22 აპრილს სკოლა „ენ-ჯიში“ გაიმართა ლიტერატურული კონკურსი „წერო — სკოლაში“. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა ვიდეოანიმაციის ნახვის შემდეგ დაწერეს ესეები. მასში მონაწილეობდნენ მე-8/ა, მე-9/ა, მე-10/ა და მე-11/ა კლასების მოსწავლეები. სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები.
28 აპრილს კი გაიმართა როგორც ამ კონკურსის დაჯილდოების ცერემონია, ისე ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით შემოქმედებითი წერის ორი განსხვავებული ფორმატის კონკურსი.
პირველი კონკურსი ჩატარდა მწვანე სივრცეში — სკვერში, სადაც მოსწავლეებმა თავისუფალ თემებზე იმუშავეს. მეორე კონკურსში მონაწილეებმა ნაჩვენები ვიდეორგოლის შთაგონებით შექმნეს ჩანახატები.
კონკურსში მონაწილეობდა 16 მოსწავლე, რომელთაგან 8 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი გამოვლინდა. გამარჯვებულები სკოლა „ენ-ჯიმ“ სიგელებითა და სამახსოვრო წიგნებით დააჯილდოვა.
ამავე დღეს დაჯილდოვდნენ „წერო — სკოლაში“ კონკურსის გამარჯვებულებიც, რომელთაც გადაეცათ დიპლომები და წიგნები.
ნაწერების შეფასებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჟიურის წევრები და სასწავლო ნაწილის წარმომადგენლები. გამარჯვებულების ნამუშევრევრები სკოლის გვერდზე გასაჯაროვდება ეტაპობრივად.