2023 წლის 25 ოქტომბერს მედიაწიგნიერების მასწავლებლის შორენა ტალიკიშვილის და ისტორიის მასწავლებლის მზია ცხოვრებაძის ინიციატივით, პროექტის ფარგლებში მე-6 კლასის მოსწავლეები სტუმრად ეწვივნენ გამომცემლობა "კალმოსანს", სადაც გაეცნენ ბეჭდურ და ციფრულ მედიას, გარემო და სამუშაო პროცესი იყო შთამბეჭდავი. მოსწავლეები გაეცვნენ წიგნის შექმნის ყველა საფეხურს. ასევე პროექტის ფარგლებში ეწვივნენ ეროვნულ მუზეუმს, სადაც დაათვალიერეს საქართველოს უნიკალური საგანძური და მრავალი საუკუნის წინანდელი საარქივო მასალა.
სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას
ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
მათემატიკაში;
პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
• თეატრის დღეებს;
• ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• ქართული ცეკვა;
• N20 მუსიკალური სკოლა;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• კინგბოქსინგი;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
მედიაწიგნიერების და ისტორიის პროექტის შესახებ
- 14
ტრენინგი გიმნაზიის თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების შესახებ
2023 წლის 24 ოქტომბერს გიმნაზიის თანამრომლებთან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა ხათუნა ბიწკინაშვილმა ჩაატარა ტრენინგი შენობაში ხანძრის/მიწისძვრის დროს საჭირო ქცევის წესებზე. თანამშრომლები გაეცნენ ხანძრის/მიწისძვრის დროს რა მიმართულებით უნდა გადაადგილდნენ, რათა უსაფრთხოდ გავიდენ შენობიდან. როგორ უნდა მოიქცნენ ხანძრის/მიწისძვრის კერის დაფიქსირებისას, როგორ გაგვყავს პერსონალი და მოსწავლეები შენობიდან, წინასწარ განსაზღვრულ შეკრების ადგილზე. როგორ ხდება შენობაში მყოფი ყველა პირის აღრიცხვა, დატოვეს თუ არა მათ შენობა უსაფრთხოდ. დაზარალებულის შემთხვევაში, როგორ უნდა აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება ან ვითხოვოთ დახმარება. ტრენინგზე თანამშრომლები ასევე გაეცნენ ცეცხმლაქრის გამოყენების წესებს.
ტრენინგი ჩატარდა ორ ეტაპად პირისპირ და ონლაინ.
1
25 ოქტომბერი პროექტის დღეა
ხვალ,25 ოქტომბერს გიმნაზიის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის სასკოლო პროექტის დღეა.
პროექტის თემა - " შემოდგომა თბილისში".
პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეები ესტუმრებიან თბილისის ბოტანიკურ ბაღს,ოფიციალურად საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი.
ბაღის კოლექცია მოცავს 3500-მდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა, სანერგე მეურნეობა და 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ფუნქციონირებს. ამ ყველაფერს გიდის ხელმძღვანელობით მოინახულებენ ბავშვები, გაეცნობიან ისტორიას, გადაიღებენ სურათებს.
საგნობრივი ექსკურსია სეუ-ში
ა.წლის 23 ოქტომბერს , გეოგრაფიის მასწავლებელმა ნინო ლეთანძემ Nino Letandze,11ა კლასის მოსწავლეები წაიყვანა საგნობრივ ექსკურსიაზე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში(სეუ). მოსწავლეები დაესწრნენ ლექციას ,,მდგრადი განვითარება, გარემოსდაცვითი ღონისძიებები და ეკოტურიზმი". პიარის სამსახურმა მოსწავლეებს დაათვალიერებინა უნივერსიტეტი, დაურიგდათ სამახსოვრო საჩუქრები. მოსწავლეები დარჩნენ ძალიან კმაყოფილი და გამოთქვეს სურვილი რათა ხშირი იყოს მსგავსი ღონისძიებები.
კინგსის ოლიმპიადის შედეგები
კინგსის ქართული ენის ოლიმპიადის 2023 წლის გაზაფხულის სეზონის მონაწილე - ნიკა კრავცოვი.
კინგსის მათემატიკის ოლიმპიადის 2023 წლის გაზაფხულის სეზონის წარმატებული მონაწილე - ბექა ჯიჯელავა.
კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადის 2023 წლის გაზაფხულის სეზონის მონაწილეებს გადაეცათ:
-ნუცა ჯიქია - 4ა კლ - I ხარისხის დიპლომი;
- სანდრო საქუაშვილი - 4ა კლ - III ხარისხის დიპლომი;
-ნინო ჭანტურია - 4ა კლ - III ხარისხის დიპლომი;
-დანიელ დავიდიანი - 4 ა კლ - II ხარისხის დიპლომი;
-ნიკა კრავცოვი - 11 ბ კლ - III ხარისხის დიპლომი;
გილოცავთ ბავშვებო <3.
შეხვედრა ლეო ანთაძესთან
2023 წლის 17 ოქტომბერს 14:00 საათზე, გიმნაზიის სააქტო დარბაზში, გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახალხო არტისტთან ლეო ანთაძესთან.
ბატონმა ლეომ წარმაოდგინა ნაწყვეტები სხვადასხვა სპექტაკლებიდან, წაიკითხა ლექსები...
შეხვედრა იყო საინტერესო და ძალიან თბილი <3.
მოსწავლეთა სათათბიროს თავმჯდომარე არჩეულია
2023 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდა მოსწავლეთა სათათბიროს პირველი სხდომა. სხდომაზე აირჩიეს მოსწავლეთა სათათბიროს თავმჯდომარე მე-12 კლასის მოსწავლე ნიკა კრავცოვი. ასევე მოხდა 3 კომიტეტის ჩამოყალიბება.
ვულოცავთ ნიკას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას.
შეხვედრა ლეო ანთაძესთან
2023 წლის 17 ოქტომბერს 14:00 საათზე, გიმნაზიის სააქტო დარბაზში, დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს სახალხო არტისტთან ლეო ანთაძესთან.
შეხვედრა გაიმართება საქართველოს ეროვნული ფილარმონიის პროექტის "ცოცხალი ლეგენდების " ფარგლებში.
სასკოლო პროექტის პრეზენტაცია
2023 წლის 3 ოქტომბრიდან გიმნაზიის ფოიეში გაიხსნა სასკოლო პროექტის ფარგლებში შესრულებული ნამუშევრების პრეზენტაცია. მადლობა ქ-ნ ინგა ადახს და კლასის ხელმძღვანელებს.
17
მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები
დღეს, 29 სექტემბერს, გიმნაზიაში ჩატარდა მოსწავლეთა სათათბიროს ელექტრონული არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობდნენ VII-XII კლასის მოსწავლეები. შედეგები გამოქვეყნდება ორშაბათს 2 ოქტომბერს. სათათთბიროს პირველი შეხვედრა გაიმართება 2023 წლის 4 ოქტომბერს.
14
მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები
29 სექტემბერს გიმნაზიის საბაზო-საშუალო საფეხურზე , საგაკვეთილო პროცესის შემდეგ, ჩატარდება მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები.
ახალი ქართული ფილმის ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" ჩვენება და განხილვა
ჩვენი გიმნაზიის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის, მონიკა ჭანტურიას Monika Chanturia ინიციატივით სამაბათს 26 სექტემბერს უფროსკლასელთათვის, გიმნაზიის სააქტო დარბაზში გაიმართა ახალი ქართული ფილმის ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" ჩვენება.
ფილმში ასახულია 2008 წლის მოვლენები, რუსეთის შემოჭრა საქართველოში, ერთი უბრალო ადამიანის ცხოვრების ისტორიაზე დაყრდნობით, რომელმაც ამ ომის შედეგად ყველაფერი დაკარგა. აღარც ხელი შერჩა და აღარც თვალი, მაგრამ მაინც დარჩა ე.წ. საზღვრის სადარაჯოზე.ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებს მიეცათ დავალება სულ ორი სიტყვით გადმოეცათ თავიანთი შთაბეჭდილებები.
27 სექტემბერს კი შედგა შეხვედრა ფილმის რეჟისორთან, ბატონ ბესო სოლომონაშვილთან.
რეჟისორმა გაგვაცნო ფილმის გადაღების ისტორია, პერსონაჟებზე, გადაღების ადგილმდებარეობაზე, უცნობ დეტალებზე, რაც მოსწავლეებს აინტერესებდათ. გულწრფელი ემოციები გამოხატეს ახალგაზრდებმა საკუთარ წერილობით შთაბეჭდილებებში. ჩვენი რეალობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მომავალი თაობის განათლებით, მათი შრომისმოყვარეობით _ ამაზე ვთანხმდებოდით ცალსახად. სხვა მხრივ რთული იქნება მოიპოვონ ძალა გადარჩენის, ბედნიერი, ერთიანი გაზაფხულების მოსაყვანად!
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა რეჟისორს, Beso Solomanashvili რომელმაც მოწვევისთანავე არ დაიშურა ჩვენთვის დრო და საუბრის სურვილი. #ჩვენდავიწყეთდაკვლავგამოვჩნდებითსაინტერესოპროექტებით
გიმნაზიელები თბილისის ციფრულ სივრცეში
ამა წლის 21-22 სექტემბერს გიმნაზიის მოსწავლეები, სასკოლო პროექტის ფარგლებში ეწვივნენ თბილისის ცუფრულ სივრცეს https://www.facebook.com/TbilisiDigitalSpace/
I-VI კლასების მოსწავლეები "წყალქვეშა სამყაროს" გაეცნენ,
ხოლო VII-XII კლასების მოსწავლეები - "მხატვრები - ხელოვნების ეპოქა"
22
"მხიარული მეცნიერება" გიმნაზიაში
მე-3 ა კლასისთვის სასწავლო წელი შემეცნებითი და მხიარული განწყობით დაიწყო.
კლასის საათზე, ლილეს იუბილე ინტელექტუალურად და კრეატიულად აღვნიშნეთ.
ჩვენ " მხიარული მეცნიერების" მასპინძლები ვიყავით და მართლაც, გაოცებულნი დავრჩით. აქ სრული ჯადოქრობა ტრიალებდა. ბავშვებმა ქიმიური ცდები და გარდასახვები არა მარტო იხილეს, თავადაც გახდნენ პატარა მეცნიერები.
ჩვენთან, სხვა სითბო და სიყვარული ტრიალებს. აქ, შემოქმედი და ინტელექტუალური თაობები იზრდებიან. აქ, " ახალი ქართული გიმნაზიაა"!!!
პირველი დღე
მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები
პირველად გიმნაზიაში
2023 წლის 29 სექტემბერს ტარდება მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები
- მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, საბაზო-საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;
- მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ სათათბიროში რეგისტრაციას გადიან კლასის დამრიგებლებთან, 2023 წლის 18 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით.
- საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა სათათბიროში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ ორ წარმომადგენელს.
მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები ჩატარდება საგაკვეთილო პროცესის შემდეგ (საკლასო ოთახებში), ელექტრონული ფორმატით (Google Drive-ის გამოყენებით) ჩატარდება.
გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ და მონაწილეობა მიიღოთ მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნებში.
გიმნაზიაში 2023-2024 სასწავლო წელი 4 სექტემბერს დაიწყო
გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას!
წარმატებული სასწავლო წელი ყველა მოსწავლეს, მშობელს და პედაგოგებს, განსაკუთრებით ჩვენს პირველკლასელებს
14
“Ngg - საზაფხულო ბანაკი 2023”
“დასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა”…..
“Ngg - საზაფხულო ბანაკი 2023”დასრულდა, გული გვწყდება, რადგან ურთიერთობებისთვის დრო მაინც არ გვეყო, თუმცა საოცარი სითბო და სიყვარული გამოვიყოლეთ ერთმანეთის…
ესეც ჩვენი საერთო ფოტო ამ დაუვიწყარი დღეების სამახსოვროდ!!!
NGG - საზაფხულო ბანაკი - 2023
- 4
არის ტრენინგებიც და გართობაც <3
საზაფხულო ბანაკი ბორჯომში
წელს პირველად გიმნაზიაში განხორციელდა, სამოქალაქო განათლების პროექტი -"საზაფხულო ბანაკი ბორჯომში", ბანაკში გუშინ გაემგზავრნენ გიმნაზიის 35 საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლე. პროექტის ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე მაია გურასპიშვილი Maia Guraspishvili და პროეექტის ასისტენტი, ჩვენი მასწავლებელი მარიკა შუღლიაშვილი.
ბანაკში ყოფნის დროს მოსწავლეები გაეცნობიან და იმუშავებენ შემდეგ საკითხებზე:
Ø პიროვნული განვითარება;
Ø ინტერპერსონალური ურთიერთობები;
Ø ეფექტური კომუნიკაცია კონფლიქტების რეგულაცია და მოლაპარაკების უნარი;
Ø კრიტიკული აზროვნება;
Ø სოციალური პასუხისმგებლობა;
ბანაკში, ასევე, ჩატარდება სპორტულ თამაშები, ლიტერატურული განხილვები, კინო-ჩვენებები და მრავალ სხვა ღონისძიებები.
გამოფენა
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებელის ინიციატივით მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემა:" სააღდგომო ნატურმორტი"
2
კალიგრაფია
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.
6
მასტერკლასი
სკოლა ენ-ჯიში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი I/ბ და IV/ბ კლასში თემაზე: “მასტერკლასი სააღდგომო კვერცხებისა და კულიჩების გაფორმებაში”
19
დედაენის დღე
სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში ქართული ენის, რუსული ენის, ბუნების, ხელოვნებისა და ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით ჩატარდა “КНВ”
6
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “ანტონიო გაუდის არქიტექტურა”
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიტიატივით I/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “მე და ჩემი ოჯახი”
ღია კარის დღეები
ძვირფასო მშობლებო,
2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.
იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.
პატივისცემით,
დირექცია
მწერალის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ორგანიზებით სკოლაში გვესტუმრა წიგნთა ავტორი კატო ჯავახიშვილი, რომელიც შეხვდა V/ა კლასის მოსწავლეებს.
ვიზიტი კონოთეატრში
11 აპრილს, სკოლა ენ-ჯის ინგლისურის მასწავლებლებმა, კათედრის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობის თანახმად, VI/ბ, VIII/ბ და IX/ა კლასები წაიყვანეს კინოში, ინგლისურენოვანი ფილმის საყურებლად.
1
ვიზიტი თოჯინების მუზეუმში
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლისა და კლასის ტუტორის ორგანიზებით II/ბ და IV/ბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თოჯინების მუზეუმს.
5
დოკუმენტალური ფილმის ჩვენება
სკოლა ენ-ჯის ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით IX/ა კლასში ჩატარდა დოკუმენტალური ფილმის ჩვენება: “9 აპრილი”. განიხილეს იმ პერიოდის აქტუალური საკითხები და რა შედეგი დადგა ამ ტრაგედიის შემდეგ 2 წელიწადში საქართველოსთვის. დღე ტრაგედიის და დღე სიხარულის.
ალეკო შეღლაძის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით სტუმრად გვყავდა თანამედროვე ავტორი, ალეკო შუღლაძეს. კითხვის საათის ფარგლებში განიხილეს ავტორის წიგნი და გაიმართა საინტერესო დისკურსი, შეხვედრას ესწრებოდა VIII-IX/ა კლასის მოსწავლეები.
ფრენბურთის ტურნირი
სკოლა ენ-ჯიში მოსწავლეთა სათათბიროსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა ფრენბურთის ტურნირი VIII-IX/ა/ბ კლასებს შორის.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის X/ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში: მათემატიკა/გეოგრაფია თემაზე: “მდგრადი განვითარების ტურიზმი და მისი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი”
საბიბლიოთეკო კვირეული
4 აპრილს სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული -
რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს - „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა.
სტუმარი
სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
მწვანე ეკონომიკის სექტორები;
მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
ბიო პროდუქტების წარმოება;
თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.2
ვიზიტი თეატრში
სკოლა ენ-ჯის III-VI კლასის მოსწავლეემა ესტუმეს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრს სპექტაკლზე: “წითელკანიანთა ბალადა”
1
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასი ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი მშობლის საათი თბილისის დედაქალაქში, მოსწავლეებმა მოინახულეს თბილისის ბუნება და არქიტექტურა.
1
გამოფენა
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.
3