• სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას

        ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        მათემატიკაში;

        პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        • თეატრის დღეებს;

        • ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • ქართული ცეკვა;

        • N20 მუსიკალური სკოლა;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • კინგბოქსინგი;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

          • გამოფენა

          • სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებელის ინიციატივით მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემა:" სააღდგომო ნატურმორტი"

          • კალიგრაფია

          • სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.

          • მასტერკლასი

          •  

            სკოლა ენ-ჯიში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი I/ბ და IV/ბ კლასში თემაზე: “მასტერკლასი სააღდგომო კვერცხებისა და კულიჩების გაფორმებაში”

          • დედაენის დღე

          •  

            სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.

          • პროექტი

          •  

             

            სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “ანტონიო გაუდის არქიტექტურა”

          • პროექტი

          • სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიტიატივით I/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “მე და ჩემი ოჯახი”

          • ღია კარის დღეები

          •  

            ძვირფასო მშობლებო,

            2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის  ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით. 

            გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.

            პატივისცემით,

            დირექცია 

          • მწერალის ვიზიტი სკოლაში

          • სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ორგანიზებით სკოლაში გვესტუმრა წიგნთა ავტორი კატო ჯავახიშვილი, რომელიც შეხვდა V/ა კლასის მოსწავლეებს.

          • ვიზიტი კონოთეატრში

          • 11 აპრილს, სკოლა ენ-ჯის ინგლისურის მასწავლებლებმა, კათედრის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობის თანახმად, VI/ბ, VIII/ბ და IX/ა კლასები წაიყვანეს კინოში, ინგლისურენოვანი ფილმის საყურებლად.

          • დოკუმენტალური ფილმის ჩვენება

          •  

            სკოლა ენ-ჯის ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით IX/ა კლასში ჩატარდა დოკუმენტალური ფილმის ჩვენება: “9 აპრილი”. განიხილეს იმ პერიოდის აქტუალური საკითხები და რა შედეგი დადგა ამ ტრაგედიის შემდეგ 2 წელიწადში საქართველოსთვის. დღე ტრაგედიის და დღე სიხარულის.

          • ალეკო შეღლაძის ვიზიტი სკოლაში

          •  

            სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით სტუმრად გვყავდა თანამედროვე ავტორი, ალეკო შუღლაძეს. კითხვის საათის ფარგლებში განიხილეს ავტორის წიგნი და გაიმართა საინტერესო დისკურსი, შეხვედრას ესწრებოდა VIII-IX/ა კლასის მოსწავლეები. 

          • ფრენბურთის ტურნირი

          • სკოლა ენ-ჯიში მოსწავლეთა სათათბიროსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა ფრენბურთის ტურნირი VIII-IX/ა/ბ კლასებს შორის.

          • ინტეგრირებული გაკვეთილი

          • სკოლა ენ-ჯის X/ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში: მათემატიკა/გეოგრაფია თემაზე: “მდგრადი განვითარების ტურიზმი და მისი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი”

          • საბიბლიოთეკო კვირეული

          • 4 აპრილს სკოლა ენ-ჯის  ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული - 
            რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს -  „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. 

          • სტუმარი

          • სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
            მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
            გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
            მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
            მწვანე ეკონომიკის სექტორები;
            მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
            ბიო პროდუქტების წარმოება;
            თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
            მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.

          • ვიზიტი თეატრში

          • სკოლა ენ-ჯის III-VI კლასის მოსწავლეემა ესტუმეს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრს სპექტაკლზე: “წითელკანიანთა ბალადა”

          • მშობლის საათი

          • სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასი ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი მშობლის საათი თბილისის დედაქალაქში, მოსწავლეებმა მოინახულეს თბილისის ბუნება და არქიტექტურა. 

          • გამოფენა

          • სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.

          • სასკოლო საბჭოს სხდომა

            სექტემბრის დასაწყისში შედგა სკოლის საბჭოს წევრების პირველი შეხვედრა. სკოლის საბჭო მოქმედებს საზოგადოებრივ საწყისებზე და მასში შედიან სკოლის მასწავლებლები, დირექციის და ადმინისტრაციის წევრები და მშობლები კლასებიდან. საბჭოს საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს სკოლის საქმიანობის საზოგადოებისთვის მაქსიმალური სარგებლიანობის, გამჭვირვალობის, საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპით წარმართვის უზრუნველყოფა. შეხვედრის დროს საბჭოს წევრები გაეცვნენ სასკოლო სასწავლო გეგმას, ისაუბრეს სკოლის ძირითად პრიორიორიტეტებზე, სკოლის მისიასა და ფილოსოფიაზე, დაგეგმეს და მოიწონეს სკოლის საბჭოს სამუშაო გეგმა.

          • მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნების შედეგები

            2024 წლის 27 სექტემბერს სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, ყველა კლასს მოსწავლეთა სათათბიროში ყავს 2-2 წარმომადგენელი.


            Google Drive-ში დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლეთა სათათბირო განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით:


            VIIა კლასი

            ანასტასია მსხვილიძე-  42.9 %

            თამარ კაპანაძე -  28.6 %


            VIIბ კლასი

            თამარი კაკაშვილი - 58.3 %

            მიხეილ დოჩია - 33.3 %


            VIIIა კლასი

            ანდრია ცქვიტიშვილი - 60 %

            საბა შუღლიაშვილი - 30 %


            VIIIბ კლასი

            დავით სამხარაძე -  80 %

            ანტონ ვორონოვ -  20 %


            IXა კლასი

            ნია ხორავა  -  62.5 %

            ლუკას ხურცილავა  - 37.5 %


            IXბ კლასი

            მიხაილ ხეჩოიანი -  78.6 %

            ანნა გონჩენკო - 14.3 %


            Xა კლასი

            კონსტანტინე ნევსკი - 87.5 %

            რუსუდან დოლიძე - 12.5 %


            Xბ კლასი

            ლუკა ხუბუა - 50 %

            ისმაიილ მუსაევ - 37.5 %


            XIა კლასი

            ნიკოლოზ ქურთიაშვილი - 78.6 %

            პაატა დარსალია - 21.4 %


            XIბ კლასი

            დომინიკ შაიშმელაშვილი - 50 %

            ეკატერინა ოჩკოვსკაია - 33.3 %


            XIIბ კლასი

            ნიკონიელი ბაღდასაროვ - 100 %

          • შეხვედრა ბესო სოლომანაშვილთან

            27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღეა, ამიტომ ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში მასწავლებლებთან შესახვედრად მოწვეულ იქნა თანამედროვე მწერალი და კინორეჟისორი - ბესო სოლომანაშვილი. შეხვედრის დროს განხილულ იქნა მისი წიგნი - “ლუმპენ მილენიუმი", რომელიც მკითხველს მთელ საქართველოს ისტორიას უშლის და დააფიქრებს ქვეყნის სიყვარულზე და თავდადებაზე. შეხვედრისას მწერალმა გაიხსენა წიგნზე მუშაობის პროცესი, ისაუბრა მთავარი პერსონაჟების შესახებ, აღწერა ნამდვილი ისტორიები, გაავლო პარალელები უახლოეს წარსულთან და თანამედროვეობასთან.

          • კითხვის საათის პრეზენტაცია

            მიმდინარე წელს სკოლაში დაინერგა ახალი საგანი - “კითხვის საათი”, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში წიგნიერების განვითარებას და მოახდინოს მხატვრული ლიტერატურის პოპულულარიზაცია. საგანი ისწავლება როგორც დაწყებითი საფეხურის, ასევე საბაზო საფეხურის კლასებში. კითხვის საათის ერთ-ერთმა მასწავლებელმა სასკოლო საზოგადოებას გააცნო “კითხვის საათის” მიზნები, ამოცანები და დაგეგმილი აქტივობები, ისაუბრა წიგნიერების მნიშვნელობაზე და მოსწავლეებს ზოგადად გააცნო ის ლიტერატურული ნაწარმოებები, რომელსაც ისინი გაეცნობიან ამ სასწავლო კურსის განმავლობაში.

          • მშობლის საათი

            19 სექტემბერს II/ბ კლასის ტუტორის ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩაატარა მშობლის საათი, სადაც მოწვეული იყო მშობლები.

            მშობლებმა მოსწავლეებს გააცნეს მცენარეების დარგვისა და მათი მოვლა-პატრონობის საკითხები. შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა დარგეს ქოთნის ყვავილები.

          • სუშისა და როლის მასტერკლასი

            11 სექტემბერს IV/ბ კლასის ტუტორის ორგანიზებით, მოსწავლეებთან პროფესიული უნარების გასაცნობად მოწვეული იყო სუში-შეფი, რომელმაც მოსწავლეებს ჩაუტარა მასტერკლასი სუშისა და როლის მომზადებაში.მოსწავლეები გაეცნენ სუშის ისტორიას, მისი მომზადების ინსტრუქციასა და საჭირო ინგრიდიენტებების ჩამონათვალს. ასევე სუში-შეფის მეთვალყირეობით დამოუკიდებლად მოამზადეს სუში, რომლის დეგუსტაცია მოხდა მასტერკლასის დასრულების შემდგომ.

          • მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები

            2024 წლის 27 სექტემბერს  ტარდება მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნები

             

            • მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, საბაზო-საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;
            • მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ სათათბიროში რეგისტრაციას გადიან კლასის ტუტორებთან, 2024 წლის 16 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით.
            • საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა სათათბიროში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ ორ წარმომადგენელს.
            • კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შეეძლებათ 2024 წლის 23 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით, კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.

             

            მოსწავლეთა სათათბიროს  არჩევნები ჩატარდება  საგაკვეთილო პროცესის შემდეგ (კომპიუტერულ ლაბორატორიაში), ელექტრონული ფორმატით (Google Drive-ის გამოყენებით) ჩატარდება.

             

            გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ და მონაწილეობა მიიღოთ მოსწავლეთა სათათბიროს არჩევნებში.

          • სკოლა ენ-ჯის, ქართული და რუსული სექტორების I-XII კლასებში, მიმდინარეობს მოსწავლეთა მობილობის პროცესი 2024-2025 სასწავლო წლისთვის.

            სკოლა ენ-ჯის, ქართული და რუსული სექტორების I-XII კლასებში, მიმდინარეობს მოსწავლეთა მობილობის პროცესი 2024-2025 სასწავლო წლისთვის.

            სკოლა გთავაზობთ:

            • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს, კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით

            ატმოსფეროს;

            • ქართულის ენის, ინგლისური ენისა და მათემატიკის გაძლიერებულ სწავლებას;

            • მეორე უცხოური ენის (რუსული) სწავლებას პირველივე კლასიდან;

            • დამატებით: ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, კალიგრაფიის, მითოლოგიის, კითხვის,

            მედიაწიგნიერების, ხაზვის გაკვეთილებს;

            დამატებით ტარდება:

            * ფსიქოლოგის საათი, ექიმის საათი, მშობლის საათი, კლასის საათი, ბიბლიოთეკის

            საათი;

            * საკლასო/სასკოლო საგანმანათლებლო პროექტები;

            * ტუტორის პროგრამა სხვადასხვა აქტივობებით;

            * სპორტში - მხიარულ სტარტები;

            * ვიზიტი თეატრებში;

            გთავაზობთ ასევე არასავალდებულო ფასიან მომსახურებას:

            • ერთჯერად ჯანსაღ კვებას;

            • არტ ხელოვნების, მხატვრული ტანვარჯიშის,ვოკალური სტუდია ბელ-კანტოს

            კლუბებში გაწევრიანებას;

            სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი I-IV კლასებში მიმდინარეობს 09:00დან – 18:00 საათამდე.

            V-XII კლასებში სწავლა მიმდინარეობს პირველ ცვლაში;

            კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 22 მოსწავლით.

            მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

            საკონტაქტო ტელ: 265-26-67; 591 415111

            ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

            Facebook გვერდი: https://www.facebook.com/www.ngschool.edupage.org

            Instagram გვერდი: https://www.instagram.com/ng.school/

            ვებ გვერდი: https://ngschool.edupage.org/?

          • არტ სკოლის ფესტივალი

            თბილისის სასკოლო თეატრალური ფესტივალ "არტსკოლა" 2024-ში მონაწილეობისთვის სკოლა ,,ენ-ჯის" თეატრალურ დასს გადაეცა სიგელი და  დაჯილდოვდა დიპლომით ნომინაციაში ეროვნული მეხსიერების გაღვიძებისათვის.

            ფესტივალზე წარდგნენ ლიტერატურული სპექტაკლით “გავიმარჯვებთ სახელოვნად!" , რომელიც  ეძღვნებოდა 1921 წელს საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირ ქალს - მარო მაყაშვილს.

          • ტუტორების შეხვდრა

            8 ივლისს სკოლაში გაიმართა კლასის ტუტორების დასკვნითი შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში თითოეული კლასის ტუტორმა შეაჯამა საკუთარი მუშაობა - წარმოადგინა საკუთარი პორტფოლიო, ისაუბრა წლის განმავლობაში გამხორციელებულ აქტივობებზე - მშობლის და ექიმის საათებზე, სადამრიგებლო საათების თემატიკაზე, გასვლით ღონისძიებებზე და სხვა. შეაფასა საკუთარი კლასის მოსწავლეთა მიღწევები.

          • საგნის კათედრები

            8 და 9 ივლისს სკოლაში გაიმართა საგნობრივი კათედრების სხდომები. საგნის მასწავლებლებმა წარმოადგინეს საკუთარი პორტფოლიოები, ისაუბრეს წლის განმავლობაში გამხორციელებულ აქტივობებზე, კურიკულუმის შესრულების ეტაპებზე, შეაფასეს მოსწავლეთა მიღწევები, კოლეგებს გაუზიარეს საკუთარი პედაგოგიური დაკვირვებები და შეაჯამეს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა.

          • 2023-2024 სასწავლო წლის სასკოლო კონფერენცია

            2 ივლისს გაიმართა სკოლის მასწავლებელთა კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლებმა წარმოადგინეს და ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის საუკეთესო მაგალითები, ისაუბრეს იმ საგანმანათლებლო მეთოდებსა და სტრატეგიებზე, რომლებიც გამოიყენეს სწავლების პროცესში. 

            მოხსენება (პრეზენტაციები) მოამზადეს და წარმოადგინეს: 

            1. მონიკა ჭანტურიამ - თემა:”არაფორმალური განათლების როლი თანამედროვე სკოლაში”;

            2. ხატია ბახბაიამ - თემა: “პროექტული სწავლების მნიშვნელობა სასწავლო პროცესში”;

            3. ნინო ლეთანძემ - “სწავლების უნივერსალური დიზაინი და სწავლა-სწავლების დიფერენცირებული მოდელი”;

            4. სოფო გოგატიშვილმა - “მეავალფეროვანი სასწავლო რესურსების გამოყენება ინგლისური ენის სწავლების პროცესში”; 

            5. ნატალია სარალიძემ - “ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტურობა სასწავლო პროცესში.”