• სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას

        ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        მათემატიკაში;

        პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        • თეატრის დღეებს;

        • ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • ქართული ცეკვა;

        • N20 მუსიკალური სკოლა;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • კინგბოქსინგი;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

          • ფსიქოლოგის საათი

          • მე-11/ბ კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი, საუბრის თემა იყო პროფესიის არჩევისას დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა და მნიშვნელობა.

          • მშობლის საათი

          • 17 აპრილს კლასში ჩატარდა მშობლის საათი, სადაც სტუმრად იყო ნიკოლოზ ფერიაშვილის დედა, რომელიც ბავშვებს ესაუბრა ჰიგიენის დაცვის გზებზე, იმუნიტეტის გამომუშავების სხვადასხვა საშუალებებზე, ვიტამინებით სავსე პროდუქტების მიღების დადებით როლზე. ბოლოს კი ბავშვებს ვიტამინებით გაჯერებული ხილიც დააგემოვნებინა.

          • როკენროლის დღის აღნიშვნა

          • 15 აპრილს I-XI კლასის მოსწავლეებმა როკენროლის დღესთან დაკავშირებით, წარადგინეს წინასწარ მომზადებული პრეზენტაციები. პროექტს ხელმძღვანელონდა ინგა ადახი და მ. მესხი

          • პრეზენტაცია ბუნებისმეტყველებაში

          • 19 აპრილს მე-4/ბ კლასში ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ვიქტორია იაროვაიამ ჩაატარა საგაკვეთილო პრეზენტაცია თემაზე: “ეკოლოგია- ჩვენი დედამიწის ჯამრთელობა" მოსწავლეებმა თემის ფარგლებში მოამზადეს საინტერესო თემები და პრეზენტაციები, ერთმანეთს გაუზიარეს საინტერესო მასალები.

          • კალიგრაფიის კონკურსი

          • მე-3/ა, მე-4/ა, მე-5/ა და მე-6/ბ კლასებში მასწავლებელმა თამარ ცერცვაძის ორგანიზებით ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი.გამარჯვებულთა სია: 

            III/ა კლასი:

            I ხარისხის დიპლომი - თათული თაბუნიძე.

            II ხარისხის დიპლომი - ლიზა კვარაცხელია.

            III ხარისხის დიპლომი - ელენე მუჯირი.

            IV/ა კლასი:

            I ხარისხის დიპლომი - ქეთევან კობახიძე.

            II ხარისხის დიპლომი - ირინა მაჩიტიძე.

            III ხარისხის დიპლომი - საბა ჩხარტიშვილი.

            V/ა კლასი:

            I ხარისხის დიპლომი - სოფია კაკუბავა.

            II ხარისხის დიპლომი - ანაბელ შონვაძე.

            III ხარისხის დიპლომი - ანასტასია ცქვიტიშვილი.

            VI/ბ კლასი:

            I ხარისხის დიპლომი - თამარ კაკაშვილი.

            II ხარისხის დიპლომი - მელანია ჩეშჩევიკ.

            III ხარისხის დიპლომი - ალექსანდრა ლაპინა.

          • ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისური-რუსული

          • 18 აპრილს, მე-7/ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი რუსულსა და ინგლისურ ენაში თემაზე: ,, ჩემი მშობლიური ქალაქი- თბილისი ". გაკვეთილის ინტეგრაცია მოახდინეს პედაგოგებმა: თამარ ცერცვაძემ და ნატალია სარალიძემ.

          • ამოცანების კრებულის პრეზენტაცია

          • 10 აპრილს IV/ბ კლასში ჩატარდა კონკურსი თემაზე: "საქართველოს ამოცანების კრებული" მოსწავლეებმა მოამზადეს რეფერატები და მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია და მოახდინეს საინტერესო პრეზენტაცია.

          • მშობლის საათი

          • I/ბ კლასში ჩატარდა მშობლის საათი. კლასს ეწვია მშობელი ანტონინა ზახაროვა, რომელმაც მოსწავლეებთან ისაუბრა ფოტოგრაფის პროფესიის შესახებ.

          • ვიზიტი დედაენის ბაღში

          • 14 აპრილის - დედაენის დღესთან დაკავშირებით, კლასის დამრიგებლის - ნატალია სარალიძისა და ქართული ენის მასწავლებლის, მონიკა ჭანტურიას ინიციატივით მე-5/ა კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს “დედაენის" ბაღი, სადაც მოისმინეს დედაენის ძეგლის ისტორია, ყურადღება გაამახვილეს ქართული ენის მნიშვნელობაზე.

          • კონფერენცია

          • მე-8/ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მონიკა ჭანტურიას ორგანიზებით, დედა ენის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა შიდასაკლასო კონფერენცია. მოსწავლეებმა მოისმინეს და ისაუბრეს ენათმეცნიერის - რამაზ პატარიძის მოსაზრებებზე. მოსწავლეები დააკვირდნენ, თუ რა დიდი წარსული აქვს მშობლიურ ენას ჯერ კიდევ წარმართული ხანიდან და შემდეგ უკვე ქრისტიანულ ხანაში; გაიგეს მეტი ანბანის დამწერლობის საფეხურების, ძველი ეგვიპტელი და კოლხი ქურუმების მისტიკური კავშირის შესახებ.

          • ფსიქოლოგის საათი

          • მე-10/ბ კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი, სადაც განხილულ იქნა ინკლუზიური განათლების მიზნები და ამოცანებზე. მოსწავლეებმა ისაუბრეს ყველა ბავშვის შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭირო გარემოზე.

          • ვიზიტი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში

          • 👉 10 აპრილს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (SPG – 23 – 715) ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს "სკოლა ენ-ჯი"-ს მოსწავლეები  ეწვივნენ. 

            👩‍🏫🧠  ✨️⭐️  ■ მოსწავლეები გაეცნენ ცენტრის საქმიანობას, დაათვალიერეს  ლაბორატორიები ისაუბრეს იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დგას ცენტრის წინაშე, განხილულ იქნა მომავალი შეხვედრების შესაძლებლობები.

            ✨️⭐️ მოსწავლეები, ასევე გაეცნენ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების რიგ კვლევის მეთოდებს; ცენტრის მკვლევარების ხელმძღვანელობის ქვეშ ჩაატარეს სხვადასხვა ტიპის საინტერესო ექსპერიმენტები🔬 🧬.

             

          • 9 აპრილი 🇬🇪🇬🇪

          • 9 აპრილთან დაკავშირებით სკოლის მასშტაბით განხორციელდა საინფორმაციო კამპანია: “9 აპრილი - მადლობა თავისუფლებისთვის”, რომლის ფარგლებშიც კლასის ტუტორებმა საკუთარ კლასებში ჩაატარეს კლასის საათები, სადაც მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს 9 აპრილის თარიღთან დაკავშირებული მოვლენები და ისაუბრეს ამ თარიღის მნიშვნელობაზე.

          • კონფერენცია ისტორიაში

          • 8 აპრილს მე-9/ა კლასში ისტორიის მასწავლებლის - მზია ცხოვრებაძის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: "მასობრივი რეპრესიები საქართველოში ". მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკონფერენციო თემები და პრეზენტაციები. ისაუბრეს საბჭოთა ოკუპაციის დროს საქართველოში განხირციელებულ მასობრივ რეპრესიებზე, გაიხსენეს ამ რეპრესიის მსხვერპლი საზოგადო მოღვაწეები, დასასრულს უყურეს ფილმს: საბჭოთა რეპრესიები საქართველოში”.

          • კავკასიის ბუნების ფონდი

          • 8 აპრილს, ქართული სექტორის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია: კავკასიის ბუნების ფონდის წარმომადგენელს ლევან თაბუნიძეს, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო დაცული ტერიტორიების შექმნისა და განვითარების ისტორია ასევე ისაუბრა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. 

            ლექცია-სემინარის დასრულების შემდგომ შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

          • პრეზენტაცია სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

          • 6 აპრილს, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტის მასწავლებელმა ვიქტორია მგელაძემ მე-9/ა და მე-9/ბ კლასებში ჩაატარა პრეზენტაცია, სადავ მოსწავლეებს გააცნო სპორტული სახეობების ისტორია, ცნობილი სპორტსმენები და ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე.

          • შეხვედრა ქართულ-ევროპულ უნივერსიტეტის წარმომადგენელთან

          • 5 აპრილს სკოლის მოსწავლეთა სათათათბიროსა და სამოქალაქო კლუბ “პუბლიკუსის” ორგანიზებით, მოწვეულ იქნა ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი რატი კობახიძე, რომელმაც VIII/ა და IX/ა კლასის მოსწავლეებთან ისაუბრა ადგილობრივი თვითმართველობების მნიშვნელობაზე. შეხვედრის დასასრულს გაიმართა თამაში: "არჩევნეთი" მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ზემოთაღნიშნული საკითხების მიმართ.

          • მშობლის საათი

          • 4 აპრილს, მე-2/ბ კლასში მშობლის საათის ფარგლებში სტუმრად იყო ამავე კლასის მოსწავლის ვარვარა კოზმინას დედა - ეკატერინა კოზმინა. იგი ბავშვებს ესაუბრა სხვადასხვა პროფესიებზე და პროფესიულ საჭიროებაზე.

          • კალიგრაფია

            სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.

          • დედაენის დღე

             

            სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.

          • ღია კარის დღეები

             

            ძვირფასო მშობლებო,

            2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის  ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით. 

            გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.

            პატივისცემით,

            დირექცია 

          • საბიბლიოთეკო კვირეული

            4 აპრილს სკოლა ენ-ჯის  ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული - 
            რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს -  „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. 

          • სტუმარი

            სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
            მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
            გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
            მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
            მწვანე ეკონომიკის სექტორები;
            მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
            ბიო პროდუქტების წარმოება;
            თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
            მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.

          • გამოფენა

            სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.