სიახლეები

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

      • სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

        გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.

        სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • ლოგოპედის მომსახურებას.

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).

        სიახლე: მიმდინარე წელს პირველ კლასში რეგისტრაციას შეძლებენ ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

        მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -

        https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit

        მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/

        ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/

         

      • სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას  ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას:

        -ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        -მათემატიკაში;

        -პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და  კითხვის საათის გაკვეთილებს.

        • დამატებით ტარდება:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        -გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.

        სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.

        I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;

        სკოლაში  ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:

        I-IV კლასებში  09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;

        V-XII კლასებში  09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

          • მშობლის საათი

          • 29 სექტემბერს, სკოლა ენ-ჯის III/ბ კლასში, ტუტორის ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩატარდა მშობლის საათი თემაზე — „იოცნებე, ირწმუნე, არ დანებდე“. 🌟

            შეხვედრა მიეძღვნა ბავშვების ოცნებებისა და მისწრაფებების მხარდაჭერას, საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გაძლიერებასა და ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავების უნარების განვითარებას.

            მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარ ოცნებებსა და მიზნებზე, იმსჯელეს დაბრკოლებების გადალახვის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მონდომება, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 💛

          • მშობლის საათი თემაზე — „მეცნიერება და ჯადოქრობა“.

          • 25 სექტემბერს I/ბ კლასში, კლასის ტუტორის ორგანიზებით, ჩატარდა მშობლის საათი თემაზე — „მეცნიერება და ჯადოქრობა“.

            მოსწავლეებისთვის შეხვედრა საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა. სხვადასხვა ექსპერიმენტისა და აქტივობის საშუალებით ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ ის, რაც ზოგჯერ ჯადოსნობად გვეჩვენება, ხშირად მეცნიერებასა და საინტერესო კანონზომიერებებს ეფუძნება.

            შეხვედრამ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, ცნობისმოყვარეობა გაეღვივებინათ, ახალი ცოდნა მიეღოთ და მეცნიერების სამყარო კიდევ უფრო საინტერესო კუთხით აღმოეჩინათ.

          • შემოქმედებითი კონკურსი — „ჩემი მათემატიკური პორტრეტი“.

          • 24 სექტემბერს II/ბ კლასში, მათემატიკის მასწავლებლის ორგანიზებით, ჩატარდა საინტერესო და შემოქმედებითი კონკურსი — „ჩემი მათემატიკური პორტრეტი“.

            მოსწავლეებმა სახალისო და შემოქმედებითი აქტივობების საშუალებით გამოავლინეს მათემატიკური ცოდნა, ლოგიკური აზროვნებისა და წარმოსახვის უნარები. კონკურსმა მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცა, მათემატიკა განსხვავებული და საინტერესო კუთხით დაენახათ და სასწავლო პროცესი კიდევ უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანი გაეხადათ.

          • კონკურსი — „გავიცნოთ ერთმანეთი და ციფრები“.

          • 24 სექტემბერს I/ბ კლასში მათემატიკის მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა საინტერესო და სახალისო კონკურსი — „გავიცნოთ ერთმანეთი და ციფრები“.

            მოსწავლეებმა სახალისო აქტივობებისა და თამაშების საშუალებით უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, გამოავლინეს ცოდნა და უნარები, ითანამშრომლეს თანაკლასელებთან და სასიამოვნო ემოციებით დატვირთული დღე გაატარეს.

          • ვიზიტი ბოტანიკურ ბაღში

          • სკოლა ენ-ჯის II/ბ, III/ბ და IV/ბ კლასის მოსწავლეები, კლასის ტუტორების ორგანიზებით, თბილისის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ.

            მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბაღის ულამაზესი სივრცეები, გაეცნენ მრავალფეროვან მცენარეთა სამყაროს და ბუნების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. სასიამოვნო გარემოში გატარებულმა დღემ მათ შესაძლებლობა მისცა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახის მიღმაც გაეგრძელებინათ და მიღებული ცოდნა პრაქტიკული გამოცდილებით გაემდიდრებინათ.

            მოსწავლეებისთვის ეს იყო საინტერესო, შემეცნებითი და სასიამოვნო დღე, რომელიც უამრავი შთაბეჭდილებითა და დაუვიწყარი ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.

          • თეატრალური კლუბი

          • თეატრალური კლუბი

            აღმოაჩინე და გამოავლინე შენი ნიჭი სკოლა „ენ-ჯიში“!

            თეატრალურ კლუბში ისწავლი სცენაზე თავისუფლად გამოსვლას, მეტყველებას, იმპროვიზაციასა და გუნდურ მუშაობას. განივითარებ კრეატიულობას, მეხსიერებასა და თავდაჯერებულობას.

            სემესტრის ბოლოს კლუბის წევრები მოამზადებენ სპექტაკლს და მაყურებლის წინაშე დიდ სცენაზე წარდგებიან.

            შემოგვიერთდი — შენი როლი უკვე გელოდება!

            დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიმართეთ კლუბის ხელმძღვანელს: 597 46 81 18

            კლუბი განკუთვნილია რუსულენოვანი მოსწავლეებისთვის.

          • ჭადრაკის კლუბი

          • გახდი ჭადრაკის სამყაროს ნაწილი!

            შპს „სკოლა ენ-ჯის“ ჭადრაკის კლუბი ახალი წევრების მიღებას იწყებს!

            განივითარე ლოგიკური აზროვნება და სტრატეგიული ხედვა, ისწავლე სწორი გადაწყვეტილებების მიღება და მიაღწიე წარმატებას მეგობრულ გარემოში!

            ვისთვის არის კლუბი?

            სკოლის ყველა მოსწავლისთვის — როგორც დამწყებთათვის, ისე გამოცდილი მოთამაშეებისთვის.

            რას გთავაზობთ?

            საინტერესო გაკვეთილებს;

            შიდასასკოლო ტურნირებს;

            მეგობრულ გარემოსა და დაუვიწყარ ემოციებს.

            სკოლა ენ-ჯი — წარმატება იწყება გონივრული სვლით!

            დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მიმართეთ კლუბის კოორდინატორს: 599542402

          • მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები

          • ჩვენს სკოლაში 30 სექტემბერს მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნებია!

            💚 თუ ხარ VII–XII კლასში, გაქვს იდეები და გინდა სკოლის ცხოვრება უფრო საინტერესო გახდეს - წარადგინე შენი კანდიდატურა!

            💛 რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად?

            ✔️ახალი კლუბების შექმნა;
            ✔️ღონისძიებებისა და თემატური დღეების დაგეგმვა;
            ✔️კონკურსები, კინოჩვენებები და ტურნირები;
            ✔️სკოლის პოდკასტი, გაზეთი ან სოციალური მედია;
            ✔️კულტურული, შემოქმედებითი, სპორტული და საქველმოქმედო პროექტები.

            შეგიძლია შემოგვთავაზო ლიტერატურის, კინოს, დებატების, მუსიკის, ხელოვნების, ტექნოლოგიების, გარემოს დაცვის ან სრულიად განსხვავებული კლუბი.

            💚 როგორ ვიმუშავებთ?

            თვეში ერთხელ შევხვდებით ხოლმე, დანარჩენ დროს კი ონლაინ ვიკონტაქტებთ. ერთად დავგეგმავთ იდეებს და ვიმუშავებთ მათ განხორციელებაზე.

            ✅ მნიშვნელოვანი თარიღები

            ‼️კანდიდატების რეგისტრაცია - 23 სექტემბრის ჩათვლით
            ‼️ არჩევნები - 30 სექტემბერს

            დარეგისტრირდი და ჩაერთე სკოლის გაუმჯობესებაში! 💛💚 

            [კანდიდატის რეგისტრაციისთვის მიმართე კლასის ტუტორს]

             

          • ნიანგი გამბის ვიზიტი სკოლაში

          • ♟️ 14 სექტემბერს სკოლა ენ-ჯიში ჭადრაკის განსაკუთრებული დღე გვქონდა! 🏆

            ჭადრაკის მასწავლებლის ინიციატივით, I–IV კლასების მოსწავლეებს განსაკუთრებული სტუმარი — ნიანგი გამბი — ეწვია. 🐊♟️

            გამბიმ ბავშვებისთვის ერთდროული საჭადრაკო სეანსი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მასთან პირადად ითამაშეს საჭადრაკო პარტიები.

            ბავშვებისთვის ეს დღე სავსე იყო სიხარულით, აზარტით, საინტერესო ბრძოლებითა და ზღვა ემოციებით! 💙

            ასეთი შეხვედრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჭადრაკი მხოლოდ თამაში არ არის — ეს არის აზროვნების, სტრატეგიის, მოთმინებისა და მეგობრობის შესანიშნავი სკოლა. ♟️✨

             

          • ხელოვნების კლუბი “არტსივრცე”

          • 🎨 სკოლა ენ-ჯიში იხსნება ხელოვნების კლუბი „არტსივრცე“!

            თუ თქვენს შვილს უყვარს ხატვა, ფერები, ხელსაქმე, თიხა და საკუთარი იდეების შექმნა — „არტსივრცე“ სწორედ მისთვისაა. ✨

            კლუბში ბავშვები იმუშავებენ სხვადასხვა მიმართულებით: ხატვა, ფერწერა, კოლაჟი, ფარდაგი, თექა, თიხაზე მუშაობა და ხელნაკეთი ნივთების შექმნა.

            „არტსივრცის“ მიზანია, ბავშვებმა შემოქმედებითი საქმიანობის საშუალებით განავითარონ ფანტაზია, წვრილი მოტორიკა, შემოქმედებითი აზროვნება და თვითგამოხატვის უნარი.

            აქ მთავარი მხოლოდ ლამაზი ნამუშევარი არ არის — მთავარი არის შექმნის პროცესი, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და შემოქმედებითობის სიხარული.

            ✨ პატარა შემოქმედები დიდ სამყაროს ქმნიან!

            📍 სკოლა ენ-ჯი
            📞 577 90 95 92

          • 2026–2027 სასწავლო წლის საზეიმო გახსნა💚💛

          • 7 სექტემბერს ჩვენი სკოლა კვლავ აივსება ბავშვების ჟრიამულით!

            გელოდებით 10:00 საათზე 2026–2027 სასწავლო წლის საზეიმო გახსნაზე.

            მოუთმენლად ველით ჩვენს მოსწავლეებთან შეხვედრას: მათ, ვინც ენ-ჯიში ბრუნდება და მათაც, ვინც წელს პირველად გახდება ჩვენი სკოლის ოჯახის წევრი.

            შევხვდეთ ახალ სასწავლო წელს ერთად!

            7 სექტემბერი

            10:00

          • მასწვლებელთა კონფერენცია

          • 2026 წლის 13 ივლისს სკოლა ენ-ჯიში გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია, რომლის მიზანი იყო პროფესიული გამოცდილების გაზიარება, სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომების წარმოჩენა და ეფექტიანი საგანმანათლებლო პრაქტიკის გავრცელება.

            კონფერენციის ფარგლებში მასწავლებლებმა წარადგინეს მათ მიერ მომზადებული საკონფერენციო თემები, ისაუბრეს სასწავლო პროცესში გამოყენებულ ინოვაციურ მეთოდებსა და სტრატეგიებზე, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელობაზე, აქტიური სწავლების ფორმებზე, შეფასების მრავალფეროვან მიდგომებსა და ციფრული რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა მოტივაციის, ჩართულობისა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებას.

            კონფერენცია წარიმართა თანამშრომლობითა და პროფესიული დიალოგის გარემოში. მონაწილეებმა აქტიურად გაცვალეს გამოცდილება, განიხილეს სწავლა-სწავლების პროცესში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის ეფექტიანი გზები, რაც მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება პროფესიული განვითარების, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისა და სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესის უწყვეტი გაუმჯობესებისთვის.

          • კათედრების სხდომები

          • 2026 წლის ივლისში სკოლა ენ-ჯიში ჩატარდა საგნობრივი კათედრების სხდომები. სამუშაო შეხვედრები გაიმართა ენების კათედრის, საზოგადოებრივი მეცნიერებების, ესტეტიკური ციკლებისა და სპორტის კათედრის, ასევე ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო საგნების კათედრის ფარგლებში. ყველა კათედრაზე დღის წესრიგი იყო ერთიანი და განხილული იქნა სასწავლო პროცესის შეფასებასა და მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

            სხდომებზე განიხილეს საგნობრივი კურიკულუმების განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების შედეგები, კათედრის წევრი მასწავლებლების წლიური ანგარიშებისა და პროფესიული პორტფოლიოების მონიტორინგის შედეგები, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები და საგნობრივი დინამიკა, სასკოლო გამოცდების შედეგებისა და წლიური შეფასებების ვერიფიკაცია. ასევე გაიმართა წარმატებული პრაქტიკის, პროფესიული გამოცდილებისა და მიგნებების გაზიარება, განისაზღვრა თითოეული კათედრის ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები და შემუშავდა 2026–2027 სასწავლო წლის ძირითადი პრიორიტეტები.

            შეხვედრები წარიმართა საქმიან და კონსტრუქციულ გარემოში. მონაწილეებმა იმსჯელეს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების, ეფექტიანი თანამშრომლობის გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ახალი სასწავლო წლის წარმატებით დაგეგმვასა და განხორციელებას.

          • სტუმარი ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რუსუდან კვარაცხელია

          • სკოლა ენ-ჯის ეწვია ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რუსუდან კვარაცხელია. მან მოსწავლეებს ჩაუტარა სემინარი სახელწოდებით "სურსათის უვნებლობა, როგორც მეცნიერება".

            სემინარის დასასრულს კი მან მოსწავლეებს და პედაგოგებს საჩუქრად გადასცა პირველი, ქართული, შემეცნებითი ფაზლები, სურსათის უვნებლობის მიმართულებით.

            ფაზლების დანიშნულებაა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება სურსათის უვნებლობის კუთხით; ასევე სურსათის უვნებლობის, როგორც მეცნიერების გააზრება.

          • 🎈 1 ივნისი — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 🎈

          • 🎈 1 ივნისი — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 🎈

            ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სკოლა „ენ-ჯიში“ სპორტის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა მხიარული სტარტები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს II–V კლასების მოსწავლეებმა.

            ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა სახალისო და სპორტულ აქტივობაში შეეჯიბრნენ, გამოავლინეს სისწრაფე, მოხერხებულობა, გუნდური მუშაობის უნარი და პოზიტიური განწყობა.

            ღონისძიებამ მხიარულ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. მონაწილეებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს, მიიღეს უამრავი დადებითი ემოცია და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მეგობრობა, ერთობა და კარგი განწყობაა.

            💙 საბოლოოდ, გაიმარჯვა მეგობრობამ!

            გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და გისურვებთ ბედნიერ, ნათელ და წარმატებულ ბავშვობას! 🌟👧👦⚽🏃‍♀️🏃‍♂️

          • სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსი იმერეთში

          • 23-24 მაისს სკოლა ენ-ჯის IX/ა კლასის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოსწავლეთათვის საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მოგზაურობად იქცა იმერეთში. ექსკურსიის ფარგლებში მათ დაათვალიერეს გეგუთის სასახლე, მოწამეთას მონასტერი, ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი, სადაც გაეცნენ საქართველოს ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას.

            მეორე დღეს მოსწავლეებმა მოინახულეს პრომეთეს მღვიმე და სათაფლიის ნაკრძალი, რამაც მათზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ექსკურსიამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემეცნებითი ინტერესის, გუნდური მუშაობისა და სოციალური უნარების განვითარებას

          • ვიზიტი მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი-ში.

          • 22 მაისს სკოლის „ენ-ჯის“ II/ბ კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებლისა და კლასის ტუტორის ორგანიზებით, საინტერესო და შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმი-ში.

            მუზეუმის სტუმრობა ბავშვებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა — ისინი დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ უნიკალურ ექსპონატებს, ეცნობოდნენ სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის მუსიკალურ ინსტრუმენტებს და გაოცებულები რჩებოდნენ მათი მრავალფეროვანი ფორმებითა და ბგერის შექმნის უძველესი ტექნიკებით.

            განსაკუთრებული ინტერესი მოსწავლეებში გიდის საინტერესო თხრობამ გამოიწვია, რომელმაც იშვიათი ინსტრუმენტების ისტორია გააცნო ბავშვებს. ბევრმა მათგანმა მსგავსი ექსპონატები პირველად იხილა, რამაც ექსკურსია კიდევ უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა.

          • ექსკურსია ანანურში

          • ისტორია, ბუნება და დაუვიწყარი ემოციები ანანურში!

            24 მაისს სკოლის ენ-ჯის III/ა კლასის მოსწავლეები დაუვიწყარ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ — ულამაზეს და ისტორიულ ანანურის ციხესიმაგრე-ში.

            მოგზაურობა სავსე იყო ახალი შთაბეჭდილებებით, საინტერესო ისტორიებითა და ბედნიერი ემოციებით. ბავშვებმა ახლოდან დაათვალიერეს საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ძეგლი, დატკბნენ ულამაზესი ბუნებით და ერთად უამრავი სასიამოვნო მოგონება შექმნეს.

          • მათემატიკური ვიქტორინა — „ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში“.

          • 22 მაისს სკოლა ენ-ჯის მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით, ჩატარდა 5/ბ კლასის მათემატიკური ვიქტორინა — „ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში“.

            მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ შეჯიბრებაში, გამოავლინეს ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და სწრაფი მსჯელობის უნარი.

            ვიქტორინამ მეგობრული, საინტერესო და მოტივაციის ამაღლებელი გარემო შექმნა, სადაც ბავშვებმა ცოდნაც გაიღრმავეს და სასიამოვნოდაც გაატარეს დრო.

          • ექიმის საათი

          • სკოლა ენ-ჯის მე-8/ბ კლასში ჩატარდა ექიმის საათი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიეძღვნა. ექიმმა მოზარდებს მარტივად და გასაგებად აუხსნა, თუ როგორ მოქმედებს მათ ორგანიზმზე მავნე ჩვევები, არასწორი ძილი და ფასტფუდი. მერვეკლასელებისთვის ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ასაკში ისინი თავად იწყებენ იმის გადაწყვეტას, თუ რით იკვებონ და როგორ გაატარონ თავისუფალი დრო. სპეციალისტის რჩევები დაეხმარა ბავშვებს, ზედმეტი მორალის კითხვის გარეშე, გვერდიდან შეეხედათ საკუთარი ჩვევებისთვის. საბოლოო ჯამში, შეხვედრამ მოსწავლეებს მისცა რეალური ორიენტირები საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

          • სიმბოლური "ბოლო ზარი"

             გიმნაზია 2022 წლის 3 ივნისს სიმბოლური "ბოლო ზარით" დაემშვიდობა უკვე ყოფილ მეთორმეტე კლასელებს.

            ჩვენო საყვარელო კურსდამთავრებულებო,

            გილოცავთ სკოლის დამთავრებას. წარმატებულ მომავალს გისურვებთ.

            წინ გრძელი გზა გაქვთ, სიხარულით,სიყვარულით,წყენით,გამარჯვებით,მარცხით,დაცემით,ადგომით… და ამ გზაზე გვინდა- ყველა გადამწყვეტ ბრძოლაში გამარჯვება გისურვოთ.

             

             

          • ნახაზების გამოფენა

            გიმნაზიაში V-X კლასებში ისწავლება საგანი ხაზვა, პედაგოგი იური არუთინოვი. ყოველი წლის ბოლოს კი გამორჩეული ნახაზების გამოფენა ეწყობა.

          • მუსიკალური სპექტაკლი "ანბანების სიტყვათ სეტყვა"

            3 ივნისს გიმნაზიაში ქართული და რუსული  სექტორის პირველი კლასის მოსწავლეებმა ერთად წარმოადგინეს მუსიკალური სპექტაკლი და ამ საოცარი ღონისძიებით დაასრულეს პირველი კლასი. მუსიკის პედაგოგი ინგა ადახი, მედიაწიგნიერების პედაგოგი შორენა ტალიკიშვილი

          • "ტვინების ბრძოლის" სასკოლო ტური

            23 მაისს მე-6, მე-7 და მე-8 კლასების გუნდებს შორის გაიმართა "ტვინების ბრძოლა", რომელიც არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეთათვის. ერთ სივრცეში განლაგებულმა გუნდებმა უპასუხოეს წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა იყო ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებული იყო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე.

            თამაშში პირველ ადგილზე გავიდა მე-6/ა კლასის მოსწავლეთაგან შემდგარი გუნდი, რომელმაც  მოიპოვა სკოლის ჩემპიონის ტიტული. გამარჯვებულს Brains-ისგან გადაეცემა „გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი”. ასევე, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს მიენიჭებათ “ტვინების ბრძოლის” ოფიციალურ, სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება - რომელიც ტარდება რეგიონული მასშტაბით.

          • ინტელექტუალური თამაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში: "რა? სად? როდის"

            2022 წლის  5 მაისს   სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ინიციატივითა და ხელშეწყობით მე-8  და მე-9 კლასებს შორის  ჩატარა ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად?  როდის?’’, რომელიც მიზნად ისახავდა ცოდნისა და ინტერესების გაღრმავებას  ფიზიკაში, ქიმიაში,   ბიოლოგიაში, აგრეთვე  თითოეული მოსწავლის მიერ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას.

            თამაში იყო  საინტერესო და დადებითი ემოციებით სავსე.

            ორივე კლასი  დაჯილდოვდა სიგელებით. თამაშის ბოლოს  კი გამოვლინდა გამარჯვებული.

            გაიმარჯვა მე-8/ა კლასის ინტელექტუალურმა გუნდმა, წარმატებულ მოაზროვნეებს გადაეცათ თამაშის სიმბოლო - „ბუ„.

          • 26 მაისი 2022 წელი

             2022 წლის 25 მაისს გიმნაზიაში ჩატარდა თავისუფლების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. გავიხსენეთ 1918 წლის 26 მაისის მოვლენები და ნოე ჟორდანიას სიტყვა, წარმოთქმული დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერის დროს: 

            "ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელი, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო; დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის".

          • სასკოლო პროექტი "დედამიწის სიყვარული იწყება ჩემი ეზოდან"

            დედამიწის დღესთან დაკავშირებით გიმნაზიაში განხორცილედა სასკოლო პროექტი,რომლის ფარგლებში მშობლებმა შეაგროვეს თანხა:

            1/ა კლასი-285 ლარი;

            1/ბ კლასი-195 ლარი;

            2/ბ კლასი-165 ლარი;

            3/ა კლასი-195 ლარი;

            3/ბ კლასი-175 ლარი;

            4/ბ კლასი-105 ლარი;

            6/ა კლასი-150 ლარი;

            7/ბ კლასი-105 ლარი;

            8/ბ კლასი-40 ლარი;

            9/ა კლასი-30 ლარი;

            9/ბ კლასი-75 ლარი.

            სულ შეგროვდა 1520 ლარი. ამ თანხით ნაყიდია:

            კანადური ნაძვი -1 ცალი;

            ფუქსია- 6 ცალი;

            მწვანე ბუჩქი-6 ცალი;

            წითელი ბუჩქი -4 ცალი.

            ჩვენი მე-3/ბ კალსის მოსწავლის კირილ ვესელოვის მშობლის ქსენია ვესელოვას დახმარებით მოხდა ნერგების შერჩევა და დარგვა. დიდი მადლობა მას თანამშრომლობისთვის .

            ასევე დიდი მადლობა ყველა ზემოთ ნახსენები კლასის მოსწავლეთა მშობლებს,ვინც თავისი წვლილი შეიტანა გიმნაზიის ეზოს გალამაზებასა და გამწვანებაში. .

          • "რა,სად,როდის?" საბუნებისმეტყველებო მეცნიერებებში

            აამ წლის 5 მაისს მე-7 მე-8 კლასებში საბუნებისმეტყველებო მეცნიერებებში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშია "რა,სად,როდის?". თამაშის ორგანიზატორები: ქიმიის მასწავლებელი-ირინა გაბელაია და ფიზიკის მასწავლებელი ხათუნა გელოვანი.

          • აქცია: "აჩუქე წიგნი"

            წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სკოლაში განვახორციელეთ აქცია: "აჩუქე წიგნი". სკოლის მასწავლებლებმა და კლასში მოსწავლეებმა ერთმანეთს აჩუქეს წიგნები, რითაც კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით წიგნიერების მნიშვნელობასა და გავუწიეთ პოპულარიზაცია წიგნის კითხვის საჭიროებას. 

          • 2021-2022 სასწავლო წლის   მაის/ივნისის  თვის სამუშაოგეგმა

             

            02.05.2022 -დირექციის წევრების შეხვედრა აპრილის თვეში თვეში შესრლებული ღონისძიებების ანგარიში/დირექციის წევრების შეხვედრა მაისის/ივნისის თვეში ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ     

            03.05.2022 -მოსწავლეთა ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებაI-VI. ინგა ადახი/ექიმი  

            03.05.2022- ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგებთან შეხვედრა. დირექცია/
             უცხოეთიდან გადმოსულ მოსწავლეებთან ინდივიდუალურ მუშაობასთან დაკავშირებით.

            10-20 მაისი -დიაგნოსტიკური შეფასებები IV-IX. მაია გურასპიშვილი/ყველა საგნის მასწავლებელი/ უნდა მოგვაწოდოს სამინისტრომ

            16.05.2022--ოლიმპიადის მე-2 ტური მათემატიკაში  III-VII  ზოია ცაბაძე     

             20.05.2022ოლიმპიადის მე-3 ტური მათემატიკაში III-VII ზოია ცაბაძე     

             05.05.2022 საბუნებისმეტყველო საგნებში ვიქტორინა VIII-IX  რინა გაბელაია-გოგია/ხათუნა გელოვანი  

            06.05.2022 შეხვედრა კლასის ხელმძღვანელებთან, მოსწთა აკადემიური  მოსწრების შესახებ.V-XII/ ინგა ადახი    

            13.05.2022  დასკვნითი ღინისძიება - "დედამიწის სიყვარული იწყება ჩემი ეზოდან"./ ინგა ადახი    

            13.05.2022 შეხვედრა მშობლებთან XI დირექცია/სოფიო გოგატიშვილი/ მომავალი სასწავლო წლის გეგმების შესახებ

            23.05.2022  კითხვის ტექნიკის შემოწმებაI-IV  მაია გურასპიშვილი    

            25.05.2022 დამოუკიდებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.VII-IX ინგა ადახი/კლასის ხელმძღვანელები  

            16.05.2022-25.05.2022 დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებები:- ესეების კონკურსი, პოსტერების გამაზდება V-VI ; VII-IX   მაია გურასპიშვილი/ინგა ადახი/მზია ცხოვრებაზე/ეთერ დოგუზოვი/
            თეონა ფარცხალაძე. 
              - თემა "26 მაისი და საქართველო"

            27.05.2022  შეხვედრა მომავალ პირველკლასელებთან დირექცია/კლასის ხელმძღვანელები/საგნის მასწავლებელები 15:00 სთ/16:00 სთ

            16.04.2022- 20.05.2022  შეჯიბრი მძლეოსნობაში VII-XII ვიქტორია მგელაძე   

            01.06.2022-03.06.2022 სამოქალაქო კლუბის აქტივობა: ბავშვთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები V-IX  კლასები  მაია გურასპიშვილი/სამოქალაქო კლუბი  

            01.06.2022 ბავშვთა უფლებების დაცვის დღე  - სკოლის ეზოს კედლის მოხატვა.V-VI ინგა ადახი/თეონა ფარცხალაძე  

            03.06.2022  პირველკლასელთა ღონისძიება  ინგა ადახი   

            01.06.2022-10.06.2022 ადმინისტრაციული წერები V- IX დირექცია.  გრაფიკის მიხედვით

            6.06.2022- 10.06.2022 დიაგნოსტიკური წერები  (ქართული, ინგლისური) X_XI დირექცია/საგნის მასწავლებელი. გრაფიკის მიხედვით

            13-14.06.2022 ქართული ენა რუსულ სექტორზე - ახლად გადმოსული მოსწავლეებისთის ტესტირება.  მაია გურასპიშვილი  გრაფიკის მიხედვით

            16. 06.2022 დირექციის წევრების შეხვედრა მაისის-ივნისის თვეში შესრლებული ღონისძიებების ანგარიში დირექცია   

             

             

          • დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

            22 აპრილი დედამიწის დღეა - ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში კვლავ დაიგეგმა კვირეული, რომლის ფარგლებშიც ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის გაკვეთილებზე, მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია ეკოლოგიურ საკითხებზე.

            დაწყებით საფეხურზე მოსწავლებმა გაკვეთილების პროცესში უყურეს ანიმაციურ ფილმებს ეკოლოგიურ თემატიკაზე, განიხილეს ენეგროეფექტურობისა და დაბინძურების საკითხები, დახატეს ნახატები და პოსტერები, მოეწყო სასკოლო გამოფენა;

            საბაზო საფეხურზე გეოგრაფიის გაკვეთილებზე ჩატარდა შესაბამის თემატიკაზე საუბრები, განხილვები, დოკუმენტური ფილმების ჩვენება. 

          • "დედა ენის" კვირეული სკოლაში

            14 აპრილი "დედა ენის" დღეა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სკოლაში დავგეგმეთ კვირეული, რომლის ფარგლებშიც ჩავატარეთ საინტერესო აქტივობები:

            1. დაწყებით კლასებში გაკვეთილები დაეთმო იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის განხილვას, ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ ინფორმაციების მიწოდებას;

            2. დაწყებით საფეხურზე, როგორც ქართულ, ასევე რუსულ სექტორებზე - ქართული კალიგრაფიის კონკურსს;

            3. საბაზო საფეხურზე ჩატარდა შიდასასკოლო ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (ორივე სექტორზე);

            4. საბაზო საფეხურზე - ქართული კალიგრაფიის კონკურსი";

            5. დაიგეგმა და განხორციელდა გასვლითი გაკვეთილები მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში;

            6. კვირეულის დასკვნით დღეს, სკოლის სააქატო დარბაზში, გაიმართა კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა ქართულ დამწერლობას, მის უნიკალურობასა და მნიშვნელობას, დიპლომები გადაეცათ ქართულ ოლიმპიადასა და კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს.

            სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველა მოსწავლესა და ქართული ენის მასწავლებელს კვირეულის ფარგლებში ჩართულობისა და აქტიურობისათვის.

    • კონტაქტი

      • სკოლა ენ-ჯი
      • (+995 32) 265-26-67
      • გლდანი, ფორე მოსულიშვილის ქ. 20
        თბილისი
        0167 თბილისი
        Georgia
    • ანგარიშში შესვლა

  • ჩვენი სოციალური ქსელები