„ახალი ქართული გიმნაზია“ 2022-2023 სასწავლო წლისთვის იწყებს მოსწავლეთა მობილობას ქართული სექტორის I-XII და რუსული სექტორის I-XI კლასებში.
I-IV კლასებში მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობს საგნობრივი სწავლება 09:00-18:00 საათამდე. ბავშვები სასწავლო ნივთებს ტოვებენ საკლასო ოთახში. დამატებითი დავალება შესაძლოა მისცენ მოსწავლეს შაბათ-კვირისთვის.
დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებში წიგნიერების განვითარების საკითხი, რა მიზნითაც შემოტანილი გვაქვს - მედიაწიგნიერება და მეტყველება.
პირველივე კლასიდან, ქართული ენის პარალელურად ისწავლება ინგლისური ენა, მეორე სემესტრიდან ემატება - რუსული ენა. ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს ემატება ქართული ცეკვის გაკვეთილები, ასევე აზროვნებისა და ლოგიკის განვითარების მიზნით - ჭადრაკი.
V-IX კლასის ჩათვლით გაკვეთილის ხანგრძლივობა ერთი ასტრონომიული საათია. გაკვეთილებზე ხდება მასალის დასწავლა-გააზრება. (საშინაო დავალებები უკიდურეს შემთხვევაში. მაგ. დიდი ტექსტებია წასაკითხი რაც გაკვეთილზე არ მოესწრება).
მიმდინარე ნიშნები არ იწერება, თემების დამუშვების დროს მოსწავლეებს ეძლევათ განმავითარებელი კომენტარი, ხოლო ქულა/ნიშანი იწერება მხოლოდ თემის შემაჯამებელი დავალების შესრულების დროს. სივრცული აზროვნების განსავითარებლად ტექნიკურ საგნებს მე-5 კლასიდან ემატება საგანი-ხაზვა.
X-XII კლასებში მიმდინარეობს პროფილური სწავლება, მოსწავლეთა ინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ქართული და ინგლისური ენების შესწავლა ხდება სააბიტურიენტო პროგრამით. დანარჩენი საგნების საათობრივი დატვირთვა ინდივიდუალურად განისაზღვრება მოსწავლეთა ჯგუფებისათვის.
სკოლაში ფუნქციონირებს კომპიუტერული, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ფიზიკა-ქიმიის ვირტუალური ლაბორატორიები.
ყველა საკლასო ოთახი აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით/ეკრანებით და უზრუნველყოფილია ინტერნეტით.
ჩვენ ვცდილობთ, რომ მოსწავლეებში გავაღვივოთ ინტერესი, სწავლა გავხადოთ სახალისო და მრავალფეროვანი, ამიტომ დამატებით მოსწავლეებს ვთავაზობთ განავითარონ მათთვის საჭირო უნარები სხვადასხვა კლუბებში გაწევრიანებითა და იქ მუშაობით:
- სატელევიზიო ხელოვნების კლუბი (“TV ინკოგნიტო” და გიმნაზია) - მოსწავლეები დაეუფლებიან, მეტყველების, პრეზენტაციის, რეპორტაჟის მომზადებისა და ჩაწერის და სხვა მსგავს უნარებს;
- სამოქალაქო კლუბი: „პუბლიკუსი“
სურვილის შემთხვევაში სკოლა გთავაზობთ დამატებით ფასიან მომსახურებას სხვადასხვა საგნებში.
თუ თქვენი ინტერესი სხვა საგანმანათლებლო საჭიროებებსაც მოიცავს, სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ქართული ცეკვა;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• კინგბოქსინგი;
კლასში მოსწავლეთა რაოდენობა განსაზღვრულია 18-20 მოსწავლით.
სწავლების წლიური გადასახადი შეადგენს - 3000 ლარი.
მოსწავლეების მიღება მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
სკოლაში ფუნქციონირებს ბუფეტი.
I-IV კლასის მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან სადილით.
გიმნაზიის ბუფეტთან მშობელი ხელშეკრულებას ცალკე აფორმებს (სწავლების ღირებულებაში არ შედის კვების ღირებულება).
გიმნაზია მოსწავლის ტრანსპორტირებას არ უზრუნველყოფს.
2022-2023 ს/წელს პირველ კლასში მიიღებიან მოსწავლეები, რომელთაც 6 წელი უსრულდებათ 2022 წლის 15 სექტემბრამდე.
პირველკლასშიმოსწავლისრეგისტრაციისთვისგადადითბმულზე - https://docs.google.com/forms/d/1Qaff0cMAOEH6ANudnR8Ot4BEoRJOeR2d3J7zVx9YApw/edit?usp=drive_web
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 591415111
ელექტრონული ფოსტა: newgeorgiangymnasium@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/ngg.ge
ვებ გვერდი: https://ngg.edupage.org/