სიახლეები

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

        გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.

        სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • ლოგოპედის მომსახურებას.

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).

        სიახლე: მიმდინარე წელს პირველ კლასში რეგისტრაციას შეძლებენ ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

        მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -

        https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit

        მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/

        ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/

         

      • სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას  ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას:

        -ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        -მათემატიკაში;

        -პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და  კითხვის საათის გაკვეთილებს.

        • დამატებით ტარდება:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        -გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.

        სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.

        I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;

        სკოლაში  ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:

        I-IV კლასებში  09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;

        V-XII კლასებში  09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • 2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები

      • 2025-2026 სასწავლო წლის

        წლიური გამოცდები

        (ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით)

         

        დაწყებითი საფეხური

        მუხლი 11

        11.3.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)   რუსული სექტორისთვის;

        3. მათემატიკა (ორივე სექტორი);

        4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);

        11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.

        11.5.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)  (რუსული სექტორი);

        3.  მათემატიკა (ორივე სექტორი);

        11.6. წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის I და II სემესტრის ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა სამზე.

         

        საბაზო საფეხური

        მუხლი 14

        14.4. წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს  წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:

         

        ქართული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი). 

         

        რუსული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი - ინგლისური ენა,  ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        14.4.2. წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის I და II სემესტრის ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა სამზე.

         

        საშუალო საფეხური

        მუხლი 14

        14.4. წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა   XI კლასებში ატარებს   წლიური გამოცდებს.

        14.4.3. XI კლასი

        ქართული სექტორი :

        • ქართული ენა და ლიტერატურა;
        • პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
        • არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;       

        რუსული სექტორი:

        • პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
        • არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;

        14.4.4 წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის I და II სემესტრის ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა სამზე.

         

          • სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსი იმერეთში

          • 23-24 მაისს სკოლა ენ-ჯის IX/ა კლასის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოსწავლეთათვის საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობად იქცა იმერეთში. ექსკურსიის ფარგლებში მათ დაათვალიერეს გეგუთის სასახლე, მოწამეთას მონასტერი, ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი, სადაც გაეცნენ საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.

            მეორე დღეს მოსწავლეებმა მოინახულეს პრომეთეს მღვიმე და სათაფლიის ნაკრძალი, რამაც მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ექსკურსიამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის, გუნდური მუშაობისა და სოციალური უნარების განვითარებას

          • ვიზიტი მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი-ში.

          • 22 მაისს სკოლის „ენ-ჯის“ II/ბ კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებლისა და კლასის ტუტორის ორგანიზებით, საინტერესო და შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი-ში.

            მუზეუმის სტუმრობა ბავშვებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა — ისინი დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ უნიკალურ ექსპონატებს, ეცნობოდნენ სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის მუსიკალურ ინსტრუმენტებს და გაოცებულები რჩებოდნენ მათი მრავალფეროვანი ფორმებითა და ბგერის შექმნის უძველესი ტექნიკებით.

            განსაკუთრებული ინტერესი მოსწავლეებში გიდის საინტერესო თხრობამ გამოიწვია, რომელმაც იშვიათი ინსტრუმენტების ისტორია გააცნო ბავშვებს. ბევრმა მათგანმა მსგავსი ექსპონატები პირველად იხილა, რამაც ექსკურსია კიდევ უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა.

          • ექსკურსია ანანურში

          • ისტორია, ბუნება და დაუვიწყარი ემოციები ანანურში!

            24 მაისს სკოლის ენ-ჯის III/ა კლასის მოსწავლეები დაუვიწყარ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ — ულამაზეს და ისტორიულ ანანურის ციხესიმაგრე-ში.

            მოგზაურობა სავსე იყო ახალი შთაბეჭდილებებით, საინტერესო ისტორიებითა და ბედნიერი ემოციებით. ბავშვებმა ახლოდან დაათვალიერეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ძეგლი, დატკბნენ ულამაზესი ბუნებით და ერთად უამრავი სასიამოვნო მოგონება შექმნეს.

          • მათემატიკური ვიქტორინა — „ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში“.

          • 22 მაისს სკოლა ენ-ჯის მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით, ჩატარდა 5/ბ კლასის მათემატიკური ვიქტორინა — „ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში“.

            მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ შეჯიბრებაში, გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და სწრაფი მსჯელობის უნარი.

            ვიქტორინამ მეგობრული, საინტერესო და მოტივაციის ამაღლებელი გარემო შექმნა, სადაც ბავშვებმა ცოდნაც გაიღრმავეს და სასიამოვნოდაც გაატარეს დრო.

          • ექიმის საათი

          • სკოლა ენ-ჯის მე-8/ბ კლასში ჩატარდა ექიმის საათი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიეძღვნა. ექიმმა მოზარდებს მარტივად და გასაგებად აუხსნა, თუ როგორ მოქმედებს მათ ორგანიზმზე მავნე ჩვევები, არასწორი ძილი და ფასტფუდი. მერვეკლასელებისთვის ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ასაკში ისინი თავად იწყებენ იმის გადაწყვეტას, თუ რით იკვებონ და როგორ გაატარონ თავისუფალი დრო. სპეციალისტის რჩევები დაეხმარა ბავშვებს, ზედმეტი მორალის კითხვის გარეშე, გვერდიდან შეეხედათ საკუთარი ჩვევებისთვის. საბოლოო ჯამში, შეხვედრამ მოსწავლეებს მისცა რეალური ორიენტირები საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

          • ვიზიტი ეტნოგრაფიულ მუზეუმში

          • სკოლა ენ-ჯი-ს 3-4/ა კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმი-ს.

            მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სახლები, გაეცნენ ჩვენი წინაპრების ყოფა-ცხოვრებას, კულტურასა და ტრადიციებს.

            დღე განსაკუთრებით საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა — ბავშვებმა ღია სივრცეში სასიამოვნოდ გაატარეს დრო, მიიღეს ახალი ცოდნა და კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს ქართული კულტურული მემკვიდრეობა.

          • ვიზიტი თბილისის ისტორიის მუზეუში – ქარვასლაში

          • სკოლა ენ-ჯი-ს ისტორიისა და ქართული ენის მასწავლებლების ინიციატივით, VI/ა კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა-ს.

            მოსწავლეები დაესწრნენ ინტერაქციულ ლექციას — „როგორ იბადება თბილისი“, რომელიც ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. ბავშვები დიდი ინტერესითა და აქტიურობით ჩაერთნენ ვიქტორინაში, დაათვალიერეს მუზეუმის ექსპოზიციები და უფრო ახლოს გაეცნენ ჩვენი დედაქალაქის ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.

            დღემ სასიამოვნო და შთამბეჭდავი გარემოში ჩაიარა, მოსწავლეები კი უამრავი დადებითი ემოციითა და ახალი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ სახლში.

          • სკოლა ენ-ჯი-ს სტუმრები ქართველი მწერლები — თაია ჭინჭარაული, თამარ ჩხაიძე და დადუნა ნადარაია.

          • სკოლა ენ-ჯი-ს სტუმრობდნენ ქართველი მწერლები — თაია ჭინჭარაული, თამარ ჩხაიძე და დადუნა ნადარაია.

            შეხვედრაზე სრულიად განსხვავებული გამოცდილებები და ემოციები ერთ დიდ, ნამდვილ სიმართლედ გაერთიანდა. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რამდენად ძლიერი, გამბედავი და გამორჩეულია ქართველი ქალი.

            სათქმელი ითქვა ზუსტად, გულწრფელად და ყოველგვარი შელამაზების გარეშე — სიტყვებმა კი მიზანში პირდაპირ გაარტყა. სტუმრების შემოქმედებაში მკაფიოდ იგრძნობოდა წარსულისა და აწმყოს მიჯნაზე დაბადებული სევდა — განცდა იმისა, როცა ხვდები, რომ რაღაც ძვირფასი და ნაცნობი შეუმჩნევლად დაიკარგა და უკან ვეღარასოდეს დაბრუნდება… თუმცა, ამ სევდასთან ერთად, ცოცხლობდა დღევანდელობის სიხარულიც — წამიერი, ნამდვილი და ხელშესახები.

            ეს არის თაობა, რომელმაც ორ სამყაროს შორის გაიარა — ბრძოლით, იმედგაცრუებით, გადარჩენითა და ხელახლა წამოდგომით შექმნა საკუთარი გზა. სწორედ ამიტომ მათი თითოეული სიტყვა განსაკუთრებულად ღირებული და დასაფიქრებელი იყო.

            განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა საუბარი პროფესიის არჩევაზე — თითქოს დროში მოგზაურობა…

            მწერლებმა მოსწავლეებს აუხსნეს, რომ პროფესია არ არის მხოლოდ დროებითი მოდის მიხედვით არჩეული გზა. მათი მთავარი გზავნილი იყო:

            აირჩიეთ საქმე, რომელიც დროს უძლებს — რომელიც ადამიანობას, შემოქმედებასა და საქმისადმი ერთგულებას ეფუძნება.

            მადლობა ჩვენს გამორჩეულ სტუმრებს გულწრფელი ემოციებისთვის, მნიშვნელოვანი სიტყვებისთვის და იმ შთაგონებისთვის, რომელიც ბავშვებს დიდხანს გაჰყვებათ.

          • „პირველი ნაბიჯები დიდ გალერეაში“

          • „პირველი ნაბიჯები დიდ გალერეაში“

            მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლის II/ა კლასის მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ელენე ახვლედიანის ბავშვთა გალერეა-ს გამოფენაში.

            ეს მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი გამოცდილებაა პატარა ხელოვანისთვის — პირველი ნაბიჯი დიდი შემოქმედებითი სამყაროსკენ.

            ვულოცავთ მას ამ წარმატებას და ვუსურვებთ, მისი ფუნჯი მუდამ ისეთივე ფერადი, შთამაგონებელი და სითბოთი სავსე იყოს, როგორიც მისი ნამუშევრებია.

          • ვიზიტი უნიკუსში

          • სკოლა ენ-ჯის II/ა კლასის მოსწავლეები, კლასის ტუტორისა და ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით, ესტუმრნენ „უნიკუსს“, სადაც მონაწილეობა მიიღეს თიხის მასტერკლასში.

            მოსწავლეებმა შემოქმედებით და საინტერესო გარემოში საკუთარი ხელით შექმნეს სხვადასხვა ნამუშევარი, განივითარეს ფანტაზია, შემოქმედებითი უნარები და პრაქტიკულად გაეცნენ თიხაზე მუშაობის ტექნიკას. აქტივობამ ბავშვებში დიდი ინტერესი და დადებითი ემოციები გამოიწვია

          • ვიზიტი კინოში

          • 13 მაისს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით, XI „ა“ და XI „ბ“ კლასების მოსწავლეები დაესწრნენ ინგლისურენოვანი ფილმის ჩვენებას “ეშმაკს აცვია პრადა 2”. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების მოსმენის, მეტყველებისა და ენობრივი უნარების განვითარება, ასევე ინგლისური ენის პრაქტიკულად გამოყენების ხელშეწყობა სასწავლო გარემოს მიღმა. ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა გამართეს საინტერესო დისკუსია და იმსჯელეს ფილმის მთავარ თემებსა და პერსონაჟებზე.

          • ინგლისური ენის გაკვეთილი ზოოპარკში!

          • ინგლისური ენის გაკვეთილი ზოოპარკში!

            სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა გასვლითი გაკვეთილი ზოოპარკში.

            მას შემდეგ, რაც ინგლისური ენის გაკვეთილზე შეისწავლეს თემა — „ცხოველები ზოოპარკში“, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, ინგლისური ენის მასწავლებელმა და კლასის ტუტორმა მოსწავლეები ზოოპარკში წაიყვანეს.

            ეს დღე ბავშვებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. თითოეულმა მოსწავლემ ინგლისურ ენაზე ისაუბრა თავის საყვარელ ცხოველზე, დიდი ინტერესით დაათვალიერეს ზოოპარკის ბინადრები და მხიარულად გაატარეს დრო.

            ინტერაქტიული და შემეცნებითი აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება ინგლისური ენის უკეთ ათვისებაში, კომუნიკაციის უნარების განვითარებასა და სასწავლო პროცესის უფრო საინტერესო ფორმით აღქმაში.

          • შემეცნებითი კონფერენცია თემაზე — შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

          • სკოლა ენ-ჯის X/ა კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებისთვის შემეცნებითი კონფერენცია გამართეს თემაზე — შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

            თანაგანმანათლებლობა სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამჭოლი მიზანია — მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება, ინფორმაციის კიდევ უფრო გაღრმავება და საჯარო გამოსვლისთვის საჭირო უნარების განვითარება.

            კონფერენციის ფარგლებში უფროსკლასელებმა საინტერესო და გასაგები ფორმით წარუდგინეს პატარებს ინფორმაცია „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, ისაუბრეს პერსონაჟებზე, ნაწარმოების მნიშვნელობასა და მის ღირებულებებზე.

            აქტივობა სახალისო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა პატარა მსმენელებისთვის, რადგან უფროსკლასელებმა წარმატებით მოირგეს მასწავლებლის როლი და დიდი ინტერესით ჩართეს მოსწავლეები სასწავლო პროცესში.

          • ვიზიტი კინოში

          • სკოლა ენ-ჯის V/ა კლასის მოსწავლეები, ინგლისური ენის მასწავლებელსა და ტუტორთან ერთად, კინოში იმყოფებოდნენ ინგლისურენოვანი ფილმის — „მარიოს“ — საყურებლად.

            გასვლითი აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის პრაქტიკული უნარების განვითარება, მოსმენის კულტურის გაუმჯობესება და სასწავლო პროცესის უფრო საინტერესო და სახალისო ფორმატში წარმართვა.

            მოსწავლეებმა დიდი ინტერესით უყურეს ფილმს, მიიღეს სასიამოვნო ემოციები და სასარგებლო გამოცდილება. დღე მათთვის შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

          • ბიბლიოთეკის ისტორია

          • სკოლის ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში I-IV კლასების (ქართული სექტორი) მოსწავლეებთან საინფორმაციო და შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეები გაეცნენ ბიბლიოთეკის დაარსების ისტორიას, ბიბლიოთეკარის პროფესიის მნიშვნელობასა და მის ჩამოყალიბებას. ისაუბრეს იმაზეც, რომ ბიბლიოთეკარები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში არსებობდნენ.

            შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიგეს, რა ფუნქცია აკისრია ბიბლიოთეკარს, როგორ უწყობს ხელს ბიბლიოთეკა წიგნის სიყვარულისა და კითხვის კულტურის განვითარებას, ასევე ბიბლიოთეკის სისტემატური გამოყენების მნიშვნელობას.

            აგრეთვე საუბარი შეეხო პირველ წიგნსა და პირველ სტამბას, წიგნის შექმნისა და ბიბლიოთეკამდე მისვლის გზას. მოსწავლეები გაეცნენ ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს — წესრიგის, სიჩუმის დაცვის, წიგნების გაფრთხილებისა და ჰიგიენური ნორმების მნიშვნელობას.

            შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა — მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო კითხვები და სკოლის ბიბლიოთეკარისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. თემამ მათში დიდი ინტერესი გამოიწვია და მრავალი ახალი და საჭირო ინფორმაცია შეიტყვეს, რაც საბიბლიოთეკო ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

            შეხვედრა შთამბეჭდავი და საინტერესო გამოვიდა.

          • ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე

          • 30 აპრილს ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღინიშნება

            30 აპრილს, წიგნის ჩუქების კვირეულის ფარგლებში - სკოლა ,,ენ-ჯის" თრატრალურმა დასმა პროფესიული დღე მიულოცა ამავე სკოლის ბიბლიოთეკარს თამარ თავართქილაძეს, რომელიც 2003 წლიდან აღინიშნება. ეს არის დღე, რომელიც აღიარებს ბიბლიოთეკარების უდიდეს ღვაწლს წიგნიერი საზოგადოების ფორმირების პროცესში და სასკოლო ფესტივალზე მიღებული საჩუქრები - წიგნები გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად.

          • გასვლითი გაკვეთილი კახეთის სამეფოს მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლებში — უჯარმის ციხე და ბოჭორმის ციხე.

          • სკოლა „ენ-ჯის“ მე-10ა კლასის მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი გაკვეთილი, რომელიც ემსახურებოდა კომპლექსური დავალების უკეთ დაგეგმვასა და თემის სიღრმისეულ გააზრებას.

            გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები — უჯარმის ციხე და ბოჭორმის ციხე. ადგილზე მათ გაეცნენ ციხეების ისტორიას, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და კულტურულ როლს.

            გასვლითი გაკვეთილი ინტერდისციპლინური ხასიათის იყო — პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლები, რამაც კიდევ უფრო გაამდიდრა სასწავლო გამოცდილება და თემის მრავალმხრივი გააზრება უზრუნველყო.

            მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დაკვირვებაში, მსჯელობასა და ანალიზში, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარათ როგორც ისტორიული ცოდნის გაღრმავებაში, ისე კომპლექსური დავალების ეფექტურად დაგეგმვაში.

          • შემოქმედებითი და ინტერაქტიული გაკვეთილი — „ნახშირორჟანგის სასამართლო“.

          • დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქიმიის მასწავლებლის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, მე-8ბ კლასში ჩატარდა შემოქმედებითი და ინტერაქტიული გაკვეთილი — „ნახშირორჟანგის სასამართლო“.

            გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა როლი: პროკურორმა წარადგინა საბრალდებო სიტყვა და ნახშირორჟანგი დაადანაშაულა დედამიწაზე მავნე ზემოქმედებაში. ექსპერტებმა და ეკოლოგებმა მეცნიერულად დაასაბუთეს აღნიშნული ბრალდებები.

            მეორე მხარეს, ადვოკატმა წარმოადგინა არგუმენტები და მტკიცებულებები, რომლებიც გარკვეულწილად ამსუბუქებდა ბრალდებულის პასუხისმგებლობას და წარმოაჩენდა მის როლს ბუნებრივ პროცესებში.

            საბოლოოდ, მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე.

            გაკვეთილი გამოირჩეოდა მაღალი ჩართულობით — მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დებატებში, ავითარებდნენ კრიტიკულ აზროვნებას და უკეთ გაიაზრეს გარემოსდაცვითი საკითხები.

          • კონკურსი „წერო — სკოლაში“.

          • 22 აპრილს სკოლა „ენ-ჯიში“ გაიმართა ლიტერატურული კონკურსი „წერო — სკოლაში“. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა ვიდეოანიმაციის ნახვის შემდეგ დაწერეს ესეები. მასში მონაწილეობდნენ მე-8/ა, მე-9/ა, მე-10/ა და მე-11/ა კლასების მოსწავლეები. სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები.

            28 აპრილს კი გაიმართა როგორც ამ კონკურსის დაჯილდოების ცერემონია, ისე ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით შემოქმედებითი წერის ორი განსხვავებული ფორმატის კონკურსი.

            პირველი კონკურსი ჩატარდა მწვანე სივრცეში — სკვერში, სადაც მოსწავლეებმა თავისუფალ თემებზე იმუშავეს. მეორე კონკურსში მონაწილეებმა ნაჩვენები ვიდეორგოლის შთაგონებით შექმნეს ჩანახატები.

            კონკურსში მონაწილეობდა 16 მოსწავლე, რომელთაგან 8 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი გამოვლინდა. გამარჯვებულები სკოლა „ენ-ჯიმ“ სიგელებითა და სამახსოვრო წიგნებით დააჯილდოვა.

            ამავე დღეს დაჯილდოვდნენ „წერო — სკოლაში“ კონკურსის გამარჯვებულებიც, რომელთაც გადაეცათ დიპლომები და წიგნები.

            ნაწერების შეფასებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჟიურის წევრები და სასწავლო ნაწილის წარმომადგენლები. გამარჯვებულების ნამუშევრევრები სკოლის გვერდზე გასაჯაროვდება ეტაპობრივად.

          • ცირკი

            5 მარტს სკოლა ენ-ჯის ესტუმრა ცირკი, რომელსაც დაესწრნენ დაწყებითი საფეხურის I–V /ა/ბ კლასების მოსწავლეები. ღონისძიებამ ბავშვებში დიდი ინტერესი და სიხარული გამოიწვია. მათ შეძლეს ენახათ მრავალფეროვანი სანახაობა, გაეცნოთ ცირკის საინტერესო ნომრებს და მიეღოთ უამრავი დადებითი ემოცია. დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა პატარა მაყურებლებისთვის, რადგან ცირკის წარმოდგენამ მათ მხიარული და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა.

          • ვიზიტი კინოში

            სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით, მე-4ბ, მე-5ბ და მე-8ა კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ ინგლისურენოვან ფილმზე.

          • შემოქმედებითი დავალება

            მეოთხე კლასში წაკითხული მასალის მიხედვით ბავშვებმა შემოქმედებითი დავალება შეასრულეს: უნდა დაეხატათ მღვიმე და ყველაფერი, რაც შეიძლებოდა შიგნით, მღვიმის კედლებზე დახვედროდათ.

            ერთმა ჯგუფმა ლამპრით განათებულ მღვიმეს ცხოველები და მონადირეები მიახატა, მეორე ჯგუფმაც არ დაინანა მოხატული მშვილდები და ისრები.

            პატარა ალექსანდრემ მასწავლებელს ფურცელზე დახატული მწვანე მდელო და ზედ დიდი შავი ლოდი წარუდგინა:

            მღვიმეში ბნელოდა და ვერ შევედიო :)))

          • გასვლითი გაკვეთილი

            26 თებერვალს გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში სკოლა ენ-ჯის VI/ა კლასმა მოინახულა ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები და ფრესკები ქაშუეთის ეკლესიაში.

          • გასვლითი გაკვეთილი

            გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში სკოლა ენ-ჯის V/ა კლასი სტუმრობდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მუზეუმში დაცულია და ბავშვებმა დაათვალიერეს პალეონტოლოგიური, ფლორისტული და ფაუნისტური კოლექციები; უმდიდრესი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები.

          • მშობელთა საყურადღებოდ

            ძვირფასო მშობლებო,

            მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, სკოლაში მოეწყობა ღია კარის დღეები (I კლასიდან XI კლასის ჩათვლით). აღნიშნულ პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად, მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ გაკვეთილს/გაკვეთილებს.

            გთხოვთ, გაითვალისწინეთ გაკვეთილზე დასასწრებად მობრძანდით გაკვეთილის დაწყებამდე (5 წუთით ადრე), დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            დირექცია

          • დაჯილდოება

            16 თებერვალს სკოლა ენ-ჯიში გაიმართა I-IV/ა/ბ კლასის მოსწავლეთა შორის სასკოლო ჭადრაკის ტურნირის საზეიმო დაჯილდოება. ღონისძიება ჩატარდა განსაკუთრებულად თბილ და მეგობრულ გარემოში, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი, ნიჭი და სტრატეგიული აზროვნება.

            ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც მაღალი პასუხისმგებლობითა და მონდომებით წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური სიგელები და სიმბოლური პრიზები.

          • ვიზიტი ქარვასლას მუზეუმში

            13 თებერვალს სკოლა ენ-ჯის VIII/ბ კლასი, ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით, ეწვია ქარვასლას მუზეუმი-ს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები და მოისმინეს მათი უძველესი ისტორია.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე

            საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2016 წლიდან საქართველოში აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. ღონისძიებას შეუერთდა სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკაც, აქტიურად მონაწილეობდნენ V-IX/ბ კლასის მოსწავლეები. ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ლიტერატურულ ჟანრზე, წიგნებსა და პერსონაჟებზე.

          • ვიზიტი თოჯინების მუზეუმში

            ჩვენი პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები 12 თებერვალს თოჯინების მუზეუმს ესტუმრნენ. აქ უამრავი ხელნაკეთი თოჯინა ვნახეთ.

            გიდმა გულდასმით აგვიხსნა, რა მასალებით იქმნება თოჯინები და რამხელა შრომას მოითხოვს თითოეული მათგანი. ბავშვები აღფრთოვანებული და შთაგონებულები დარჩნენ. პატარებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ნიკო ფიროსმანის თოჯინამ, ბევრი წითელი ვარდით.

    • კონტაქტი

      • სკოლა ენ-ჯი
      • (+995 32) 265-26-67
      • გლდანი, ფორე მოსულიშვილის ქ. 20
        თბილისი
        0167 თბილისი
        Georgia
    • ანგარიშში შესვლა

  • ჩვენი სოციალური ქსელები