სიახლეები

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

        გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.

        სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • ლოგოპედის მომსახურებას.

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).

        გაითვალისწინეთ - 2026-2027 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

        მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -

        https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit

        მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/

        ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/

         

      • სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას  ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას:

        -ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        -მათემატიკაში;

        -პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და  კითხვის საათის გაკვეთილებს.

        • დამატებით ტარდება:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        -გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.

        სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.

        I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;

        სკოლაში  ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:

        I-IV კლასებში  09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;

        V-XII კლასებში  09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • 2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები

      • 2025-2026 სასწავლო წლის

        წლიური გამოცდები

        (ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)

         

        დაწყებითი საფეხური

        მუხლი 11

        11.3.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)   რუსული სექტორისთვის;

        3. მათემატიკა (ორივე სექტორი);

        4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);

        11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.

        11.5.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)  (რუსული სექტორი);

        3.  მათემატიკა (ორივე სექტორი);

        11.6. წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ  ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

        საბაზო საფეხური

        მუხლი 14

        14.4.წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს  წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:

         

        ქართული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        რუსული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი - ინგლისური ენა,  ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        14.4.2. წლიური   გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.     

         

        საშუალო საფეხური

        მუხლი 14

        14.4. . წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა   XI კლასებში ატარებს   წლიური გამოცდებს.

        14.4.3. XI კლასი

        ქართული სექტორი :

        რუსული სექტორი:

        • პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
        • არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;

        14.4.4 წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში

          • წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა ენ-ჯიში 5 და 6 თებერვალს სკოლის ბიბლიოთეკარმა III-V/ა და II-IV/ბ კლასებთან ერთად მოაწყო წიგნის საჯარო კითხვა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, წაიკითხეს ნაწარმოებები გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.

          • გასვლითი გაკვეთილი

          • 30 იანვარს სკოლა ენ-ჯის X/ა კლასი ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში იმყოფებოდა მეტეხის ტაძრში, სადაც შუშანიკ დედოფლის საფლავი მოინახულეს. ასევე, მოილოცეს აბო თბილელის წამების ადგილზე აგებული ტაძარი.

          • ნინო ქადაგიძეს სტუმრობა სკოლაში

          • 28 იანვარს, სკოლა ენ-ჯიში კითხვის საათის ფარგლებში გაიმართა წაკითხული წიგნის განხილვა, რომელსაც საბავშვო მწერალი ნინო ქადაგიძე ესტუმრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ V-VI/ა კლასის მოსწავლეები. მათ ავტორს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაუსვეს საინტერესო კითხვები და მოისმინეს მწერლისგან საინტერესო ამბები.

            შეხვედრის დასასრულს ნინო ქადაგიძემ სკოლას საავტორო წიგნი გადასცა და მოსწავლეებს უსურვა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბება.

          • ახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე.

          • 29 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

          • სახალისო ქვესტი

          • 22 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით VII/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის V/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშოვლის საათი თემაზე: "საახალწლო ჯუჯების მომზადება"

          • ალექსანდრე ბერიშვილის ვიზიტი სკოლაში

          • სკოლა ენ-ჯი-ში 22 დეკემბერს სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ორგზის ჩემპიონი ჭადრაკში და მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული ჭადრაკ-კრივში — ალექსანდრე ბერიშვილი.

            ვიზიტის ფარგლებში მან მოსწავლეებთან ჩაატარა ერთდროული საჭადრაკო სეანსი.

            სეანსში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მაინკრაფტი იტყუება? სინამდვილეში როგორ ჩნდება ალმასები”

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის VII/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “საახალწლო ვიქტორინა”

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში III/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მასტერკლასი ჩარჩოების დამზადებაში”

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში III/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მასტერკლასი საახალწლო შანდლის დამზადებაში”

          • გამოცდილების გაზიარების გაკვეთილი ქიმიაში

          • სკოლა ენ-ჯიში ქიმიის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ღონისძიება. VIII/ა კლასის მოსწავლემ, პედაგოგების დახმარებით, ჩაატარა პრაქტიკული სამუშაო VI/ა კლასში ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე. გაკვეთილის თემა იყო — „ნარევების დაყოფა“.

          • გაკვეთილი -პრეზენტაცია ბიოლოგიაში

            22 თებერვალს, სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიაში, ბიოლოგიის მასწავლებელმა - ნელი ღარიბაშვილმა მე-10/ა კლასში ჩაატარა გაკვეთილი-პრეზენტაცია თემაზე: "კლონირება".

          • ინტეგრირებული გაკვეთილი რუსული-კომპიუტერული ტექნოლოგიები

            22 თებერვალს სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში ნატალია სარქისოვა-ნოპარიშვილის და ნიკა კრავცოვის ინიციატივით, ჩატარდა ინტეგრირებული გავეთილი რუსულ ენასა და აიტი ტექნოლოგიებში - მე-6/ა კლასში. მოსწავლეებმა განიხილეს რუსული ენის ახალი თემა, აიტი ტექნოლოგიების გამოყენებით.

          • ანტისაოკუპაციო კვირეული

            21 თებერვალს, ანტისაოკუპაციო კვორეულის ფარგლებში სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა საგანმანათლებლო კონფერენცია: “წითელი ოკუპაცია” - ისტორიის მასწავლებლის - მზია ცხოვრებაძის თაოსნობით, მოსწავლეებმა თემის ფარგლებში წარმოადგინეს საინტერესო თემები საქართველოს გასაბჭოების, 1924 წლუს აჯანყებოს და შხვა შესაბამის თემებზე. კონფერენციის ბოლოს მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს და გაიხსენეს საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირები.

          • ლიტერატურული საღამო

            20 თებერვალს  სკოლის სააქტო დარბაზში, რუსული ენის მასწავლებლის ნატალია ნიპარიშვილის ინიციატივით ჩატარდა ლიტერატურული საღამო: “სანამ ანთია სანთელი” მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები ცნობილი პოეტების რეპერტუარიდან.

          • ანტისაოკუპაციო კვირეული "სკოლა ენ-ჯი" - ში

            19-23 თებერვალს საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით სკოლაში აღინიშნება ანტისაოკუპაციო კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი არის სხვადასხვა აქტივობები, რომლის დროსაც მოსწავლეები გაეცნობიან 1918-1921 წწ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციას. დღეს სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა საგანმანათლებლო ფილმების ჩვენება და განხილვა, რომელსაც ესწრებოდნენ მე-8/ა, მე-9/ა, მე-10/ა და მე-11/ა კლასის მოსწავლეები.

          • ექიმის საათი

            “სკოლა ენ-ჯის” ექიმის - ქეთევან ქიტიაშვილის ინიციატივით, მე-8/ა კლასში, ჩატარდა ექიმის საათი თემაზე: "საჭმლის მონელება".

          • მშობლის საათი

            “მშობლის საათის” ფარგლებში, მე-6/ბ კლასს სტუმრობდა ალექსანდრ და ალექსეი კარდაშ-ის დედა ქ-ნ ოლგა კარდაშ, რომელიც პრიფესიით არის ბიზნეს ანალიტიკოსი ქ-ნ: ოლგა მოსწავლეებს გააცნო პროფესიის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე ჩაატარა პატარა ანალიტიკური ტესტი, მოსწავლეებმა საინტერესო კითხვები დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

          • ვიზიტი ხელოვნების სასახლეში

            მოქალაქეობის მასწავლებლის მაია გურასპიშვილის ინიციატივით, მე-8/ა და მე-9/ა კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ხელოვნების სასახლეში წარმოდგენილი სამუზეუმი ექსპონატები და მონაწილეობა მიიღეს ვორქ-შოპში: “პასუხი ოკუპაციას”.

          • გაკვეთილი სხვა სივრცეში

            13 თებერვალს, ინგლისური ენის მასწავლებლებმა სკოლის ბიბლიოთეკაში ჩაატარეს რუსული და ქართული სექტორის კლასების გაერთიანებული გაკვეთილები მე-8-დან მე-11 კლასების ჩათვლით. გაკვეთილების პროცესში განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები, მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი პრაქტიკა და ნასწავლი თემატიკა…

          • ვალენტინობა "სკოლა ენ-ჯი" -ში

            სკოლაში ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მომზადდა შემოქმედებითი და ძალიან ფერადი პროექტი , რომლის ფარგლებშიც სკოლის დერეფნებში მოეწყო მოსწავლეების მიერ დამზადებული დეკორაციების პრეზენტაცია-გამოფენა.

          • მშობლის საათი

            “მშობლის საათის” ფარგლებში, მე-3/ა კლასს სტუმრობდა ლილე ცხადაძის მამა ბ-ნ: დავით ცხადაძე, რომელიც  პრიფესიით არის მეზღვაური და წელიწადის ექვს თვეს შორეულ ზღვაოსნობაში ატარებს. ბ-ნ: დათომ მოსწავლეებს გააცნო საკუთარი საზღვაოთავგადასავლები, მოგზაურობისას თავს გადახდენილი საინტერესო და  სახიფათო ისტორიები,  ამბები მეზღვაურის ცხოვრების ავ- კარგიანობაზე და სხვა. მოსწავლეებმა საინტერესო კითხვები დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

          • ექიმის საათი

            “სკოლა ენ-ჯის” ექიმის - ქეთევან ქიტიაშვილის ინიციატივით, მე-10/ბ კლასში, ჩატარდა ექიმის საათი თემაზე: "საჭმლის მონელება".

          • ექიმის საათი

            “სკოლა ენ-ჯის” ექიმის - ქეთევან ქიტიაშვილის ინიციატივით, მე-8/ბ კლასში, ჩატარდა ექიმის საათი თემაზე: "საჭმლის მონელება".

          • მათემატიკის ვიქტორინა

            13 თებერვალს "სკოლა ენ-ჯი" - ში მათემატიკის მასწავლებლის გაიანე არუტუნოვა ინიციატივით ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა დასახელებით:  "ჭკვიანი ბიჭები და ჭკვიანი გოგოები" III/ბ და IV/ბ კლასების მოსწავლეებს შორის.

          • თსუ-ს გეოფიზიკის ინსტიტუტის ფიზიკა მათემატიკის დოქტორის ნინო წერეთლის ლექცია

            საბუნებისმეტყველო და დედამიწის შემსწავლელი  მეცნიერებების პოპულარუზაციის  მიზნით, ფიზიკის მასწავლებლის ხათუნა გელოვანის ინიციატივით სკოლას სტუმრობდა თსუ-ს გეოფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი: ნინო წერეთელი, რომელმაც  ჩაატარა ლექცია თემაზე: “მიწისძვრა, მეწყერი, ცუნამი". შეხვედრას ესწრებოდნენ მე-8, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები.

          • მსოფლიოს საჯარო კითხვის დღე

            წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა წიგნის კითხვის დღე, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-5/ა და მე-6/ა კლასის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები. საჯაროდ კითხვისთვის შეირჩა შოთა რუსთაველის პოემა ,,ვეფხისტყაოსანი".ღონისძიების მონაწილეებმა სათითაოდ წაიკითხეს ამ დიდი პოემის ნაწყვეტები, ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული შთაბეჭდილებები. აღნიშნული აქტივობის ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო ქართული ენისა და ლიტარატურის მასწავლებელი - მონიკა ჭანტურია.

          • პროექტი: " ჩემი საყვარელი წიგნი "

            9 თებერვალს, ბიბლიოთეკაში, პროექტის:”ჩემი საყვარელი წიგნი" ფარგლებში, რუსული სექტორის კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა შეხვედრა, სადაც მოსწავლეები გაეცნენ - მარკ ტვენის  ბიოგრაფიას და მოკლედ მიმოიხილეს ტომ სოიერის თავგადასავალი. ნაწარმოებიდან წაიკითხეს მათი საყვარელი ეპიზოდები და ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

          • მათემატიკური ზღაპარი

            6 თებერვალს მე-3/ბ კლასში მათემატიკის პედაგოგის ინიციატივით ჩატარდა ნამუშევრების პრეზენტაცია თემაზე: "მათემატიკური ზღაპარი" მოსწავლეებმა წარადგინეს მათი ნამუშევრები. თითოეულმა მიიღო დიპლომი 

    • კონტაქტი

      • სკოლა ენ-ჯი
      • (+995 32) 265-26-67
      • გლდანი, ფორე მოსულიშვილის ქ. 20
        თბილისი
        0167 თბილისი
        Georgia
    • ანგარიშში შესვლა

  • ჩვენი სოციალური ქსელები