• სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას

        ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        მათემატიკაში;

        პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        • თეატრის დღეებს;

        • ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • ქართული ცეკვა;

        • N20 მუსიკალური სკოლა;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • კინგბოქსინგი;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

          • შეხვედრა ბიბლიოთეკაში

          • 6 ივნისს საბიბლიოთეკო პროექტის „დიდი ადამიანები საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა რუსული სექტორის VII-X კლასის მოსწავლეებთან

            თემაზე: “6 ივნისი - ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი - პუშკინი” ბავშვებმა ისაუბრეს, თუ რატომ უწოდებდნენ მას - ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელს, 

            რა ურთიერთობა ქონდა პუშკინს საქართველოში და რატომ დაუდგა ძეგლი ქართველმა ხალხმა მას.

          • პრეზენტაცია ქიმიაში

          • ქიმიის მასწავლებელმა - ლეილა გაბრიაძემ მე-9/ბ კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა საკლასო კონფერენცია თემაზე: "ნავთობი და მისი გადამუშავება" მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემის ფარგლებში მოძიებული მასალები, ასევე დაამზადეს ნავთობის მოდელები და წარადგინეს პრეზენტაციები.

          • სპორტული შეჯიბრი

          • ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის ვიქტორია მგელაძის ინიციატივით, ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავად ჩატარდა სპორტული შეჯიბრი მე-2/ა და მე-2/ბ კლასებს შორის.

          • შეხვედრა მწერალთან მარიამ წიკლაურთან

          • 3 ივნისს სკოლაში სტუმრად იყო თანამედროვე ქართველი საბავშვო მწერალი, პოეტი - მარიამ წიკლაური. ის შეხვდა მე-5/ა და მე-6/ა კლასის მოსწავლეებს. ბავშვებმა სტუმარს გაუზიარეს წაკითხული მოთხრობები, ლექსები და უსახსოვრეს მათ მიერ შექმნილი ილუსტრაციები. მწერალმა საინტერესო საუბარი წარმართა წიგნიერებაზე, კითხვის უნარების მნიშვნელობაზე. იყო კითხვები, პასუხები, ფოტოები და სამომავლოდ, ისევ შეხვედრის მოლოდინი.

          • შეხვედრა ბინლიოთეკაში

          • 27 მაისს საბიბლიოთეკო პროექტის “ ჩემი საყვარელი წიგნი“-ს ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ქართული სექტორის I-IV კლასის მოსწავლეებთან 

            თემაზე: “ქართული ზღაპრები და იგავ-არაკები ...”

            ბიბლიოთეკარმა თამარ თავართქილაძემ ბავშვებს ესაუბრა ზღაპრისა და იგავ-არაკის მნიშვნელობაზე.

          • შეხვედრა ბიბლიოთეკაში

          • 28 მაისს ბიბლიოთეკის პროექტის „ცოცხალი წიგნები“-ს ფარგლებში მე-9/ა კლასის მოსწავლეებთან გაიმართა შეხვედრა

            თემაზე: “26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა”

          • 26 მაისი

          • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სკოლის სააქტო დარბაზში მოექყო სასკოლო სპექტაკლის: “გავიმარჯვებთ სახელოვნად” ჩვენება, ხოლო დღის განმავლობაში კლასის ტუტორებმა ჩაატარეს კლასის საათები, სადაც მოსწავლეებს გააცნეს 26 მაისის თარიღის მნიშვნელობა და ისტორია.

          • პროექტის წარდგენა თემაზე: "ტოლერანტობა"

          • 29 მაისს, სკოლაში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლმა - ეთერ დოგუზოვამ მე-10/ბ კლასში ჩაატარა საგნობრივი კონფერენცია თემაზე: " ტოლერანტობა" მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი თემები, უყურეს ფილმს და მოაწყვეს დისკუსია.

          • გასვლითი გაკვეთილი

          • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა - გ. ავეტისოვამ მე-5/ბ კლასში მოაწყო გასვლითი გაკვეთილი თბილისის ეროვნული გალერეაში. მოსწავლეები გაეცვნენ საქართველოს ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს.

          • საგნობრივი პროექტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში

          • 17 მაისს მე-3/ბ კლასში ხელოვნების მასწავლებელმა - გოარინე ავეტისოვამ განახორციელა საგნობრივი პროექტის პრეზენტაცია თემაზე: " ჩემი საყვარელი ჯადოსნური გმირი" მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები და ისაუბრეს მათი საყვარელი გმირების შესახებ.

          • მხატვრული კითხვის კონკურსი

          • სკოლა ენ-ჯის V/ა კლასში- რუსული ენის - როგორც უცხო ენის მასწავლებელმა თამარ ცერცვაძემ ჩაატარა მხატვრული კითხვის კონკურსში, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები. ესენი არიან:

             

            1-ხარისხის დიპლომი:

            სოფია კაკუბავა .

            2- ხარისხის დიპლომი:

            ნიკოლოზ ფერიაშვილი .

            3-ხარისხის დიპლომი:

            დავით მოდებაძე .

          • კონფერენცია ფიზიკაში

          • ფიზიკის მასწავლებელმა - ხ.გელოვანმა მე9/ა, მე-10/ა და მე-11/ა კლასებში ჩაატარა კონფერენცია თემაზე: "სტიქიური მოვლენები საქართველოში და პრევენცია"

          • შეჯიბრი ფეხბურთში

          • ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელმა - ვიქტორია მგელაძემ  V/ბ კლასის მოსწავლეებს შორის ჩაატარა მინიშეჯუბრი ფეხბურთში. შეხვედრა დასრულდა 0:0 და შესაბამისად მოიგო მეგობრობამ.

          • თეატრალური ფესტივალი

          • 23 მაისს სკოლა ,,ენ-ჯის" მე-7/ა და მე-9/ა კლასის მოსწავლეების თეატრალურმა დასმა მონაწილეობა მიიღო თბილისის “არტსკოლის” მიერ ორგანიზებულ თეატრალურ ფესტივალში და წარადგინა ლიტერატურული სპექტაკლი “გავიმარჯვებთ სახელოვნად!", წარდგენილი სპექტაკლი ეძღვნებოდა 1921 წელს საქართველოს თავისუფლებას შეწირულ გმირ ქალს - მარო მაყაშვილს.

            აღნიშნული წარმოდგენა ამჯერად სასკოლო აუდიტორიისთვის ჩატარდება 27 მაისს სასკოლო სივრცეში.

          • მათემატიკური ოლიმპიადა

          • შიდასასკოლო მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია: 

            V-VI კლასის კატეგორიაში:

            I ადგილი:

            ანასტასია ნევსკი V/ა კლასი - 90%

            II ადგილი:

            ლევ ბორისოვ V/ბ კლასი - 83%

            ქრისტინა დაშჩენკო V/ბ კლასი - 83%

            III ადგილი:

            ბექა ჯიჯელავა VI/ა კლასი - 75%

            მელანია ჩაშჩევიკ VI/ბ კლასი - 75%

            ალექსანდრა ლაპინა VI/ბ კლასი - 75%

            იგორ ბონდარევ VI/ბ კლასი - 75%

            VII-IX კლასი კატეგორიაში:

            I ადგილი:

            ნინო მელია IX/ა კლასი - 90%

            II ადგილი:

            დემეტრე გორდელაძე VIII/ა კლასი 83%

            ისმაიილ მუსაევ IX/ბ კლასი - 83%

            III ადგილი:

            გუჯა თვალაბეიშვილი VIII/ა კლასი - 73%

            გეგა ბერიაშვი

            ლი VII/ა კლასი - 73%

          • რეფერატებიო წარდგენა საგანში ჩვენი საქართველო

          • 21 მაისს მე-6/ბ კლასში, საგანში: “ჩვენი საქართველო” ჩატარდა რეფერატების პრეზენტაცია თემაზე: "კოლხეთის სამეფო და საბერძნეთი". მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები, საკუთარი ნახატები და საინტერესოდ ისაუბრეს ძველი კოლხეთის შესახებ.

          • საგნობრივი პროექტი

          • ინგლისური ენის მასწავლებელმა ხატია ბახბაიამ მე-2/ბ კლასში განახორციელა საგნობრივი პროექტი: “პიკნიკი სკოლის ეზოში”, სადაც მოსწავლეებმა ინგლისურად ისაუბრეს საყვარელ საჭმელებზე, ამინდზე და სახალისად გაატარეს დრო.

          • ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

          •  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებმა - გოარინე ავეტისოვამ და ნანა მისკალიშვილმა მე-4/ა და მე-4/ბ კლასები წაიყვანეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში, სადაც მოსწავლეები გაეცვნენ ქართული კულტურის უნიკალურ ნიმუშებს და დაათვალიერეს მუზეუმში დაცული სხვადასხვა ეპიქის ექსპონატიც.

          • კალიგრაფია

            სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.

          • დედაენის დღე

             

            სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.

          • ღია კარის დღეები

             

            ძვირფასო მშობლებო,

            2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის  ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით. 

            გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.

            პატივისცემით,

            დირექცია 

          • საბიბლიოთეკო კვირეული

            4 აპრილს სკოლა ენ-ჯის  ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული - 
            რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს -  „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. 

          • სტუმარი

            სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
            მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
            გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
            მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
            მწვანე ეკონომიკის სექტორები;
            მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
            ბიო პროდუქტების წარმოება;
            თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
            მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.

          • გამოფენა

            სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.