წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სკოლა ენ-ჯიში 5 და 6 თებერვალს სკოლის ბიბლიოთეკარმა III-V/ა და II-IV/ბ კლასებთან ერთად მოაწყო წიგნის საჯარო კითხვა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული, წაიკითხეს ნაწარმოებები გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებები, ისაუბრეს თავიანთ საყვარელ წიგნებსა და პერსონაჟებზე, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები და ემოციები.
სიახლეები
სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
სკოლა ენ-ჯი/NG School აგრძელებს პირველკლასელთა რეგისტრაციას, ქართულ და რუსულ სექტორზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას - ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში და პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას მეორე კლასიდან;
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას - ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, ბიბლიოთეკის საათი და კლასის საათი.
სკოლა თანამშრომლობს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან.
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto.
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• ლოგოპედის მომსახურებას.
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე (I-IV კლასები).
გაითვალისწინეთ - 2026-2027 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
მოსწავლის რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -
https://docs.google.com/.../1t3B36YmspefAheqPoZl14Jz.../edit
მისამართი: თბილისი, გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 / 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org/
ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/
სკოლა ენ-ჯი აგრძელებს მოსწავლეთა მობილობას ქართული და რუსული სექტორის (I-XII) კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას:
-ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
-მათემატიკაში;
-პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, ხაზვის და კითხვის საათის გაკვეთილებს.
• დამატებით ტარდება:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
-გასვლითი გაკვეთილები/ექსკურსიები.
სკოლა თანამშრომლობს ნ.დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრთან, მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ესწრებიან 4 სპექტაკლს.
I-IV კლასის მოსწავლეებს ვთავაზობთ ერთჯერად ჯანსაღ კვებას ;
სკოლაში ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია რუსულ სექტორზე;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• მხატვრული ტანვარჯიში;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს:
I-IV კლასებში 09:00 საათიდან – 18:00 საათამდე;
V-XII კლასებში 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე;
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები
სკოლა ენ-ჯის 2025-2026 სასწავლო წლის დაგეგმილი სასკოლო ღონისძიებები
2025-2026 სასწავლო წლის წლიური გამოცდები
2025-2026 სასწავლო წლის
წლიური გამოცდები
(ჩატარდება 2026 წლის 08 ივნისიდან 12ივნისის ჩათვლით)
დაწყებითი საფეხური
მუხლი 11
11.3. დაწყებითი კლასების საფეხურზე, IV კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური ტესტირებები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი);
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) რუსული სექტორისთვის;
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
4. პირველი უცხოური ენა (ინგლისური) (ორივე სექტორი);
11.4. შეფასება განხორციელდება - ოთხ დონიანი განმავითარებელი შეფასების რუბრიკით.
11.5. დაწყებითი კლასების საფეხურზე, V და VI კლასის ბოლოს ჩატარდება წლიური გამოცდები:
1. ქართული ენა და ლიტერატურა (ქართული სექტორი) ;
2. ეთნიკური უმცირესობის ენა (რუსული) (რუსული სექტორი);
3. მათემატიკა (ორივე სექტორი);
11.6. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
საბაზო საფეხური
მუხლი 14
14.4.წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა ატარებს წლიურ გამოცდებს, შემდეგ საგნებში/საგნობრივ ჯგუფში:
ქართული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- ქართული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი-ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. (მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
რუსული სექტორი
VII -VIII - IX კლასი- რუსული ენა და ლიტერატურა და მათემატიკა.
X კლასი - ინგლისური ენა, ისტორია, არჩევითი საგანი მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია.(მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიონ საგანი).
14.4.2. წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
საშუალო საფეხური
მუხლი 14
14.4. . წლიური გამოცდა
14.4.1. სკოლა ვალდებულია საფეხურის ბოლოს გავიდეს საგნობრივი ჯგუფების სამიზნე ცნებებზე. ამ ამოცანის შესრულების მიზნით სასწავლო წლის ბოლოს სკოლა XI კლასებში ატარებს წლიური გამოცდებს.
14.4.3. XI კლასი
ქართული სექტორი :
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
- არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;
რუსული სექტორი:
- პირველი უცხოური ენა (ინგლისური);
- არჩევითი საგანი მათემატიკა, ისტორია;
14.4.4 წლიური გამოცდის ქულას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე და გამოითვლება შემდეგი პრინციპით: საგნის წლიურ ქულას მიემატება გამოცდის ქულა და გაიყოფა ორზე.
წიგნის საჯარო კითხვის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში
- 55
ექიმის საათი
3 თებერვალს სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
მათემატიკური ვიქტორინა თემაზე: ,,ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში."
3 თებერვალს სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში მათემატიკის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა თემაზე: ,,ყველაზე ჭკვიანი მათემატიკაში."
3
გასვლითი გაკვეთილი
30 იანვარს სკოლა ენ-ჯის X/ა კლასი ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში იმყოფებოდა მეტეხის ტაძრში, სადაც შუშანიკ დედოფლის საფლავი მოინახულეს. ასევე, მოილოცეს აბო თბილელის წამების ადგილზე აგებული ტაძარი.
ღონისძიება
29 იანვარს სკოლა ენ-ჯის I/ა კლასის ტუტორების ინიციატებით ჩატარდა ღონისძიება.
2
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის III/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის III/ა კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელება”
1
ნინო ქადაგიძეს სტუმრობა სკოლაში
28 იანვარს, სკოლა ენ-ჯიში კითხვის საათის ფარგლებში გაიმართა წაკითხული წიგნის განხილვა, რომელსაც საბავშვო მწერალი ნინო ქადაგიძე ესტუმრა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ V-VI/ა კლასის მოსწავლეები. მათ ავტორს გაუზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დაუსვეს საინტერესო კითხვები და მოისმინეს მწერლისგან საინტერესო ამბები.
შეხვედრის დასასრულს ნინო ქადაგიძემ სკოლას საავტორო წიგნი გადასცა და მოსწავლეებს უსურვა კარგ მკითხველებად ჩამოყალიბება.
ახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე.
29 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ზამთრის ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.
5
სახალისო ქვესტი
22 იანვარს სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით VII/ბ კლასში ჩატარდა სახალისო ქვესტი ინგლისურ ენაზე. მოსწავლეებმა აქტიურად ჩაერთნენ აღნიშნულ აქტივობაში და ბოლოს დაიმსახურეს საჩუქრები.
2
ვიზიტი “VR Arena” - ზე
26 იანვარს სკოლა ენ-ჯის VII/ბ კლასი ტუტორთან ერთად მოინახულეს “VR Arena” და სახალისოდ გაატარეს დრო.
1
სკოლა ენ-ჯი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 🎄✨️
სკოლა ენ-ჯი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის V/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშოვლის საათი თემაზე: "საახალწლო ჯუჯების მომზადება"
14
საახალწლო კარნავალი
სკოლა ენ-ჯის I-IV/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საახალწლო კარნავალი
8
ალექსანდრე ბერიშვილის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯი-ში 22 დეკემბერს სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ორგზის ჩემპიონი ჭადრაკში და მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული ჭადრაკ-კრივში — ალექსანდრე ბერიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში მან მოსწავლეებთან ჩაატარა ერთდროული საჭადრაკო სეანსი.
სეანსში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.
1
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მაინკრაფტი იტყუება? სინამდვილეში როგორ ჩნდება ალმასები”
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის VII/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “საახალწლო ვიქტორინა”
4
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში III/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მასტერკლასი ჩარჩოების დამზადებაში”
2
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის ტუტორის პროგრამის ფარგლებში III/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “მასტერკლასი საახალწლო შანდლის დამზადებაში”
3
გამოცდილების გაზიარების გაკვეთილი ქიმიაში
სკოლა ენ-ჯიში ქიმიის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ღონისძიება. VIII/ა კლასის მოსწავლემ, პედაგოგების დახმარებით, ჩაატარა პრაქტიკული სამუშაო VI/ა კლასში ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე. გაკვეთილის თემა იყო — „ნარევების დაყოფა“.
მხატვრული წიგნების პრეზენტაცია
6 თებერვალს, სკოლის სააქტო დარბაზში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, მონიკა ჭანტურიას ინიციატივით გაიმართა ზამთრის არდადეგებზე წაკითხული მხატვრული წიგნების პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართული სექტორის მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეებმა. მათ საინტერესოდ წარმოაჩინეს შეთავაზებული კითხვარ-ბარათები, ჩამოაყალიბეს საკუთარი მოსაზრებები არდადეგების პერიოდში წაკითხულ წიგნებზე. მსგავსი აქტივობა მოზარდებში ხელს უწყობს მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებას. უღრმესი მადლობა აღნიშნული კლასების დამრიგებლებს აქტიური ჩართულობისთვის.
19
დაჯილოება
2021-2022 ს/წლის კურსდამთავრებულს დავით დავიდიანს გადაეცა ვერცხლის მედალი და სიგელი
ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს
საჯარო კითხვის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში
სკოლის ბიბლიოთეკარის თამარ თავართქილაძის ინიციატივით, 2 თებერვალს I-დან VII კლასის ჩათვლით ჩატარდა საჯარო კითხვის დღე! მოსწავლეებმა წაიკითხეს მათთვის საინტერესო წიგნები და ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.
33
ცდები ქიმიაში
ქიმიის მასწავლბლის ნინო ამირაშვილის ინიციატივით, სკოლის ლაბორატორიაში ჩატარდა საჩვენებელი ცდები ქიმიაში, რასაც ესწრებოდნენ V-VI-VII-VIII-IX-X-XI კლასის მოსწავლეები.
ვიზიტი თუმანიშვილის სახელობის თეატრში
2 თებერვალს "სკოლა ენ- ჯი" - ს Vlll/ა კლასმა, ანა კალანდაძის ლექსის ,,ლაჰილზე ისევ დიდებული, სავსე მთვარეა" გააზრებისთვის, სვანეთის, როგორც ისტორიული კუთხის უკეთ გაცნობის მიზნით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მონიკა ჭანტურიასთან ეწვივნენ თუმანიშვილის სახელობის თეატრს, სადაც დაესწრნენ სპექტაკლს სახელწოდებით ,,ხალდე". სპექტაკლი მოიცავდა ერთი სოფლის გმირების ბრძოლას დიდი იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ხალდეველებმა აჩვენეს თავისუფლების, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი. ახალმა თაობამ უნდა იცოდეს როგორ დაიცვას საკუთარი ქვეყანა, რა თავგანწირვაა ეს და ლიტერატურის რაკურსიდან რა დანიშნულება აქვს ხალდეს აჯანყების მსოფლიოში უპრეცენდენტო ისტორიას. მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ არაჩვეულებრივი მსახიობების დასს. მერვეკლასელებს მიეცათ დავალების პირობაც: ,,დაიმახსოვრე სპექტაკლიდან ერთი ფრაზა", რაზეც ააგებენ საკუთარ წერილობით დამოკიდებულებას.
პედ. საბჭო
26 იანვარს გაიმართა პედაგოგიური საბჭო, რომლის დროსაც მასწავლებლებმა შეაჯამეს პირველი სემესტრის შედეგები, მოისმინეს დირექციის მიერ მომზადებული 2023-24 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სკოლის მუშაობის ანგარიში, საგნობრივი დინამიკის ანალიზი და იმსჯელეს მეორე სემესტრში განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ.
სხდომის დასასრულს, დირექციამ გააცნო მასწავლებლებს მოსწავლეთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის დროსაც დასახელდნენ:
1. ყველაზე კეთილი;
2. ყველაზე ჭკვიანი;
3. ყველაზე მხიარული;
4. ყველაზე მეგობრული;
5. ყველაზე კრეატიული; და 6. ყველაზე ენერგიული მასწავლებლები, მათ გადაეცათ შესაბამისი დიპლომები.
2
სკოლა ენ-ჯის ზამთრის ბანაკი 2023-2024
ჩვენი სკოლა კვლავ აწყობს ჩვენი სკოლის მოსწავლეთათვის შემეცნებით-დასასვენებელ ბანაკს. 14-20 იანვარს სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის განხორციელდა ერთ კვირიანი ზამთრის ბანაკი ბორჯომის რაიონის დაბა “ტბაზე”. ბავშვებმა 7 დაუვიწყარი დღე გაატარეს ბორჯომის ხეობის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ბანაკის ფარგლებში დასვენებასთან ერთად მათ უტარდებოდათ სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.6
ფსიქოლოგის საათები
" სკოლა ენ-ჯი" -ში სისტემატიურად ტარდება ფსიქოლოგის საათი სკოლის ფსიქოლოგთან ქალბატონ შორენა ტალიკიშვილთან სხვადასხვა საინტერესო თემაზე:
"V/ა კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი თემაზე:მოსწავლეთა ქცევა,ქცევის დარღვევა და მიზეზები
VI/ა კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი თემაზე "მოზარდები და მათი პრობლემები"
VII/ა კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი თემაზე: "სინდრომი"
VIII/ა კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი თემაზე: ახალი მოსწავლის ადაპტაცია სკოლაში.
X/ა კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი თემაზე: "სიზარმაცე და მისი დაძლევის პრინციპები".
VIII/ბ, X/ბ და XI/ბ ჩატარდა ფსიქოლოგის საათითემაზე: "მე ტოლერანტი ვარ"!"
29
მშობლის საათები
"სკოლა ენ-ჯი" - ში სისტემატიურად ტარდებოდა საინტერესო მშობლის საათები სხვადასხვა თემაზე:
I/ბ კლასში მშობლის საათი თემაზე: " ფინანსური განათლების გაკვეთილი" მშობელ ევგენია მერაბიშვილთან ერთად
I/ბ კლასში მშობლის საათი თემაზე: " ინტერნეტიტ სარგებლობა" მშობელ დავიდ მერაბიშვილთან ერთად.
I/ა კლასში მშობლის საათი თემაზე: "პროფესია სტომატოლოგი" მშობელ მარიამ ფრიდონაშვილთან ერთად
III/ბ კლასში მშობლის საათი თემაზე: "ძერწვა" მშობელ ელიზავეტა მირგოროდსკაიასთან ერთად
VI/ა კლასში მშობლის საათი თემაზე: " პროფესია კლინიკური ფსიქოლოგი" მშობელ იქ ბაიაშვილთან ერთად
VII/ბ კლასში მშობლის საათი თემაზე: "IT სფერო" მშობელ არტიომ ეგოროვთან ერთად
VIII/ბ და X/ბ კლასებში მშობლის საათი თემაზე: "პროფესია ფსიქოლოგი" მშობელ ევგენია ლაპინასთან ერთად
17
ექიმის საათები
"სკოლა ენ-ჯი" - ში სისტემატიურად ტარდებოდა ექიმის საათები, სკოლის ექიმთან ქალბატონ ქეთევან ქიტიაშვილთან სხვადასხვა თემაზე:
I/ა კლასში თემაზე: " ჯანსაღი ცხოვრება"
I/ბ კლასში თემაზე: "ჯანსაღი ცხოვრება"
III/ბ კლასში თემაზე: "ჯანსაღი ცხოვრება"
III/ა კლასში თემაზე: "ჰიგიენა"
V/ა კლასში თემაზე: "ჯქნსაღი ცხოვრება, ჯანსაღი კვება"
VI/ა კლასში თემაზე: " სისხლის მიმოქცევა, გულის მუშაობა და სისხლძარღვები"
VII/ა კლასში თემაზე: "სისხლდენა"
IX/ა კლასში თემაზე: " სისხლდენა"
X/ა კლასში თემაზე: " სისხლდენა"
XI/ბ კლასში ჯანსაღი ცხოვრების
პრინციპი"
35
წიგნების ნაძვისხე
მოახლოებულ შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლის ბიბლიოთეკაში 22 დეკემბერს სკოლის მოსწავლეებმა ააწყვეს წიგნების ნაძვისხე.9
პროექტი მე და საზოგადოებაში თემაზე: " მე ჟურნალისტი ვარ "
საგანი - “ მე და საზოგადოება” ფარგლებში, მასწავლებელმა მზია ცხოვრებაძემ განახორციელა საგნობრივი პროექტი: “მე ჟურნალისტი ვარ!". პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა თავად აირჩიეს თემები, მოიძიეს შესაბამისი ინფორმაცია და მოახდინეს მათი წარდგენა -პრეზენტაცია.
π რიცხვის დაბადების დღე
22 დეკემბერს მათემატიკის მასწავლებლის კონსტანტინე ნევსკის ინიციატივით, მე-10/ბ კლასში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე: " π რიცხვის დაბადების დღე".
3
საშობაო საჩუქრები ბუფეტისგან
სკოლის ბუფეტმა დაწყებითი საფეხურის I-IV კლასის მოსწავლეებს მოუმზადა სიურპრიზი და საშობაოდ თითოეულ მათგანს გადასცა საჩუქრები ტკბილეულით.
საახალწლო ვიქტორინა
22 დეკემბერს, 1/ბ კლასის მათემატიკის მასწავლებლის გაიანე არითინოვას ხელმძღვანელობით ჩატარდა საახალწლო ვიქტორინა.
სოციალური კვლევა ბიოლოგიაში თემაზე: " მოზარდის ძილი"
ბიოლოგიის მასწავლებლის - ნელი ღარიბაშვილის ინიციატივით, ქართული და რუსული სექტორის მე-9 კლასებში ჩატარდა სოციალური კვლევა, თემაზე: " მოზარდის ძილი"; კვლევის პროცესში მოსწავლეებმა შეადგინეს კითხვარი, ჩაატარეს გამოკითხვა თანატოლებში, ბოლოს შეაჯამეს შედეგები და მოახდინეს კვლევის პრეზენტაცია- ანალიზი.
4
ბიოლოგიის პროექტი თემაზე: " გენური თერაპია"
ბიოლოგიის მასწავლებლის ნელი ღარიბაშვილის ინიციატივით, მე-11/ა კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: "გენური თერაპია". პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებების განკურნების შანსებზე.
ლიტერატურული საღამო თემაზე: " სადაც სიცოცხლეა, იქ პოეზიაა"
21 დეკემბერი - სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა ლიტერატურული საღამო: “სადაც სიცოცხლეა, იქ პოეზიაა“ - ქართული სექტორის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე, იმსჯელეს წელიწადის დროების უნიკალურიბასა და თავისებურებებზე
სასკოლო საჭადრაკო ტურნირი
16 დეკემბერს სკოლაში ჩატარდა დაწყებითი საფეხურის კლასებში გაიმართა სასკოლო საჭადრაკო ტურნირი. გამოვლინდა გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
პროექტი სახვითი და გამოყენებით ხელოვნებაში თემაზე: " ინგლისელი მწერლის რედიარს კილპინგის გრაფიკა "
19 დეკემბერს მე-6/ბ კლასში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის გოიარინე ავეტისოვას ინიციატივით ჩატარდა პროექტი თემაზე:" ინგლისელი მწერლის რედიარს კილპინგის გრაფიკა"