სიახლეები

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

        გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.

        სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • ლოგოპედის მომსახურებას.

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).

        გაითვალისწინეთ - 2026-2027 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

        მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -

        https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit

        მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/

        ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/

         

      • სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას  ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას:

        -ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        -მათემატიკაში;

        -პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და  კითხვის საათის გაკვეთილებს.

        • დამატებით ტარდება:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        -გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.

        სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.

        I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;

        სკოლაში  ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:

        I-IV კლასებში  09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;

        V-XII კლასებში  09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • 2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები

      • 2025-2026 სასწავლო წლის

        წლიური გამოცდები

        (ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)

         

        დაწყებითი საფეხური

        მუხლი 11

        11.3.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)   რუსული სექტორისთვის;

        3. მათემატიკა (ორივე სექტორი);

        4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);

        11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.

        11.5.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)  (რუსული სექტორი);

        3.  მათემატიკა (ორივე სექტორი);

        11.6. წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ  ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

        საბაზო საფეხური

        მუხლი 14

        14.4.წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს  წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:

         

        ქართული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        რუსული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი - ინგლისური ენა,  ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        14.4.2. წლიური   გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.     

         

        საშუალო საფეხური

        მუხლი 14

        14.4. . წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა   XI კლასებში ატარებს   წლიური გამოცდებს.

        14.4.3. XI კლასი

        ქართული სექტორი :

        რუსული სექტორი:

        • პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
        • არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;

        14.4.4 წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში

          • წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა ენ-ჯიში 5 და 6 თებერვალს სკოლის ბიბლიოთეკარმა III-V/ა და II-IV/ბ კლასებთან ერთად მოაწყო წიგნის საჯარო კითხვა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, წაიკითხეს ნაწარმოებები გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.

          • გასვლითი გაკვეთილი

          • 30 იანვარს სკოლა ენ-ჯის X/ა კლასი ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში იმყოფებოდა მეტეხის ტაძრში, სადაც შუშანიკ დედოფლის საფლავი მოინახულეს. ასევე, მოილოცეს აბო თბილელის წამების ადგილზე აგებული ტაძარი.

          • ნინო ქადაგიძეს სტუმრობა სკოლაში

          • 28 იანვარს, სკოლა ენ-ჯიში კითხვის საათის ფარგლებში გაიმართა წაკითხული წიგნის განხილვა, რომელსაც საბავშვო მწერალი ნინო ქადაგიძე ესტუმრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ V-VI/ა კლასის მოსწავლეები. მათ ავტორს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაუსვეს საინტერესო კითხვები და მოისმინეს მწერლისგან საინტერესო ამბები.

            შეხვედრის დასასრულს ნინო ქადაგიძემ სკოლას საავტორო წიგნი გადასცა და მოსწავლეებს უსურვა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბება.

          • ახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე.

          • 29 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

          • სახალისო ქვესტი

          • 22 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით VII/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის V/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშოვლის საათი თემაზე: "საახალწლო ჯუჯების მომზადება"

          • ალექსანდრე ბერიშვილის ვიზიტი სკოლაში

          • სკოლა ენ-ჯი-ში 22 დეკემბერს სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ორგზის ჩემპიონი ჭადრაკში და მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული ჭადრაკ-კრივში — ალექსანდრე ბერიშვილი.

            ვიზიტის ფარგლებში მან მოსწავლეებთან ჩაატარა ერთდროული საჭადრაკო სეანსი.

            სეანსში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მაინკრაფტი იტყუება? სინამდვილეში როგორ ჩნდება ალმასები”

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის VII/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “საახალწლო ვიქტორინა”

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში III/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მასტერკლასი ჩარჩოების დამზადებაში”

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში III/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მასტერკლასი საახალწლო შანდლის დამზადებაში”

          • გამოცდილების გაზიარების გაკვეთილი ქიმიაში

          • სკოლა ენ-ჯიში ქიმიის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ღონისძიება. VIII/ა კლასის მოსწავლემ, პედაგოგების დახმარებით, ჩაატარა პრაქტიკული სამუშაო VI/ა კლასში ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე. გაკვეთილის თემა იყო — „ნარევების დაყოფა“.

          • ექიმის საათი

            სკოლა ენ-ჯის VIII/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “სეზონური გრიპი და მისი პრევენციის გზები”

          • ნაშრომების გამოფენა

            სკოლა ენ-ჯი-ში გაიმართა XI/ა კლასის მოსწავლის ნინი შუღლიაშვილის პერსონალური ნახატების გამოფენა, ასევე წარმოდგენილი იყო ხაზვის მასწავლებლის იური არუთინოვის ნამუშევრების ინდივიდუალური გამოფენა.

          • შეხვედრა სტუმართან

            მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სკოლა ენ-ჯი-ში მოწვეული იყო ქართული ლიტერატურის გამორჩეული პედაგოგი — ნანა მამუკელაშვილი, რომელმაც VII-X/ა კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა ინტერაქციული და შემოქმედებით აქტივობებით გამორჩეული გაკვეთილი.

          • ვიზიტი სტუ-„მოდი ნახე“ თეატრში

            სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში IX/ა კლასი ეწვია სტუ-„მოდი ნახე“ თეატრს, სპექტაკლზე – „უკანასკნელი თოლია“. სპექტაკლის მთავარი გზავნილი იყო:

            „სჯობს სიცოცლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!“

            ღირსება და თავისუფლება ყველაფერზე მაღლა დგას, დღევანდელი გმირები ჩვენს სამშობლოსა და ხალხის სიყვარულს შეეწირნენ.

            გვახსოვდეს ჩვენი გმირები!

          • ვიზიტი თბილისობაზე

            თბილისელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული „თბილისობაა“ , რომელიც ტარდება ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე . სკოლა ენ-ჯის IX/ა კლასი ტრადიციულად ეწვია იმ ადგილებს,სადაც მოეწყო მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები.

          • მასტერკლასი სუშის მომზადებაში

            სკოლა ენ-ჯის VII/ბ და VIII/ბ კლასებში, კლასის ტუტორის ორგანიზებით ჩატარდა სუშის მასტერკლასი. მოწვეულმა სუში-შეფმა მოსწავლეებს მოუთხრო სუშის ისტორია, ხოლო შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით, ბავშვებმა საკუთარი ხელით მოამზადეს პირველი სუში.

          • მოსწავლეთა სათათბიროს პირველი შეკრება

            1 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯიში გაიმართა მოსწავლეთა სათათბიროს პირველი შეკრება, სადაც აირჩიეს სათათბიროს პრეზიდენტი, ჩამოაყალიბეს მოსწავლეთა კომიტეტები და შეიმუშავეს წლიური სამოქმედო გეგმა. წარმატებულ წელს ვუსურვებთ მოსწავლეთა სათათბიროს წევრებს.

          • შიდასასკოლო ტრენინგი თემაზე: კონსტრუქტივისტული სწავლება, კონსტრუქტივიზმის 5 პრინციპი და ძირითადი მიდგომები"

            მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის მიზნით, სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ტრენინგი თემაზე: კონსტრუქტივისტული სწავლება, კონსტრუქტივიზმის 5 პრინციპი და ძირითადი მიდგომები" ტრენინგს უძღვებოდა დირექტორის მოადგილე სწავლა-სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით - მაია გურასპიშვილი. ტრენინგის მსვლელობისას მასწავლებლები გაეცნენ კონსტრუქტივისტული სწავლების ძირითად მიმართულებებს, კონსტრუქტივიზმის 5 პრინციპს, გაიაზრეს გლობალური და ფუნქციური უნარების - მეტაკოგნიციის ძირითადი მიდგომები და განსაზღვრეს, როგორ მოახდინონ საგაკვეთილო პროცესში, მოსწავლეთა ჰოლისტიური მხარდაჭერა/განვითარება.

          • სასკოლო საბჭოს შეხვედრა

            19 სექტემბერს სკოლაში ჩატარდა სასკოლო საბჭოს შეხვედრა, სადაც საბჭოს წევრები გაეცნენ გასული სასწავლო წლის შედეგებს (წლიურ ანგარიშს) და მიმდინარე სასწავლო წლის სამომქედო გეგმას. იმსჯელეს სკოლის ძირითად პრიორიტეტებზე.

          • შეხვედრა სტუმართან

            25 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა პოეტი რობერტ მესხი

            სხვადასხვა პოეტური კრებულებიდან ავტორის მიერ წაკითხულს ფიქრით მივყავდით იმ შორეულ, ჯერ ჩემი მოსწავლეებისთვის ვერ დანახული ნაპირისკენ, რომლის მონატრებაც გვაერთიანებდა ამ შეხვედრის დროს. პოეტის ბავშვობა ზღვისფერია, მისთვის თავისუფლება ღმერთშია, სამშობლოა მთავარი საწუხარი...

            მოსწავლეებმა შეძლეს ენახათ თანამედროვე პოეტი, რომელიც ზღვის ტალღასავით აღელდება, როცა აფხაზეთზე, სამშობლოზე საუბრობს. მისი ჩვეულებრივი ფრაზაც პოეტურია, მეტყველება მკაფიო და ექსპრესიული; ლექსს კითხულობს და გული ამოაქვს, რომლის ფსკერზე მუდამ ტივტივებს ზღვა, ნიჟარები, დედის ლანდი...

            მოწვეული პოეტი მინდოდა ყოფილიყო აფხაზეთიდან, ამიტომაც არჩევანი არ იყო მწირი.

            მოსწავლეებმა მოიძიეს რობერტ მესხის ლექსები, შეარჩიეს, წაუკითხეს

          • დაჯილდოვება

            2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულ მოსწავლეს გადაეცა ოქროს მედალი და სიგელი. ვუსურვებთ წარმატებებს მომავალშიც!

          • სუშის მასტერკლასი

            სკოლა ენ-ჯის III/ბ და V/ბ კლასებში, კლასის ტუტორის ორგანიზებით ჩატარდა სუშის მასტერკლასი. მოწვეულმა სუში-შეფმა მოსწავლეებს მოუთხრო სუშის ისტორია, ხოლო შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით, ბავშვებმა საკუთარი ხელით მოამზადეს პირველი სუში.

          • 2025 წლის 26 სექტემბერს ტარდება მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები

             

            • მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, საბაზო-საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;
            • მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ სათათბიროში რეგისტრაციას გადიან კლასის ტუტორებთან, 2025 წლის 16 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით.
            • საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა სათათბიროში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ ორ წარმომადგენელს.
            • კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შეეძლებათ 2025 წლის 23 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.

             

            მოსწავლეთა სათათბიროს  არჩევნები ჩატარდება  საგაკვეთილო პროცესის შემდეგ (კომპიუტერულ ლაბორატორიაში), ელექტრონული ფორმატით (Google Drive-ის გამოყენებით) ჩატარდება.

             

            გთხოვთ, აქტიურად ჩაერთოთ და მონაწილეობა მიიღოთ მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნებში.

             

          • ახალი 2025-2026 სასწავლო წელი

            დღეს, 8 სექტემბერს, ჩვენს სკოლაში  დაიწყო ახალი 2025-2026 სასწავლო წელი! სკოლის ეზოში გაიმართა საზეიმო შეხვედრა მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. პირველი ზარი დაირეკა პირველკლასელთათვის, ხოლო 2024-2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს მივულოცეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება და  ახალი გზის დასაწყისი.

            სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დაე, ეს წელი იყოს სწავლაში წარმატებების, დაუვიწყარი ემოციებისა და მრავალი სასიამოვნო, ლამაზი, ზღაპრული დღეების მომტანი თითოეული ჩვენი მოსწავლისთვის.

    • კონტაქტი

      • სკოლა ენ-ჯი
      • (+995 32) 265-26-67
      • გლდანი, ფორე მოსულიშვილის ქ. 20
        თბილისი
        0167 თბილისი
        Georgia
    • ანგარიშში შესვლა

  • ჩვენი სოციალური ქსელები