სიახლეები

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

        გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.

        სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • ლოგოპედის მომსახურებას.

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).

        გაითვალისწინეთ - 2026-2027 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

        მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -

        https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit

        მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/

        ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/

         

      • სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას  ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას:

        -ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        -მათემატიკაში;

        -პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და  კითხვის საათის გაკვეთილებს.

        • დამატებით ტარდება:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        -გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.

        სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.

        I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;

        სკოლაში  ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:

        I-IV კლასებში  09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;

        V-XII კლასებში  09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები

      • 2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები

      • 2025-2026 სასწავლო წლის

        წლიური გამოცდები

        (ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)

         

        დაწყებითი საფეხური

        მუხლი 11

        11.3.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)   რუსული სექტორისთვის;

        3. მათემატიკა (ორივე სექტორი);

        4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);

        11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.

        11.5.  დაწყებითი კლასების  საფეხურზე,  V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:

        1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;

        2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული)  (რუსული სექტორი);

        3.  მათემატიკა (ორივე სექტორი);

        11.6. წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ  ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

        საბაზო საფეხური

        მუხლი 14

        14.4.წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს  წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:

         

        ქართული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        რუსული სექტორი

        VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.

        X კლასი - ინგლისური ენა,  ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).

         

        14.4.2. წლიური   გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.     

         

        საშუალო საფეხური

        მუხლი 14

        14.4. . წლიური გამოცდა 

        14.4.1. სკოლა ვალდებულია   საფეხურის ბოლოს  გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა   XI კლასებში ატარებს   წლიური გამოცდებს.

        14.4.3. XI კლასი

        ქართული სექტორი :

        რუსული სექტორი:

        • პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
        • არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;

        14.4.4 წლიური  გამოცდის ქულას გავლენა  ექნება საგნის წლიურ   ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ  ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.

         

          • მშობელთა საყურადღებოდ

          • ძვირფასო მშობლებო,

            მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით, სკოლაში მოეწყობა ღია კარის დღეები (I კლასიდან XI კლასის ჩათვლით). აღნიშნულ პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად, მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ გაკვეთილს/გაკვეთილებს.

            გთხოვთ, გაითვალისწინეთ გაკვეთილზე დასასწრებად მობრძანდით გაკვეთილის დაწყებამდე (5 წუთით ადრე), დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            დირექცია

          • დაჯილდოება

          • 16 თებერვალს სკოლა ენ-ჯიში გაიმართა I-IV/ა/ბ კლასის მოსწავლეთა შორის სასკოლო ჭადრაკის ტურნირის საზეიმო დაჯილდოება. ღონისძიება ჩატარდა განსაკუთრებულად თბილ და მეგობრულ გარემოში, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მოსწავლეთა ინტერესი, ნიჭი და სტრატეგიული აზროვნება.

            ტურნირში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც მაღალი პასუხისმგებლობითა და მონდომებით წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. თითოეული მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით, ხოლო გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური სიგელები და სიმბოლური პრიზები.

          • ვიზიტი ქარვასლას მუზეუმში

          • 13 თებერვალს სკოლა ენ-ჯის VIII/ბ კლასი, ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით, ეწვია ქარვასლას მუზეუმი-ს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული ექსპონატები და მოისმინეს მათი უძველესი ისტორია.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე

          • საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2016 წლიდან საქართველოში აღინიშნება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. ღონისძიებას შეუერთდა სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკაც, აქტიურად მონაწილეობდნენ V-IX/ბ კლასის მოსწავლეები. ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ლიტერატურულ ჟანრზე, წიგნებსა და პერსონაჟებზე.

          • ვიზიტი თოჯინების მუზეუმში

          • ჩვენი პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები 12 თებერვალს თოჯინების მუზეუმს ესტუმრნენ. აქ უამრავი ხელნაკეთი თოჯინა ვნახეთ.

            გიდმა გულდასმით აგვიხსნა, რა მასალებით იქმნება თოჯინები და რამხელა შრომას მოითხოვს თითოეული მათგანი. ბავშვები აღფრთოვანებული და შთაგონებულები დარჩნენ. პატარებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ნიკო ფიროსმანის თოჯინამ, ბევრი წითელი ვარდით.

          • გამოფენა

          • 10 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით III/ა კლასმა წარადგინა პროექტი თემაზე: „შენების ხელოვნება“. ასევე გაიმართა მოსწავლეების მიერ შესრულებული მაკეტების გამოფენა.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე

          • ,,ჩვენ ვართ წაკითხული წიგნები, ნანახი ფილმები" _ უთხრა დღეს სკოლა ,,ენ-ჯის" მოსწავლეებს კითხვის საათის ფარგლებში მოწვეულმა დრამატურგმა, ლიტერატურის კრიტიკოსმა _ დავით გაბუნიამ. მართლაც, ყოველი წიგნის ამბავმა სხეულში უნდა გაიაროს, რაც ,,თეთრ მაგნოლიას" გამოუვიდა.

            რატომ ირჩევენ ავტორები ფსევდონიმებს, რა უპირატესობა აქვს დეტექტიური ჟანრის ლიტერატურას, როგორ შეიძლება წერის ტექნიკების გამოყენებით შექმნა უცნაური სიუჟეტი, ფინალი _ ამ საკითხებზე საინტერესო მსჯელობა გაიმართა. შეხვედრა იყო ინტერაქციული, ემოციებით დატვირთული.

            მადლობა სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში

          • წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა ენ-ჯიში 5 და 6 თებერვალს სკოლის ბიბლიოთეკარმა III-V/ა და II-IV/ბ კლასებთან ერთად მოაწყო წიგნის საჯარო კითხვა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, წაიკითხეს ნაწარმოებები გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.

          • გასვლითი გაკვეთილი

          • 30 იანვარს სკოლა ენ-ჯის X/ა კლასი ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში იმყოფებოდა მეტეხის ტაძრში, სადაც შუშანიკ დედოფლის საფლავი მოინახულეს. ასევე, მოილოცეს აბო თბილელის წამების ადგილზე აგებული ტაძარი.

          • ნინო ქადაგიძეს სტუმრობა სკოლაში

          • 28 იანვარს, სკოლა ენ-ჯიში კითხვის საათის ფარგლებში გაიმართა წაკითხული წიგნის განხილვა, რომელსაც საბავშვო მწერალი ნინო ქადაგიძე ესტუმრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ V-VI/ა კლასის მოსწავლეები. მათ ავტორს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაუსვეს საინტერესო კითხვები და მოისმინეს მწერლისგან საინტერესო ამბები.

            შეხვედრის დასასრულს ნინო ქადაგიძემ სკოლას საავტორო წიგნი გადასცა და მოსწავლეებს უსურვა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბება.

          • ახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე.

          • 29 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

          • სახალისო ქვესტი

          • 22 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით VII/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.

          • პროექტი: " ცოცხალი წიგნის დღე"

            27 ნოემბერს საბიბლიოთეკო პროექტის: “ცოცხალი წიგნების” ფარგლებში, I-IV კლასებში ჩატარდა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი საინფორმაციო გაკვეთილები, მოსწავლეები გაეცვნენ მის ცხოვრებას და მოღვაწეობას, ხოლო ბოლოს კიდევ ერთხელ წაიკითხეს მისი საბავშვო მოთხრობები და მოაწყვეს მცირე დისკუსია. პროექტის ინიციატორია სკოლის ბიბლიოთეკარი: თამარ თავართქილაძე, ხოლო პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები ქართული ენის მასწავლებლები: ეთერ ხორგუანი და ნანა ჯელაძე.

          • სტუმრად "პორტალ ლენდში"

            28 ნოემბერს 2/ა კლასის  მოსწავლეები ბუნებისმეყველების მასწავლებელ - ნანა ჯელაძესთან ერთად იმყოფებოდნენ გასვლით გაკვეთილზე “პორტალ ლენდ”-ში. მოსწავლეებს  ჩაუტარდათ მასტერკლასი თემაზე: “შემოდგომა”.

          • მათემატიკის პროექტი

            2023 წლის 27 ნოემბერს, პროექტის "გამოჩენილი მათემატიკოსები" ფარგლებში  5ა და 6ა კლასებში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: ქართველი მათემატიკოსები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს და ერთმანეთს გააცნეს ილია ვეკუას, ნიკოლოზ მუსხელიშვილის, ანდრია რაზმაძის , გიორგი ნიკოლაძის და სხვა მათემატიკოსების ბიოგრაფია და დამსახურება.

          • ცდები ფიზიკაში

            27 ნოემბერს ფიზიკის მასწავლებლმა ვიქტორია იაროვაიამ მე-8/ბ კლასში ჩაატარა საჩვენებელი ექსპერიმენტები თემაზე: “წყლის ენერგია”. მოსწავლეები გაეცვნენ ცდის ჩატარების ნიუანსებს, თავად ჩაერთვნენ ცდების ჩატარებასა და ანალიზში.

          • ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში

            23 ნოემბერს სკოლის სამოქალაქო კლუბის “პუბლიკუსის” წევრები და რუსული სექტორის 9-10 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ მიღებაზე პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე: “ჩემი ხმა ევროპას”, პარალელურად შეხვდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრს ბ-ნ: სიმონ პეტრიდისს, რომელიც ესაუბრა მოსწავლეებს ევროპულ ღირებულებებზე, ტოლერანტული საზოგადოების მნიშვნელობასა და განათლების მიღების აუცილებლობაზე. ბოლოს 
            მოსწავლეებმა ხელი მოაწერეს ევროსაბჭოსადმი მიმართულ პეტიციას, რითაც დაადასტურეს საკუთარი ევროპული მომავლის პერსპექტივა.
          • ლიტერატურული საღამო

            2023 წლის 21 ნოემბერს სკოლის სააქტო დარბაზში რუსული ენის მასწავლებლის ნატალია ნიპარიშვილის ინიციატივით განხორციელდა ლიტერატურული ღონისძიება: „შემოდგომა პოეზიაში“. მე-8/ბ კლასის მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს და წაიკითხეს პოეზიის ნიმუშები, რომლებიც ეძღვნებოდა შემოდგომას. ღონისძიებას ესწრებოდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები.
          • გაკვეთილი სხვა სივრცეში თემაზე: "ხაზვითი ხელოვნება"

            2023 წლის 22 ნოემბერს პროექტის ,,გაკვეთილი სხვა სივრცეში'' ფარგლებში ორივე სექტორის მე-6 და მე-7 კლასებში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი - „ხაზვითი ხელოვნება“. აღნიშნულ აქტივობაში აქტიურად იყო ჩართული სკოლის ხაზვის პედაგოგი: იური არუთინოვი.

          • წერილების წარდგენა

            2023 წლის 22 ნოემბერს რუსული ენის მასწავლებლმა ნატალია ნიპარიშვილმა მე-6/ა კლასში განახორციელა ღონისძიება: „მისწერე წერილი საკუთარ თავს".

          • ვიქტორინა ისტორიაში თემაზე: "საქართველო უძველეს დროში"

            2023 წლის 21 ნოემბერს მე-7/ბ კლასში ისტორიის მასწავლებლის ეთერ დოგუზოვის ინიციატივით ჩატარდა ვიქტორინა თემაზე: " საქართველო უძველეს დროში " მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ღონისძიებაში და გუნდური შეჯიბრებისას გამოავლინეს საგანში მიღებული ცოდნა. მასწავლებელს ღონისძიების განხორციელებაში დახმარება გაუწიეს მე-10/ბ კლასის მოსწავლეებმა: ა. კალიუტიჩმა და ნ. გაიკამ.
          • ვიქტორია ისტორიაში თემა: " საქართველოს კუთხეები"

            2023 წლის 21 ნოემბერს მე-6/ბ კლასში ისტორიის მასწავლებლმა ეთერ დოგუზოვამ ჩაატარა ვიქტორინა თემაზე: "საქართველოს კუთხეები". მასწავლებელს ღონისძიების განხორციელებაში დახმარება გაუწიეს მე-10/ბ კლასის მოსწავლეებმა: ა. კალიუტიჩმა და ნ. გაიკამ.

          • გაკვეთილი სხვა სივრცეში

            21 ნოემბერს რუსული ენის მასწავლებლის ნატალია ნიპარიშვილის ინიციატივით მე-9/ბ კლასში ჩატარდა გაკვეთილი კომპიუტერულ ტექნოლოგიების გამოყენებით თემაზე: “ ა. გრიბოედოვის ცხოვრება და მოთვაწეობა“.
          • ცოცხალი წიგნის დღე

            სასკოლო პროეტის: „ცოცხალი წიგნის დღე“ ფარგლებში, 17 ნოემბერს, გალაქტიონ ტაბიძის დაბადების დღის აღსანიშნავად, სკოლის მოსწავლეთა სათათბიროს - ხელოვნებისა და ლიტერატურის კლუბისა და ბიბლიოთეკარის ქალბატონ თამარ თავართქილაძის ინივიატივით, ჩატარდა ღონისძიება თემაზე: "გალაკტიონი - პოეტთა მეფე ". ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მე-9/ა, მე-10/ა და მე-11/ა კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც კიდევ ერთხელ გაეცვნენ პოეტის ბიოგრაფიასა და მის შემოქმედებას, წაიკითხეს ლექსები. ღონისძიების მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა:ე. ხორგუანმა, სკოლის ფსიქოლოგმა: შორენა თალიკიშვილმა და სკოლის მოსწავლეთა სათათბიროს პრეზიდენტმა: ნიკა კრავცოვმა.

          • გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე

            17 ნოემბერს გვერდს ვერ ავუვლიდით, რადგან ამ დღეს დაიწყო ეპოქა დიდი და დაიბადა გალაკტიონი! 

            მიუხედავად მცირე ასაკისა,საჭიროდ ჩავთვალეთ საგაკვეთილო დრო დაგვეთმო გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და ამოუწურავი, ამოუცნობი შემოქმედებისთვის. მეხუთე, მეექვსე,მეშვიდე,მერვე კლასის მოსწავლეებმა მოისმინეს პოეტის ლექსები, ძირითადი ბიოგრაფიული ფრაგმენტები. მათ გაიცნეს გენია, რომელიც სამუდამოდ შემორჩა შთამომავლობას!

          • ტოლერანტობა

            16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებში მოქალაქეობის მასწავლებლებმა მ. გურასპიშვილმა  ჩაატარა გაკვეთილების სერია - “მრავალფეროვნების სახეები”. მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა რელიგიის, რასისა და შესაძლებლობების ადამიანების ისტორიებს ფილმების საშუალებით ისაუბრეს ტოლერანტობის როგორც ღირებულების მნიშვნელობაზე, ასევე როგორ ეხმარება ადამიანებს პიროვნულ განვითარებაში ტოლერანტული გარემო. მომავალში აღნიშნულ თემაზე კიდევ  იგეგმება სხვა ღონისძიებები.
          • სასკოლო პროექტი „ცოცხალი წიგნის დღე“

            2023 წლის 14 ნოემბერს სასკოლო პროექტის „ცოცხალი წიგნის დღე“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა სათათბიროს - ხელოვნებისა და ლიტერატურის კლუბისა და სკოლის ბიბლიოთეკარის ქალბატონ თამარ თავართქილაძის ინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება: „დიდი ადამიანები საქართველოში“ . ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-9/ბ, მე-10/ბ და მე-11/ბ კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც გაეცნენ ლევ ტოლსტოის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, ისაუბრეს მის დამოკიდებულებებსა და შეფასებებზე კავკასიის,კ ერძოდ საქართველოს მიმართ. ღონისძიების მომზადებასა და განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს რუსული ენის მასწავლებელმა: ნ. სარქისოვა-ნიფარიშვილმა, ისტორიის პედაგოგმა: ე. დოგუზოვამ და მოსწავლეთა სათათბიროს პრეზიდენტმა და ინფორმაციულმა მენეჯერმა : ნიკა კრავცოვმა

          • ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში

            “ჩვენი ხმა ევროპას”


             “ახალი ქართული გიმნაზია” და სამოქალაქო კლუბი “პუბლიკუსი” -ის წევრები მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, ამიტომ დღეს პრეზიდენტის სასახლეში ხელმოწერებით დავაფიქსირეთ ჩვენი ურყევი სირვილი - საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისა.

            “ჩვენი მომავალი ევროპაა!”

    • კონტაქტი

      • სკოლა ენ-ჯი
      • (+995 32) 265-26-67
      • გლდანი, ფორე მოსულიშვილის ქ. 20
        თბილისი
        0167 თბილისი
        Georgia
    • ანგარიშში შესვლა

  • ჩვენი სოციალური ქსელები