წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა ენ-ჯიში 5 და 6 თებერვალს სკოლის ბიბლიოთეკარმა III-V/ა და II-IV/ბ კლასებთან ერთად მოაწყო წიგნის საჯარო კითხვა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, წაიკითხეს ნაწარმოებები გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.
სიახლეები
სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.
სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• ლოგოპედის მომსახურებას.
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).
გაითვალისწინეთ - 2026-2027 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -
https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit
მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/
ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/
სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას:
-ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
-მათემატიკაში;
-პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და კითხვის საათის გაკვეთილებს.
• დამატებით ტარდება:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
-გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.
სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.
I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;
სკოლაში ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:
I-IV კლასებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;
V-XII კლასებში 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები
სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები
2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები
2025-2026 სასწავლო წლის
წლიური გამოცდები
(ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)
დაწყებითი საფეხური
მუხლი 11
11.3. დაწყებითი კლასების საფეხურზე, IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) რუსული სექტორისთვის;
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);
11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.
11.5. დაწყებითი კლასების საფეხურზე, V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) (რუსული სექტორი);
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
11.6. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
საბაზო საფეხური
მუხლი 14
14.4.წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:
ქართული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
რუსული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი - ინგლისური ენა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
14.4.2. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
საშუალო საფეხური
მუხლი 14
14.4. . წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა XI კლასებში ატარებს წლიური გამოცდებს.
14.4.3. XI კლასი
ქართული სექტორი :
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
- არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;
რუსული სექტორი:
- პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
- არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;
14.4.4 წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
წიგნის საჯარო კითხვის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში
- 55
ექიმის საათი
3 თებერვალს სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
მათემატიკური ვიქტორინა თემაზე: ,,ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში."
3 თებერვალს სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა თემაზე: ,,ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში."
3
გასვლითი გაკვეთილი
30 იანვარს სკოლა ენ-ჯის X/ა კლასი ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში იმყოფებოდა მეტეხის ტაძრში, სადაც შუშანიკ დედოფლის საფლავი მოინახულეს. ასევე, მოილოცეს აბო თბილელის წამების ადგილზე აგებული ტაძარი.
ღონისძიება
29 იანვარს სკოლა ენ-ჯის I/ა კლასის ტუტორების ინიციატებით ჩატარდა ღონისძიება.
2
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის III/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის III/ა კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
1
ნინო ქადაგიძეს სტუმრობა სკოლაში
28 იანვარს, სკოლა ენ-ჯიში კითხვის საათის ფარგლებში გაიმართა წაკითხული წიგნის განხილვა, რომელსაც საბავშვო მწერალი ნინო ქადაგიძე ესტუმრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ V-VI/ა კლასის მოსწავლეები. მათ ავტორს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაუსვეს საინტერესო კითხვები და მოისმინეს მწერლისგან საინტერესო ამბები.
შეხვედრის დასასრულს ნინო ქადაგიძემ სკოლას საავტორო წიგნი გადასცა და მოსწავლეებს უსურვა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბება.
ახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე.
29 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.
5
სახალისო ქვესტი
22 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით VII/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.
2
ვიზიტი “VR Arena” - ზე
26 იანვარს სკოლა ენ-ჯის VII/ბ კლასი ტუტორთან ერთად მოინახულეს “VR Arena” და სახალისოდ გაატარეს დრო.
1
სკოლა ენ-ჯი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 🎄✨️
სკოლა ენ-ჯი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის V/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშოვლის საათი თემაზე: "საახალწლო ჯუჯების მომზადება"
14
საახალწლო კარნავალი
სკოლა ენ-ჯის I-IV/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საახალწლო კარნავალი
8
ალექსანდრე ბერიშვილის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯი-ში 22 დეკემბერს სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ორგზის ჩემპიონი ჭადრაკში და მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული ჭადრაკ-კრივში — ალექსანდრე ბერიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში მან მოსწავლეებთან ჩაატარა ერთდროული საჭადრაკო სეანსი.
სეანსში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.
1
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მაინკრაფტი იტყუება? სინამდვილეში როგორ ჩნდება ალმასები”
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის VII/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “საახალწლო ვიქტორინა”
4
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში III/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მასტერკლასი ჩარჩოების დამზადებაში”
2
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში III/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მასტერკლასი საახალწლო შანდლის დამზადებაში”
3
გამოცდილების გაზიარების გაკვეთილი ქიმიაში
სკოლა ენ-ჯიში ქიმიის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ღონისძიება. VIII/ა კლასის მოსწავლემ, პედაგოგების დახმარებით, ჩაატარა პრაქტიკული სამუშაო VI/ა კლასში ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე. გაკვეთილის თემა იყო — „ნარევების დაყოფა“.
შეჯიბრი ფეხბურთში
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელმა - ვიქტორია მგელაძემ V/ბ კლასის მოსწავლეებს შორის ჩაატარა მინიშეჯუბრი ფეხბურთში. შეხვედრა დასრულდა 0:0 და შესაბამისად მოიგო მეგობრობამ.
4
თეატრალური ფესტივალი
23 მაისს სკოლა ,,ენ-ჯის" მე-7/ა და მე-9/ა კლასის მოსწავლეების თეატრალურმა დასმა მონაწილეობა მიიღო თბილისის “არტსკოლის” მიერ ორგანიზებულ თეატრალურ ფესტივალში და წარადგინა ლიტერატურული სპექტაკლი “გავიმარჯვებთ სახელოვნად!", წარდგენილი სპექტაკლი ეძღვნებოდა 1921 წელს საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირ ქალს - მარო მაყაშვილს.
აღნიშნული წარმოდგენა ამჯერად სასკოლო აუდიტორიისთვის ჩატარდება 27 მაისს სასკოლო სივრცეში.
14
მათემატიკური ოლიმპიადა
შიდასასკოლო მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია:
V-VI კლასის კატეგორიაში:
I ადგილი:
ანასტასია ნევსკი V/ა კლასი - 90%
II ადგილი:
ლევ ბორისოვ V/ბ კლასი - 83%
ქრისტინა დაშჩენკო V/ბ კლასი - 83%
III ადგილი:
ბექა ჯიჯელავა VI/ა კლასი - 75%
მელანია ჩაშჩევიკ VI/ბ კლასი - 75%
ალექსანდრა ლაპინა VI/ბ კლასი - 75%
იგორ ბონდარევ VI/ბ კლასი - 75%
VII-IX კლასი კატეგორიაში:
I ადგილი:
ნინო მელია IX/ა კლასი - 90%
II ადგილი:
დემეტრე გორდელაძე VIII/ა კლასი 83%
ისმაიილ მუსაევ IX/ბ კლასი - 83%
III ადგილი:
გუჯა თვალაბეიშვილი VIII/ა კლასი - 73%
გეგა ბერიაშვი
ლი VII/ა კლასი - 73%
რეფერატებიო წარდგენა საგანში ჩვენი საქართველო
21 მაისს მე-6/ბ კლასში, საგანში: “ჩვენი საქართველო” ჩატარდა რეფერატების პრეზენტაცია თემაზე: "კოლხეთის სამეფო და საბერძნეთი". მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები, საკუთარი ნახატები და საინტერესოდ ისაუბრეს ძველი კოლხეთის შესახებ.
3
საგნობრივი პროექტი
ინგლისური ენის მასწავლებელმა ხატია ბახბაიამ მე-2/ბ კლასში განახორციელა საგნობრივი პროექტი: “პიკნიკი სკოლის ეზოში”, სადაც მოსწავლეებმა ინგლისურად ისაუბრეს საყვარელ საჭმელებზე, ამინდზე და სახალისად გაატარეს დრო.
6
ექიმის საათი
მე-5/ა კლასში ჩატარდა ექიმის საათი, სადაც საუბარი შეეხო საჭმლის მომნელებელ სისტემას და მის ფუნქციებს.
2
ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებმა - გოარინე ავეტისოვამ და ნანა მისკალიშვილმა მე-4/ა და მე-4/ბ კლასები წაიყვანეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში, სადაც მოსწავლეები გაეცვნენ ქართული კულტურის უნიკალურ ნიმუშებს და დაათვალიერეს მუზეუმში დაცული სხვადასხვა ეპიქის ექსპონატიც.
8
ექიმის საათი
მე-9/ბ კლასში ჩატარდა ექიმის საათი, სადაც საუბარი შეეხო საჭმლის მონელების სისტემას და მის ფუნქციებს.
მშობლის საათი
მე-7/ა კლასის მოსწავლეები მშობლის საათის ფარგლებში შეხვდნენ ანა-მარია ფერიაშვილის დედას - ნინო ალექსანდროვას, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა სხვადასხვა პროფესიების შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ ყველა საქმიანობა და პროფესია მნიშვნელოვანია.
2
ექიმის საათი
მე-5/ბ კლასში ჩატარდა ექიმის საათი, სადაც ისაუბრეს საჭმლის მონელების სისტემაზე და მის ფუნქციებზე.
5
შეხვედრა ნარჩენების ბიზნეს ასოციაციასთან
👉"ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის" წარმომადგენლები კერძო სკოლა ენ-ჯის IX/ა კლასს შეხვდნენ.
🟢 შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და კითხვა-პასუხის გარდა ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორებიცაა:
☑️ბუნებრივი სისტემების ბალანსის შენარჩუნება.
☑️გარემოს დამაბინძურებელი ნივთირებები
☑️ნარჩენი მასალების მრავალჯერადი გამოყენება
☑️ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა ნარჩენების მართვის კამპანიაში.
✅ "ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციასა" და სკოლებს შორის თანამშრომლობა მომავალი თაობის განათლებისა და შთაგონების მიზნით აქტიურად გრძელდება.
1
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! წინ ევროპისკენ!
მისს სკოლა 2024
სკოლა ენ-ჯის X/ბ კლასის მოსწავლემ ელენე ბაბუნაშვილმა მიიღო მონაწილეობა სილამაზის კონკურსში სახელწოდებით: "Miss School 2024" სადაც იყო ჩართული თბილისის სხვადასხვა სკოლა. ელენემ დაიკავა პირველი ადგილი და გამოცხადდა Miss School 2024. ვულოცავთ მას და ვუსურვებთ წარმატებებს.
ექსკურსია თბილისის ზოოპარკში
მე-3/ბ კლასი ტუტორის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა თბილისის ზოოპარკში, მოსწავლეებმა მოინახულეს ცხოველები, დააკვირდნენ და შეისწავლეს ცხოველების ქცევა, საარსებო გარემო და კვების თავისებურებები.
15
მშობლის საათი
1 მაისს მე-6/ა კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: ,,მარტივი ხარჯთაღრიცხვა ". მშობლის საათზე მოწვეული იყო ქეთევან კახურაშვილის დედა - ლია კალატოზიშვილი, რომელიც პროფესიით ეკონომისტია. ქალბატონი ლია მოსწავლეებს ესაუბრა ფინანსებზე, ეკონომიურ ხარჯებსა და მარტივ ხარჯთაღრიცხვაზე. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა პრაქტიკული მუშაობაც განახორციელეს: დაგეგმეს ექსკურსია და გაწერეს საექსკურსიო ხარჯები.
3
მშობლის საათი
30 აპრილს, მე-5/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: ,,ყველაფერი კერვის შესახებ". მოსწავლის- აპა სელიმის დედამ-ნატალია აპამ ბავშვებს სამკერვალო საქმიანობის შესახებ ესაუბრა და გააცნო ამ პროფესიის განვითარების ისტორია, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება. მშობლის საათის ბოლოს ნატალიამ მოსწავლეებს დაურიგა სამახსოვრო საჩუქრები.
15
შიდასასკოლო მათემატიკური ოლიმპიადა 2 ტური
27 აპრილს, ქართული და რუსული სექტორების V-IX კლასებში ჩატარდა შიდასასკოლო ოლიმპიადის მეორე ტური მათემატიკაში
ფსიქოლოგის საათი
რუსული სექტორის მე-8/ბ კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი. ფსიქოლოგმა ისაუბრა
პიროვნების იდენტობასა და საკუთარი თავის აღქმის თავისებურებებზე, ამ პროცესში სკოლის მნიშვნელობაზე და მხარდაჭერაზე.
მოსწავლეებმა ღიად ისაუბრეს პირად გამოცდილებასა და ემოციებზე და მადლიერება გამოხატეს იმ თანატოლების მიმართ, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს უცხო გარემოში მათი ადაპტირებისთვის.
7
ტვინების ბრძოლა
29 აპრილს საბაზო საფეხურის VII, VIII და IX კლასებში ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი “ტვინების ბრძოლა”გაიმარჯვა მე-8/ა კლასის გუნდმა.
15
ინგლისური ენის ოლიმპიადა
ენების საგნობრივი კათედრის ინიციატივითა და ინგლისური ენის მასწავლებლების ორგანიზებით, 26 აპრილს სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარდა შიდა სასკოლო ოლიმპიადა ინგლისურ ენაში. მომდევნო ტური გაიმართება მაისის თვეში.
3