სიახლეები

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

        გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.

        სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • ლოგოპედის მომსახურებას.

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).

        გაითვალისწინეთ - 2026-2027 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

        მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -

        https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit

        მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/

        ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/

         

      • სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას  ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას:

        -ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        -მათემატიკაში;

        -პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და  კითხვის საათის გაკვეთილებს.

        • დამატებით ტარდება:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        -გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.

        სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.

        I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;

        სკოლაში  ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:

        I-IV კლასებში  09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;

        V-XII კლასებში  09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • 2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები

      • 2025-2026 სასწავლო წლის

        წლიური გამოცდები

        (ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)

         

        დაწყებითი საფეხური

        მუხლი 11

        11.3.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)   რუსული სექტორისთვის;

        3. მათემატიკა (ორივე სექტორი);

        4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);

        11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.

        11.5.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)  (რუსული სექტორი);

        3.  მათემატიკა (ორივე სექტორი);

        11.6. წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ  ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

        საბაზო საფეხური

        მუხლი 14

        14.4.წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს  წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:

         

        ქართული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        რუსული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი - ინგლისური ენა,  ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        14.4.2. წლიური   გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.     

         

        საშუალო საფეხური

        მუხლი 14

        14.4. . წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა   XI კლასებში ატარებს   წლიური გამოცდებს.

        14.4.3. XI კლასი

        ქართული სექტორი :

        რუსული სექტორი:

        • პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
        • არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;

        14.4.4 წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში

          • წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა ენ-ჯიში 5 და 6 თებერვალს სკოლის ბიბლიოთეკარმა III-V/ა და II-IV/ბ კლასებთან ერთად მოაწყო წიგნის საჯარო კითხვა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, წაიკითხეს ნაწარმოებები გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.

          • გასვლითი გაკვეთილი

          • 30 იანვარს სკოლა ენ-ჯის X/ა კლასი ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში იმყოფებოდა მეტეხის ტაძრში, სადაც შუშანიკ დედოფლის საფლავი მოინახულეს. ასევე, მოილოცეს აბო თბილელის წამების ადგილზე აგებული ტაძარი.

          • ნინო ქადაგიძეს სტუმრობა სკოლაში

          • 28 იანვარს, სკოლა ენ-ჯიში კითხვის საათის ფარგლებში გაიმართა წაკითხული წიგნის განხილვა, რომელსაც საბავშვო მწერალი ნინო ქადაგიძე ესტუმრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ V-VI/ა კლასის მოსწავლეები. მათ ავტორს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაუსვეს საინტერესო კითხვები და მოისმინეს მწერლისგან საინტერესო ამბები.

            შეხვედრის დასასრულს ნინო ქადაგიძემ სკოლას საავტორო წიგნი გადასცა და მოსწავლეებს უსურვა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბება.

          • ახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე.

          • 29 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

          • სახალისო ქვესტი

          • 22 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით VII/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის V/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშოვლის საათი თემაზე: "საახალწლო ჯუჯების მომზადება"

          • ალექსანდრე ბერიშვილის ვიზიტი სკოლაში

          • სკოლა ენ-ჯი-ში 22 დეკემბერს სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ორგზის ჩემპიონი ჭადრაკში და მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული ჭადრაკ-კრივში — ალექსანდრე ბერიშვილი.

            ვიზიტის ფარგლებში მან მოსწავლეებთან ჩაატარა ერთდროული საჭადრაკო სეანსი.

            სეანსში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მაინკრაფტი იტყუება? სინამდვილეში როგორ ჩნდება ალმასები”

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის VII/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “საახალწლო ვიქტორინა”

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში III/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მასტერკლასი ჩარჩოების დამზადებაში”

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში III/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მასტერკლასი საახალწლო შანდლის დამზადებაში”

          • გამოცდილების გაზიარების გაკვეთილი ქიმიაში

          • სკოლა ენ-ჯიში ქიმიის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ღონისძიება. VIII/ა კლასის მოსწავლემ, პედაგოგების დახმარებით, ჩაატარა პრაქტიკული სამუშაო VI/ა კლასში ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე. გაკვეთილის თემა იყო — „ნარევების დაყოფა“.

          • შეხვედრა თემაზე „მთის ამბები“

            სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით V/ა და VI/ა კლასის მოსწავლეებთან „მთის ამბები“-ს ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, რომლის დროსაც აღინიშნა მთის საერთაშორისო დღე. ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებს გააცნო ამ დღის დაარსების ისტორია და აღნიშნა, რომ მთის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს გაეროს გარემოს დაცვისა და განვითარების კონფერენციაზე, ხოლო 2002 წელს გაეროს ინიციატივით მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც მთის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 11 დეკემბერს აღინიშნება.

          • ვიზიტი კინოში

            10 დეკემბერს, სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით IV/ბ, VIII/ა და XI/ბ კლასის მოსწავლეები ვიზიტით იმყოფებოდნენ კინოთეატრში, სადაც უყურეს ინგლისურენოვანი ფილმი.

          • ნიადაგის მსოფლიო დღე.

            5 დეკემბერს, სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკაში IX, X და XI/ა კლასის მოსწავლეებთან გაიმართა შეხვედრა თემაზე: 5 დეკემბერი ნიადაგის მსოფლიო დღე. მოსწავლეებმა განმარტეს რა არის ნიადაგი, ნიადაგის შემადგენლობა და ჩამოთვალეს ნიადაგის ტიპები, აქვე აღნიშნეს, რომ საქართველოში 34 ტიპის ნიადაგი არსებობს. სკოლის ბიბლიოთეკარმა ისაუბრა დღის დაარსების შესახებ, რომ ეს დღე 2013 წლის შემდეგ, გაეროს 68-ე გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ აღინიშნება. ნიადაგის დამუშავებაზე, ყურადღება გაამახვილეს ნაყოფიერი ნიადაგის როლის მნიშვნელობაზე თუ რა დიდი როლი უკავია ადამიანის ცხოვრებაში და ასევე ყურადღება იქნა გამახვილებული - ნიადაგის ზედაპირული ეროზიის შესახებაც და ბიომრავალფეროვნებაზე.

          • საგანმანათლებლო ვიზიტი მთაწმინდის პანთეონში

            სკოლა ენ-ჯის IX/ა კლასი, ტუტორის პროგრამის ფარგლებში განახორციელა საგანმანათლებლო ვიზიტი მთაწმინდის პანთეონში. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია გამოჩენილი ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების შესახებ, დაათვალიერეს მათი საფლავები და გაეცნენ პანთეონის ისტორიულ მნიშვნელობას.

          • ინტეგრირებული გაკვეთილი

            28 ნოემბერს სკოლ ენ-ჯის IV/ბ კლასში, რუსული ენის და ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: “წიგნების სამყარო, ხელნაკეთი წიგნები”

          • მათემატიკის ვიქტორინა

            28 ნოემბერს სკოლა ენ-ჯის VII-VIII/ა კლასის გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ მათემატიკის ვიქტორინაზე.

            გუნდებმა გამოჩინეს მაღალი მზაობა და ვიქტორინა საინეტერსოდ წარიმართა.

            გამარჯვებული VII/ა კლასი გადავიდა ფინალში

          • მადლიერების დღე

            27 ნოემბერს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით VII/ა/ბ, VIII/ა, IX/ა და XI/ა კლასები აღნიშნეს მადლიერების დღე. მოამზადეს პრეზენტაციები და მოაწყეს გამოფენა

          • გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო, "არტისტული ყვავილები".

            17 ნოემბერს, სკოლა ენ-ჯიში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგისა და სკოლის ბიბლიოთეკარის ინიციატივით გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო, "არტისტული ყვავილები".

            V/ა, VI/ა და VIII/ა კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის გენიალური ლექსები, გაიხსენეს საინტერესო ფაქტები მისი ცხოვრებიდან, წარმოადგინეს თავიანთი თვალით დანახული პოეტთა მეფის პორტრეტები და შექმნეს ყდის დიზაინი ლექსების კრებულისთვის.

          • წარმოდგენა „პეტსონი და ფინდუსი

            სკოლა ენ-ჯის I–IV/ბ კლასის მოსწავლეებს ეწვია თეატრი და ჩაუტარა სპექტაკლი.

            მოსწავლეები დაესწრნენ წარმოდგენას „პეტსონი და ფინდუსი“, სადაც მათ სასიამოვნო და შემეცნებითი გარემო შეუქმნეს.

          • საინფორმაციო ტრენინგი

            6 ნოემბერს სკოლა ენ-ჯი-ს ინფორმაციულმა მენეჯერმა ჩაატარა სასკოლო ტრენინგი თემაზე - ელექტრონული ჟურნალის “EduPage” - ს გამოყენება და მისი შესაძლებლობები.

            შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ელ-ჟურნალის მოხმარების წესები, მისი ფუნქციები, შესაძლებლობები და პრაქტიკული გამოყენების გზები სასწავლო პროცესში.

          • „ეპოქა და ადამიანები“

            10 ნოემბერს, სკოლა „ენ-ჯის“ ბიბლიოთეკაში IX-XI/ბ კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა შეხვედრა თემაზე „ეპოქა და ადამიანები“, რომელიც მიეძღვნა ცნობილ რუს მწერალს, პოეტსა და მთარგმნელს — ივანე ტურგენევს, რომლის დაბადების დღე 9 ნოემბერს აღინიშნება. შეხვედრას უძღვებოდნენ სკოლის ბიბლიოთეკარი და რუსული ენის მასწავლებელი. მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ტურგენევის ცხოვრების საინტერესო ფაქტები, წაიკითხეს მისი გამონათქვამები და იმსჯელეს მწერლის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებზე.

          • ტვინების ბრძოლა

            5 ნოემბერს სკოლაში ენ-ჯიში ჩატარდა შისასასკოლო ტურნირი "ტვინების ბრძოლა" IX-X-XI კლასებს შორის. შეჯიბრის გამარჯვებული გამოვიდა XI/ა კლასის გუნდი.

    • კონტაქტი

      • სკოლა ენ-ჯი
      • (+995 32) 265-26-67
      • გლდანი, ფორე მოსულიშვილის ქ. 20
        თბილისი
        0167 თბილისი
        Georgia
    • ანგარიშში შესვლა

  • ჩვენი სოციალური ქსელები