სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “კვახის მოხატვა ჰელოუნისთვის”
სიახლეები
სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას:
-ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
-მათემატიკაში;
-პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და კითხვის საათის გაკვეთილებს.
• დამატებით ტარდება:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
-გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.
სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.
I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;
სკოლაში ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:
I-IV კლასებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;
V-XII კლასებში 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები
სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები
2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები
2025-2026 სასწავლო წლის
წლიური გამოცდები
(ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)
დაწყებითი საფეხური
მუხლი 11
11.3. დაწყებითი კლასების საფეხურზე, IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) რუსული სექტორისთვის;
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);
11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.
11.5. დაწყებითი კლასების საფეხურზე, V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) (რუსული სექტორი);
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
11.6. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
საბაზო საფეხური
მუხლი 14
14.4.წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:
ქართული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
რუსული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი - ინგლისური ენა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
14.4.2. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
საშუალო საფეხური
მუხლი 14
14.4. . წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა XI კლასებში ატარებს წლიური გამოცდებს.
14.4.3. XI კლასი
ქართული სექტორი :
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
- არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;
რუსული სექტორი:
- პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
- არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;
14.4.4 წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
მშობლის საათი
- 15
ვიზიტი ხელოვნების სასახლეში
სკოლა ენ-ჯის III/ა და IV/ა კლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელთან ერთად სტუმრობდნენ ხელოვნების სასახლეს. სადაც მოისმინეს ისტორია და დაათვალიერეს საგანძური მრავალსაუკუნოვანი ქართული ანბანის შესახებ. პრაქტიკულ ნაწილში ბავშვებმა მარტივი ლოგიკით გაშიფრეს ქართული ხალხური ანდაზები და შექმნეს ხელნაკეთი წიგნები.
3
ვიქტორინა მათემატიკაში
24 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის მათემატიკის მასწავლებლებმა ჩაატარეს ვიქტორინა მათემატიკაში,სადაც ერთმანეთს შეხვდნენ IX/ა და X/ა კლასის გუნდები.
2
ვიზიტი ავტომუზეუმში
24 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის IV/ბ და VII/ბ კლასის მოსწვლეები კლასის ტუტორთან და ხელოვნების მასწავლებელთან ერთად ეწვიეს ავტომუზეუმს, სადაც საინტერესოდ და სახალისოდ გაატარეს დრო.
4
ვიზიტი ვაჟა-ფშაველას მემორიალურ მუზეუმში
23 ოქტომბერს, სკოლა ენ-ჯის VI/ა კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან და კლასის ტუტორთან ერთად ეწვივნენ ვაჟა-ფშაველას მემორიალურ მუზეუმს. მათ უმასპინძლა ფილოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისა და ცხოვრების მკვლევარმა, მამუკა ჭანტურიამ.
მოსწავლები ასევე ესტუმრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმს და გაეცვნენ უნივერსიტეტის დაარსების ისტორიას.
ექიმის საათი
23 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის VIII/ა კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “სეზონური გრიპი”
2
ექიმის საათი
23 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის III/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “ჯანსაღი კვების წესები”
ვიზიტი თეატრში
21 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის VII/ა კლასის მოსწავლეები კლასის ტუტორთან ერთად ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე: ,,სარა ბარა ბზია ბზოტ"
მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღვნიშვნა
15 და 17 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკაში აღინიშნა მასწავლებლის საერთაშორისო დღე - „5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა“ თემა: ჩემი პირველი მასწავლებელი, II-IV/ა კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს „ჩემი პირველი მასწავლებელი“ შეხვედრა და ემოიცები, აღნიშნეს, რომ მასწავლებლობა საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა და მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია მოსწავლის სწავლა-განათლებაში. სიყვარულით მოეფერენ და კეთილი სურვილებით მიულოცეს მოსწავლეებმა მასწავლებლის საერთაშორისო დღე თავიანთ მასწავლებლებს
10
პროექტი: "წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია"
17 ოქტომბერს, სკოლა ენ-ჯის ქიმიის მასწავლებლის ინიციატივით VIII-IX/ა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა პროექტში: "წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია". მოსწავლეები გაეცნეს მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების ეტაპებს, შეავსეს კითხვარი და ჩაერთნენ საინტერესო და სახალისო აქტივობებში. ღონისძიების დასრულებისას ,დასაჩუქრდნენ სუვენიეებით.
6
"ევროპული კვირეული"
16 ოქტომბერს, სკოლა ენ-ჯიში ინგლისურის მასწავლებლების და ცეკვის მასწავლებლის ორგანიზებით, ჩატარდა კათედრის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება სახელწოდებით - "ევროპული კვირეული"
13
ჯანმრთელობის ფორმულის შედგენა
სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის და მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ინტეგრირებული გაკლეთილი თემაზე: “ჯანმრთელობის ფორმულის შედგენა”
10
ვიზიტი თეატრში
17 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის I-V კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის ტეატრს სპექტაკლზე: “ნატვირს თვალი”
13
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის VIII/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “სეზონური გრიპი და მისი პრევენციის გზები”
ნაშრომების გამოფენა
სკოლა ენ-ჯი-ში გაიმართა XI/ა კლასის მოსწავლის ნინი შუღლიაშვილის პერსონალური ნახატების გამოფენა, ასევე წარმოდგენილი იყო ხაზვის მასწავლებლის იური არუთინოვის ნამუშევრების ინდივიდუალური გამოფენა.
3
შეხვედრა სტუმართან
მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სკოლა ენ-ჯი-ში მოწვეული იყო ქართული ლიტერატურის გამორჩეული პედაგოგი — ნანა მამუკელაშვილი, რომელმაც VII-X/ა კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა ინტერაქციული და შემოქმედებით აქტივობებით გამორჩეული გაკვეთილი.
ვიზიტი სტუ-„მოდი ნახე“ თეატრში
სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში IX/ა კლასი ეწვია სტუ-„მოდი ნახე“ თეატრს, სპექტაკლზე – „უკანასკნელი თოლია“. სპექტაკლის მთავარი გზავნილი იყო:
„სჯობს სიცოცლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!“
ღირსება და თავისუფლება ყველაფერზე მაღლა დგას, დღევანდელი გმირები ჩვენს სამშობლოსა და ხალხის სიყვარულს შეეწირნენ.
გვახსოვდეს ჩვენი გმირები!
2
ვიზიტი თბილისობაზე
თბილისელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული „თბილისობაა“ , რომელიც ტარდება ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე . სკოლა ენ-ჯის IX/ა კლასი ტრადიციულად ეწვია იმ ადგილებს,სადაც მოეწყო მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები.
ვიზიტი ზოოპარკში
სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში I/ბ, II/ბ, IV/ბ და VIII/ბ კლასები ესტუმრნენ თბილისის ზოოპარკს.
14
მათემატიკური თამაში: ,,გავიცნოთ ციფრები"
სკოლა ენ-ჯის მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით I/ბ კლასში ჩატარდა მათემატიკური თამაში: ,,გავიცნოთ ციფრები"
7
ექიმის საათი
მე-9/ბ კლასში ჩატარდა ექიმის საათი, სადაც საუბარი შეეხო საჭმლის მონელების სისტემას და მის ფუნქციებს.
მშობლის საათი
მე-7/ა კლასის მოსწავლეები მშობლის საათის ფარგლებში შეხვდნენ ანა-მარია ფერიაშვილის დედას - ნინო ალექსანდროვას, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა სხვადასხვა პროფესიების შესახებ და ხაზი გაუსვა, რომ ყველა საქმიანობა და პროფესია მნიშვნელოვანია.
2
ექიმის საათი
მე-5/ბ კლასში ჩატარდა ექიმის საათი, სადაც ისაუბრეს საჭმლის მონელების სისტემაზე და მის ფუნქციებზე.
5
შეხვედრა ნარჩენების ბიზნეს ასოციაციასთან
👉"ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის" წარმომადგენლები კერძო სკოლა ენ-ჯის IX/ა კლასს შეხვდნენ.
🟢 შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და კითხვა-პასუხის გარდა ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორებიცაა:
☑️ბუნებრივი სისტემების ბალანსის შენარჩუნება.
☑️გარემოს დამაბინძურებელი ნივთირებები
☑️ნარჩენი მასალების მრავალჯერადი გამოყენება
☑️ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა ნარჩენების მართვის კამპანიაში.
✅ "ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციასა" და სკოლებს შორის თანამშრომლობა მომავალი თაობის განათლებისა და შთაგონების მიზნით აქტიურად გრძელდება.
1
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! წინ ევროპისკენ!
მისს სკოლა 2024
სკოლა ენ-ჯის X/ბ კლასის მოსწავლემ ელენე ბაბუნაშვილმა მიიღო მონაწილეობა სილამაზის კონკურსში სახელწოდებით: "Miss School 2024" სადაც იყო ჩართული თბილისის სხვადასხვა სკოლა. ელენემ დაიკავა პირველი ადგილი და გამოცხადდა Miss School 2024. ვულოცავთ მას და ვუსურვებთ წარმატებებს.
ექსკურსია თბილისის ზოოპარკში
მე-3/ბ კლასი ტუტორის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა თბილისის ზოოპარკში, მოსწავლეებმა მოინახულეს ცხოველები, დააკვირდნენ და შეისწავლეს ცხოველების ქცევა, საარსებო გარემო და კვების თავისებურებები.
15
მშობლის საათი
1 მაისს მე-6/ა კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: ,,მარტივი ხარჯთაღრიცხვა ". მშობლის საათზე მოწვეული იყო ქეთევან კახურაშვილის დედა - ლია კალატოზიშვილი, რომელიც პროფესიით ეკონომისტია. ქალბატონი ლია მოსწავლეებს ესაუბრა ფინანსებზე, ეკონომიურ ხარჯებსა და მარტივ ხარჯთაღრიცხვაზე. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა პრაქტიკული მუშაობაც განახორციელეს: დაგეგმეს ექსკურსია და გაწერეს საექსკურსიო ხარჯები.
3
მშობლის საათი
30 აპრილს, მე-5/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: ,,ყველაფერი კერვის შესახებ". მოსწავლის- აპა სელიმის დედამ-ნატალია აპამ ბავშვებს სამკერვალო საქმიანობის შესახებ ესაუბრა და გააცნო ამ პროფესიის განვითარების ისტორია, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება. მშობლის საათის ბოლოს ნატალიამ მოსწავლეებს დაურიგა სამახსოვრო საჩუქრები.
15
შიდასასკოლო მათემატიკური ოლიმპიადა 2 ტური
27 აპრილს, ქართული და რუსული სექტორების V-IX კლასებში ჩატარდა შიდასასკოლო ოლიმპიადის მეორე ტური მათემატიკაში
ფსიქოლოგის საათი
რუსული სექტორის მე-8/ბ კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი. ფსიქოლოგმა ისაუბრა
პიროვნების იდენტობასა და საკუთარი თავის აღქმის თავისებურებებზე, ამ პროცესში სკოლის მნიშვნელობაზე და მხარდაჭერაზე.
მოსწავლეებმა ღიად ისაუბრეს პირად გამოცდილებასა და ემოციებზე და მადლიერება გამოხატეს იმ თანატოლების მიმართ, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს უცხო გარემოში მათი ადაპტირებისთვის.
7
ტვინების ბრძოლა
29 აპრილს საბაზო საფეხურის VII, VIII და IX კლასებში ჩატარდა შიდასასკოლო ტურნირი “ტვინების ბრძოლა”გაიმარჯვა მე-8/ა კლასის გუნდმა.
15
ინგლისური ენის ოლიმპიადა
ენების საგნობრივი კათედრის ინიციატივითა და ინგლისური ენის მასწავლებლების ორგანიზებით, 26 აპრილს სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარდა შიდა სასკოლო ოლიმპიადა ინგლისურ ენაში. მომდევნო ტური გაიმართება მაისის თვეში.
3
ექიმის საათი
მე-6/ბ კლასს შეხვდა სკოლის ექიმი - ქეთევან ქიტიაშვილი, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა საჭმლის მონელების პროცესზე.
23- აპრილი წიგნის ჩუქების დღის აღვნიშვნა
23 აპრილს , “აჩუქე წიგნის” ფარგლებში ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკამ მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა წიგნები.
3
შეხვედრა თეა თოფურიასთან
წიგნის დღესთან დაკავშირებით, მე-6/ა კლასის მოსწავლეებს ეწვია თანამედროვე პოეტი, საბავშვო წიგნების ავტორი, ჟურნალისტი, ქალბატონი თეა თოფურია. მან მოსწავლეებს გაუზიარა წერის გამოცდილება, მოსწავლეებმა კი ბევრი საინტერესო კითხვა დაუსვეს. შეხვედრის ორგანიზება მოახდინა ამავე კლასის ქართული ენის მასწავლებელმა - მონიკა ჭანტურიამ, რომელმაც აღნიშმა, რომ “მნიშვნელოვანია ბავშვებს გავუფართოვოთ თვალსაწიერი და ნაბიჯ- ნაბიჯ მივიყვანოთ წიგნიერების სათავგადასავლო ბილიკამდე”.
აღნიშნული აქტივობებით მოსწავლეები ეჩვევიან ყურადღებით მოსმენას, კითხვის დასმის ხელოვნებას, წიგნთან ახლო კავშირს.
8
ექიმის საათი
მე-2/ბ კლასში ჩატარდა ექიმის საათი, სადაც ისაუბრეს საჭმლის მონელების სისტემაზე და მის ფუნქციებზე.
10
ექსპერიმენტები
ქიმიის მასწავლებლის ნინო ამირაშვილის ორგანიზებით მე-9/ა და მე-10/ა კლასებში დაიგეგმა და ჩატარდა სპეციალური ლაბორატორიული ექსპერიმენტები. ექსპერიმენტების ძირითადი მიზანი იყო, მოსწავლეებს დაედგინათ ყოველდღიურად გამოყენებული ხსნარების PH.
11
ვიზიტი ექსპერიმენტარიუმში
17 აპრილს ბუნებისმეტყველების მასწავლებლის ნინო ამირაშვილის ინიციატივით მე-6/ა კლასის მოსწავლეები ეწვივნენ “ექსპერიმენტორიუმს”, სადაც გაევნენ და აქტიური მონაწილეობა მიიღეს ფიზიკურ და ქიმიურ ექსპერიმენტებში.
18
ვიზიტი თეატრში
11 აპრილს V-XI კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრს: "ივერიონი". მათ უყურეს სპექტაკლს: “ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწილეს”
4