სიახლეები

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

        გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.

        სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • ლოგოპედის მომსახურებას.

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).

        სიახლე: მიმდინარე წელს პირველ კლასში რეგისტრაციას შეძლებენ ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

        მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -

        https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit

        მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/

        ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/

         

      • სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას  ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას:

        -ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        -მათემატიკაში;

        -პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და  კითხვის საათის გაკვეთილებს.

        • დამატებით ტარდება:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        -გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.

        სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.

        I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;

        სკოლაში  ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:

        I-IV კლასებში  09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;

        V-XII კლასებში  09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • 2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები

      • 2025-2026 სასწავლო წლის

        წლიური გამოცდები

        (ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით)

         

        დაწყებითი საფეხური

        მუხლი 11

        11.3.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)   რუსული სექტორისთვის;

        3. მათემატიკა (ორივე სექტორი);

        4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);

        11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.

        11.5.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)  (რუსული სექტორი);

        3.  მათემატიკა (ორივე სექტორი);

        11.6. წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის I და II სემესტრის ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა სამზე.

         

        საბაზო საფეხური

        მუხლი 14

        14.4. წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს  წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:

         

        ქართული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი). 

         

        რუსული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი - ინგლისური ენა,  ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        14.4.2. წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის I და II სემესტრის ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა სამზე.

         

        საშუალო საფეხური

        მუხლი 14

        14.4. წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა   XI კლასებში ატარებს   წლიური გამოცდებს.

        14.4.3. XI კლასი

        ქართული სექტორი :

        • ქართული ენა და ლიტერატურა;
        • პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
        • არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;       

        რუსული სექტორი:

        • პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
        • არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;

        14.4.4 წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის I და II სემესტრის ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა სამზე.

         

          • ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე

          • 30 აპრილს ბიბლიოთეკარის პროფესიული დღე აღინიშნება

            30 აპრილს, წიგნის ჩუქების კვირეულის ფარგლებში - სკოლა ,,ენ-ჯის" თრატრალურმა დასმა პროფესიული დღე მიულოცა ამავე სკოლის ბიბლიოთეკარს თამარ თავართქილაძეს, რომელიც 2003 წლიდან აღინიშნება. ეს არის დღე, რომელიც აღიარებს ბიბლიოთეკარების უდიდეს ღვაწლს წიგნიერი საზოგადოების ფორმირების პროცესში და სასკოლო ფესტივალზე მიღებული საჩუქრები - წიგნები გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად.

          • გასვლითი გაკვეთილი კახეთის სამეფოს მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლებში — უჯარმის ციხე და ბოჭორმის ციხე.

          • სკოლა „ენ-ჯის“ მე-10ა კლასის მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი გაკვეთილი, რომელიც ემსახურებოდა კომპლექსური დავალების უკეთ დაგეგმვასა და თემის სიღრმისეულ გააზრებას.

            გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები — უჯარმის ციხე და ბოჭორმის ციხე. ადგილზე მათ გაეცნენ ციხეების ისტორიას, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და კულტურულ როლს.

            გასვლითი გაკვეთილი ინტერდისციპლინური ხასიათის იყო — პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ინგლისური ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლები, რამაც კიდევ უფრო გაამდიდრა სასწავლო გამოცდილება და თემის მრავალმხრივი გააზრება უზრუნველყო.

            მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დაკვირვებაში, მსჯელობასა და ანალიზში, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარათ როგორც ისტორიული ცოდნის გაღრმავებაში, ისე კომპლექსური დავალების ეფექტურად დაგეგმვაში.

          • შემოქმედებითი და ინტერაქტიული გაკვეთილი — „ნახშირორჟანგის სასამართლო“.

          • დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ქიმიის მასწავლებლის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, მე-8ბ კლასში ჩატარდა შემოქმედებითი და ინტერაქტიული გაკვეთილი — „ნახშირორჟანგის სასამართლო“.

            გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა როლი: პროკურორმა წარადგინა საბრალდებო სიტყვა და ნახშირორჟანგი დაადანაშაულა დედამიწაზე მავნე ზემოქმედებაში. ექსპერტებმა და ეკოლოგებმა მეცნიერულად დაასაბუთეს აღნიშნული ბრალდებები.

            მეორე მხარეს, ადვოკატმა წარმოადგინა არგუმენტები და მტკიცებულებები, რომლებიც გარკვეულწილად ამსუბუქებდა ბრალდებულის პასუხისმგებლობას და წარმოაჩენდა მის როლს ბუნებრივ პროცესებში.

            საბოლოოდ, მოსამართლემ გამოიტანა განაჩენი წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე.

            გაკვეთილი გამოირჩეოდა მაღალი ჩართულობით — მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დებატებში, ავითარებდნენ კრიტიკულ აზროვნებას და უკეთ გაიაზრეს გარემოსდაცვითი საკითხები.

          • კონკურსი „წერო — სკოლაში“.

          • 22 აპრილს სკოლა „ენ-ჯიში“ გაიმართა ლიტერატურული კონკურსი „წერო — სკოლაში“. კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა ვიდეოანიმაციის ნახვის შემდეგ დაწერეს ესეები. მასში მონაწილეობდნენ მე-8/ა, მე-9/ა, მე-10/ა და მე-11/ა კლასების მოსწავლეები. სპეციალურად შექმნილმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებულები.

            28 აპრილს კი გაიმართა როგორც ამ კონკურსის დაჯილდოების ცერემონია, ისე ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით შემოქმედებითი წერის ორი განსხვავებული ფორმატის კონკურსი.

            პირველი კონკურსი ჩატარდა მწვანე სივრცეში — სკვერში, სადაც მოსწავლეებმა თავისუფალ თემებზე იმუშავეს. მეორე კონკურსში მონაწილეებმა ნაჩვენები ვიდეორგოლის შთაგონებით შექმნეს ჩანახატები.

            კონკურსში მონაწილეობდა 16 მოსწავლე, რომელთაგან 8 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი გამოვლინდა. გამარჯვებულები სკოლა „ენ-ჯიმ“ სიგელებითა და სამახსოვრო წიგნებით დააჯილდოვა.

            ამავე დღეს დაჯილდოვდნენ „წერო — სკოლაში“ კონკურსის გამარჯვებულებიც, რომელთაც გადაეცათ დიპლომები და წიგნები.

            ნაწერების შეფასებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ჟიურის წევრები და სასწავლო ნაწილის წარმომადგენლები. გამარჯვებულების ნამუშევრევრები სკოლის გვერდზე გასაჯაროვდება ეტაპობრივად.

          • სასკოლო საბჭოს შეხვედრა

          • 24 აპრილს სკოლაში გაიმართა სასკოლო საბჭოს შეხვედრა, საბჭოს წევრები გაეცნენ 2025-2026 სასწავლო წლის შუალედურ ანგარიშს. შეხვედრის ფარგლებში, ასევე ვიმსჯელეთ მოსწავლეთა განვითარების სამომავლო გეგმებსა და იმ სტრატეგიულ ნაბიჯებზე, რომლებიც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს

          • ინტეგრირებული გაკვეთილი დედამიწის დღესთან დაკავშირებით.

          • სკოლა ენ-ჯის გეოგრაფიისა და ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით, მე-9ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი დედამიწის დღესთან დაკავშირებით.

            მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები, იმუშავეს როგორც წყვილებში, ასევე ინდივიდუალურად და გამართეს დისკუსია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

          • ქვესტი

          • სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით, II-ბ კლასში მოეწყო სააღდგომო თემატიკის შემეცნებითი თამაში (ქვესტი). ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა განივითარეს ლოგიკური აზროვნების, ორიენტაციისა და ჯგუფური მუშაობის უნარები.

            ​ბავშვებმა დიდი ინტერესით ჩაერთნენ აქტივობაში, წარმატებით დაძლიეს ყველა დაბრკოლება და შექმნეს სადღესასწაულო განწყობა.

          • მუსიკალური სპექტაკლი — „ვინ გააღვიძებს ფიფქიას?“

          • 20 აპრილს 1ბ, 1ა, 2ბ, 3ბ და 4ბ კლასების მოსწავლეები დაესწრნენ მუსიკალურ სპექტაკლს — „ვინ გააღვიძებს ფიფქიას?“

            სკოლა ენ-ჯი ესტუმრა ამ შთამბეჭდავ წარმოდგენას, რომელმაც ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები და სიხარული აჩუქა

            სპექტაკლი სავსე იყო მუსიკით, ფერებითა და საინტერესო სცენებით, რაც პატარებისთვის ნამდვილად განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცა

          • კონფერენცია თემაზე: " საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაციები".

          • 22 აპრილს მე-9/ა კლასში, მოქალაქეობის გაკვეთილის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: " საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაციები". მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. იმსჯელეს რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს აქტიური ჩართულობა. ასევე იმსჯელეს ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების შინაარსსა და მნიშვნელობაზე.

          • 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა

          • 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა

            დღეს სკოლის ბიბლიოთეკაში ამ დღის აღსანიშნავად სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით VIბ და VIIბ კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები შეუერთდნენ. დღესასწაულს საფუძველი 1923 წლის 23 აპრილს კატალონიაში ჩაეყარა. ძველისძველი კატალონიური ტრადიციის მიხედვით, ერის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ერთმანეთს ვარდებს ჩუქნიდნენ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიას ეს ფაქტი ძალიან მოეწონათ და 1923 წლის 23 აპრილს, ვარდების სახალხო დღესასწაულზე, კატალონიაში მცხოვრებლებს ვარდებთან ერთად წიგნებიც აჩუქეს. 1995 წელს კატალონიამ იუნესკოს ამ დღესასწაულის შესახებ მიმართა, მის ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის დღედ გამოცხადდა. ამასთანავე ეს დღე 23 აპრილი უკავშირდება მიგელ სერვანტესის და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეს...

            ბიბლიოთეკარმა მოსწავლეებს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა, სადაც ბავშვები სწავლობენ გრძნობების გამოხატვას, მეგობრების შეძენას და სხვებზე ზრუნვას.

            ბავშვები საინტერესო პასუხებს სცემდნენ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს.

            მოსწავლეები ერთმანეთს ეკითხებოდნენ - რომელი წიგნი წაიკითხე ბოლოს?

            და ურჩევდნენ თუ რატომ უნდა წაიკითხონ ესათუ ის წიგნი...

            150 წლის წინ, 1876 წლის 23 აპრილს ივანე ჯავახიშვილი დაიბადა.

          • ეკლესიის ეზოში პლენერზე მუშაობა

          • სკოლა ენ-ჯის VI/ა კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით, ეკლესიის ეზოში პლენერზე იმუშავეს.

            პლენერზე ხატვა მათთვის არა მხოლოდ სასწავლო პროცესი, არამედ სიხარულით სავსე და შთამაგონებელი გამოცდილებაც აღმოჩნდა

            შედეგად მივიღეთ გულწრფელი, მრავალფეროვანი და ძალიან ლამაზი ნამუშევრები

          • ვიზიტი "უნიკუსში" მასტერკლასზე

          • სკოლა ენ-ჯის III-V/ა კლასის მოსწავლეები სტუმრად ვიმყოფებოდით ,,უნიკუსში" სადაც ჩაუტარდათ სააღდგომო ტექის მასტერკლასი, მოსწავლებმა დიდი ინტერესით ჩაერთვენენ აღნიშნულ აქტირობაში და მიიღეს უამრავი ემოცია.

          • საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე

          • სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა — II/ბ, III/ბ და IV/ბ კლასებმა — ეს დღე ბიბლიოთეკაში განსაკუთრებულად აღნიშნეს.

            საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე 1967 წლიდან აღინიშნება და უკავშირდება დანიელი მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენი დაბადების დღეს.

            ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა წაიკითხეს ანდერსენის ცნობილი ზღაპრები, ხოლო ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელებს გააცნო მწერლის მოკლე ბიოგრაფია.

            აღნიშნული აქტივობის მიზანი იყო ბავშვებში კითხვის სიყვარულის გაღვივება, წიგნიერების პოპულარიზაცია და მათში ლიტერატურისადმი ინტერესის კიდევ უფრო გაძლიერება.

          • მშობლის საათი

          • 8 აპრილს, სკოლა ენ-ჯის IIბ კლასში ჩატარდა მასტერკლასი გაზაფხულ- სააღდგომო თემატიკის ხელნაკეთი ნივთების დამზადებაზე.

            მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით შექმნეს ფერადი და ორიგინალური ნამუშევრები, გამოიყენეს სხვადასხვა მასალა და გააფორმეს თავიანთი ხელნაკეთობები გაზაფხულისა და აღდგომის სიმბოლოებით.

            მასტერკლასმა ბავშვებს მისცა შესაძლებლობა, გამოევლინათ შემოქმედებითი უნარები, განევითარებინათ ფანტაზია და სასიამოვნო, მეგობრულ გარემოში ერთად გაეტარებინათ დრო.

          • მშობლის საათი

          • 6 აპრილს სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში ჩატარდა მშობელთა საათი, რომელიც მიეძღვნა სააღდგომო კულიჩების გაფორმებას.

            მშობლებმა, განსაკუთრებით კი დედებმა, აქტიურად მიიღეს მონაწილეობა და დაეხმარნენ ბავშვებს საკუთარი ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენაში. მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და სიხარულით გააფორმეს სააღდგომო კულიჩები სხვადასხვა ფერის გლაზურით, კაშკაშა მოსაყრელებითა და ხელნაკეთი დეკორაციებით.

          • კონფერენცია

          • 6 აპრილს სკოლა ენ-ჯიში ჩატარდა მათემატიკის კონფერენცია თემაზე: “ მათემატიკის როლი რეალურ ცხოვრებაში”, რომელიც მიეძღვნა მათემატიკუს საერთაშორისო დღეს . საბაზო საფეხურის VII-IX/ა კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები სადაც ნასწავლი ფორმულების, წესების და ფიგურების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებაზე ისაუბრეს.

          • მასტერკლასი

          • სკოლა ენ-ჯის III/ბ და V/ბ კლასებში კლასის ტუტორის ინიციატივით ჩატარდა მასტერკლასი თექის დამზადებაში: “სააღდგომო კვერცხები". მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოეკიდნენ მუშაობას და მოამზადეს ნამუშევრები.

          • ვიზიტი თოჯინების მუზეუმში

          • 27 მარტს სკოლის ენ-ჯის I/ბ კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით, იმყოფებოდნენ თოჯინების მუზეუმში. მათ დაათვალიერეს სხვადასხვა ეპოქის ექსპონატები და მიიღეს საინტერესო ინფორმაცია მათი შექმნის შესახებ.

          • კითხვის საათის პრეზენტაცია

            მიმდინარე წელს სკოლაში დაინერგა ახალი საგანი - “კითხვის საათი”, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში წიგნიერების განვითარებას და მოახდინოს მხატვრული ლიტერატურის პოპულულარიზაცია. საგანი ისწავლება როგორც დაწყებითი საფეხურის, ასევე საბაზო საფეხურის კლასებში. კითხვის საათის ერთ-ერთმა მასწავლებელმა სასკოლო საზოგადოებას გააცნო “კითხვის საათის” მიზნები, ამოცანები და დაგეგმილი აქტივობები, ისაუბრა წიგნიერების მნიშვნელობაზე და მოსწავლეებს ზოგადად გააცნო ის ლიტერატურული ნაწარმოებები, რომელსაც ისინი გაეცნობიან ამ სასწავლო კურსის განმავლობაში.

          • მშობლის საათი

            19 სექტემბერს II/ბ კლასის ტუტორის ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩაატარა მშობლის საათი, სადაც მოწვეული იყო მშობლები.

            მშობლებმა მოსწავლეებს გააცნეს მცენარეების დარგვისა და მათი მოვლა-პატრონობის საკითხები. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა დარგეს ქოთნის ყვავილები.

          • სუშისა და როლის მასტერკლასი

            11 სექტემბერს IV/ბ კლასის ტუტორის ორგანიზებით, მოსწავლეებთან პროფესიული უნარების გასაცნობად მოწვეული იყო სუში-შეფი, რომელმაც მოსწავლეებს ჩაუტარა მასტერკლასი სუშისა და როლის მომზადებაში.მოსწავლეები გაეცნენ სუშის ისტორიას, მისი მომზადების ინსტრუქციასა და საჭირო ინგრიდიენტებების ჩამონათვალს. ასევე სუში-შეფის მეთვალყირეობით დამოუკიდებლად მოამზადეს სუში, რომლის დეგუსტაცია მოხდა მასტერკლასის დასრულების შემდგომ.

          • მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები

            2024 წლის 27 სექტემბერს  ტარდება მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები

             

            • მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, საბაზო-საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;
            • მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ სათათბიროში რეგისტრაციას გადიან კლასის ტუტორებთან, 2024 წლის 16 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით.
            • საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა სათათბიროში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ ორ წარმომადგენელს.
            • კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შეეძლებათ 2024 წლის 23 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.

             

            მოსწავლეთა სათათბიროს  არჩევნები ჩატარდება  საგაკვეთილო პროცესის შემდეგ (კომპიუტერულ ლაბორატორიაში), ელექტრონული ფორმატით (Google Drive-ის გამოყენებით) ჩატარდება.

             

            გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ და მონაწილეობა მიიღოთ მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნებში.

          • სკოლა ენ-ჯის, ქართული და რუსული სექტორების I-XII კლასებში, მიმდინარეობს მოსწავლეთა მობილობის პროცესი 2024-2025 სასწავლო წლისთვის.

            სკოლა ენ-ჯის, ქართული და რუსული სექტორების I-XII კლასებში, მიმდინარეობს მოსწავლეთა მობილობის პროცესი 2024-2025 სასწავლო წლისთვის.

            სკოლა გთავაზობთ:

            • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს, კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით

            ატმოსფეროს;

            • ქართულის ენის, ინგლისური ენისა და მათემატიკის გაძლიერებულ სწავლებას;

            • მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას პირველივე კლასიდან;

            • დამატებით: ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, კალიგრაფიის, მითოლოგიის, კითხვის,

            მედიაწიგნიერების, ხაზვის გაკვეთილებს;

            დამატებით ტარდება:

            * ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, მშობლის საათი, კლასის საათი, ბიბლიოთეკის

            საათი;

            * საკლასო/სასკოლო საგანმანათლებლო პროექტები;

            * ტუტორის პროგრამა სხვადასხვა აქტივობებით;

            * სპორტში - მხიარულ სტარტები;

            * ვიზიტი თეატრებში;

            გთავაზობთ ასევე არასავალდებულო ფასიან მომსახურებას:

            • ერთჯერად ჯანსაღ კვებას;

            • არტ ხელოვნების, მხატვრული ტანვარჯიშის,ვოკალური სტუდია ბელ-კანტოს

            კლუბებში გაწევრიანებას;

            სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი I-IV კლასებში მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე.

            V-XII კლასებში სწავლა მიმდინარეობს პირველ ცვლაში;

            კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 22 მოსწავლით.

            მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

            საკონტაქტო ტელ: 265-26-67; 591 415111

            ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

            Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org

            Instagram გვერდი: https://www.instagram.com/ng.school/

            ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/?

          • 3/ა კლასელების გამოფენა

            "მე-3ა კლასის მოსწავლეებმა თათული თაბუნიძემ და ლიზი კვარაცხელიამ, მონაწილეობა მიიღეს თეატრის დღესთან დაკავშირებით, ელენე ახვლედიანის სახელობის სივრცეში გამოფენაზე და წარადგინეს საკუთარი ნამუშევარი "

          • 2023-2024 სასწავლო წლის დასკვნითი პედ საბჭო

            10 ივნისს სკოლაში ჩატარდა პედაგოგოური საბჭოს სხდომა, სხდომაზე მასწავლებლებმა განიხილეს სასკოლო გამოცდებისა და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შედეგები, შეაჯამეს სასწავლო წლის მუშაობა, ბოლოს დირექციამ აქტიურ მასწავლებლებს გადასცა სიგელები.

          • არტ სკოლის ფესტივალი

            თბილისის სასკოლო თეატრალური ფესტივალ "არტსკოლა" 2024-ში მონაწილეობისთვის სკოლა ,,ენ-ჯის" თეატრალურ დასს გადაეცა სიგელი და  დაჯილდოვდა დიპლომით ნომინაციაში ეროვნული მეხსიერების გაღვიძებისათვის.

            ფესტივალზე წარდგნენ ლიტერატურული სპექტაკლით “გავიმარჯვებთ სახელოვნად!" , რომელიც  ეძღვნებოდა 1921 წელს საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირ ქალს - მარო მაყაშვილს.

          • ტუტორების შეხვდრა

            8 ივლისს სკოლაში გაიმართა კლასის ტუტორების დასკვნითი შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში თითოეული კლასის ტუტორმა შეაჯამა საკუთარი მუშაობა - წარმოადგინა საკუთარი პორტფოლიო, ისაუბრა წლის განმავლობაში გამხორციელებულ აქტივობებზე - მშობლის და ექიმის საათებზე, სადამრიგებლო საათების თემატიკაზე, გასვლით ღონისძიებებზე და სხვა. შეაფასა საკუთარი კლასის მოსწავლეთა მიღწევები.

          • საგნის კათედრები

            8 და 9 ივლისს სკოლაში გაიმართა საგნობრივი კათედრების სხდომები. საგნის მასწავლებლებმა წარმოადგინეს საკუთარი პორტფოლიოები, ისაუბრეს წლის განმავლობაში გამხორციელებულ აქტივობებზე, კურიკულუმის შესრულების ეტაპებზე, შეაფასეს მოსწავლეთა მიღწევები, კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი პედაგოგიური დაკვირვებები და შეაჯამეს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა.

          • 2023-2024 სასწავლო წლის სასკოლო კონფერენცია

            2 ივლისს გაიმართა სკოლის მასწავლებელთა კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლებმა წარმოადგინეს და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის საუკეთესო მაგალითები, ისაუბრეს იმ საგანმანათლებლო მეთოდებსა და სტრატეგიებზე, რომლებიც გამოიყენეს სწავლების პროცესში. 

            მოხსენება (პრეზენტაციები) მოამზადეს და წარმოადგინეს: 

            1. მონიკა ჭანტურიამ - თემა:”არაფორმალური განათლების როლი თანამედროვე სკოლაში”;

            2. ხატია ბახბაიამ - თემა: “პროექტული სწავლების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში”;

            3. ნინო ლეთანძემ - “სწავლების უნივერსალური დიზაინი და სწავლა-სწავლების დიფერენცირებული მოდელი”;

            4. სოფო გოგატიშვილმა - “მეავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოყენება ინგლისური ენის სწავლების პროცესში”; 

            5. ნატალია სარალიძემ - “ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტურობა სასწავლო პროცესში.”

          • შეხვედრა ბიბლიოთეკაში

            6 ივნისს საბიბლიოთეკო პროექტის „დიდი ადამიანები საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა რუსული სექტორის VII-X კლასის მოსწავლეებთან

            თემაზე: “6 ივნისი - ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი - პუშკინი” ბავშვებმა ისაუბრეს, თუ რატომ უწოდებდნენ მას - ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელს, 

            რა ურთიერთობა ქონდა პუშკინს საქართველოში და რატომ დაუდგა ძეგლი ქართველმა ხალხმა მას.

          • პრეზენტაცია ქიმიაში

            ქიმიის მასწავლებელმა - ლეილა გაბრიაძემ მე-9/ბ კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა საკლასო კონფერენცია თემაზე: "ნავთობი და მისი გადამუშავება" მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემის ფარგლებში მოძიებული მასალები, ასევე დაამზადეს ნავთობის მოდელები და წარადგინეს პრეზენტაციები.

          • სპორტული შეჯიბრი

            ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის ვიქტორია მგელაძის ინიციატივით, ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად ჩატარდა სპორტული შეჯიბრი მე-2/ა და მე-2/ბ კლასებს შორის.

          • შეხვედრა მწერალთან მარიამ წიკლაურთან

            3 ივნისს სკოლაში სტუმრად იყო თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერალი, პოეტი - მარიამ წიკლაური. ის შეხვდა მე-5/ა და მე-6/ა კლასის მოსწავლეებს. ბავშვებმა სტუმარს გაუზიარეს წაკითხული მოთხრობები, ლექსები და უსახსოვრეს მათ მიერ შექმნილი ილუსტრაციები. მწერალმა საინტერესო საუბარი წარმართა წიგნიერებაზე, კითხვის უნარების მნიშვნელობაზე. იყო კითხვები, პასუხები, ფოტოები და სამომავლოდ, ისევ შეხვედრის მოლოდინი.

          • შეხვედრა ბინლიოთეკაში

            27 მაისს საბიბლიოთეკო პროექტის “ ჩემი საყვარელი წიგნი“-ს ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ქართული სექტორის I-IV კლასის მოსწავლეებთან 

            თემაზე: “ქართული ზღაპრები და იგავ-არაკები ...”

            ბიბლიოთეკარმა თამარ თავართქილაძემ ბავშვებს ესაუბრა ზღაპრისა და იგავ-არაკის მნიშვნელობაზე.

    • კონტაქტი

      • სკოლა ენ-ჯი
      • (+995 32) 265-26-67
      • გლდანი, ფორე მოსულიშვილის ქ. 20
        თბილისი
        0167 თბილისი
        Georgia
    • ანგარიშში შესვლა

  • ჩვენი სოციალური ქსელები