სიახლეები

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

        გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.

        სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • ლოგოპედის მომსახურებას.

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).

        გაითვალისწინეთ - 2026-2027 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

        მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -

        https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit

        მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/

        ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/

         

      • სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას  ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას:

        -ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        -მათემატიკაში;

        -პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და  კითხვის საათის გაკვეთილებს.

        • დამატებით ტარდება:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        -გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.

        სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.

        I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;

        სკოლაში  ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:

        I-IV კლასებში  09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;

        V-XII კლასებში  09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • 2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები

      • 2025-2026 სასწავლო წლის

        წლიური გამოცდები

        (ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)

         

        დაწყებითი საფეხური

        მუხლი 11

        11.3.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)   რუსული სექტორისთვის;

        3. მათემატიკა (ორივე სექტორი);

        4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);

        11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.

        11.5.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)  (რუსული სექტორი);

        3.  მათემატიკა (ორივე სექტორი);

        11.6. წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ  ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

        საბაზო საფეხური

        მუხლი 14

        14.4.წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს  წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:

         

        ქართული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        რუსული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი - ინგლისური ენა,  ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        14.4.2. წლიური   გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.     

         

        საშუალო საფეხური

        მუხლი 14

        14.4. . წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა   XI კლასებში ატარებს   წლიური გამოცდებს.

        14.4.3. XI კლასი

        ქართული სექტორი :

        რუსული სექტორი:

        • პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
        • არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;

        14.4.4 წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

          • მშობელთა საყურადღებოდ

          • ძვირფასო მშობლებო,

            მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, სკოლაში მოეწყობა ღია კარის დღეები (I კლასიდან XI კლასის ჩათვლით). აღნიშნულ პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად, მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ გაკვეთილს/გაკვეთილებს.

            გთხოვთ, გაითვალისწინეთ გაკვეთილზე დასასწრებად მობრძანდით გაკვეთილის დაწყებამდე (5 წუთით ადრე), დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            დირექცია

          • დაჯილდოება

          • 16 თებერვალს სკოლა ენ-ჯიში გაიმართა I-IV/ა/ბ კლასის მოსწავლეთა შორის სასკოლო ჭადრაკის ტურნირის საზეიმო დაჯილდოება. ღონისძიება ჩატარდა განსაკუთრებულად თბილ და მეგობრულ გარემოში, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი, ნიჭი და სტრატეგიული აზროვნება.

            ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც მაღალი პასუხისმგებლობითა და მონდომებით წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური სიგელები და სიმბოლური პრიზები.

          • ვიზიტი ქარვასლას მუზეუმში

          • 13 თებერვალს სკოლა ენ-ჯის VIII/ბ კლასი, ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით, ეწვია ქარვასლას მუზეუმი-ს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები და მოისმინეს მათი უძველესი ისტორია.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე

          • საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2016 წლიდან საქართველოში აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. ღონისძიებას შეუერთდა სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკაც, აქტიურად მონაწილეობდნენ V-IX/ბ კლასის მოსწავლეები. ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ლიტერატურულ ჟანრზე, წიგნებსა და პერსონაჟებზე.

          • ვიზიტი თოჯინების მუზეუმში

          • ჩვენი პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები 12 თებერვალს თოჯინების მუზეუმს ესტუმრნენ. აქ უამრავი ხელნაკეთი თოჯინა ვნახეთ.

            გიდმა გულდასმით აგვიხსნა, რა მასალებით იქმნება თოჯინები და რამხელა შრომას მოითხოვს თითოეული მათგანი. ბავშვები აღფრთოვანებული და შთაგონებულები დარჩნენ. პატარებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ნიკო ფიროსმანის თოჯინამ, ბევრი წითელი ვარდით.

          • გამოფენა

          • 10 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით III/ა კლასმა წარადგინა პროექტი თემაზე: „შენების ხელოვნება“. ასევე გაიმართა მოსწავლეების მიერ შესრულებული მაკეტების გამოფენა.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე

          • ,,ჩვენ ვართ წაკითხული წიგნები, ნანახი ფილმები" _ უთხრა დღეს სკოლა ,,ენ-ჯის" მოსწავლეებს კითხვის საათის ფარგლებში მოწვეულმა დრამატურგმა, ლიტერატურის კრიტიკოსმა _ დავით გაბუნიამ. მართლაც, ყოველი წიგნის ამბავმა სხეულში უნდა გაიაროს, რაც ,,თეთრ მაგნოლიას" გამოუვიდა.

            რატომ ირჩევენ ავტორები ფსევდონიმებს, რა უპირატესობა აქვს დეტექტიური ჟანრის ლიტერატურას, როგორ შეიძლება წერის ტექნიკების გამოყენებით შექმნა უცნაური სიუჟეტი, ფინალი _ ამ საკითხებზე საინტერესო მსჯელობა გაიმართა. შეხვედრა იყო ინტერაქციული, ემოციებით დატვირთული.

            მადლობა სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში

          • წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა ენ-ჯიში 5 და 6 თებერვალს სკოლის ბიბლიოთეკარმა III-V/ა და II-IV/ბ კლასებთან ერთად მოაწყო წიგნის საჯარო კითხვა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, წაიკითხეს ნაწარმოებები გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.

          • გასვლითი გაკვეთილი

          • 30 იანვარს სკოლა ენ-ჯის X/ა კლასი ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში იმყოფებოდა მეტეხის ტაძრში, სადაც შუშანიკ დედოფლის საფლავი მოინახულეს. ასევე, მოილოცეს აბო თბილელის წამების ადგილზე აგებული ტაძარი.

          • ნინო ქადაგიძეს სტუმრობა სკოლაში

          • 28 იანვარს, სკოლა ენ-ჯიში კითხვის საათის ფარგლებში გაიმართა წაკითხული წიგნის განხილვა, რომელსაც საბავშვო მწერალი ნინო ქადაგიძე ესტუმრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ V-VI/ა კლასის მოსწავლეები. მათ ავტორს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაუსვეს საინტერესო კითხვები და მოისმინეს მწერლისგან საინტერესო ამბები.

            შეხვედრის დასასრულს ნინო ქადაგიძემ სკოლას საავტორო წიგნი გადასცა და მოსწავლეებს უსურვა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბება.

          • ახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე.

          • 29 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

          • სახალისო ქვესტი

          • 22 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით VII/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

          • როკენროლის დღის აღნიშვნა

            15 აპრილს I-XI კლასის მოსწავლეებმა როკენროლის დღესთან დაკავშირებით, წარადგინეს წინასწარ მომზადებული პრეზენტაციები. პროექტს ხელმძღვანელონდა ინგა ადახი და მ. მესხი

          • პრეზენტაცია ბუნებისმეტყველებაში

            19 აპრილს მე-4/ბ კლასში ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ვიქტორია იაროვაიამ ჩაატარა საგაკვეთილო პრეზენტაცია თემაზე: “ეკოლოგია- ჩვენი დედამიწის ჯამრთელობა" მოსწავლეებმა თემის ფარგლებში მოამზადეს საინტერესო თემები და პრეზენტაციები, ერთმანეთს გაუზიარეს საინტერესო მასალები.

          • კალიგრაფიის კონკურსი

            მე-3/ა, მე-4/ა, მე-5/ა და მე-6/ბ კლასებში მასწავლებელმა თამარ ცერცვაძის ორგანიზებით ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი.გამარჯვებულთა სია: 

            III/ა კლასი:

            I ხარისხის დიპლომი - თათული თაბუნიძე.

            II ხარისხის დიპლომი - ლიზა კვარაცხელია.

            III ხარისხის დიპლომი - ელენე მუჯირი.

            IV/ა კლასი:

            I ხარისხის დიპლომი - ქეთევან კობახიძე.

            II ხარისხის დიპლომი - ირინა მაჩიტიძე.

            III ხარისხის დიპლომი - საბა ჩხარტიშვილი.

            V/ა კლასი:

            I ხარისხის დიპლომი - სოფია კაკუბავა.

            II ხარისხის დიპლომი - ანაბელ შონვაძე.

            III ხარისხის დიპლომი - ანასტასია ცქვიტიშვილი.

            VI/ბ კლასი:

            I ხარისხის დიპლომი - თამარ კაკაშვილი.

            II ხარისხის დიპლომი - მელანია ჩეშჩევიკ.

            III ხარისხის დიპლომი - ალექსანდრა ლაპინა.

          • ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისური-რუსული

            18 აპრილს, მე-7/ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი რუსულსა და ინგლისურ ენაში თემაზე: ,, ჩემი მშობლიური ქალაქი- თბილისი ". გაკვეთილის ინტეგრაცია მოახდინეს პედაგოგებმა: თამარ ცერცვაძემ და ნატალია სარალიძემ.

          • ამოცანების კრებულის პრეზენტაცია

            10 აპრილს IV/ბ კლასში ჩატარდა კონკურსი თემაზე: "საქართველოს ამოცანების კრებული" მოსწავლეებმა მოამზადეს რეფერატები და მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია და მოახდინეს საინტერესო პრეზენტაცია.

          • მშობლის საათი

            I/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი. კლასს ეწვია მშობელი ანტონინა ზახაროვა, რომელმაც მოსწავლეებთან ისაუბრა ფოტოგრაფის პროფესიის შესახებ.

          • ვიზიტი დედაენის ბაღში

            14 აპრილის - დედაენის დღესთან დაკავშირებით, კლასის დამრიგებლის - ნატალია სარალიძისა და ქართული ენის მასწავლებლის, მონიკა ჭანტურიას ინიციატივით მე-5/ა კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს “დედაენის" ბაღი, სადაც მოისმინეს დედაენის ძეგლის ისტორია, ყურადღება გაამახვილეს ქართული ენის მნიშვნელობაზე.

          • კონფერენცია

            მე-8/ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მონიკა ჭანტურიას ორგანიზებით, დედა ენის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა შიდასაკლასო კონფერენცია. მოსწავლეებმა მოისმინეს და ისაუბრეს ენათმეცნიერის - რამაზ პატარიძის მოსაზრებებზე. მოსწავლეები დააკვირდნენ, თუ რა დიდი წარსული აქვს მშობლიურ ენას ჯერ კიდევ წარმართული ხანიდან და შემდეგ უკვე ქრისტიანულ ხანაში; გაიგეს მეტი ანბანის დამწერლობის საფეხურების, ძველი ეგვიპტელი და კოლხი ქურუმების მისტიკური კავშირის შესახებ.

          • ფსიქოლოგის საათი

            მე-10/ბ კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი, სადაც განხილულ იქნა ინკლუზიური განათლების მიზნები და ამოცანებზე. მოსწავლეებმა ისაუბრეს ყველა ბავშვის შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭირო გარემოზე.

          • ვიზიტი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში

            👉 10 აპრილს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (SPG – 23 – 715) ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს "სკოლა ენ-ჯი"-ს მოსწავლეები  ეწვივნენ. 

            👩‍🏫🧠  ✨️⭐️  ■ მოსწავლეები გაეცნენ ცენტრის საქმიანობას, დაათვალიერეს  ლაბორატორიები ისაუბრეს იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დგას ცენტრის წინაშე, განხილულ იქნა მომავალი შეხვედრების შესაძლებლობები.

            ✨️⭐️ მოსწავლეები, ასევე გაეცნენ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების რიგ კვლევის მეთოდებს; ცენტრის მკვლევარების ხელმძღვანელობის ქვეშ ჩაატარეს სხვადასხვა ტიპის საინტერესო ექსპერიმენტები🔬 🧬.

             

          • 9 აპრილი 🇬🇪🇬🇪

            9 აპრილთან დაკავშირებით სკოლის მასშტაბით განხორციელდა საინფორმაციო კამპანია: “9 აპრილი - მადლობა თავისუფლებისთვის”, რომლის ფარგლებშიც კლასის ტუტორებმა საკუთარ კლასებში ჩაატარეს კლასის საათები, სადაც მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს 9 აპრილის თარიღთან დაკავშირებული მოვლენები და ისაუბრეს ამ თარიღის მნიშვნელობაზე.

          • კონფერენცია ისტორიაში

            8 აპრილს მე-9/ა კლასში ისტორიის მასწავლებლის - მზია ცხოვრებაძის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: "მასობრივი რეპრესიები საქართველოში ". მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკონფერენციო თემები და პრეზენტაციები. ისაუბრეს საბჭოთა ოკუპაციის დროს საქართველოში განხირციელებულ მასობრივ რეპრესიებზე, გაიხსენეს ამ რეპრესიის მსხვერპლი საზოგადო მოღვაწეები, დასასრულს უყურეს ფილმს: საბჭოთა რეპრესიები საქართველოში”.

          • კავკასიის ბუნების ფონდი

            8 აპრილს, ქართული სექტორის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია: კავკასიის ბუნების ფონდის წარმომადგენელს ლევან თაბუნიძეს, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო დაცული ტერიტორიების შექმნისა და განვითარების ისტორია ასევე ისაუბრა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. 

            ლექცია-სემინარის დასრულების შემდგომ შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

          • პრეზენტაცია სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

            6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტის მასწავლებელმა ვიქტორია მგელაძემ მე-9/ა და მე-9/ბ კლასებში ჩაატარა პრეზენტაცია, სადავ მოსწავლეებს გააცნო სპორტული სახეობების ისტორია, ცნობილი სპორტსმენები და ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე.

          • შეხვედრა ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტის წარმომადგენელთან

            5 აპრილს სკოლის მოსწავლეთა სათათათბიროსა და სამოქალაქო კლუბ “პუბლიკუსის” ორგანიზებით, მოწვეულ იქნა ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი რატი კობახიძე, რომელმაც VIII/ა და IX/ა კლასის მოსწავლეებთან ისაუბრა ადგილობრივი თვითმართველობების მნიშვნელობაზე. შეხვედრის დასასრულს გაიმართა თამაში: "არჩევნეთი" მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ზემოთაღნიშნული საკითხების მიმართ.

          • მშობლის საათი

            4 აპრილს, მე-2/ბ კლასში მშობლის საათის ფარგლებში სტუმრად იყო ამავე კლასის მოსწავლის ვარვარა კოზმინას დედა - ეკატერინა კოზმინა. იგი ბავშვებს ესაუბრა სხვადასხვა პროფესიებზე და პროფესიულ საჭიროებაზე.

          • კოსტიუმირებული ღონისძიება

            3 აპრილს ინგლისური ენის მასწავლებლების - ნატალია სარალიძისა და ხატია ბახბაიას ხელმძღვანელობით, ქართული და რუსული სექტორის მე -5 კლასებში მოეწყო ინტეგრირებული კოსტიუმირებული ღინისძიება, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა გმირები და სცენები, ჩატარდა  კონკურსი და საბოლოოდ გაიმარჯვა მეგობრობამ.

    • კონტაქტი

      • სკოლა ენ-ჯი
      • (+995 32) 265-26-67
      • გლდანი, ფორე მოსულიშვილის ქ. 20
        თბილისი
        0167 თბილისი
        Georgia
    • ანგარიშში შესვლა

  • ჩვენი სოციალური ქსელები