სიახლეები

      • სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას  ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას:

        -ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        -მათემატიკაში;

        -პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და  კითხვის საათის გაკვეთილებს.

        • დამატებით ტარდება:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        -გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.

        სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.

        I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;

        სკოლაში  ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:

        I-IV კლასებში  09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;

        V-XII კლასებში  09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • 2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები

      • 2025-2026 სასწავლო წლის

        წლიური გამოცდები

        (ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)

         

        დაწყებითი საფეხური

        მუხლი 11

        11.3.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)   რუსული სექტორისთვის;

        3. მათემატიკა (ორივე სექტორი);

        4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);

        11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.

        11.5.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)  (რუსული სექტორი);

        3.  მათემატიკა (ორივე სექტორი);

        11.6. წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ  ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

        საბაზო საფეხური

        მუხლი 14

        14.4.წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს  წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:

         

        ქართული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        რუსული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი - ინგლისური ენა,  ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        14.4.2. წლიური   გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.     

         

        საშუალო საფეხური

        მუხლი 14

        14.4. . წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა   XI კლასებში ატარებს   წლიური გამოცდებს.

        14.4.3. XI კლასი

        ქართული სექტორი :

        რუსული სექტორი:

        • პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
        • არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;

        14.4.4 წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “კვახის მოხატვა ჰელოუნისთვის”

          • ვიზიტი ხელოვნების სასახლეში

          • სკოლა ენ-ჯის III/ა და IV/ა კლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელთან ერთად სტუმრობდნენ ხელოვნების სასახლეს. სადაც მოისმინეს ისტორია და დაათვალიერეს საგანძური მრავალსაუკუნოვანი ქართული ანბანის შესახებ. პრაქტიკულ ნაწილში ბავშვებმა მარტივი ლოგიკით გაშიფრეს ქართული ხალხური ანდაზები და შექმნეს ხელნაკეთი წიგნები.

          • ვიქტორინა მათემატიკაში

          • 24 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის მათემატიკის მასწავლებლებმა ჩაატარეს ვიქტორინა მათემატიკაში,სადაც ერთმანეთს შეხვდნენ IX/ა და X/ა კლასის გუნდები.

          • ვიზიტი ავტომუზეუმში

          • 24 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის IV/ბ და VII/ბ კლასის მოსწვლეები კლასის ტუტორთან და ხელოვნების მასწავლებელთან ერთად ეწვიეს ავტომუზეუმს, სადაც საინტერესოდ და სახალისოდ გაატარეს დრო.

          • ვიზიტი ვაჟა-ფშაველას მემორიალურ მუზეუმში

          • 23 ოქტომბერს, სკოლა ენ-ჯის VI/ა კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან და კლასის ტუტორთან ერთად ეწვივნენ ვაჟა-ფშაველას მემორიალურ მუზეუმს. მათ უმასპინძლა ფილოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა, ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისა და ცხოვრების მკვლევარმა, მამუკა ჭანტურიამ.

            მოსწავლები ასევე ესტუმრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმს და გაეცვნენ უნივერსიტეტის დაარსების ისტორიას.

          • ექიმის საათი

          • 23 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის III/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “ჯანსაღი კვების წესები”

          • ვიზიტი თეატრში

          • 21 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის VII/ა კლასის მოსწავლეები კლასის ტუტორთან ერთად ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე: ,,სარა ბარა ბზია ბზოტ"

          • მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღვნიშვნა

          • 15 და 17 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკაში აღინიშნა მასწავლებლის საერთაშორისო დღე - „5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა“ თემა: ჩემი პირველი მასწავლებელი, II-IV/ა კლასის მოსწავლეებმა გაიხსენეს „ჩემი პირველი მასწავლებელი“ შეხვედრა და ემოიცები, აღნიშნეს, რომ მასწავლებლობა საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა და მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია მოსწავლის სწავლა-განათლებაში. სიყვარულით მოეფერენ და კეთილი სურვილებით მიულოცეს მოსწავლეებმა მასწავლებლის საერთაშორისო დღე თავიანთ მასწავლებლებს

          • პროექტი: "წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია"

          • 17 ოქტომბერს, სკოლა ენ-ჯის ქიმიის მასწავლებლის ინიციატივით VIII-IX/ა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა პროექტში: "წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია". მოსწავლეები გაეცნეს მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების ეტაპებს, შეავსეს კითხვარი და ჩაერთნენ საინტერესო და სახალისო აქტივობებში. ღონისძიების დასრულებისას ,დასაჩუქრდნენ სუვენიეებით.

          • "ევროპული კვირეული"

          • 16 ოქტომბერს, სკოლა ენ-ჯიში ინგლისურის მასწავლებლების და ცეკვის მასწავლებლის ორგანიზებით, ჩატარდა კათედრის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება სახელწოდებით - "ევროპული კვირეული"

          • ჯანმრთელობის ფორმულის შედგენა

          • სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის და მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ინტეგრირებული გაკლეთილი თემაზე: “ჯანმრთელობის ფორმულის შედგენა”

          • ვიზიტი თეატრში

          • 17 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის I-V კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის ტეატრს სპექტაკლზე: “ნატვირს თვალი”

          • ექიმის საათი

          • სკოლა ენ-ჯის VIII/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “სეზონური გრიპი და მისი პრევენციის გზები”

          • ნაშრომების გამოფენა

          • სკოლა ენ-ჯი-ში გაიმართა XI/ა კლასის მოსწავლის ნინი შუღლიაშვილის პერსონალური ნახატების გამოფენა, ასევე წარმოდგენილი იყო ხაზვის მასწავლებლის იური არუთინოვის ნამუშევრების ინდივიდუალური გამოფენა.

          • შეხვედრა სტუმართან

          • მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სკოლა ენ-ჯი-ში მოწვეული იყო ქართული ლიტერატურის გამორჩეული პედაგოგი — ნანა მამუკელაშვილი, რომელმაც VII-X/ა კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა ინტერაქციული და შემოქმედებით აქტივობებით გამორჩეული გაკვეთილი.

          • ვიზიტი სტუ-„მოდი ნახე“ თეატრში

          • სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში IX/ა კლასი ეწვია სტუ-„მოდი ნახე“ თეატრს, სპექტაკლზე – „უკანასკნელი თოლია“. სპექტაკლის მთავარი გზავნილი იყო:

            „სჯობს სიცოცლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!“

            ღირსება და თავისუფლება ყველაფერზე მაღლა დგას, დღევანდელი გმირები ჩვენს სამშობლოსა და ხალხის სიყვარულს შეეწირნენ.

            გვახსოვდეს ჩვენი გმირები!

          • ვიზიტი თბილისობაზე

          • თბილისელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული „თბილისობაა“ , რომელიც ტარდება ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე . სკოლა ენ-ჯის IX/ა კლასი ტრადიციულად ეწვია იმ ადგილებს,სადაც მოეწყო მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები.

          • ფსიქოლოგის საათი

            ფსიქოლოგის საათების ფარგლებში მე-10/ა და მე-11/ა კლასის მოსწავლეებთან გამართულ შეხვედრებზე ფსიქოლოგი მოსწავლეებს ესაუბრა ემპათიის უნარების განვითარებაზე, თანაგრძნობის მნიშვნელობაზე კომუნიკაციისას და ემოციების მართვის ხელოვნებაზე.

          • ფსიქოლოგის საათი

            მე-11/ბ კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი, საუბრის თემა იყო პროფესიის არჩევისას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა და მნიშვნელობა.

          • მშობლის საათი

            17 აპრილს კლასში ჩატარდა მშობლის საათი, სადაც სტუმრად იყო ნიკოლოზ ფერიაშვილის დედა, რომელიც ბავშვებს ესაუბრა ჰიგიენის დაცვის გზებზე, იმუნიტეტის გამომუშავების სხვადასხვა საშუალებებზე, ვიტამინებით სავსე პროდუქტების მიღების დადებით როლზე. ბოლოს კი ბავშვებს ვიტამინებით გაჯერებული ხილიც დააგემოვნებინა.

          • როკენროლის დღის აღნიშვნა

            15 აპრილს I-XI კლასის მოსწავლეებმა როკენროლის დღესთან დაკავშირებით, წარადგინეს წინასწარ მომზადებული პრეზენტაციები. პროექტს ხელმძღვანელონდა ინგა ადახი და მ. მესხი

          • პრეზენტაცია ბუნებისმეტყველებაში

            19 აპრილს მე-4/ბ კლასში ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ვიქტორია იაროვაიამ ჩაატარა საგაკვეთილო პრეზენტაცია თემაზე: “ეკოლოგია- ჩვენი დედამიწის ჯამრთელობა" მოსწავლეებმა თემის ფარგლებში მოამზადეს საინტერესო თემები და პრეზენტაციები, ერთმანეთს გაუზიარეს საინტერესო მასალები.

          • კალიგრაფიის კონკურსი

            მე-3/ა, მე-4/ა, მე-5/ა და მე-6/ბ კლასებში მასწავლებელმა თამარ ცერცვაძის ორგანიზებით ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი.გამარჯვებულთა სია: 

            III/ა კლასი:

            I ხარისხის დიპლომი - თათული თაბუნიძე.

            II ხარისხის დიპლომი - ლიზა კვარაცხელია.

            III ხარისხის დიპლომი - ელენე მუჯირი.

            IV/ა კლასი:

            I ხარისხის დიპლომი - ქეთევან კობახიძე.

            II ხარისხის დიპლომი - ირინა მაჩიტიძე.

            III ხარისხის დიპლომი - საბა ჩხარტიშვილი.

            V/ა კლასი:

            I ხარისხის დიპლომი - სოფია კაკუბავა.

            II ხარისხის დიპლომი - ანაბელ შონვაძე.

            III ხარისხის დიპლომი - ანასტასია ცქვიტიშვილი.

            VI/ბ კლასი:

            I ხარისხის დიპლომი - თამარ კაკაშვილი.

            II ხარისხის დიპლომი - მელანია ჩეშჩევიკ.

            III ხარისხის დიპლომი - ალექსანდრა ლაპინა.

          • ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისური-რუსული

            18 აპრილს, მე-7/ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი რუსულსა და ინგლისურ ენაში თემაზე: ,, ჩემი მშობლიური ქალაქი- თბილისი ". გაკვეთილის ინტეგრაცია მოახდინეს პედაგოგებმა: თამარ ცერცვაძემ და ნატალია სარალიძემ.

          • ამოცანების კრებულის პრეზენტაცია

            10 აპრილს IV/ბ კლასში ჩატარდა კონკურსი თემაზე: "საქართველოს ამოცანების კრებული" მოსწავლეებმა მოამზადეს რეფერატები და მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია და მოახდინეს საინტერესო პრეზენტაცია.

          • მშობლის საათი

            I/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი. კლასს ეწვია მშობელი ანტონინა ზახაროვა, რომელმაც მოსწავლეებთან ისაუბრა ფოტოგრაფის პროფესიის შესახებ.

          • ვიზიტი დედაენის ბაღში

            14 აპრილის - დედაენის დღესთან დაკავშირებით, კლასის დამრიგებლის - ნატალია სარალიძისა და ქართული ენის მასწავლებლის, მონიკა ჭანტურიას ინიციატივით მე-5/ა კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს “დედაენის" ბაღი, სადაც მოისმინეს დედაენის ძეგლის ისტორია, ყურადღება გაამახვილეს ქართული ენის მნიშვნელობაზე.

          • კონფერენცია

            მე-8/ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მონიკა ჭანტურიას ორგანიზებით, დედა ენის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა შიდასაკლასო კონფერენცია. მოსწავლეებმა მოისმინეს და ისაუბრეს ენათმეცნიერის - რამაზ პატარიძის მოსაზრებებზე. მოსწავლეები დააკვირდნენ, თუ რა დიდი წარსული აქვს მშობლიურ ენას ჯერ კიდევ წარმართული ხანიდან და შემდეგ უკვე ქრისტიანულ ხანაში; გაიგეს მეტი ანბანის დამწერლობის საფეხურების, ძველი ეგვიპტელი და კოლხი ქურუმების მისტიკური კავშირის შესახებ.

          • ფსიქოლოგის საათი

            მე-10/ბ კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი, სადაც განხილულ იქნა ინკლუზიური განათლების მიზნები და ამოცანებზე. მოსწავლეებმა ისაუბრეს ყველა ბავშვის შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭირო გარემოზე.

          • ვიზიტი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში

            👉 10 აპრილს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (SPG – 23 – 715) ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს "სკოლა ენ-ჯი"-ს მოსწავლეები  ეწვივნენ. 

            👩‍🏫🧠  ✨️⭐️  ■ მოსწავლეები გაეცნენ ცენტრის საქმიანობას, დაათვალიერეს  ლაბორატორიები ისაუბრეს იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დგას ცენტრის წინაშე, განხილულ იქნა მომავალი შეხვედრების შესაძლებლობები.

            ✨️⭐️ მოსწავლეები, ასევე გაეცნენ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების რიგ კვლევის მეთოდებს; ცენტრის მკვლევარების ხელმძღვანელობის ქვეშ ჩაატარეს სხვადასხვა ტიპის საინტერესო ექსპერიმენტები🔬 🧬.

             

          • 9 აპრილი 🇬🇪🇬🇪

            9 აპრილთან დაკავშირებით სკოლის მასშტაბით განხორციელდა საინფორმაციო კამპანია: “9 აპრილი - მადლობა თავისუფლებისთვის”, რომლის ფარგლებშიც კლასის ტუტორებმა საკუთარ კლასებში ჩაატარეს კლასის საათები, სადაც მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს 9 აპრილის თარიღთან დაკავშირებული მოვლენები და ისაუბრეს ამ თარიღის მნიშვნელობაზე.

          • კონფერენცია ისტორიაში

            8 აპრილს მე-9/ა კლასში ისტორიის მასწავლებლის - მზია ცხოვრებაძის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: "მასობრივი რეპრესიები საქართველოში ". მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკონფერენციო თემები და პრეზენტაციები. ისაუბრეს საბჭოთა ოკუპაციის დროს საქართველოში განხირციელებულ მასობრივ რეპრესიებზე, გაიხსენეს ამ რეპრესიის მსხვერპლი საზოგადო მოღვაწეები, დასასრულს უყურეს ფილმს: საბჭოთა რეპრესიები საქართველოში”.

          • კავკასიის ბუნების ფონდი

            8 აპრილს, ქართული სექტორის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია: კავკასიის ბუნების ფონდის წარმომადგენელს ლევან თაბუნიძეს, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო დაცული ტერიტორიების შექმნისა და განვითარების ისტორია ასევე ისაუბრა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. 

            ლექცია-სემინარის დასრულების შემდგომ შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

          • პრეზენტაცია სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

            6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტის მასწავლებელმა ვიქტორია მგელაძემ მე-9/ა და მე-9/ბ კლასებში ჩაატარა პრეზენტაცია, სადავ მოსწავლეებს გააცნო სპორტული სახეობების ისტორია, ცნობილი სპორტსმენები და ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე.

          • შეხვედრა ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტის წარმომადგენელთან

            5 აპრილს სკოლის მოსწავლეთა სათათათბიროსა და სამოქალაქო კლუბ “პუბლიკუსის” ორგანიზებით, მოწვეულ იქნა ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი რატი კობახიძე, რომელმაც VIII/ა და IX/ა კლასის მოსწავლეებთან ისაუბრა ადგილობრივი თვითმართველობების მნიშვნელობაზე. შეხვედრის დასასრულს გაიმართა თამაში: "არჩევნეთი" მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ზემოთაღნიშნული საკითხების მიმართ.

          • მშობლის საათი

            4 აპრილს, მე-2/ბ კლასში მშობლის საათის ფარგლებში სტუმრად იყო ამავე კლასის მოსწავლის ვარვარა კოზმინას დედა - ეკატერინა კოზმინა. იგი ბავშვებს ესაუბრა სხვადასხვა პროფესიებზე და პროფესიულ საჭიროებაზე.

    • კონტაქტი

      • სკოლა ენ-ჯი
      • (+995 32) 265-26-67
      • გლდანი, ფორე მოსულიშვილის ქ. 20
        თბილისი
        0167 თბილისი
        Georgia
    • ანგარიშში შესვლა

  • ჩვენი სოციალური ქსელები