• სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას

        ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        მათემატიკაში;

        პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        • თეატრის დღეებს;

        • ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • ქართული ცეკვა;

        • N20 მუსიკალური სკოლა;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • კინგბოქსინგი;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

          • ვიზიტი ხელოვნების სასახლეში

          • მოქალაქეობის მასწავლებლის მაია გურასპიშვილის ინიციატივით, მე-8/ა და მე-9/ა კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ხელოვნების სასახლეში წარმოდგენილი სამუზეუმი ექსპონატები და მონაწილეობა მიიღეს ვორქ-შოპში: “პასუხი ოკუპაციას”.

          • გაკვეთილი სხვა სივრცეში

          • 13 თებერვალს, ინგლისური ენის მასწავლებლებმა სკოლის ბიბლიოთეკაში ჩაატარეს რუსული და ქართული სექტორის კლასების გაერთიანებული გაკვეთილები მე-8-დან მე-11 კლასების ჩათვლით. გაკვეთილების პროცესში განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები, მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი პრაქტიკა და ნასწავლი თემატიკა…

          • ვალენტინობა "სკოლა ენ-ჯი" -ში

          • სკოლაში ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მომზადდა შემოქმედებითი და ძალიან ფერადი პროექტი , რომლის ფარგლებშიც სკოლის დერეფნებში მოეწყო მოსწავლეების მიერ დამზადებული დეკორაციების პრეზენტაცია-გამოფენა.

          • მშობლის საათი

          • “მშობლის საათის” ფარგლებში, მე-3/ა კლასს სტუმრობდა ლილე ცხადაძის მამა ბ-ნ: დავით ცხადაძე, რომელიც  პრიფესიით არის მეზღვაური და წელიწადის ექვს თვეს შორეულ ზღვაოსნობაში ატარებს. ბ-ნ: დათომ მოსწავლეებს გააცნო საკუთარი საზღვაოთავგადასავლები, მოგზაურობისას თავს გადახდენილი საინტერესო და  სახიფათო ისტორიები,  ამბები მეზღვაურის ცხოვრების ავ- კარგიანობაზე და სხვა. მოსწავლეებმა საინტერესო კითხვები დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

          • ექიმის საათი

          • “სკოლა ენ-ჯის” ექიმის - ქეთევან ქიტიაშვილის ინიციატივით, მე-10/ბ კლასში, ჩატარდა ექიმის საათი თემაზე: "საჭმლის მონელება".

          • ექიმის საათი

          • “სკოლა ენ-ჯის” ექიმის - ქეთევან ქიტიაშვილის ინიციატივით, მე-8/ბ კლასში, ჩატარდა ექიმის საათი თემაზე: "საჭმლის მონელება".

          • მათემატიკის ვიქტორინა

          • 13 თებერვალს "სკოლა ენ-ჯი" - ში მათემატიკის მასწავლებლის გაიანე არუტუნოვა ინიციატივით ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა დასახელებით:  "ჭკვიანი ბიჭები და ჭკვიანი გოგოები" III/ბ და IV/ბ კლასების მოსწავლეებს შორის.

          • თსუ-ს გეოფიზიკის ინსტიტუტის ფიზიკა მათემატიკის დოქტორის ნინო წერეთლის ლექცია

          • საბუნებისმეტყველო და დედამიწის შემსწავლელი  მეცნიერებების პოპულარუზაციის  მიზნით, ფიზიკის მასწავლებლის ხათუნა გელოვანის ინიციატივით სკოლას სტუმრობდა თსუ-ს გეოფიზიკის ინსტიტუტის პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი: ნინო წერეთელი, რომელმაც  ჩაატარა ლექცია თემაზე: “მიწისძვრა, მეწყერი, ცუნამი". შეხვედრას ესწრებოდნენ მე-8, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები.

          • მსოფლიოს საჯარო კითხვის დღე

          • წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა წიგნის კითხვის დღე, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-5/ა და მე-6/ა კლასის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები. საჯაროდ კითხვისთვის შეირჩა შოთა რუსთაველის პოემა ,,ვეფხისტყაოსანი".ღონისძიების მონაწილეებმა სათითაოდ წაიკითხეს ამ დიდი პოემის ნაწყვეტები, ერთმანეთს გაუზიარეს მიღებული შთაბეჭდილებები. აღნიშნული აქტივობის ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო ქართული ენისა და ლიტარატურის მასწავლებელი - მონიკა ჭანტურია.

          • პროექტი: " ჩემი საყვარელი წიგნი "

          • 9 თებერვალს, ბიბლიოთეკაში, პროექტის:”ჩემი საყვარელი წიგნი" ფარგლებში, რუსული სექტორის კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა შეხვედრა, სადაც მოსწავლეები გაეცნენ - მარკ ტვენის  ბიოგრაფიას და მოკლედ მიმოიხილეს ტომ სოიერის თავგადასავალი. ნაწარმოებიდან წაიკითხეს მათი საყვარელი ეპიზოდები და ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

          • მათემატიკური ზღაპარი

          • 6 თებერვალს მე-3/ბ კლასში მათემატიკის პედაგოგის ინიციატივით ჩატარდა ნამუშევრების პრეზენტაცია თემაზე: "მათემატიკური ზღაპარი" მოსწავლეებმა წარადგინეს მათი ნამუშევრები. თითოეულმა მიიღო დიპლომი 

          • მხატვრული წიგნების პრეზენტაცია

          • 6 თებერვალს, სკოლის სააქტო დარბაზში, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, მონიკა ჭანტურიას ინიციატივით გაიმართა ზამთრის არდადეგებზე წაკითხული მხატვრული წიგნების პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართული სექტორის მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეებმა. მათ საინტერესოდ წარმოაჩინეს შეთავაზებული კითხვარ-ბარათები, ჩამოაყალიბეს საკუთარი მოსაზრებები არდადეგების პერიოდში წაკითხულ წიგნებზე. მსგავსი აქტივობა მოზარდებში ხელს უწყობს მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებას. უღრმესი მადლობა აღნიშნული კლასების დამრიგებლებს აქტიური ჩართულობისთვის.

          • დაჯილოება

          • 2021-2022 ს/წლის კურსდამთავრებულს დავით დავიდიანს გადაეცა ვერცხლის მედალი და სიგელი

            ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს

          • საჯარო კითხვის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში

          • სკოლის ბიბლიოთეკარის თამარ თავართქილაძის ინიციატივით, 2 თებერვალს  I-დან VII კლასის ჩათვლით  ჩატარდა საჯარო კითხვის დღე! მოსწავლეებმა  წაიკითხეს მათთვის საინტერესო წიგნები და ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.

          • ცდები ქიმიაში

          • ქიმიის მასწავლბლის ნინო ამირაშვილის ინიციატივით, სკოლის ლაბორატორიაში ჩატარდა საჩვენებელი ცდები ქიმიაში, რასაც ესწრებოდნენ V-VI-VII-VIII-IX-X-XI კლასის მოსწავლეები.

          • ვიზიტი თუმანიშვილის სახელობის თეატრში

          • 2 თებერვალს "სკოლა ენ- ჯი" - ს  Vlll/ა კლასმა,  ანა კალანდაძის ლექსის ,,ლაჰილზე ისევ დიდებული, სავსე მთვარეა" გააზრებისთვის, სვანეთის, როგორც ისტორიული კუთხის უკეთ გაცნობის მიზნით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მონიკა ჭანტურიასთან ეწვივნენ თუმანიშვილის სახელობის თეატრს, სადაც დაესწრნენ სპექტაკლს სახელწოდებით ,,ხალდე". სპექტაკლი მოიცავდა ერთი სოფლის გმირების ბრძოლას დიდი იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ხალდეველებმა აჩვენეს თავისუფლების, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი. ახალმა თაობამ უნდა იცოდეს როგორ დაიცვას საკუთარი ქვეყანა, რა თავგანწირვაა ეს და ლიტერატურის რაკურსიდან რა დანიშნულება აქვს ხალდეს აჯანყების მსოფლიოში უპრეცენდენტო ისტორიას. მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ არაჩვეულებრივი მსახიობების დასს. მერვეკლასელებს მიეცათ დავალების პირობაც: ,,დაიმახსოვრე სპექტაკლიდან ერთი ფრაზა", რაზეც ააგებენ საკუთარ წერილობით  დამოკიდებულებას.

          • პედ. საბჭო

          • 26 იანვარს გაიმართა პედაგოგიური საბჭო, რომლის დროსაც მასწავლებლებმა შეაჯამეს პირველი სემესტრის შედეგები, მოისმინეს დირექციის მიერ მომზადებული 2023-24 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სკოლის მუშაობის ანგარიში, საგნობრივი დინამიკის ანალიზი და იმსჯელეს მეორე სემესტრში განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ.

             

             

            სხდომის დასასრულს, დირექციამ გააცნო მასწავლებლებს მოსწავლეთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის დროსაც დასახელდნენ:

            1. ყველაზე კეთილი;

            2. ყველაზე ჭკვიანი;

            3. ყველაზე მხიარული;

            4. ყველაზე მეგობრული; 

            5. ყველაზე კრეატიული; და 6. ყველაზე ენერგიული მასწავლებლები, მათ გადაეცათ შესაბამისი დიპლომები.

          • სკოლა ენ-ჯის ზამთრის ბანაკი 2023-2024

          • ჩვენი სკოლა კვლავ აწყობს ჩვენი სკოლის მოსწავლეთათვის შემეცნებით-დასასვენებელ ბანაკს. 14-20 იანვარს სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის განხორციელდა ერთ კვირიანი ზამთრის ბანაკი ბორჯომის რაიონის დაბა “ტბაზე”. ბავშვებმა 7 დაუვიწყარი დღე გაატარეს  ბორჯომის ხეობის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ბანაკის ფარგლებში დასვენებასთან ერთად მათ უტარდებოდათ სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.
          • ფსიქოლოგის საათები

          • " სკოლა ენ-ჯი" -ში სისტემატიურად ტარდება ფსიქოლოგის საათი სკოლის ფსიქოლოგთან ქალბატონ შორენა ტალიკიშვილთან სხვადასხვა საინტერესო თემაზე: 

            "V/ა კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი თემაზე:მოსწავლეთა ქცევა,ქცევის დარღვევა და მიზეზები

            VI/ა კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი თემაზე "მოზარდები და მათი პრობლემები"

             VII/ა კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი თემაზე: "სინდრომი"

            VIII/ა კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი თემაზე: ახალი მოსწავლის ადაპტაცია სკოლაში.

            X/ა კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი თემაზე: "სიზარმაცე და მისი დაძლევის პრინციპები". 

            VIII/ბ, X/ბ და XI/ბ ჩატარდა ფსიქოლოგის საათითემაზე: "მე ტოლერანტი ვარ"!" 

          • კალიგრაფია

            სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.

          • დედაენის დღე

             

            სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.

          • ღია კარის დღეები

             

            ძვირფასო მშობლებო,

            2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის  ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით. 

            გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.

            პატივისცემით,

            დირექცია 

          • საბიბლიოთეკო კვირეული

            4 აპრილს სკოლა ენ-ჯის  ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული - 
            რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს -  „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. 

          • სტუმარი

            სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
            მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
            გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
            მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
            მწვანე ეკონომიკის სექტორები;
            მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
            ბიო პროდუქტების წარმოება;
            თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
            მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.

          • გამოფენა

            სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.