატრთან.
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• ლოგოპედის მომსახურებას.
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00
საათამდე (I-IV კლასები).
გაითვალისწინეთ - 2026-2027 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას
შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -
https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit
მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა
N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/
ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას:
-ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
-მათემატიკაში;
-პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და კითხვის საათის გაკვეთილებს.
• დამატებით ტარდება:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
-გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.
სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.
I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;
სკოლაში ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:
I-IV კლასებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;
V-XII კლასებში 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები
2025-2026 სასწავლო წლის
წლიური გამოცდები
(ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)
დაწყებითი საფეხური
მუხლი 11
11.3. დაწყებითი კლასების საფეხურზე, IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) რუსული სექტორისთვის;
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);
11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.
11.5. დაწყებითი კლასების საფეხურზე, V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) (რუსული სექტორი);
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
11.6. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
საბაზო საფეხური
მუხლი 14
14.4.წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:
ქართული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
რუსული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი - ინგლისური ენა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
14.4.2. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
საშუალო საფეხური
მუხლი 14
14.4. . წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა XI კლასებში ატარებს წლიური გამოცდებს.
14.4.3. XI კლასი
ქართული სექტორი :
რუსული სექტორი:
14.4.4 წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
სკოლა ენ-ჯის V-VI/ა კლასის მოსწავლეები ჩვენი საქართველოს მასწავლებელთან და კლასის ტუტორთან ერთად იმყოფებოდნენ ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში, მოინახულეს ,,საგანძური,, და შეიმეცნეს ისტორიის როლი საქართველოს შესწავლაში.
სკოლა ენ-ჯის თეატრალური სტუდიოს კონცერტი
სკოლა ენ-ჯის I-IV/ბ კლასის ტუტორების ინიციატივით ჩატარდა პროექტი: “დედამიწის დღე”
ძვირფასო მშობლებო,
2025 წლის 24 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით (იხ. გრაფიკი).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.
იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.
პატივისცემით,
დირექცია
14 მარტს სკოლა ენ-ჯის ესტუმრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და X-XI კლასების მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, ესაუბრეს სტუდენტურ ცხოვრებაზე და გაცვლით პროგრამებზე.
სკოლა ენ-ჯის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლების ორგანიზებით გააკეთეს და წარადგინეს პრეზენტაციები ძილის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით I-IV/ბ კლასებში ჩატარდა ლიტერატურული საღამო
თემაზე: „სადაც სიცოცხლეა, იქ პოეზიაა“ - დედის დღე, 8 მარტი და გაზაფხული ერთად მოგვილოცნია...
ბავშვებმა შეუდარებელი პოეზიის საღამო მიუძღვნა თავის მასწავლებლებს, დედებს, ქალბატონებს, ლექსებით გვამცნეს გაზაფხულის დადგომა, მისი გამორჩეული სილამაზე და სითბო.
12 მარტს სკოლა ენ-ჯის I-II/ა/ბ კლასის მოსწავლეები ტუტორებთან ერთად ეწვიეს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრს სპექტაკლზე: “ურჩხული და ლამაზმანი”
სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში I/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “ საჯარო გამოსვლები”
სკოლა ენ-ჯის ექიმმა VIII/ბ კლასში ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “გრიპი, ფრიპის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა”
28 თებერვალს სკოლა ენ-ჯის IV/ა კლასში კლასის ტუტორის ინიციატივით ჩატარდა პროექტი თემაზე: “გაუფრთხილდით დედას თქვენსას, დედას თუნდაც მტრისას”.
28 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ტუტორების ინიციატივით I-II-III-IV/ბ კლასებში დედის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება: “დედა სიცოცხლის საწყისია”
სკოლა ენ-ჯის I/ა კლასის მოსწავლეები დედის დღესთან დაკავშირებით ულოცავენ დედებს
სკოლა ენ-ჯის ექიმმა IV/ბ კლასში ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “ სეზონური გრიპი”
28 თებევალს VI/ბ კლასში ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატევით ჩატარდა პროექტი თემაზე: ,, Shrovetide Traditions( Pancake week)". მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, სახლში თავად გამოაცხვეს ბლინები და გაუმასპინძლდნენ ერთმანეთს პოსტერების წარდგენის შემდგომ.
სკოლა ენ-ჯის V/ბ კლასში რუსული ენის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია თემაზე: “ზამთარი რუსულ პოეზიაში”
27 თებერვალს სკოლა ენ-ჯის გეოგრაფიისა და ისტორიის მასწავლებლების ინიციატივით VIII-IX კლასებს შორის ჩატარდა ინტელექტუალური თამაში: “რა? სად ? როდის?”
სკოლა ენ-ჯის ჩვენი საქართველოს მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა V-VI კლასის მიერ შექმნილი დასახლების ტიპები გურიაში და სვანეთში გამოფენა.
19 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით XI/ა კლასი ესტუმრა ეროვნულ მუზეუმს, გაიხსენეს საქართველოს ისტორიის მძიმე კადრები, რომელიც 1921 წლის თებერვლის ოკუპაციას ეხებოდა.
19 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ექიმმა II/ბ კლასში ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “ გრიპი და გაციება”
ძვირფასო მშობლებო,
მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, სკოლაში მოეწყობა ღია კარის დღეები (I კლასიდან XI კლასის ჩათვლით). აღნიშნულ პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად, მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ გაკვეთილს/გაკვეთილებს.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ გაკვეთილზე დასასწრებად მობრძანდით გაკვეთილის დაწყებამდე (5 წუთით ადრე), დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.
დირექცია
16 თებერვალს სკოლა ენ-ჯიში გაიმართა I-IV/ა/ბ კლასის მოსწავლეთა შორის სასკოლო ჭადრაკის ტურნირის საზეიმო დაჯილდოება. ღონისძიება ჩატარდა განსაკუთრებულად თბილ და მეგობრულ გარემოში, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი, ნიჭი და სტრატეგიული აზროვნება.
ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც მაღალი პასუხისმგებლობითა და მონდომებით წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური სიგელები და სიმბოლური პრიზები.
13 თებერვალს სკოლა ენ-ჯის VIII/ბ კლასი, ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით, ეწვია ქარვასლას მუზეუმი-ს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები და მოისმინეს მათი უძველესი ისტორია.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2016 წლიდან საქართველოში აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. ღონისძიებას შეუერთდა სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკაც, აქტიურად მონაწილეობდნენ V-IX/ბ კლასის მოსწავლეები. ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ლიტერატურულ ჟანრზე, წიგნებსა და პერსონაჟებზე.
ჩვენი პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები 12 თებერვალს თოჯინების მუზეუმს ესტუმრნენ. აქ უამრავი ხელნაკეთი თოჯინა ვნახეთ.
გიდმა გულდასმით აგვიხსნა, რა მასალებით იქმნება თოჯინები და რამხელა შრომას მოითხოვს თითოეული მათგანი. ბავშვები აღფრთოვანებული და შთაგონებულები დარჩნენ. პატარებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ნიკო ფიროსმანის თოჯინამ, ბევრი წითელი ვარდით.
10 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით II/ბ კლასის მოსწავლეები ეწვივნენ თოჯინების მუზეუმს.
10 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით III/ა კლასმა წარადგინა პროექტი თემაზე: „შენების ხელოვნება“. ასევე გაიმართა მოსწავლეების მიერ შესრულებული მაკეტების გამოფენა.
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით V/ბ კლასი იმყოფებოდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
,,ჩვენ ვართ წაკითხული წიგნები, ნანახი ფილმები" _ უთხრა დღეს სკოლა ,,ენ-ჯის" მოსწავლეებს კითხვის საათის ფარგლებში მოწვეულმა დრამატურგმა, ლიტერატურის კრიტიკოსმა _ დავით გაბუნიამ. მართლაც, ყოველი წიგნის ამბავმა სხეულში უნდა გაიაროს, რაც ,,თეთრ მაგნოლიას" გამოუვიდა.
რატომ ირჩევენ ავტორები ფსევდონიმებს, რა უპირატესობა აქვს დეტექტიური ჟანრის ლიტერატურას, როგორ შეიძლება წერის ტექნიკების გამოყენებით შექმნა უცნაური სიუჟეტი, ფინალი _ ამ საკითხებზე საინტერესო მსჯელობა გაიმართა. შეხვედრა იყო ინტერაქციული, ემოციებით დატვირთული.
მადლობა სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის.
წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა ენ-ჯიში 5 და 6 თებერვალს სკოლის ბიბლიოთეკარმა III-V/ა და II-IV/ბ კლასებთან ერთად მოაწყო წიგნის საჯარო კითხვა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, წაიკითხეს ნაწარმოებები გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.
3 თებერვალს სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
3 თებერვალს სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა თემაზე: ,,ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში."
30 იანვარს სკოლა ენ-ჯის X/ა კლასი ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში იმყოფებოდა მეტეხის ტაძრში, სადაც შუშანიკ დედოფლის საფლავი მოინახულეს. ასევე, მოილოცეს აბო თბილელის წამების ადგილზე აგებული ტაძარი.
29 იანვარს სკოლა ენ-ჯის I/ა კლასის ტუტორების ინიციატებით ჩატარდა ღონისძიება.
სკოლა ენ-ჯის III/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
სკოლა ენ-ჯის III/ა კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
28 იანვარს, სკოლა ენ-ჯიში კითხვის საათის ფარგლებში გაიმართა წაკითხული წიგნის განხილვა, რომელსაც საბავშვო მწერალი ნინო ქადაგიძე ესტუმრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ V-VI/ა კლასის მოსწავლეები. მათ ავტორს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაუსვეს საინტერესო კითხვები და მოისმინეს მწერლისგან საინტერესო ამბები.
შეხვედრის დასასრულს ნინო ქადაგიძემ სკოლას საავტორო წიგნი გადასცა და მოსწავლეებს უსურვა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბება.
29 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.
22 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით VII/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.
26 იანვარს სკოლა ენ-ჯის VII/ბ კლასი ტუტორთან ერთად მოინახულეს “VR Arena” და სახალისოდ გაატარეს დრო.
Powered by aSc EduPage