სიახლეები

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

        გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.

        სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • ლოგოპედის მომსახურებას.

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).

        გაითვალისწინეთ - 2026-2027 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

        მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -

        https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit

        მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/

        ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/

         

      • სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას  ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას:

        -ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        -მათემატიკაში;

        -პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და  კითხვის საათის გაკვეთილებს.

        • დამატებით ტარდება:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        -გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.

        სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.

        I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;

        სკოლაში  ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:

        I-IV კლასებში  09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;

        V-XII კლასებში  09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • 2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები

      • 2025-2026 სასწავლო წლის

        წლიური გამოცდები

        (ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)

         

        დაწყებითი საფეხური

        მუხლი 11

        11.3.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)   რუსული სექტორისთვის;

        3. მათემატიკა (ორივე სექტორი);

        4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);

        11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.

        11.5.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)  (რუსული სექტორი);

        3.  მათემატიკა (ორივე სექტორი);

        11.6. წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ  ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

        საბაზო საფეხური

        მუხლი 14

        14.4.წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს  წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:

         

        ქართული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        რუსული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი - ინგლისური ენა,  ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        14.4.2. წლიური   გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.     

         

        საშუალო საფეხური

        მუხლი 14

        14.4. . წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა   XI კლასებში ატარებს   წლიური გამოცდებს.

        14.4.3. XI კლასი

        ქართული სექტორი :

        რუსული სექტორი:

        • პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
        • არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;

        14.4.4 წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

          • შეხვედრა ბესო სოლომანაშვილთან

          • 27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღეა, ამიტომ ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მასწავლებლებთან შესახვედრად მოწვეულ იქნა თანამედროვე მწერალი და კინორეჟისორი - ბესო სოლომანაშვილი. შეხვედრის დროს განხილულ იქნა მისი წიგნი - “ლუმპენ მილენიუმი", რომელიც მკითხველს მთელ საქართველოს ისტორიას უშლის და დააფიქრებს ქვეყნის სიყვარულზე და თავდადებაზე. შეხვედრისას მწერალმა გაიხსენა წიგნზე მუშაობის პროცესი, ისაუბრა მთავარი პერსონაჟების შესახებ, აღწერა ნამდვილი ისტორიები, გაავლო პარალელები უახლოეს წარსულთან და თანამედროვეობასთან.

          • კითხვის საათის პრეზენტაცია

          • მიმდინარე წელს სკოლაში დაინერგა ახალი საგანი - “კითხვის საათი”, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში წიგნიერების განვითარებას და მოახდინოს მხატვრული ლიტერატურის პოპულულარიზაცია. საგანი ისწავლება როგორც დაწყებითი საფეხურის, ასევე საბაზო საფეხურის კლასებში. კითხვის საათის ერთ-ერთმა მასწავლებელმა სასკოლო საზოგადოებას გააცნო “კითხვის საათის” მიზნები, ამოცანები და დაგეგმილი აქტივობები, ისაუბრა წიგნიერების მნიშვნელობაზე და მოსწავლეებს ზოგადად გააცნო ის ლიტერატურული ნაწარმოებები, რომელსაც ისინი გაეცნობიან ამ სასწავლო კურსის განმავლობაში.

          • მშობლის საათი

          • 19 სექტემბერს II/ბ კლასის ტუტორის ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩაატარა მშობლის საათი, სადაც მოწვეული იყო მშობლები.

            მშობლებმა მოსწავლეებს გააცნეს მცენარეების დარგვისა და მათი მოვლა-პატრონობის საკითხები. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა დარგეს ქოთნის ყვავილები.

          • სუშისა და როლის მასტერკლასი

          • 11 სექტემბერს IV/ბ კლასის ტუტორის ორგანიზებით, მოსწავლეებთან პროფესიული უნარების გასაცნობად მოწვეული იყო სუში-შეფი, რომელმაც მოსწავლეებს ჩაუტარა მასტერკლასი სუშისა და როლის მომზადებაში.მოსწავლეები გაეცნენ სუშის ისტორიას, მისი მომზადების ინსტრუქციასა და საჭირო ინგრიდიენტებების ჩამონათვალს. ასევე სუში-შეფის მეთვალყირეობით დამოუკიდებლად მოამზადეს სუში, რომლის დეგუსტაცია მოხდა მასტერკლასის დასრულების შემდგომ.

          • მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები

          • 2024 წლის 27 სექტემბერს  ტარდება მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები

             

            • მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, საბაზო-საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;
            • მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ სათათბიროში რეგისტრაციას გადიან კლასის ტუტორებთან, 2024 წლის 16 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით.
            • საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა სათათბიროში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ ორ წარმომადგენელს.
            • კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შეეძლებათ 2024 წლის 23 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.

             

            მოსწავლეთა სათათბიროს  არჩევნები ჩატარდება  საგაკვეთილო პროცესის შემდეგ (კომპიუტერულ ლაბორატორიაში), ელექტრონული ფორმატით (Google Drive-ის გამოყენებით) ჩატარდება.

             

            გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ და მონაწილეობა მიიღოთ მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნებში.

          • სკოლა ენ-ჯის, ქართული და რუსული სექტორების I-XII კლასებში, მიმდინარეობს მოსწავლეთა მობილობის პროცესი 2024-2025 სასწავლო წლისთვის.

          • სკოლა ენ-ჯის, ქართული და რუსული სექტორების I-XII კლასებში, მიმდინარეობს მოსწავლეთა მობილობის პროცესი 2024-2025 სასწავლო წლისთვის.

            სკოლა გთავაზობთ:

            • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს, კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით

            ატმოსფეროს;

            • ქართულის ენის, ინგლისური ენისა და მათემატიკის გაძლიერებულ სწავლებას;

            • მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას პირველივე კლასიდან;

            • დამატებით: ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, კალიგრაფიის, მითოლოგიის, კითხვის,

            მედიაწიგნიერების, ხაზვის გაკვეთილებს;

            დამატებით ტარდება:

            * ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, მშობლის საათი, კლასის საათი, ბიბლიოთეკის

            საათი;

            * საკლასო/სასკოლო საგანმანათლებლო პროექტები;

            * ტუტორის პროგრამა სხვადასხვა აქტივობებით;

            * სპორტში - მხიარულ სტარტები;

            * ვიზიტი თეატრებში;

            გთავაზობთ ასევე არასავალდებულო ფასიან მომსახურებას:

            • ერთჯერად ჯანსაღ კვებას;

            • არტ ხელოვნების, მხატვრული ტანვარჯიშის,ვოკალური სტუდია ბელ-კანტოს

            კლუბებში გაწევრიანებას;

            სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი I-IV კლასებში მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე.

            V-XII კლასებში სწავლა მიმდინარეობს პირველ ცვლაში;

            კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 22 მოსწავლით.

            მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

            საკონტაქტო ტელ: 265-26-67; 591 415111

            ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

            Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org

            Instagram გვერდი: https://www.instagram.com/ng.school/

            ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/?

          • 3/ა კლასელების გამოფენა

          • "მე-3ა კლასის მოსწავლეებმა თათული თაბუნიძემ და ლიზი კვარაცხელიამ, მონაწილეობა მიიღეს თეატრის დღესთან დაკავშირებით, ელენე ახვლედიანის სახელობის სივრცეში გამოფენაზე და წარადგინეს საკუთარი ნამუშევარი "

          • 2023-2024 სასწავლო წლის დასკვნითი პედ საბჭო

          • 10 ივნისს სკოლაში ჩატარდა პედაგოგოური საბჭოს სხდომა, სხდომაზე მასწავლებლებმა განიხილეს სასკოლო გამოცდებისა და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შედეგები, შეაჯამეს სასწავლო წლის მუშაობა, ბოლოს დირექციამ აქტიურ მასწავლებლებს გადასცა სიგელები.

          • არტ სკოლის ფესტივალი

          • თბილისის სასკოლო თეატრალური ფესტივალ "არტსკოლა" 2024-ში მონაწილეობისთვის სკოლა ,,ენ-ჯის" თეატრალურ დასს გადაეცა სიგელი და  დაჯილდოვდა დიპლომით ნომინაციაში ეროვნული მეხსიერების გაღვიძებისათვის.

            ფესტივალზე წარდგნენ ლიტერატურული სპექტაკლით “გავიმარჯვებთ სახელოვნად!" , რომელიც  ეძღვნებოდა 1921 წელს საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირ ქალს - მარო მაყაშვილს.

          • ტუტორების შეხვდრა

          • 8 ივლისს სკოლაში გაიმართა კლასის ტუტორების დასკვნითი შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში თითოეული კლასის ტუტორმა შეაჯამა საკუთარი მუშაობა - წარმოადგინა საკუთარი პორტფოლიო, ისაუბრა წლის განმავლობაში გამხორციელებულ აქტივობებზე - მშობლის და ექიმის საათებზე, სადამრიგებლო საათების თემატიკაზე, გასვლით ღონისძიებებზე და სხვა. შეაფასა საკუთარი კლასის მოსწავლეთა მიღწევები.

          • საგნის კათედრები

          • 8 და 9 ივლისს სკოლაში გაიმართა საგნობრივი კათედრების სხდომები. საგნის მასწავლებლებმა წარმოადგინეს საკუთარი პორტფოლიოები, ისაუბრეს წლის განმავლობაში გამხორციელებულ აქტივობებზე, კურიკულუმის შესრულების ეტაპებზე, შეაფასეს მოსწავლეთა მიღწევები, კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი პედაგოგიური დაკვირვებები და შეაჯამეს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა.

          • 2023-2024 სასწავლო წლის სასკოლო კონფერენცია

          • 2 ივლისს გაიმართა სკოლის მასწავლებელთა კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლებმა წარმოადგინეს და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის საუკეთესო მაგალითები, ისაუბრეს იმ საგანმანათლებლო მეთოდებსა და სტრატეგიებზე, რომლებიც გამოიყენეს სწავლების პროცესში. 

            მოხსენება (პრეზენტაციები) მოამზადეს და წარმოადგინეს: 

            1. მონიკა ჭანტურიამ - თემა:”არაფორმალური განათლების როლი თანამედროვე სკოლაში”;

            2. ხატია ბახბაიამ - თემა: “პროექტული სწავლების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში”;

            3. ნინო ლეთანძემ - “სწავლების უნივერსალური დიზაინი და სწავლა-სწავლების დიფერენცირებული მოდელი”;

            4. სოფო გოგატიშვილმა - “მეავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოყენება ინგლისური ენის სწავლების პროცესში”; 

            5. ნატალია სარალიძემ - “ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტურობა სასწავლო პროცესში.”

          • შეხვედრა ბიბლიოთეკაში

          • 6 ივნისს საბიბლიოთეკო პროექტის „დიდი ადამიანები საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა რუსული სექტორის VII-X კლასის მოსწავლეებთან

            თემაზე: “6 ივნისი - ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი - პუშკინი” ბავშვებმა ისაუბრეს, თუ რატომ უწოდებდნენ მას - ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელს, 

            რა ურთიერთობა ქონდა პუშკინს საქართველოში და რატომ დაუდგა ძეგლი ქართველმა ხალხმა მას.

          • პრეზენტაცია ქიმიაში

          • ქიმიის მასწავლებელმა - ლეილა გაბრიაძემ მე-9/ბ კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა საკლასო კონფერენცია თემაზე: "ნავთობი და მისი გადამუშავება" მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემის ფარგლებში მოძიებული მასალები, ასევე დაამზადეს ნავთობის მოდელები და წარადგინეს პრეზენტაციები.

          • სპორტული შეჯიბრი

          • ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის ვიქტორია მგელაძის ინიციატივით, ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად ჩატარდა სპორტული შეჯიბრი მე-2/ა და მე-2/ბ კლასებს შორის.

          • მშობელთა საყურადღებოდ

            ძვირფასო მშობლებო,

            მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, სკოლაში მოეწყობა ღია კარის დღეები (I კლასიდან XI კლასის ჩათვლით). აღნიშნულ პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად, მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ გაკვეთილს/გაკვეთილებს.

            გთხოვთ, გაითვალისწინეთ გაკვეთილზე დასასწრებად მობრძანდით გაკვეთილის დაწყებამდე (5 წუთით ადრე), დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            დირექცია

          • დაჯილდოება

            16 თებერვალს სკოლა ენ-ჯიში გაიმართა I-IV/ა/ბ კლასის მოსწავლეთა შორის სასკოლო ჭადრაკის ტურნირის საზეიმო დაჯილდოება. ღონისძიება ჩატარდა განსაკუთრებულად თბილ და მეგობრულ გარემოში, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი, ნიჭი და სტრატეგიული აზროვნება.

            ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც მაღალი პასუხისმგებლობითა და მონდომებით წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური სიგელები და სიმბოლური პრიზები.

          • ვიზიტი ქარვასლას მუზეუმში

            13 თებერვალს სკოლა ენ-ჯის VIII/ბ კლასი, ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით, ეწვია ქარვასლას მუზეუმი-ს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები და მოისმინეს მათი უძველესი ისტორია.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე

            საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2016 წლიდან საქართველოში აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. ღონისძიებას შეუერთდა სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკაც, აქტიურად მონაწილეობდნენ V-IX/ბ კლასის მოსწავლეები. ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ლიტერატურულ ჟანრზე, წიგნებსა და პერსონაჟებზე.

          • ვიზიტი თოჯინების მუზეუმში

            ჩვენი პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები 12 თებერვალს თოჯინების მუზეუმს ესტუმრნენ. აქ უამრავი ხელნაკეთი თოჯინა ვნახეთ.

            გიდმა გულდასმით აგვიხსნა, რა მასალებით იქმნება თოჯინები და რამხელა შრომას მოითხოვს თითოეული მათგანი. ბავშვები აღფრთოვანებული და შთაგონებულები დარჩნენ. პატარებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ნიკო ფიროსმანის თოჯინამ, ბევრი წითელი ვარდით.

          • გამოფენა

            10 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით III/ა კლასმა წარადგინა პროექტი თემაზე: „შენების ხელოვნება“. ასევე გაიმართა მოსწავლეების მიერ შესრულებული მაკეტების გამოფენა.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე

            ,,ჩვენ ვართ წაკითხული წიგნები, ნანახი ფილმები" _ უთხრა დღეს სკოლა ,,ენ-ჯის" მოსწავლეებს კითხვის საათის ფარგლებში მოწვეულმა დრამატურგმა, ლიტერატურის კრიტიკოსმა _ დავით გაბუნიამ. მართლაც, ყოველი წიგნის ამბავმა სხეულში უნდა გაიაროს, რაც ,,თეთრ მაგნოლიას" გამოუვიდა.

            რატომ ირჩევენ ავტორები ფსევდონიმებს, რა უპირატესობა აქვს დეტექტიური ჟანრის ლიტერატურას, როგორ შეიძლება წერის ტექნიკების გამოყენებით შექმნა უცნაური სიუჟეტი, ფინალი _ ამ საკითხებზე საინტერესო მსჯელობა გაიმართა. შეხვედრა იყო ინტერაქციული, ემოციებით დატვირთული.

            მადლობა სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში

            წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა ენ-ჯიში 5 და 6 თებერვალს სკოლის ბიბლიოთეკარმა III-V/ა და II-IV/ბ კლასებთან ერთად მოაწყო წიგნის საჯარო კითხვა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, წაიკითხეს ნაწარმოებები გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.

          • გასვლითი გაკვეთილი

            30 იანვარს სკოლა ენ-ჯის X/ა კლასი ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში იმყოფებოდა მეტეხის ტაძრში, სადაც შუშანიკ დედოფლის საფლავი მოინახულეს. ასევე, მოილოცეს აბო თბილელის წამების ადგილზე აგებული ტაძარი.

          • ნინო ქადაგიძეს სტუმრობა სკოლაში

            28 იანვარს, სკოლა ენ-ჯიში კითხვის საათის ფარგლებში გაიმართა წაკითხული წიგნის განხილვა, რომელსაც საბავშვო მწერალი ნინო ქადაგიძე ესტუმრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ V-VI/ა კლასის მოსწავლეები. მათ ავტორს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაუსვეს საინტერესო კითხვები და მოისმინეს მწერლისგან საინტერესო ამბები.

            შეხვედრის დასასრულს ნინო ქადაგიძემ სკოლას საავტორო წიგნი გადასცა და მოსწავლეებს უსურვა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბება.

          • ახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე.

            29 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

          • სახალისო ქვესტი

            22 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით VII/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

    • კონტაქტი

      • სკოლა ენ-ჯი
      • (+995 32) 265-26-67
      • გლდანი, ფორე მოსულიშვილის ქ. 20
        თბილისი
        0167 თბილისი
        Georgia
    • ანგარიშში შესვლა

  • ჩვენი სოციალური ქსელები