სკოლა ენ-ჯის I/ა კლასის ტუტორის ინიციატივით ჰყავთდათ მოწვეული ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი რომელმაც ჩაატარა მშობლის საათი თემაზე: "მეზღვაურობა"
სიახლეები
სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.
სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• ლოგოპედის მომსახურებას.
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).
სიახლე: მიმდინარე წელს პირველ კლასში რეგისტრაციას შეძლებენ ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -
https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit
მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/
ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/
სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას:
-ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
-მათემატიკაში;
-პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და კითხვის საათის გაკვეთილებს.
• დამატებით ტარდება:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
-გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.
სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.
I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;
სკოლაში ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:
I-IV კლასებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;
V-XII კლასებში 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები
სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები
2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები
2025-2026 სასწავლო წლის
წლიური გამოცდები
(ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით)
დაწყებითი საფეხური
მუხლი 11
11.3. დაწყებითი კლასების საფეხურზე, IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) რუსული სექტორისთვის;
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);
11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.
11.5. დაწყებითი კლასების საფეხურზე, V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) (რუსული სექტორი);
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
11.6. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის I და II სემესტრის ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა სამზე.
საბაზო საფეხური
მუხლი 14
14.4. წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:
ქართული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
რუსული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი - ინგლისური ენა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
14.4.2. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის I და II სემესტრის ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა სამზე.
საშუალო საფეხური
მუხლი 14
14.4. წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა XI კლასებში ატარებს წლიური გამოცდებს.
14.4.3. XI კლასი
ქართული სექტორი :
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
- არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;
რუსული სექტორი:
- პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
- არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;
14.4.4 წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის I და II სემესტრის ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა სამზე.
მშობლის საათი
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და რუსული ენის მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: "წიგნების სამყარო"
8
პროექტი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით V/ბ კლასში ჩატარდა პროექტის წარდგენა თემაზე: "მოზაიკის სამყაროში"
პრეზენტაცია
სკოლა ენ-ჯის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით VI/ბ კლასში ჩატარდა პროექტის წარდგენა თემაზე: "ინგლისური ენის გრაფიკა რედიაკ კიპლინგი"
გამოფენა
სკოლა ენ-ჯიში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა III-VI/ბ კლასების ნამუშევრების გამოფენა.
ჭადრაკის ტურნირი
სკოლა ენ-ჯიში ჩატარდა ჭადრაკის ტურნირი VII-VIII-IX კლასებს შორის.
3
პროექტის წარდგენა
სკოლა ენ-ჯის მუსიკის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა პროქტის წარდგენა VIII/ა, X/ა და XI/ა კლასებში თემაზე: "ფერწერა მუსიკაში"
1
დაჯილდოება
სკოლა ენ-ჯი ულოცავს კიდევ ერთ გამარჯვებას, ჩვენი სკოლის VII/ა კლასის მოსწავლეს. იგი კინგსის ოლიმპიადის მრავალჯერ გამარჯვებულია. ვფიქრობთ კიდევ ბევრჯერ გავიხარებთ მისი წარმატებებით.
ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?
სკოლა ენ-ჯის ისტორიის და გეოგრაფიის მასწავლებლების ინიციატივით VIII-IX-X/ა კლასებს შორის ჩატარდა ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?
1
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის VIII/ა და VIII/ბ კლასებს შორის ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი რუსულ და ინგლისურ ენაში თემაზე: ,, კულტურათა დიალოგი’’ გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა გაავლეს პარალელი განსხვავებულ კულტურებს შორის, იმსჯელეს კულტურული მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებების აუცილებლობაზე.
1
ვიქტორინა
სკოლა ენ-ჯის VI/ბ კლასში ჩვენი საქართველოს მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ვიქტორინა თემაზე: "საქართველოს კუთხეები"
ვიქტორინა
სკოლა ენ-ჯის V/ბ კლასში ჩვენი საქართველოს მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ვიქტორინა თემაზე: "საქართველოს კუთხეები"
ვიქტორინა
სკოლა ენ-ჯის VIII/ბ კლასში ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ვიქტორინა თემაზე: " საქართველო და ევროპის ქვეყნები შუა საუკუნეებში"
მათემატიკოსების ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ალგებრის მასწავლებლის ინიციატივით მოწვეულნი იყვნენ მათემატიკოსები, წამყვანი პედაგოგები და წიგნის ავტორები დალი ქუსიკაშვილი და რომან თეთვაძე, ისინი გაესაუბრნენ VIII-IX-X/ა კლასებს და დაასაჩუქრეს სკოლა წიგნებით
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის III/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში იყო მოწმეული ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი რომელმაც ჩაატარა მშობლის საათი თემაზე: "წვეულების ორგანიზება"
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასის ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის სააათი, სადაც ერთ-ერთმა მშობელმა ჩაუბარა ბავშვებს მასტერკლასი თემაზე: "თაფლყვერის გაფორმების ტაქტიკა და სასურველი დიზაინის მიღების მეთოდიკა"
6
ტვინების ბრძოლა
მოსწავლეთა სათათბიროს ინიციატივით სკოლაში ჩატარდა VI-VII კლასებს შორის ინტელექტუალური თამაში “ტვინების ბრძოლა”
1
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის VIII/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში იყო მოწვეული ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, რომელმაც ჩაატარა მშობლის საათი თემაზე: "პროფესია ინჟინერი"
კონფერენცია
5 დეკემბერს სკოლა ენ-ჯის VIII/ბ კლასში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა კომფერენცია თემაზე: “ოლიმპიზმი”
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის I/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში იყო მოწვეული ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, რომელმაც ჩაატარა მშობლის საათი თემაზე: "ფოტომაგია"
🎈 1 ივნისი — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 🎈
🎈 1 ივნისი — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 🎈
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სკოლა „ენ-ჯიში“ სპორტის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა მხიარული სტარტები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს II–V კლასების მოსწავლეებმა.
ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სახალისო და სპორტულ აქტივობაში შეეჯიბრნენ, გამოავლინეს სისწრაფე, მოხერხებულობა, გუნდური მუშაობის უნარი და პოზიტიური განწყობა.
ღონისძიებამ მხიარულ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. მონაწილეებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს, მიიღეს უამრავი დადებითი ემოცია და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მეგობრობა, ერთობა და კარგი განწყობაა.
💙 საბოლოოდ, გაიმარჯვა მეგობრობამ!
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და გისურვებთ ბედნიერ, ნათელ და წარმატებულ ბავშვობას! 🌟👧👦⚽🏃♀️🏃♂️
44
სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსი იმერეთში
23-24 მაისს სკოლა ენ-ჯის IX/ა კლასის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოსწავლეთათვის საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობად იქცა იმერეთში. ექსკურსიის ფარგლებში მათ დაათვალიერეს გეგუთის სასახლე, მოწამეთას მონასტერი, ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი, სადაც გაეცნენ საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.
მეორე დღეს მოსწავლეებმა მოინახულეს პრომეთეს მღვიმე და სათაფლიის ნაკრძალი, რამაც მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ექსკურსიამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის, გუნდური მუშაობისა და სოციალური უნარების განვითარებას
7
ვიზიტი მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი-ში.
22 მაისს სკოლის „ენ-ჯის“ II/ბ კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებლისა და კლასის ტუტორის ორგანიზებით, საინტერესო და შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი-ში.
მუზეუმის სტუმრობა ბავშვებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა — ისინი დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ უნიკალურ ექსპონატებს, ეცნობოდნენ სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის მუსიკალურ ინსტრუმენტებს და გაოცებულები რჩებოდნენ მათი მრავალფეროვანი ფორმებითა და ბგერის შექმნის უძველესი ტექნიკებით.
განსაკუთრებული ინტერესი მოსწავლეებში გიდის საინტერესო თხრობამ გამოიწვია, რომელმაც იშვიათი ინსტრუმენტების ისტორია გააცნო ბავშვებს. ბევრმა მათგანმა მსგავსი ექსპონატები პირველად იხილა, რამაც ექსკურსია კიდევ უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა.
5
ექსკურსია ანანურში
ისტორია, ბუნება და დაუვიწყარი ემოციები ანანურში!
24 მაისს სკოლის ენ-ჯის III/ა კლასის მოსწავლეები დაუვიწყარ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ — ულამაზეს და ისტორიულ ანანურის ციხესიმაგრე-ში.
მოგზაურობა სავსე იყო ახალი შთაბეჭდილებებით, საინტერესო ისტორიებითა და ბედნიერი ემოციებით. ბავშვებმა ახლოდან დაათვალიერეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ძეგლი, დატკბნენ ულამაზესი ბუნებით და ერთად უამრავი სასიამოვნო მოგონება შექმნეს.
11
მათემატიკური ვიქტორინა — „ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში“.
22 მაისს სკოლა ენ-ჯის მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით, ჩატარდა 5/ბ კლასის მათემატიკური ვიქტორინა — „ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში“.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ შეჯიბრებაში, გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და სწრაფი მსჯელობის უნარი.
ვიქტორინამ მეგობრული, საინტერესო და მოტივაციის ამაღლებელი გარემო შექმნა, სადაც ბავშვებმა ცოდნაც გაიღრმავეს და სასიამოვნოდაც გაატარეს დრო.
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის მე-8/ბ კლასში ჩატარდა ექიმის საათი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიეძღვნა. ექიმმა მოზარდებს მარტივად და გასაგებად აუხსნა, თუ როგორ მოქმედებს მათ ორგანიზმზე მავნე ჩვევები, არასწორი ძილი და ფასტფუდი. მერვეკლასელებისთვის ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ასაკში ისინი თავად იწყებენ იმის გადაწყვეტას, თუ რით იკვებონ და როგორ გაატარონ თავისუფალი დრო. სპეციალისტის რჩევები დაეხმარა ბავშვებს, ზედმეტი მორალის კითხვის გარეშე, გვერდიდან შეეხედათ საკუთარი ჩვევებისთვის. საბოლოო ჯამში, შეხვედრამ მოსწავლეებს მისცა რეალური ორიენტირები საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.
ვიზიტი ეტნოგრაფიულ მუზეუმში
სკოლა ენ-ჯი-ს 3-4/ა კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ საქართველოს ეთნოგრაფიული მუზეუმი-ს.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სახლები, გაეცნენ ჩვენი წინაპრების ყოფა-ცხოვრებას, კულტურასა და ტრადიციებს.
დღე განსაკუთრებით საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა — ბავშვებმა ღია სივრცეში სასიამოვნოდ გაატარეს დრო, მიიღეს ახალი ცოდნა და კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს ქართული კულტურული მემკვიდრეობა.
3
ვიზიტი თბილისის ისტორიის მუზეუში – ქარვასლაში
სკოლა ენ-ჯი-ს ისტორიისა და ქართული ენის მასწავლებლების ინიციატივით, VI/ა კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა-ს.
მოსწავლეები დაესწრნენ ინტერაქციულ ლექციას — „როგორ იბადება თბილისი“, რომელიც ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. ბავშვები დიდი ინტერესითა და აქტიურობით ჩაერთნენ ვიქტორინაში, დაათვალიერეს მუზეუმის ექსპოზიციები და უფრო ახლოს გაეცნენ ჩვენი დედაქალაქის ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.
დღემ სასიამოვნო და შთამბეჭდავი გარემოში ჩაიარა, მოსწავლეები კი უამრავი დადებითი ემოციითა და ახალი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ სახლში.
6
სკოლა ენ-ჯი-ს სტუმრები ქართველი მწერლები — თაია ჭინჭარაული, თამარ ჩხაიძე და დადუნა ნადარაია.
სკოლა ენ-ჯი-ს სტუმრობდნენ ქართველი მწერლები — თაია ჭინჭარაული, თამარ ჩხაიძე და დადუნა ნადარაია.
შეხვედრაზე სრულიად განსხვავებული გამოცდილებები და ემოციები ერთ დიდ, ნამდვილ სიმართლედ გაერთიანდა. კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რამდენად ძლიერი, გამბედავი და გამორჩეულია ქართველი ქალი.
სათქმელი ითქვა ზუსტად, გულწრფელად და ყოველგვარი შელამაზების გარეშე — სიტყვებმა კი მიზანში პირდაპირ გაარტყა. სტუმრების შემოქმედებაში მკაფიოდ იგრძნობოდა წარსულისა და აწმყოს მიჯნაზე დაბადებული სევდა — განცდა იმისა, როცა ხვდები, რომ რაღაც ძვირფასი და ნაცნობი შეუმჩნევლად დაიკარგა და უკან ვეღარასოდეს დაბრუნდება… თუმცა, ამ სევდასთან ერთად, ცოცხლობდა დღევანდელობის სიხარულიც — წამიერი, ნამდვილი და ხელშესახები.
ეს არის თაობა, რომელმაც ორ სამყაროს შორის გაიარა — ბრძოლით, იმედგაცრუებით, გადარჩენითა და ხელახლა წამოდგომით შექმნა საკუთარი გზა. სწორედ ამიტომ მათი თითოეული სიტყვა განსაკუთრებულად ღირებული და დასაფიქრებელი იყო.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა საუბარი პროფესიის არჩევაზე — თითქოს დროში მოგზაურობა…
მწერლებმა მოსწავლეებს აუხსნეს, რომ პროფესია არ არის მხოლოდ დროებითი მოდის მიხედვით არჩეული გზა. მათი მთავარი გზავნილი იყო:
აირჩიეთ საქმე, რომელიც დროს უძლებს — რომელიც ადამიანობას, შემოქმედებასა და საქმისადმი ერთგულებას ეფუძნება.
მადლობა ჩვენს გამორჩეულ სტუმრებს გულწრფელი ემოციებისთვის, მნიშვნელოვანი სიტყვებისთვის და იმ შთაგონებისთვის, რომელიც ბავშვებს დიდხანს გაჰყვებათ.
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის VIII/ა კლასში სკოლის ექიმმა ჩატარდა ექიმის საათი, თემაზე; “ჯანმრთელობა"
„პირველი ნაბიჯები დიდ გალერეაში“
„პირველი ნაბიჯები დიდ გალერეაში“
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლის II/ა კლასის მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო ელენე ახვლედიანის ბავშვთა გალერეა-ს გამოფენაში.
ეს მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი გამოცდილებაა პატარა ხელოვანისთვის — პირველი ნაბიჯი დიდი შემოქმედებითი სამყაროსკენ.
ვულოცავთ მას ამ წარმატებას და ვუსურვებთ, მისი ფუნჯი მუდამ ისეთივე ფერადი, შთამაგონებელი და სითბოთი სავსე იყოს, როგორიც მისი ნამუშევრებია.
ვიზიტი უნიკუსში
სკოლა ენ-ჯის II/ა კლასის მოსწავლეები, კლასის ტუტორისა და ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით, ესტუმრნენ „უნიკუსს“, სადაც მონაწილეობა მიიღეს თიხის მასტერკლასში.
მოსწავლეებმა შემოქმედებით და საინტერესო გარემოში საკუთარი ხელით შექმნეს სხვადასხვა ნამუშევარი, განივითარეს ფანტაზია, შემოქმედებითი უნარები და პრაქტიკულად გაეცნენ თიხაზე მუშაობის ტექნიკას. აქტივობამ ბავშვებში დიდი ინტერესი და დადებითი ემოციები გამოიწვია
6
ვიზიტი კინოში
13 მაისს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით, XI „ა“ და XI „ბ“ კლასების მოსწავლეები დაესწრნენ ინგლისურენოვანი ფილმის ჩვენებას “ეშმაკს აცვია პრადა 2”. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების მოსმენის, მეტყველებისა და ენობრივი უნარების განვითარება, ასევე ინგლისური ენის პრაქტიკულად გამოყენების ხელშეწყობა სასწავლო გარემოს მიღმა. ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა გამართეს საინტერესო დისკუსია და იმსჯელეს ფილმის მთავარ თემებსა და პერსონაჟებზე.
ინგლისური ენის გაკვეთილი ზოოპარკში!
ინგლისური ენის გაკვეთილი ზოოპარკში!
სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა გასვლითი გაკვეთილი ზოოპარკში.
მას შემდეგ, რაც ინგლისური ენის გაკვეთილზე შეისწავლეს თემა — „ცხოველები ზოოპარკში“, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, ინგლისური ენის მასწავლებელმა და კლასის ტუტორმა მოსწავლეები ზოოპარკში წაიყვანეს.
ეს დღე ბავშვებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა. თითოეულმა მოსწავლემ ინგლისურ ენაზე ისაუბრა თავის საყვარელ ცხოველზე, დიდი ინტერესით დაათვალიერეს ზოოპარკის ბინადრები და მხიარულად გაატარეს დრო.
ინტერაქტიული და შემეცნებითი აქტივობები მოსწავლეებს ეხმარება ინგლისური ენის უკეთ ათვისებაში, კომუნიკაციის უნარების განვითარებასა და სასწავლო პროცესის უფრო საინტერესო ფორმით აღქმაში.
8
შემეცნებითი კონფერენცია თემაზე — შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.
სკოლა ენ-ჯის X/ა კლასის მოსწავლეებმა უმცროსკლასელებისთვის შემეცნებითი კონფერენცია გამართეს თემაზე — შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.
თანაგანმანათლებლობა სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამჭოლი მიზანია — მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება, ინფორმაციის კიდევ უფრო გაღრმავება და საჯარო გამოსვლისთვის საჭირო უნარების განვითარება.
კონფერენციის ფარგლებში უფროსკლასელებმა საინტერესო და გასაგები ფორმით წარუდგინეს პატარებს ინფორმაცია „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, ისაუბრეს პერსონაჟებზე, ნაწარმოების მნიშვნელობასა და მის ღირებულებებზე.
აქტივობა სახალისო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა პატარა მსმენელებისთვის, რადგან უფროსკლასელებმა წარმატებით მოირგეს მასწავლებლის როლი და დიდი ინტერესით ჩართეს მოსწავლეები სასწავლო პროცესში.
4
ვიზიტი კინოში
სკოლა ენ-ჯის V/ა კლასის მოსწავლეები, ინგლისური ენის მასწავლებელსა და ტუტორთან ერთად, კინოში იმყოფებოდნენ ინგლისურენოვანი ფილმის — „მარიოს“ — საყურებლად.
გასვლითი აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ინგლისური ენის პრაქტიკული უნარების განვითარება, მოსმენის კულტურის გაუმჯობესება და სასწავლო პროცესის უფრო საინტერესო და სახალისო ფორმატში წარმართვა.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით უყურეს ფილმს, მიიღეს სასიამოვნო ემოციები და სასარგებლო გამოცდილება. დღე მათთვის შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
ბიბლიოთეკის ისტორია
სკოლის ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში I-IV კლასების (ქართული სექტორი) მოსწავლეებთან საინფორმაციო და შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეები გაეცნენ ბიბლიოთეკის დაარსების ისტორიას, ბიბლიოთეკარის პროფესიის მნიშვნელობასა და მის ჩამოყალიბებას. ისაუბრეს იმაზეც, რომ ბიბლიოთეკარები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში არსებობდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა გაიგეს, რა ფუნქცია აკისრია ბიბლიოთეკარს, როგორ უწყობს ხელს ბიბლიოთეკა წიგნის სიყვარულისა და კითხვის კულტურის განვითარებას, ასევე ბიბლიოთეკის სისტემატური გამოყენების მნიშვნელობას.
აგრეთვე საუბარი შეეხო პირველ წიგნსა და პირველ სტამბას, წიგნის შექმნისა და ბიბლიოთეკამდე მისვლის გზას. მოსწავლეები გაეცნენ ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს — წესრიგის, სიჩუმის დაცვის, წიგნების გაფრთხილებისა და ჰიგიენური ნორმების მნიშვნელობას.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა — მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო კითხვები და სკოლის ბიბლიოთეკარისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. თემამ მათში დიდი ინტერესი გამოიწვია და მრავალი ახალი და საჭირო ინფორმაცია შეიტყვეს, რაც საბიბლიოთეკო ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრა შთამბეჭდავი და საინტერესო გამოვიდა.
3
ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე
30 აპრილს ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღინიშნება
30 აპრილს, წიგნის ჩუქების კვირეულის ფარგლებში - სკოლა ,,ენ-ჯის" თრატრალურმა დასმა პროფესიული დღე მიულოცა ამავე სკოლის ბიბლიოთეკარს თამარ თავართქილაძეს, რომელიც 2003 წლიდან აღინიშნება. ეს არის დღე, რომელიც აღიარებს ბიბლიოთეკარების უდიდეს ღვაწლს წიგნიერი საზოგადოების ფორმირების პროცესში და სასკოლო ფესტივალზე მიღებული საჩუქრები - წიგნები გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად.
გასვლითი გაკვეთილი კახეთის სამეფოს მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლებში — უჯარმის ციხე და ბოჭორმის ციხე.
სკოლა „ენ-ჯის“ მე-10ა კლასის მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი გაკვეთილი, რომელიც ემსახურებოდა კომპლექსური დავალების უკეთ დაგეგმვასა და თემის სიღრმისეულ გააზრებას.
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები — უჯარმის ციხე და ბოჭორმის ციხე. ადგილზე მათ გაეცნენ ციხეების ისტორიას, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და კულტურულ როლს.
გასვლითი გაკვეთილი ინტერდისციპლინური ხასიათის იყო — პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლები, რამაც კიდევ უფრო გაამდიდრა სასწავლო გამოცდილება და თემის მრავალმხრივი გააზრება უზრუნველყო.
მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დაკვირვებაში, მსჯელობასა და ანალიზში, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარათ როგორც ისტორიული ცოდნის გაღრმავებაში, ისე კომპლექსური დავალების ეფექტურად დაგეგმვაში.
11
შემოქმედებითი და ინტერაქტიული გაკვეთილი — „ნახშირორჟანგის სასამართლო“.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქიმიის მასწავლებლის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, მე-8ბ კლასში ჩატარდა შემოქმედებითი და ინტერაქტიული გაკვეთილი — „ნახშირორჟანგის სასამართლო“.
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა როლი: პროკურორმა წარადგინა საბრალდებო სიტყვა და ნახშირორჟანგი დაადანაშაულა დედამიწაზე მავნე ზემოქმედებაში. ექსპერტებმა და ეკოლოგებმა მეცნიერულად დაასაბუთეს აღნიშნული ბრალდებები.
მეორე მხარეს, ადვოკატმა წარმოადგინა არგუმენტები და მტკიცებულებები, რომლებიც გარკვეულწილად ამსუბუქებდა ბრალდებულის პასუხისმგებლობას და წარმოაჩენდა მის როლს ბუნებრივ პროცესებში.
საბოლოოდ, მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე.
გაკვეთილი გამოირჩეოდა მაღალი ჩართულობით — მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დებატებში, ავითარებდნენ კრიტიკულ აზროვნებას და უკეთ გაიაზრეს გარემოსდაცვითი საკითხები.