• სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას

        ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        მათემატიკაში;

        პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        • თეატრის დღეებს;

        • ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • ქართული ცეკვა;

        • N20 მუსიკალური სკოლა;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • კინგბოქსინგი;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

          • ექიმის საათი

          • სკოლა ენ-ჯის 2/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: " პირადი ჰიგიენა, ჯანსაღი ცხოვრების წესი"

          • მშობლის საათი

          • 10 ოქტომბერს მე-9ბ, მე-11/ბ და მე-12/ბ კლასებში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის სააათი თემაზე: "პილოტი - ცის დამპყრობელი".

          • მასწავლებლის საერთაშორისო დღე

          • ძვირფასო პედაგოგებო,

            გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!  

            თქვენ პროფესიულ დღეს! 

            ჩვენზე და ჩვენ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი. დიდი ტვირთია ამხელა პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მშობლის, არა მხოლოდ მოსწავლის, არამედ ქვეყნის წინაშე. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს, რადგან შევძლოთ ჩვენი ვალდებულებების სრულფასოვნად შესრულება.

          • მოსწავლეთა სათათბიროს შეხვედრა

          • სექტემბრის ბოლოს სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები, საიდანაც საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებიდან არჩეულ იქნენ წარმომადგენლები. 

            1 ოქტომბერს გაიმართა მოსწავლეთა სათათბიროს პირველი სამუშაო შეხვედრა სადაც აირჩა პრეზიდენტი და მდივანი, ასევე ჩამოაყალიბდა 3 კომიტეტი - ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტი, ხელოვნების კომიტეტი და სპორტის კომიტეტი;

             

            მოსწავლეები შეთანხმდნენ მორიგ სამუშაო შეხვედრაზეც, სადაც თითოეული კომიტეტი წარმოადგენს საკუთარ სამუშაო გეგმას.

          • ლია გაკვეთილი ქართულ ენაში

          • მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლა ,,ენ-ჯის" მე-7/ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: “ცოდნა, როგორც მარადიული საუნჯე - დავით გურამიშვილის ,,სწავლა მოსწავლეთას" მიხედვით”. მოსწავლეებმა იმსჯელეს, გამოთქვეს საკუთარი აზრები განათლებაზე, განათლებულ ადამიანებზე, ისაუბრეს მასწავლებლის როლზე და გაიხსენეს საკუთარი პირველი მასწავლებლები. გაეცვნენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ პედაგოგებს, მოსწავლეებმა გააჟღერეს საკუთარი მოსაზრებები სასწავლო პროცესისა და იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ოცდამეერთე საუკუნის პედაგოგი.

          • მშობლის საათი

          • 4 ოქტომბერს ტუტორის პროგრამის ფარგლებში, II/ბ ჩატარდა მშობლის საათი თემაზე: “თბილისობა”. კლასის საათის ფარგლებში მშობელებთან ერთად მოსწავლეებმა მოამზადეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები.

          • პრეზენტაციების წარდგენა

          • ევროპული ენების დღის აღსანიშნავად, ინგლისური ენის მასწავლებლების ჩართულიბით სკოლაში აღინიშნა ევროპული ენების დღე. 8/ა, 8/ბ, 9/ა, 9/ბ, 10/ა და 10/ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ევროპის ქვეყნებზე საინტერესო პრეზენტაციები.

          • მათემატიკური კონკურსი

          • 27 სექტემბერს I/ბ კლასში ჩატარდა მათემატიკური კონკურსი თემაზე: "გამოვიცნოთ ციფრები" მოსწავლეები იყვნენ დაყოფილნი სამ ჯგუფად და კარგად შეასრულეს მასწავლებლის  მიერ  მიცემული  დავალებები.

          • მხიარული სტარტები

          • 30 სექტემბერს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩატარდა სპორტული ესტაფეტა - “მხიარულ სტარტები”  III/ა და III/ბ კლასებს შორის, სადაც გაიმარჯვა მეგობრობამ.

          • ვიზიტი თეატრში

          • 28 სექტემბერს I/ბ კლასი, ტუტორის პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდა ვიზიტით თეატრში "ორი სახლი", სადაც მოსწავლეები დაესწრნენ მიუზიკლს: "მეფე ლომი"

          • კალიგრაფია

            სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.

          • დედაენის დღე

             

            სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.

          • ღია კარის დღეები

             

            ძვირფასო მშობლებო,

            2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის  ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით. 

            გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.

            პატივისცემით,

            დირექცია 

          • საბიბლიოთეკო კვირეული

            4 აპრილს სკოლა ენ-ჯის  ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული - 
            რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს -  „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. 

          • სტუმარი

            სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
            მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
            გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
            მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
            მწვანე ეკონომიკის სექტორები;
            მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
            ბიო პროდუქტების წარმოება;
            თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
            მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.

          • გამოფენა

            სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.