15 ნოემბერს მე-9/ბ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმია-ბიოლოგიაში - მასწავლებლები: ნ. ღარიბაშვილი და ლ. შაროვა- გაკვეთილის თემა იყო - "არაორგანული ნივთიერებების გამოყენება"
სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას
ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
მათემატიკაში;
პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
• თეატრის დღეებს;
• ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• ქართული ცეკვა;
• N20 მუსიკალური სკოლა;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• კინგბოქსინგი;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
ინტეგრირებული გაკვეთილი ქიმია-ბიოლოგიაში, თემაზე: " არაორგანული ნივთიერებების გამოყენება"
- 4
სასკოლო პროექტი „ცოცხალი წიგნის დღე“
2023 წლის 14 ნოემბერს სასკოლო პროექტის „ცოცხალი წიგნის დღე“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა სათათბიროს - ხელოვნებისა და ლიტერატურის კლუბისა და სკოლის ბიბლიოთეკარის ქალბატონ თამარ თავართქილაძის ინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება: „დიდი ადამიანები საქართველოში“ . ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-9/ბ, მე-10/ბ და მე-11/ბ კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც გაეცნენ ლევ ტოლსტოის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას, ისაუბრეს მის დამოკიდებულებებსა და შეფასებებზე კავკასიის,კ ერძოდ საქართველოს მიმართ. ღონისძიების მომზადებასა და განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს რუსული ენის მასწავლებელმა: ნ. სარქისოვა-ნიფარიშვილმა, ისტორიის პედაგოგმა: ე. დოგუზოვამ და მოსწავლეთა სათათბიროს პრეზიდენტმა და ინფორმაციულმა მენეჯერმა : ნიკა კრავცოვმა
6
ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში
“ჩვენი ხმა ევროპას”
“ახალი ქართული გიმნაზია” და სამოქალაქო კლუბი “პუბლიკუსი” -ის წევრები მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, ამიტომ დღეს პრეზიდენტის სასახლეში ხელმოწერებით დავაფიქსირეთ ჩვენი ურყევი სირვილი - საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისა.
“ჩვენი მომავალი ევროპაა!”
4
ვიზიტი კინოთეატრში
13 ნოემბერს ინგლისური ენის მასწავლებლების ხ. ბახბაიასა და ს. გოგატიშვილის ინიციატივით მე-8/ა, მე-9/ბ და მე-11/ბ კლასის მოსწავლეები კინოთეატრში დაესწრნენ ინგლისურენოვანი ფილმის ჩვენებას. ფილმის განხილვა და დისკუსია მოხდება გაკვეთილებზე.
8
ინტელექტუალური თამაში: "ტვინების ბრძოლა"
- 13 ნოემბერს სკოლაში 6/ა და 7/ა კლასებს შორის ჩატარდა ინტელექტუალური თამაში “ტვინების ბრძოლა” ერთმანეთს 4 გუნდი ერკინებოდა, გამარჯვება მოიპივა მე-6/ა კლასის პირველმა გუნდმა “ფანტაზია”-მ (შემადგენლიბით: ა. ბერიკადვილი, ნ. მერაბიშვილი, გ.შარვაძე, ქ. კახურაშვილი, ალ. იარაჯული)თამაშის პროცესს აკვირდებოდნენ მასწავლებლები - მ. ცხოვრებაძე და მ. ჭანტურია, ასევე მე-10/ა კლასის მოსწავლეები: მ. შარვაძე და მ. პატარიძე13
ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186 წელი გავიდა
2023 წლის 08 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 186 წელი გავიდა. სწორედ, ამ უმნიშვნელოვანესი დღის აღსანიშნად გიმნაზიის მერვე კლასში ჩატარდა შიდასაკლასო კონფერენცია თემაზე: ილია, როგორც პუბლიცისტი.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თანამედროვე ეპოქის აქტუალურ პრობლემებზე პუბლიცისტური წერილები.
,,ჩემო კალამო, რად გვინდა ტაში"...მთავარია, ემსახურო ხალხს, ქვეყანას - ამ იდეის გააზრება იყო კონფერენციის მიზანიც.
1
განსხვავებული ფორმატის გაკვეთილი თემაზე:“მუსიკის მხატვრული და საგანმანათლებლო შინაარსის გამოყენება საკლასო ოთახში"
9 ნოემბერს მე-5/ბ კლასში მუსიკის მასწავლებელმა ინგა ადახმა ჩაატარა განსხვავებული ფორმატის გაკვეთილი თემაზე: “მუსიკის მხატვრული და საგანმანათლებლო შინაარსის გამოყენება საკლასო ოთახში", მოსწავლეებმა მიიღეს უამრავი ემოცია, ცოდნა, შეძლეს მუსიკის როლის შეფასება მრავალმხრივი პერსპექტივიდან.
22
ვიზიტი ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში
დღეს, მე-10ა კლასის საგნობრივი პროექტის ფარგლებში, ინფორმაციულ-შემეცნებითი ვიზიტი ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში, საგანი- მუსიკა.
5
ვიზიტი ექსპო ჯორჯიაში
დღეს, ათ ნოემბერს ახალი ქართული გიმნაზიის მერვე კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, მონიკა ჭანტურიასთან ერთად სტუმრობდნენ თბილისის წიგნის დღეებს. წიგნიერების დონის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართვა- მონაწილეობა, რათა ისინი კარგი მკითხველები გახდნენ. მოსწავლეებმა შეიძინეს სასურველი წიგნები, გაიხალისეს ერთი დღე.
ვიზიტი ექსპერიმენტორიუმში
2023 წლის 31 ოქტომბერს მე-5ბ კლასის მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელის ხატია ბახბაიას ორგანიზებით, ეწვივნენ თბილისის ექსპერიმენტორიუმს. მოსწავლეებმა სახალისოდ და საინტერესოდ გაატარეს დრო, გაეცნენ სიახლეებს და სასიამოვნოდაც გაერთნენ.
ტექნოლოგიების მასტერკლასები
ახალ ქართულ გიმნაზიაში 2023 წლის 6-7-8 ნოემბერს ჩატარდა: " კუბიკ რუბიკის" ტექნოლოგიების მასტერკლასები. მონაწილეობა მიიღეს მე-2 დან მე-7 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, რომლებმაც შეისწავლეს ტექნოლოგიების დაწყებითი საფეხური და მიიღეს დადებითი ემოცია.
17
ინტეგრირებული გაკვეთილი მეთემატიკა-მუსიკაში სათაურით:" ინტონაცია მათემატიკაში "
დღეს, 8 ნოემბერს, მე-8 ბ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი -
(მათემატიკა-მუსიკა) სახელწოდებით -" ინტონაცია მათემატიკაში " .
გაკვეთილი ჩაატარეს მუსიკის მასწავლებელმა ინგა ადახმა და მათემატიკის მასწავლებელმა კონსტანტინე ნევსკიმ.
ეს იყო ძალიან საინტერესო გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა დაინახეს კავშირი მათემატიკასა და მუსიკას შორის.
24
შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის ასოცირებულ პროფესორთან ბატონ გიორგი გახელაძესთან.
მოსწავლეთა სათათბიროს და სკოლის ბიბლიოთეკარის ქალბატონ თამარ თავართქილაძის დახმარებით სკოლაში 2023 წლის 8 ნოემბერს ესტუმრა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტში განათლების კვლევების და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი - ბატონი გიორგი გახელაძე. შეხვედრას ამავე სკოლის მე-6 კლასიდან - 12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები და მათი პედაგოგები ესწრებოდნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხითა და მომხსენებლების მიერ წამოჭრილი თემების აქტიური განხილვით წარიმართა. დასასრულს სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს ბატონ გიორგი გახელაძეს მნიშვნელოვანი თემის - განათლება სკოლებსა და უმაღლლეს სასწავლებლებში - წინ წამოწევისთვის.
10
გამოფენა " დედამიწა - ჩვენი სახლია"
2023 წლის 8 ნოემბერს, გ. არუტუნოვას ინიციატივით მე-2ბ კლასში ჩატარდა ნამუშევრების გამოფენა თემაზე: " დედემიწა - ჩვენი სახლია"
4
შეხვედრა გიორგი გახელაძესთან
2023 წლის 8 ნოემბერს 2 საათზე სკოლას ესტუმრება - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტში განათლების კვლევების და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი - ბატონი გიორგი გახელაძე.
თემა : განათლება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში...
შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: ახალი ქართული გიმნაზიის მოსწავლეები მე-6 კლასიდან - 12 კლასის ჩათვლით და პედაგოგები.
სამუშაო ენა: ქართული
პრეზენტაციის ბოლოს მსმენელებს საშუალება ექნებათ, დასვან კითხვები, როგორც მოსწავლეებს ასევე პედაგოგებს.
შეხვედრა მწერალთან ქ.ნ ირმა მალაციძესთან
სკოლის ბიბლიოთეკაში არსებული ლიტერატურისა და ხელოვნების მოყვარულთა კლუბის ინიციატივის ფარგლებში 2023 წლის 7 ნოემბერს შეხვედრა გაიმართა - თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელი. საბავშვო ლიტერატურის ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი - ქალბატონი ირმა მალაციძესთან. შეხვედრის სამიზნე ჯგუფი: 1 კლასიდან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეები და პედაგოგები იყვნენ. ბავშებმა მოისმინეს მწერლის ნაწარმოებები, მოსწავლეებმა დაუსვეს მათთვის საინტერესო კითხვები, დიალოგი საინტერესოდ წარიმართა. ქალბატონმა ირმა მალაციძემ შეხვედრის დასასრულს თავისი საავტორო წიგნები გადასცა საჩუქრად სკოლის ბიბლიოთეკას
9
სასკოლო პროექტი "შემოდგომა თბილისში"
სასკოლო პროექტის ფარგლებში "შემოდგომა თბილისში", მოეწყო VII-XI კლასის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა
4
2023 წლის 3 ნოემბერს გიმნაზიის VII კლასის მოსწავლეები ისტორიის მასწავლებლის ეთერ დოგუზოვის ინიციატივით ეწვივნენ "საქართველოს ეროვნულ მუზეუმს"
შეხვედრა ახალგაზრდა მწერალ ნათია როსტიაშვილთან
- 4
მასწავლებლის დღეს 27 ოქტომბერს, გიმნაზიაში კონკურსში ,,ვწერ მასწავლებლისთვის" გამარჯვებული მოთხრობის ,,ფუტკარი ბარამბოს ტოტზე" ავტორი, ახალგაზრდა, გამორჩეული თანამედროვე მწერალი - ნათია როსტიაშვილი მოვიწვიეთ. ამ დღეს წინ უძღვოდა მეშვიდე კლასში წიგნიერებაზე გათვლილი მცირე პროექტი, რის ფარგლებშიც გამარჯვებული ათი მოთხრობა მოსწავლეებმა წაიკითხეს, გაიაზრეს, განხილვები წარმოადგინეს.
მოწვეულ სტუმართან ერთი დასამახსოვრებელი, თბილი საღამო შედგა. დაისვა კითხვები, გაიბა გულწრფელი დიალოგი, ვიდეო ჩართვით გაიცნეს სხვა ორი გამარჯვებული მოთხრობის (,,ანიკო მასწავლებელი" და ,, ამ ომში არავინ დაბერდება") ავტორიც: ნინო ქადაგიძე და თამთა დოლიძე, რისთვისაც დიდი მადლობა მათ დათმობილი დროისთვის.
ბავშვებს დიდხანს ეხსომებათ ის სითბო, ღია, გახსნილი საუბარი ავტორთან.მათი ემოციებით, ჩახუტებით, სამახსოვრო ფოტოებით, ავტოგრაფებით ღირდა დღევანდელი დღის ბოლო!
დიდი მადლობა ბავშვებს, რომლებთანაც პირველი იყო ასეთი შეხვედრა, ასეთი ერთობლივი მუშაობა. რატომ იყო ამხელა ინტერესი? სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებელს, მოსწავლეს - ამ ყველაფერს, მათ ყოველდღიურობას მოიცავდა ათივე ტექსტი! ერთად კიდევ ბევრს შევძლებთ, ბავშვებო! მთავარია წიგნთან , წიგნის სიყვარულთან ჩემი ბილიკით და თქვენი სურვილით ვიაროთ!
უღრმესი მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მონიკა ჭანტურიას.
სასკოლო პროექტის დღე.
- 3
25 ოქტომბერს გიმნაზიის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის სასკოლო პროექტის დღე იყო.
პროექტის თემა - " შემოდგომა თბილისში".
პირველი ეტაპი- მოსწავლეები ესტუმრნენ თბილისის ბოტანიკურ ბაღს (ოფიციალურად საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი). გიდის დახმარებით გაეცნენ ბაღის ისტორიას და მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია. გადაიღეს სურათები.
პროექტის მეორე ეტაპზე მოხდება სურათების გამოფენა.
გამოფენა
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებელის ინიციატივით მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემა:" სააღდგომო ნატურმორტი"
2
კალიგრაფია
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.
6
მასტერკლასი
სკოლა ენ-ჯიში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი I/ბ და IV/ბ კლასში თემაზე: “მასტერკლასი სააღდგომო კვერცხებისა და კულიჩების გაფორმებაში”
19
დედაენის დღე
სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში ქართული ენის, რუსული ენის, ბუნების, ხელოვნებისა და ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით ჩატარდა “КНВ”
6
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “ანტონიო გაუდის არქიტექტურა”
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიტიატივით I/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “მე და ჩემი ოჯახი”
ღია კარის დღეები
ძვირფასო მშობლებო,
2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.
იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.
პატივისცემით,
დირექცია
მწერალის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ორგანიზებით სკოლაში გვესტუმრა წიგნთა ავტორი კატო ჯავახიშვილი, რომელიც შეხვდა V/ა კლასის მოსწავლეებს.
ვიზიტი კონოთეატრში
11 აპრილს, სკოლა ენ-ჯის ინგლისურის მასწავლებლებმა, კათედრის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობის თანახმად, VI/ბ, VIII/ბ და IX/ა კლასები წაიყვანეს კინოში, ინგლისურენოვანი ფილმის საყურებლად.
1
ვიზიტი თოჯინების მუზეუმში
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლისა და კლასის ტუტორის ორგანიზებით II/ბ და IV/ბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თოჯინების მუზეუმს.
5
დოკუმენტალური ფილმის ჩვენება
სკოლა ენ-ჯის ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით IX/ა კლასში ჩატარდა დოკუმენტალური ფილმის ჩვენება: “9 აპრილი”. განიხილეს იმ პერიოდის აქტუალური საკითხები და რა შედეგი დადგა ამ ტრაგედიის შემდეგ 2 წელიწადში საქართველოსთვის. დღე ტრაგედიის და დღე სიხარულის.
ალეკო შეღლაძის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით სტუმრად გვყავდა თანამედროვე ავტორი, ალეკო შუღლაძეს. კითხვის საათის ფარგლებში განიხილეს ავტორის წიგნი და გაიმართა საინტერესო დისკურსი, შეხვედრას ესწრებოდა VIII-IX/ა კლასის მოსწავლეები.
ფრენბურთის ტურნირი
სკოლა ენ-ჯიში მოსწავლეთა სათათბიროსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა ფრენბურთის ტურნირი VIII-IX/ა/ბ კლასებს შორის.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის X/ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში: მათემატიკა/გეოგრაფია თემაზე: “მდგრადი განვითარების ტურიზმი და მისი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი”
საბიბლიოთეკო კვირეული
4 აპრილს სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული -
რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს - „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა.
სტუმარი
სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
მწვანე ეკონომიკის სექტორები;
მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
ბიო პროდუქტების წარმოება;
თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.2
ვიზიტი თეატრში
სკოლა ენ-ჯის III-VI კლასის მოსწავლეემა ესტუმეს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრს სპექტაკლზე: “წითელკანიანთა ბალადა”
1
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასი ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი მშობლის საათი თბილისის დედაქალაქში, მოსწავლეებმა მოინახულეს თბილისის ბუნება და არქიტექტურა.
1
გამოფენა
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.
3