სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით ბიბლიოთეკაში ჩატარდა “წიგნის საჯარო კითხვის დღის აღნიშვნა”, სადაც მონაწილეობა მიიღო VII-IX/ა კლასის მოსწავლებმა.
სიახლეები
სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.
სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• ლოგოპედის მომსახურებას.
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).
გაითვალისწინეთ - 2026-2027 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -
https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit
მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/
ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/
სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას:
-ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
-მათემატიკაში;
-პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და კითხვის საათის გაკვეთილებს.
• დამატებით ტარდება:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
-გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.
სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.
I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;
სკოლაში ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:
I-IV კლასებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;
V-XII კლასებში 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები
სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები
2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები
2025-2026 სასწავლო წლის
წლიური გამოცდები
(ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)
დაწყებითი საფეხური
მუხლი 11
11.3. დაწყებითი კლასების საფეხურზე, IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) რუსული სექტორისთვის;
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);
11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.
11.5. დაწყებითი კლასების საფეხურზე, V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) (რუსული სექტორი);
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
11.6. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
საბაზო საფეხური
მუხლი 14
14.4.წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:
ქართული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
რუსული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი - ინგლისური ენა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
14.4.2. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
საშუალო საფეხური
მუხლი 14
14.4. . წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა XI კლასებში ატარებს წლიური გამოცდებს.
14.4.3. XI კლასი
ქართული სექტორი :
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
- არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;
რუსული სექტორი:
- პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
- არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;
14.4.4 წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
წიგნის საჯარო კითხვის დღე
- 6
მშობლის საათი
10 თებერვალს სკოლა ენ-ჯის VI/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათის თემაზე: “სხვადასხვა სახეობის ჩაის მომზადების მასტერ კლასი”. მოსწავლეებმა დააგემოვნეს ჩაი და თავად მიიღეს მონაწილეობა მომზადების პროცესში.
ვიზიტი მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში
9 თებერვალს სკოლა ენ- ჯის IX/ა კლასი ქართული ეჯის მასწავლებელთან და კლასის ტუტორთან ერთად ესტუმრნენ მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს სპექტაკლზე ,,მწვანე ბარათი". მოსწავლეებმა დაინახეს და გაიაზრეს ძირითადი პრობლემები, განიხილეს საკლასო ოთახში სადღეისო თემები: ემიგრაცია, საკუთარი ქვეყნის ნოსტალგია.
წიგნის საჯარო კითხვის დღე სკოლა ენ-ჯიში
სკოლა ენ-ჯი შეუერთდა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიოს დღეს, სადაც ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით VII-VIII/ა კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა სიმბოლურად წაიკითხეს ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა ,,ბედი ქართლისა". შეხვედრას ასევე ესწრებოდა ენების კათედრის ხელმძღვანელი.
9
ღია გაკვეთილი
6 თებერვალს სკოლა ენ-ჯის IX/ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ინივიატივით ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ბედი ქართლისა" და დღევანდელობა. მოსწავლეებმა დებატების ფორმატში განიხილეს პოემა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ევროპული პოციზიიდან შეხედეს თანამედროვეობას. ქვეყნის ისტორიული, საბედისწერო არჩევანი: მშვიდობა თუ თავისუფლება - დღესაც მწვავე პრობლემაა, ამიტომ მომავალმა თაობამ კარგად უნდა გაიაზროს ევროპული ღირებულებების ფუნქცია და სასიცოცხლო მნიშვნელობა. ღია გაკვეთილს ასევე ესწრებოდნენ დირექციის წევრები.
2
ექიმის საათი
5 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ექიმმა I/ბ კლასში ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “ გრიპის პროფილაქტიკა”
წიგნის საერთაშორისო დღის აღვნიშვნა
5 თებერვალს მსოფლიოს საერთაშორისო კითხვის დღის აღსანიშნავად სკოლა ენ-ჯის I/ბ, II/ბ და IV/ბ კლასებში ჩატარდა ვიქტორინა, სადაც მოსწავლეებმა განიხილეს მათი საყვარელი წიგნები და ხმამაღლა წაიკითხეს იგი, ასევე გასცეს პასუხი დასმულ შეკითხვებს.
16
მათემატიკური ვიქტორინა
4 თებერვალს სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა თემაზე: “ყველაზე ჭკვიანი”
4
სასკოლო საბჭო
2025 წლის 31 იანვარს სკოლაში ჩატარდა სასკოლო საბჭო, შეხვედრაზე საბჭოს წევრებს დეტალურად გაეცნოთ 2024-2025 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩატარებული მუშაობის ანგარიში
1
მასტერკლასი
სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში იყო მოწვეული ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, რომელმაც ჩაუტარა ბავშვებს მასტერკლასი თემაზე: „ვამზადებთ კაპკეიკებს“
8
სკოლა ენ-ჯის IV-V-VI/ბ კლასებში საახალწლოდ იყო მოწვეული შოუ: "მხიარული მეცნიერება".
სკოლა ენ-ჯის IV-V-VI/ბ კლასებში საახალწლოდ იყო მოწვეული შოუ: "მხიარული მეცნიერება".
15
სკოლა ენ-ჯის I-II-III კლასების საახალწლო ზეიმები.
სკოლა ენ-ჯის I-II-III კლასების საახალწლო ზეიმები.
27
სკოლა ენ-ჯის სიმღერის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა საახალწლო სიმღერების შესრულება I-IV კლასებში
სკოლა ენ-ჯის სიმღერის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა საახალწლო სიმღერების შესრულება I-IV კლასებში
სპექტაკლი
სკოლა ენ-ჯის თეატრალურმა სტუდიომ წარადგინა სპექტაკლი: "ჯადოსნობა ახალ წელს"
2
ლიტერატურული საღამო
25 დეკემბერს ბიბლიოთეკაში ჩატარდა ლიტერატურული საღამო თემაზე: „სადაც სიცოცხლეა, იქ პოეზიაა" - V-VI/ა კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე და შობა-ახალ წელზე
4
საკლასო პრეზენტაცია-პროექტი ,,საახალწლო ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში" .
26 დეკემბერს, ინგლისურის მასწავლებლების ინიციატივით მე-6ა, მე-7ა, მე-6ბ, მე-8ბ, მე-9ა კლასებში მოეწყო საკლასო პრეზენტაცია-პროექტი ,,საახალწლო ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში" . ბავშვებმა წარადგინეს პრეზენტაციები. ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციაზე. ბოლოს ითამაშეს საიდუმლო სანტა და იზეიმეს არდადეგების დაწყება!
24
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის I/ა კლასის ტუტორის ინიციატივით ჰყავთდათ მოწვეული ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი რომელმაც ჩაატარა მშობლის საათი თემაზე: "მეზღვაურობა"
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და რუსული ენის მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: "წიგნების სამყარო"
8
პროექტი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით V/ბ კლასში ჩატარდა პროექტის წარდგენა თემაზე: "მოზაიკის სამყაროში"
პრეზენტაცია
სკოლა ენ-ჯის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით VI/ბ კლასში ჩატარდა პროექტის წარდგენა თემაზე: "ინგლისური ენის გრაფიკა რედიაკ კიპლინგი"
წიგნის საჯარო კითხვის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში
წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა ენ-ჯიში 5 და 6 თებერვალს სკოლის ბიბლიოთეკარმა III-V/ა და II-IV/ბ კლასებთან ერთად მოაწყო წიგნის საჯარო კითხვა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, წაიკითხეს ნაწარმოებები გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.
55
ექიმის საათი
3 თებერვალს სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
მათემატიკური ვიქტორინა თემაზე: ,,ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში."
3 თებერვალს სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა თემაზე: ,,ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში."
3
გასვლითი გაკვეთილი
30 იანვარს სკოლა ენ-ჯის X/ა კლასი ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში იმყოფებოდა მეტეხის ტაძრში, სადაც შუშანიკ დედოფლის საფლავი მოინახულეს. ასევე, მოილოცეს აბო თბილელის წამების ადგილზე აგებული ტაძარი.
ღონისძიება
29 იანვარს სკოლა ენ-ჯის I/ა კლასის ტუტორების ინიციატებით ჩატარდა ღონისძიება.
2
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის III/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის III/ა კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
1
ნინო ქადაგიძეს სტუმრობა სკოლაში
28 იანვარს, სკოლა ენ-ჯიში კითხვის საათის ფარგლებში გაიმართა წაკითხული წიგნის განხილვა, რომელსაც საბავშვო მწერალი ნინო ქადაგიძე ესტუმრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ V-VI/ა კლასის მოსწავლეები. მათ ავტორს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაუსვეს საინტერესო კითხვები და მოისმინეს მწერლისგან საინტერესო ამბები.
შეხვედრის დასასრულს ნინო ქადაგიძემ სკოლას საავტორო წიგნი გადასცა და მოსწავლეებს უსურვა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბება.
ახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე.
29 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.
5
სახალისო ქვესტი
22 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით VII/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.
2
ვიზიტი “VR Arena” - ზე
26 იანვარს სკოლა ენ-ჯის VII/ბ კლასი ტუტორთან ერთად მოინახულეს “VR Arena” და სახალისოდ გაატარეს დრო.
1
სკოლა ენ-ჯი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 🎄✨️
სკოლა ენ-ჯი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის V/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშოვლის საათი თემაზე: "საახალწლო ჯუჯების მომზადება"
14
საახალწლო კარნავალი
სკოლა ენ-ჯის I-IV/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საახალწლო კარნავალი
8
ალექსანდრე ბერიშვილის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯი-ში 22 დეკემბერს სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ორგზის ჩემპიონი ჭადრაკში და მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული ჭადრაკ-კრივში — ალექსანდრე ბერიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში მან მოსწავლეებთან ჩაატარა ერთდროული საჭადრაკო სეანსი.
სეანსში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.
1
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მაინკრაფტი იტყუება? სინამდვილეში როგორ ჩნდება ალმასები”
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის VII/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “საახალწლო ვიქტორინა”
4
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში III/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მასტერკლასი ჩარჩოების დამზადებაში”
2
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში III/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მასტერკლასი საახალწლო შანდლის დამზადებაში”
3
გამოცდილების გაზიარების გაკვეთილი ქიმიაში
სკოლა ენ-ჯიში ქიმიის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ღონისძიება. VIII/ა კლასის მოსწავლემ, პედაგოგების დახმარებით, ჩაატარა პრაქტიკული სამუშაო VI/ა კლასში ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე. გაკვეთილის თემა იყო — „ნარევების დაყოფა“.