სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “კვახის მოხატვა ჰელოუნისთვის”
სიახლეები
სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას:
-ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
-მათემატიკაში;
-პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და კითხვის საათის გაკვეთილებს.
• დამატებით ტარდება:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
-გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.
სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.
I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;
სკოლაში ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:
I-IV კლასებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;
V-XII კლასებში 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები
სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები
2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები
2025-2026 სასწავლო წლის
წლიური გამოცდები
(ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)
დაწყებითი საფეხური
მუხლი 11
11.3. დაწყებითი კლასების საფეხურზე, IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) რუსული სექტორისთვის;
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);
11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.
11.5. დაწყებითი კლასების საფეხურზე, V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) (რუსული სექტორი);
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
11.6. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
საბაზო საფეხური
მუხლი 14
14.4.წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:
ქართული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
რუსული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი - ინგლისური ენა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
14.4.2. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
საშუალო საფეხური
მუხლი 14
14.4. . წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა XI კლასებში ატარებს წლიური გამოცდებს.
14.4.3. XI კლასი
ქართული სექტორი :
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
- არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;
რუსული სექტორი:
- პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
- არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;
14.4.4 წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
მშობლის საათი
- 15
ვიზიტი ხელოვნების სასახლეში
სკოლა ენ-ჯის III/ა და IV/ა კლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელთან ერთად სტუმრობდნენ ხელოვნების სასახლეს. სადაც მოისმინეს ისტორია და დაათვალიერეს საგანძური მრავალსაუკუნოვანი ქართული ანბანის შესახებ. პრაქტიკულ ნაწილში ბავშვებმა მარტივი ლოგიკით გაშიფრეს ქართული ხალხური ანდაზები და შექმნეს ხელნაკეთი წიგნები.
3
ვიქტორინა მათემატიკაში
24 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის მათემატიკის მასწავლებლებმა ჩაატარეს ვიქტორინა მათემატიკაში,სადაც ერთმანეთს შეხვდნენ IX/ა და X/ა კლასის გუნდები.
2
ვიზიტი ავტომუზეუმში
24 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის IV/ბ და VII/ბ კლასის მოსწვლეები კლასის ტუტორთან და ხელოვნების მასწავლებელთან ერთად ეწვიეს ავტომუზეუმს, სადაც საინტერესოდ და სახალისოდ გაატარეს დრო.
4
ვიზიტი ვაჟა-ფშაველას მემორიალურ მუზეუმში
23 ოქტომბერს, სკოლა ენ-ჯის VI/ა კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან და კლასის ტუტორთან ერთად ეწვივნენ ვაჟა-ფშაველას მემორიალურ მუზეუმს. მათ უმასპინძლა ფილოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისა და ცხოვრების მკვლევარმა, მამუკა ჭანტურიამ.
მოსწავლები ასევე ესტუმრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმს და გაეცვნენ უნივერსიტეტის დაარსების ისტორიას.
ექიმის საათი
23 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის VIII/ა კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “სეზონური გრიპი”
2
ექიმის საათი
23 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის III/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “ჯანსაღი კვების წესები”
ვიზიტი თეატრში
21 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის VII/ა კლასის მოსწავლეები კლასის ტუტორთან ერთად ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე: ,,სარა ბარა ბზია ბზოტ"
მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღვნიშვნა
15 და 17 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკაში აღინიშნა მასწავლებლის საერთაშორისო დღე - „5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა“ თემა: ჩემი პირველი მასწავლებელი, II-IV/ა კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს „ჩემი პირველი მასწავლებელი“ შეხვედრა და ემოიცები, აღნიშნეს, რომ მასწავლებლობა საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა და მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია მოსწავლის სწავლა-განათლებაში. სიყვარულით მოეფერენ და კეთილი სურვილებით მიულოცეს მოსწავლეებმა მასწავლებლის საერთაშორისო დღე თავიანთ მასწავლებლებს
10
პროექტი: "წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია"
17 ოქტომბერს, სკოლა ენ-ჯის ქიმიის მასწავლებლის ინიციატივით VIII-IX/ა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა პროექტში: "წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია". მოსწავლეები გაეცნეს მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების ეტაპებს, შეავსეს კითხვარი და ჩაერთნენ საინტერესო და სახალისო აქტივობებში. ღონისძიების დასრულებისას ,დასაჩუქრდნენ სუვენიეებით.
6
"ევროპული კვირეული"
16 ოქტომბერს, სკოლა ენ-ჯიში ინგლისურის მასწავლებლების და ცეკვის მასწავლებლის ორგანიზებით, ჩატარდა კათედრის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება სახელწოდებით - "ევროპული კვირეული"
13
ჯანმრთელობის ფორმულის შედგენა
სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის და მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ინტეგრირებული გაკლეთილი თემაზე: “ჯანმრთელობის ფორმულის შედგენა”
10
ვიზიტი თეატრში
17 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის I-V კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის ტეატრს სპექტაკლზე: “ნატვირს თვალი”
13
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის VIII/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “სეზონური გრიპი და მისი პრევენციის გზები”
ნაშრომების გამოფენა
სკოლა ენ-ჯი-ში გაიმართა XI/ა კლასის მოსწავლის ნინი შუღლიაშვილის პერსონალური ნახატების გამოფენა, ასევე წარმოდგენილი იყო ხაზვის მასწავლებლის იური არუთინოვის ნამუშევრების ინდივიდუალური გამოფენა.
3
შეხვედრა სტუმართან
მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სკოლა ენ-ჯი-ში მოწვეული იყო ქართული ლიტერატურის გამორჩეული პედაგოგი — ნანა მამუკელაშვილი, რომელმაც VII-X/ა კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა ინტერაქციული და შემოქმედებით აქტივობებით გამორჩეული გაკვეთილი.
ვიზიტი სტუ-„მოდი ნახე“ თეატრში
სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში IX/ა კლასი ეწვია სტუ-„მოდი ნახე“ თეატრს, სპექტაკლზე – „უკანასკნელი თოლია“. სპექტაკლის მთავარი გზავნილი იყო:
„სჯობს სიცოცლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!“
ღირსება და თავისუფლება ყველაფერზე მაღლა დგას, დღევანდელი გმირები ჩვენს სამშობლოსა და ხალხის სიყვარულს შეეწირნენ.
გვახსოვდეს ჩვენი გმირები!
2
ვიზიტი თბილისობაზე
თბილისელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული „თბილისობაა“ , რომელიც ტარდება ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე . სკოლა ენ-ჯის IX/ა კლასი ტრადიციულად ეწვია იმ ადგილებს,სადაც მოეწყო მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები.
ვიზიტი ზოოპარკში
სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში I/ბ, II/ბ, IV/ბ და VIII/ბ კლასები ესტუმრნენ თბილისის ზოოპარკს.
14
მათემატიკური თამაში: ,,გავიცნოთ ციფრები"
სკოლა ენ-ჯის მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით I/ბ კლასში ჩატარდა მათემატიკური თამაში: ,,გავიცნოთ ციფრები"
7
2023-2024 სასწავლო წლის სასკოლო კონფერენცია
2 ივლისს გაიმართა სკოლის მასწავლებელთა კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლებმა წარმოადგინეს და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის საუკეთესო მაგალითები, ისაუბრეს იმ საგანმანათლებლო მეთოდებსა და სტრატეგიებზე, რომლებიც გამოიყენეს სწავლების პროცესში.
მოხსენება (პრეზენტაციები) მოამზადეს და წარმოადგინეს:
1. მონიკა ჭანტურიამ - თემა:”არაფორმალური განათლების როლი თანამედროვე სკოლაში”;
2. ხატია ბახბაიამ - თემა: “პროექტული სწავლების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში”;
3. ნინო ლეთანძემ - “სწავლების უნივერსალური დიზაინი და სწავლა-სწავლების დიფერენცირებული მოდელი”;
4. სოფო გოგატიშვილმა - “მეავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოყენება ინგლისური ენის სწავლების პროცესში”;
5. ნატალია სარალიძემ - “ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტურობა სასწავლო პროცესში.”
13
შეხვედრა ბიბლიოთეკაში
6 ივნისს საბიბლიოთეკო პროექტის „დიდი ადამიანები საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა რუსული სექტორის VII-X კლასის მოსწავლეებთან
თემაზე: “6 ივნისი - ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი - პუშკინი” ბავშვებმა ისაუბრეს, თუ რატომ უწოდებდნენ მას - ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელს,
რა ურთიერთობა ქონდა პუშკინს საქართველოში და რატომ დაუდგა ძეგლი ქართველმა ხალხმა მას.
7
პრეზენტაცია ქიმიაში
ქიმიის მასწავლებელმა - ლეილა გაბრიაძემ მე-9/ბ კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა საკლასო კონფერენცია თემაზე: "ნავთობი და მისი გადამუშავება" მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემის ფარგლებში მოძიებული მასალები, ასევე დაამზადეს ნავთობის მოდელები და წარადგინეს პრეზენტაციები.
სპორტული შეჯიბრი
ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის ვიქტორია მგელაძის ინიციატივით, ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად ჩატარდა სპორტული შეჯიბრი მე-2/ა და მე-2/ბ კლასებს შორის.
შეხვედრა მწერალთან მარიამ წიკლაურთან
3 ივნისს სკოლაში სტუმრად იყო თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერალი, პოეტი - მარიამ წიკლაური. ის შეხვდა მე-5/ა და მე-6/ა კლასის მოსწავლეებს. ბავშვებმა სტუმარს გაუზიარეს წაკითხული მოთხრობები, ლექსები და უსახსოვრეს მათ მიერ შექმნილი ილუსტრაციები. მწერალმა საინტერესო საუბარი წარმართა წიგნიერებაზე, კითხვის უნარების მნიშვნელობაზე. იყო კითხვები, პასუხები, ფოტოები და სამომავლოდ, ისევ შეხვედრის მოლოდინი.
3
შეხვედრა ბინლიოთეკაში
27 მაისს საბიბლიოთეკო პროექტის “ ჩემი საყვარელი წიგნი“-ს ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ქართული სექტორის I-IV კლასის მოსწავლეებთან
თემაზე: “ქართული ზღაპრები და იგავ-არაკები ...”
ბიბლიოთეკარმა თამარ თავართქილაძემ ბავშვებს ესაუბრა ზღაპრისა და იგავ-არაკის მნიშვნელობაზე.
2
შეხვედრა ბიბლიოთეკაში
28 მაისს ბიბლიოთეკის პროექტის „ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში მე-9/ა კლასის მოსწავლეებთან გაიმართა შეხვედრა
თემაზე: “26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა”
26 მაისი
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სკოლის სააქტო დარბაზში მოექყო სასკოლო სპექტაკლის: “გავიმარჯვებთ სახელოვნად” ჩვენება, ხოლო დღის განმავლობაში კლასის ტუტორებმა ჩაატარეს კლასის საათები, სადაც მოსწავლეებს გააცნეს 26 მაისის თარიღის მნიშვნელობა და ისტორია.
5
პროექტის წარდგენა თემაზე: "ტოლერანტობა"
29 მაისს, სკოლაში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლმა - ეთერ დოგუზოვამ მე-10/ბ კლასში ჩაატარა საგნობრივი კონფერენცია თემაზე: " ტოლერანტობა" მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი თემები, უყურეს ფილმს და მოაწყვეს დისკუსია.
გასვლითი გაკვეთილი
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა - გ. ავეტისოვამ მე-5/ბ კლასში მოაწყო გასვლითი გაკვეთილი თბილისის ეროვნული გალერეაში. მოსწავლეები გაეცვნენ საქართველოს ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს.
1
საგნობრივი პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში
17 მაისს მე-3/ბ კლასში ხელოვნების მასწავლებელმა - გოარინე ავეტისოვამ განახორციელა საგნობრივი პროექტის პრეზენტაცია თემაზე: " ჩემი საყვარელი ჯადოსნური გმირი" მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები და ისაუბრეს მათი საყვარელი გმირების შესახებ.
მხატვრული კითხვის კონკურსი
სკოლა ენ-ჯის V/ა კლასში- რუსული ენის - როგორც უცხო ენის მასწავლებელმა თამარ ცერცვაძემ ჩაატარა მხატვრული კითხვის კონკურსში, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები. ესენი არიან:
1-ხარისხის დიპლომი:
სოფია კაკუბავა .
2- ხარისხის დიპლომი:
ნიკოლოზ ფერიაშვილი .
3-ხარისხის დიპლომი:
დავით მოდებაძე .
კონფერენცია ფიზიკაში
ფიზიკის მასწავლებელმა - ხ.გელოვანმა მე9/ა, მე-10/ა და მე-11/ა კლასებში ჩაატარა კონფერენცია თემაზე: "სტიქიური მოვლენები საქართველოში და პრევენცია"
5
შეჯიბრი ფეხბურთში
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელმა - ვიქტორია მგელაძემ V/ბ კლასის მოსწავლეებს შორის ჩაატარა მინიშეჯუბრი ფეხბურთში. შეხვედრა დასრულდა 0:0 და შესაბამისად მოიგო მეგობრობამ.
4
თეატრალური ფესტივალი
23 მაისს სკოლა ,,ენ-ჯის" მე-7/ა და მე-9/ა კლასის მოსწავლეების თეატრალურმა დასმა მონაწილეობა მიიღო თბილისის “არტსკოლის” მიერ ორგანიზებულ თეატრალურ ფესტივალში და წარადგინა ლიტერატურული სპექტაკლი “გავიმარჯვებთ სახელოვნად!", წარდგენილი სპექტაკლი ეძღვნებოდა 1921 წელს საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირ ქალს - მარო მაყაშვილს.
აღნიშნული წარმოდგენა ამჯერად სასკოლო აუდიტორიისთვის ჩატარდება 27 მაისს სასკოლო სივრცეში.
14
მათემატიკური ოლიმპიადა
შიდასასკოლო მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია:
V-VI კლასის კატეგორიაში:
I ადგილი:
ანასტასია ნევსკი V/ა კლასი - 90%
II ადგილი:
ლევ ბორისოვ V/ბ კლასი - 83%
ქრისტინა დაშჩენკო V/ბ კლასი - 83%
III ადგილი:
ბექა ჯიჯელავა VI/ა კლასი - 75%
მელანია ჩაშჩევიკ VI/ბ კლასი - 75%
ალექსანდრა ლაპინა VI/ბ კლასი - 75%
იგორ ბონდარევ VI/ბ კლასი - 75%
VII-IX კლასი კატეგორიაში:
I ადგილი:
ნინო მელია IX/ა კლასი - 90%
II ადგილი:
დემეტრე გორდელაძე VIII/ა კლასი 83%
ისმაიილ მუსაევ IX/ბ კლასი - 83%
III ადგილი:
გუჯა თვალაბეიშვილი VIII/ა კლასი - 73%
გეგა ბერიაშვი
ლი VII/ა კლასი - 73%
რეფერატებიო წარდგენა საგანში ჩვენი საქართველო
21 მაისს მე-6/ბ კლასში, საგანში: “ჩვენი საქართველო” ჩატარდა რეფერატების პრეზენტაცია თემაზე: "კოლხეთის სამეფო და საბერძნეთი". მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები, საკუთარი ნახატები და საინტერესოდ ისაუბრეს ძველი კოლხეთის შესახებ.
3
საგნობრივი პროექტი
ინგლისური ენის მასწავლებელმა ხატია ბახბაიამ მე-2/ბ კლასში განახორციელა საგნობრივი პროექტი: “პიკნიკი სკოლის ეზოში”, სადაც მოსწავლეებმა ინგლისურად ისაუბრეს საყვარელ საჭმელებზე, ამინდზე და სახალისად გაატარეს დრო.
6
ექიმის საათი
მე-5/ა კლასში ჩატარდა ექიმის საათი, სადაც საუბარი შეეხო საჭმლის მომნელებელ სისტემას და მის ფუნქციებს.
2
ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებმა - გოარინე ავეტისოვამ და ნანა მისკალიშვილმა მე-4/ა და მე-4/ბ კლასები წაიყვანეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში, სადაც მოსწავლეები გაეცვნენ ქართული კულტურის უნიკალურ ნიმუშებს და დაათვალიერეს მუზეუმში დაცული სხვადასხვა ეპიქის ექსპონატიც.
8