წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა ენ-ჯიში 5 და 6 თებერვალს სკოლის ბიბლიოთეკარმა III-V/ა და II-IV/ბ კლასებთან ერთად მოაწყო წიგნის საჯარო კითხვა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, წაიკითხეს ნაწარმოებები გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.
სიახლეები
სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.
სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• ლოგოპედის მომსახურებას.
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).
გაითვალისწინეთ - 2026-2027 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -
https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit
მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/
ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/
სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას:
-ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
-მათემატიკაში;
-პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და კითხვის საათის გაკვეთილებს.
• დამატებით ტარდება:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
-გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.
სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.
I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;
სკოლაში ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:
I-IV კლასებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;
V-XII კლასებში 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები
სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები
2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები
2025-2026 სასწავლო წლის
წლიური გამოცდები
(ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)
დაწყებითი საფეხური
მუხლი 11
11.3. დაწყებითი კლასების საფეხურზე, IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) რუსული სექტორისთვის;
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);
11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.
11.5. დაწყებითი კლასების საფეხურზე, V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) (რუსული სექტორი);
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
11.6. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
საბაზო საფეხური
მუხლი 14
14.4.წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:
ქართული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
რუსული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი - ინგლისური ენა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
14.4.2. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
საშუალო საფეხური
მუხლი 14
14.4. . წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა XI კლასებში ატარებს წლიური გამოცდებს.
14.4.3. XI კლასი
ქართული სექტორი :
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
- არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;
რუსული სექტორი:
- პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
- არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;
14.4.4 წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
წიგნის საჯარო კითხვის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში
- 55
ექიმის საათი
3 თებერვალს სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
მათემატიკური ვიქტორინა თემაზე: ,,ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში."
3 თებერვალს სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა თემაზე: ,,ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში."
3
გასვლითი გაკვეთილი
30 იანვარს სკოლა ენ-ჯის X/ა კლასი ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში იმყოფებოდა მეტეხის ტაძრში, სადაც შუშანიკ დედოფლის საფლავი მოინახულეს. ასევე, მოილოცეს აბო თბილელის წამების ადგილზე აგებული ტაძარი.
ღონისძიება
29 იანვარს სკოლა ენ-ჯის I/ა კლასის ტუტორების ინიციატებით ჩატარდა ღონისძიება.
2
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის III/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის III/ა კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
1
ნინო ქადაგიძეს სტუმრობა სკოლაში
28 იანვარს, სკოლა ენ-ჯიში კითხვის საათის ფარგლებში გაიმართა წაკითხული წიგნის განხილვა, რომელსაც საბავშვო მწერალი ნინო ქადაგიძე ესტუმრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ V-VI/ა კლასის მოსწავლეები. მათ ავტორს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაუსვეს საინტერესო კითხვები და მოისმინეს მწერლისგან საინტერესო ამბები.
შეხვედრის დასასრულს ნინო ქადაგიძემ სკოლას საავტორო წიგნი გადასცა და მოსწავლეებს უსურვა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბება.
ახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე.
29 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.
5
სახალისო ქვესტი
22 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით VII/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.
2
ვიზიტი “VR Arena” - ზე
26 იანვარს სკოლა ენ-ჯის VII/ბ კლასი ტუტორთან ერთად მოინახულეს “VR Arena” და სახალისოდ გაატარეს დრო.
1
სკოლა ენ-ჯი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 🎄✨️
სკოლა ენ-ჯი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის V/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშოვლის საათი თემაზე: "საახალწლო ჯუჯების მომზადება"
14
საახალწლო კარნავალი
სკოლა ენ-ჯის I-IV/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საახალწლო კარნავალი
8
ალექსანდრე ბერიშვილის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯი-ში 22 დეკემბერს სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ორგზის ჩემპიონი ჭადრაკში და მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული ჭადრაკ-კრივში — ალექსანდრე ბერიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში მან მოსწავლეებთან ჩაატარა ერთდროული საჭადრაკო სეანსი.
სეანსში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.
1
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მაინკრაფტი იტყუება? სინამდვილეში როგორ ჩნდება ალმასები”
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის VII/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “საახალწლო ვიქტორინა”
4
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში III/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მასტერკლასი ჩარჩოების დამზადებაში”
2
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში III/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მასტერკლასი საახალწლო შანდლის დამზადებაში”
3
გამოცდილების გაზიარების გაკვეთილი ქიმიაში
სკოლა ენ-ჯიში ქიმიის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ღონისძიება. VIII/ა კლასის მოსწავლემ, პედაგოგების დახმარებით, ჩაატარა პრაქტიკული სამუშაო VI/ა კლასში ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე. გაკვეთილის თემა იყო — „ნარევების დაყოფა“.
გილოცავთ
ანა ბეჟანიშვილს 2022 წლის გაზაფხულის სეზონის კიმგსის ქართული ენის ლიგაზე მოპოვებულ ვერცხლის მედალს <3.
სანდრო საქუაშვილს 2022 წლის გაზაფხულის სეზონის კიმგსის ლიგაზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს <3 .
ლიზა ჯიქიას 2022 წლის გაზაფხულის სეზონის კიმგსის ინგლისური ენის ლიგაზე მონაწილეობის სერთიფიკატს <3.
„ახალი ქართული გიმნაზია“ იწყებს 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველ კლასელთა რეგისტრაციას ქართულ და რუსული სექტორზე The New Georgian Gymnasium starts the registration of first graders for the 2023-2024 academic year on the Georgian and Russian sectors
I-IV კლასებში სასწავლო აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00-18:00 საათამდე.
ყველა ძირითად საგანთან ერთად, რომელიც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმით, ასევე ისწავლება - მეტყველება, ჭადრაკი და ქართული ცეკვა. პირველივე კლასიდან ინგლისურ ენასთან ერთად ისწავლება - ფრანგული ან რუსული ენა. თითოეულ საგანში ადგილზე ხდება ცოდნის ათვისება/გამყარება.
სისტემატურად ტარდება ტარდება:
- ფსიქოლოგის საათი;
- კლასის საათი;
- მშობლის საათი;
დღის მეორე ნახევარში ყურადღება ეთმობა სასკოლო პროექტებზე მუშაობას.
კლასში მოსწავლეთა რაოდენობა განსაზღვრულია 22 მოსწავლით.
სწავლების წლიური გადასახადი შეადგენს - 4000 ლარი (სწავლების ღირებულებაში არ შედის კვების და ტრანსპორტის ღირებულება).
- ოჯახიდან ორი ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში, მოქმედებს ფასდაკლება;
- სწავლების საფასურის გადახდა ხორციელდება მშობელზე მორგებული გრაფიკით;
ბუფეტთან და სატრანსპორტო კომპანიასთან მშობელი ხელშეკრულებას აფორმებს ცალკე.
მოსწავლეების მიღება მოხდება გასაუბრების საფუძველზე, მოსწავლის გასაუბრებაზე რეგისტრაციისთვის შეავსეთ აღნიშნული ბმული - https://docs.google.com/forms/d/1ha-9giX5Ha03iPEOa-wbCPYSTcLpryYsW64ECBgAaqA/edit
გასაუბრებაზე დაბარება მოხდება 2023 წლის თებერვლიდან.
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67
591 415111
ელექტრონული ფოსტა: newgeorgiangymnasium@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngg.edupage.orgვებ გვერდი: https://ngg.edupage.org/
რა გვინდა და როგორ გვინდა
მოუსმინეთ ინტერვიუს, რომელიც ჩვენმა გიმნაზიელებმა ჩაწერეს
24
თეატრის დღე გიმნაზიაში
18 ნოემბერს და 25 ნოემბერს გიმნაზიაში დაგეგმილი იყოს "თეატრის დღე".
გიმნაზიასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრს "მოდი ნახე"-ს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე
VII-XI კლასების მოსწავლეები დესწრნენ სპექტაკლ "ჯინსების თაობა"-ს,
I-VI კლასის მოსწავლეები - სპექტაკლ "ცისკარა"-ს.
გასვლითი გაკვეთილი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში
10 ნოემბერს გიმნაზიის ქართული სექტორის VIII, IX, X და რუსული სექტორის VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეები და პედაგოგები (ლ.შონია, თ.ბანცური,ნ.ღარიბაშვილი,მ.ნონეშვილი) ეწვივნენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს.
ეს იყო დიდებული, თანამედროვედ რესტავრირებული, ელექტრონული წიგნებით, უნიკალური ექსპონატებითა და საგამოფენო სივრცეებით მოწყობილი შენობა.
მადლობა მუზეუმის მესვეურებს და გიდებს შესანიშნავი გაკვეთილისთვის.
ილია ჭავჭავაძე
დაბადება - 1837 წლის 8ნოემბერი (ყვარელი),
მოკლულია - 1907 წლის 12 სექტემბერი (წიწამური).
ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ქართველთა გათითოკაცებაზე, მამულის ცნების საკუთარ ეზო-კარამდე დავიწროებაზე, სხვისი ჭირის ჩხირად ქცევაზე, გულმხურვალე ადამიანთა ნაკლებობაზე წერდა...
8
სასკოლო პროექტის პრეზენტაცია
ა.წლის 8-9 ნოემბერს გიმნაზიაში ჩატარდა სასკოლო პროექტის "ჩემი თვალით დანახული თბილისი"-ის პრეზენტაცია I-X კლასებში. საპროექტო მუშაობაში მონაწილეობდა ყველა კლასის დამრიგებელი და დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში ინგა ადახი.
513
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ტრენინგი
ა.წლის 28 ოქტომბერს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა ხათუნა ბიწკინაშვილმა სკოლის პერსონალს ჩაუტარა ტრენინგი და გააცნო ხანძრის დროს ქცევის წესები და ცეცხლმაქრის მოხმარების წესი.
სკოლის პროექტი “რა არის ჩემთვის სამშობლო” პრეზენტაცია
27 ოქტომბერს ჩატარდა სასკოლო პროექტის “რა არის ჩემთვის სამშობლო” პრეზენტაცია.
ცნობილი ადამიანების ცხოვრება და შემოქმედება
ბიბლიოთეკარის ვიქტორია მგელაძის და მედიაწიგნიერების პედაგოგის შორენა ტალიკიშვილის ერთობლივი პროექტი.
საუბარი გოდერძი ჩოხელის შემოქმედების შესახებ 10ა კლასთან ერთად.
პროექტი მიეძღვნა მწელის იუბილეს ( 2 ოქტომბერი).
1
სასკოლო პროექტი "ჩემი თვალით დანახული თბილისი"
სასკოლო პროექტი "ჩემი თვალით დანახული თბილისი" ხორციელდება I-X კლასებში. პროექტი ორ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე განხორციელდა გასვლა თბილისის ძველ უბნებში: ოპერისა და ბალეტის თეატრი, კალაუბანი,აბანოთუბანი (სეიდაბადი), ევროპის პარკი (ყოფილი "პესკები").
მეორე ეტაპზე, ნოემბრის პირველ რიცხვებში, კლსები წარმოადგენენ პრეზენტაციებს.
10
გიმნაზიის ექიმის საუბრები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ
გიმნაზიის ექიმის საუბრები ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ
სასკოლო პროექტი "ზაფხული"
გიმნაზიის ქართული და რუსული სექტორის I-V კლასებში 28 სექტემბერს ჩატარდა სასკოლო პროექტის პრეზენტაცია. მთელი თვე შრომობდნენ ჩვენი პატარები და ამ პრეზენტაციებზე წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევარი. იმღერეს, იცეკვეს, ლექსებიც თქვეს.
9
2022 წლის 28 სექტემბერს I-V კლასებში ჩატარდება სასკოლო პროექტის "ზაფხული" პრეზენტაცია
I-V კლასის მოსწავლეთა მშობლების საყურადღებოდ!
2022 წლის 28 სექტემბერს, სასკოლო გეგმის თანახმად, ჩატარდება სასკოლო პროექტის "ზაფხული" პრეზენტაცია.როგორც მოგეხსენებათ ეს პროექტი მიმდინარეობდა სასწავლო წლის დაწყებიდან . ახლა კი მოსწავლეები წარმოადგენენ პროექტის ფარგლებში თავის ნამუშევარს.- 15:00-15:45 საათებში ჩატარდება -1ა, 2ბ, 3ა, 4ა, 5ბ კლასების პრეზენტაცია;- 16:00-16:45 საათებში ჩატარდება 1ბ, 2ა, 3ბ, 4ბ, 5ა კლასების პრეზენტაცია.პრეზენტაციის შემდეგ გაგრძელდება სასწავლო პროცესი.გაითვალისწინეთ, რომ დაინტერესებული მშობლები მოხვიდეთ დროულად .
სასკოლო საზოგადოების მიერ გიმნაზიის მისიის ცნობადობის კვლევის ანალიზი
2022წლის სექტემბრის თვეში, დირექციამ განახორციელა "ახალი ქართული გიმნაზიის" მისიის ცნობადობის კვლევა, მასწავლებლებში, მშობლებში და მოსწავლეებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 121-მა რესპოდენტმა. აქედან 19,8% -მასწავლებლებმა, 36,4% - მოსწავლეებმა და 43,8% მშობლებმა.
კვლევის ანალიზი დევს აქ:
გიმნაზიასა და მშობელს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების შაბლონი
მშობლებს, რომლებსაც დაკარგული გაქვთ ძირითადი ხელშეკრულების თქვენი პირი. შეგიძლიათ გაეცნოთ შაბლონს.
მშობელთა/მოქალაქეთა საყურადღებოდ!
მშობელთა/მოქალაქეთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ შპს „ახალ ქართულ გიმნაზიის“ დირექციასთან მოქალაქეთა/მშობელთა მიღება ხდება ყოველდღე 10:00–16:00 საათამდე წინასწარ შეთანხმებით.
სასწავლო პროცესის დროს, წინასწარი შეთანხმების გარეშე, შენობაში ნებისმიერი პირის შემოსვლა აკრძალულია.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ გიმნაზიის:
- ელექტრონულ ფოსტაზე - newgeorgiangymnasium@gmail.com
- facebook Messenger-ზე - ახალი ქართული გიმნაზია • New Georgian Gymnasium
- ქალაქის ნომერზი +995 032 2 652 667
გიმნაზიაში მიმდინარე პროცესებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ სკოლის ვებ გვერდზე - https://ngg.edupage.org/ და facebook-ის ოფიციალურ გვერდზე - ახალი ქართული გიმნაზია • New Georgian Gymnasium.
დირექცია
2022-2023 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით
განცხადება
2022-2023 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით
5 სექტემბრის დღის გეგმა:
09:00 საათი-მასწავლებელთა გამოცხადება;
10:00 საათი II-IX კლასების მიღება;
(დამრიგებლები ხვდებიან მოსწავლეებს და მშობლებს სკოლის ეზოში, შემდეგ მოსწავლეებს შეიყვანენ კლასებში, შეხვდებიან საგნის პედაგოგებს,ჩაიწერენ გაკვეთილების ცხრილს და ა.შ.)
12:00 საათი 1ა კლასთან შეხვედრა, მოსწავლეები და მშობლები (დამრიგებელი ნანა ჯელაძე);
13:00 საათი 1ბ კლასთან შეხვედრა, მოსწავლეები და მშობლები(დამრიგებელი ხატია ბახბახია);
14:00 საათი X-XII კლასებთან შეხვედრა.
პ.ს. მოსწავლეების სკოლაში ყოფნისათვის განსაზღვრული დრო არ გვაქვს...
15:00 თათბირი დამრიგებლებთან.
დამრიგებლები წარმოადგენენ ინფორმაციას მოსწავლეთა სკოლაში გამოცხადების შესახებ და ვინც არ გამოცხადდა - მიზეზებს.
6 სექტემბერს მოსწავლეები გამოცხადდებიან სკოლაში 08:50 წუთამდე.
გიმნაზიის დირექცია.
შპს ახალი ქართული გიმნაზიის ავტორიზაციის შესახებ
შპს ახალი ქართული გიმნაზიის ავტორიზაციის შესახებ
დაწესებულების მიერ თვითშეფასების კითხვარში ასახული ინფორმაციის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე დაინტერესებული მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-7 პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.
საბჭომ გადაწყვიტა:
- შპს ახალ ქართულ გიმნაზიას (ს/კ: 200036497) 6 წლის ვადით მიენიჭოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით.
- შპს ახალ ქართულ გიმნაზიას მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განესაზღვროს370- ით.
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის 26 ივლისისN844752 სხდომის ოქმის პირველი ნაწილი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად.
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2022 წლის 12 სექტემბერსს.
- საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ენად განისაზღვროს ქართული ენა.
- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებისგასაჩივრება შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში, სააპელაციო საჩივრის სააპელაციო საბჭოში წარდგენის გზით (შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. მეორე შესახვევი №2) ან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელის შეტანის გზით (შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6)
სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო საბჭოს თავმჯდომარე მალაზონია დავით
სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო საბჭოს მდივანი ჯინჭარაძე მანანა
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!
გაცნობებთ რომ გიმნაზია 2022-2023 სასწავლო წელს იწყებს 5 სექტემბერს 10 საათზე.
გაითვალისწინეთ რომ ეს დღე იქნება მოკლე!
განიხილება საორგანიზაციო საკითხები, მოსწავლეები შეხვდებიან პედაგოგებს, გაიცნობენ ახალ მოსწავლეებს, ჩაიწერენ საგაკვეთილო ცხრილს...
დაწყებითი კლასის მშობლები გააფორმებენ ხელშეკრულებებს სასადილოსთან და ა.შ.
2022 წლის 6 სექტემბერს, უკვე მზად საგაკვეთილო პროცესისთვის, მოსწავლეები სკოლაში უნდა გამოცხადდნენ პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, 8 საათსა და 50 წუთზე, ფორმით-თეთრი კლასიკური პერანგი და შავი/მუქი ლურჯი ქვედა შარვალი/ქვედაკაბა.
გაკვეთილები იწყება და ზარი ირეკება 09:00 წუთზე და იკეტება შემოსასვლელი კარებიც.
დაგვიანებული მოსწავლე არ დაიშვება პირველ გაკვეთილზე!
გაკვეთილის ხანგრძლივობა 45 წუთია, დასვენებები 15-10-5 წუთი.
გაითვალისწინეთ რომ მოსწავლეთა მობილობა (სხვა სკოლაში გადასვლა/გადმოსვლა) იკეტება 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე.
გაიცანით გიმნაზიის მომავალი პატარა ჟურნალისტები
მომავალი სასწავლო წლიდან, ჩვენი მოსწავლეები, უკვე ჟურნალისტის სტატუსით, საკუთარი სიუჟეტებისა და გადაცემების კალათას შექმნიან.