• სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას

        ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        მათემატიკაში;

        პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        • თეატრის დღეებს;

        • ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • ქართული ცეკვა;

        • N20 მუსიკალური სკოლა;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • კინგბოქსინგი;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

          • ლიტერატურული საღამო

          •  25 მარტს, სკოლის ბიბლიოთეკარის,  თამუნა თავართქილაძის ინიციატივით ჩატარდა ლიტერატურული საღამო თემაზე: ,,სადაც სიცოცხლეა, იქ პოეზიაა”. ღონისძიებას ესწრებოდნენ V, VI, VII კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგებიც. შეხვედრაზე ბიბლიოთეკარმა ისაუბრა პოეზიაზე, პოეზიის როლზე და მოსწავლეებსაც სთხოვა წაეკითხათ საყვარელი პოეტების რჩეული ლექსები. პოეზია სულს აკეთილშობილებს, ხოლო ლექსის სიყვარულის მარცვალი მომავალ თაობას ნელ-ნელა უნდა ჩავუნერგოთ - ესაა მსგავსი ღონისძიებების მიზანიც! მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც აქტიურად ჩერთვნენ დაგეგმილ აქტივობაში: გაიხსენეს როგორც კლასიკოსი პოეტები, ისე ხალხური შემოქმედება და წაიკითხეს პოეზიის არაერთი ნიმუში

          • ბიბლიოთეკის პროექტი "ნაბიჯი წიგნისკენ"

          • 22 მარტს ბიბლიოთეკაში პროექტის: “ნაბიჯი წიგნისკენ” ფარგლებში, რუსული სექტორის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან გაიმართა შეხვედრა თემაზე: “რუსული რეალიზმის მამა - ნიკოლოზ გოგოლი.”

            პედაგოგ ნატალია ნიფარიშვილთან ერთად ბავშვებმა ისაუბრეს გოგოლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, გაავლეს პარალელები ქართულ რეალიზმთან, ასევე ხაზი გაუსვრს მწერლის მჭიდრო კონტაქტებს ქართველ ბაგრატიონებთან, კერძოდ გიორგი ბაგრატიონთან.

          • ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს

          • 21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლის I-XI კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფლეშმობი: “ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს”

          • ტრენინგი: " მე ხმას ვაძლევ პირველად"

          • 20 მარტს, სკოლის სამოქალაქო კლუბის “პუბლიკუსის” ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის აქტიური ჩართულობით, პროგრამა “ევროკავშირი საქართველოში” ფარგლებში სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებითვის ჩატარდა ტრენინგი “მე ხმას ვაძლევ პირველად” .

          • საბიბლიოთეკო პროექტი

          • 18 მარტს მე-8/ა, მე-9/ა და მე-10/ა  კლასის მოსწავლეები ჩაერთვნენ ბიბლიოთეკის როექტში - „ცოცხალი წიგნები“ქართველი მწერლის ლევან გოთუას დაბადების დღის აღსანიშნავად (10 მარტი) მოისმინესლევან გოთუას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ინფორმაცია. შეხვედრის ბოლოს ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები და შთაბეჭდილებები.

          • ციფრული გამოფენა

          • ბავშვთა საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებულ, პედაგოგ-მხატვრების ნახატების პირველ ეროვნულ ციფრულ გამოფენაში მონაწილეობისთვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს ნანა მისკალიშვილის გადაეცა სერტიფიკატი

          • ღონისძიება თემაზე: "ძალა ერთობაშია"

          • 7 მარტს I/ბ კლასში ჩატარდა ღონისძიება თემაზე: "ძალა ერთობაშია". ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ მშობლებიც: ვ. ავალიანი, ა. ბორისოვა და ევ. ოგანეზოვა , მათი აქტიური ჩართულობით ჩატარდა ჯგუფებს შორის კონკურსები, ვიქტორინები და სხვადასხვა სახის აქტივობები.

          • ვიზიტი თეატრში

          • 7 მარტს სკოლაში “თეატრის დღე” დაიგეგმა დაწყებითი საფეხურის ორივე სექტორის მოსწავლეებისთვის. I-დან VI კლასის ჩათვლით მოსწავლეები ესტუმრნენ ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრს: "მოდი ნახე" -ს სპექტაკლზე: “ბაბაჯანას ქოშები”.

          • კულინარიული შოუ

          • 7 მარტს მე-5/ ბ კლასმა კლასის ტუტორის - ხატია ბახბაიას ორგანიზებით წარმოადგინა “კულინარიული შოუ”. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ინგლისურად აღწერეს ჯანსაღი პროდუქტებისგან დამზადებული თავისი საყვარელი კერძები, შოუს მსვლელობისას თან დაამზადეს, ჩამოთვალეს და თან დამსწრეებს გააცნეს რა ინგრედიენტებია საჭირო ამათუიმ კერძის დასამზადებლად. ბოლოს, მომზადებული კერძების პრეზენტაციისას ერთმანეთს გაუმასპინძლდნენ და გაცვალეს მოსაზრებები.

          • ექიმის საათი

          • 6 მარტს მე-6/ა კლასში ჩატარდა ექიმის საათი თემაზე: "საჭმლის მომნელებელი სისტემა".მოსწავლეები გაეცნენ საინტერესო ინფორმაციას, აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში,  დასვეს საინტერესო კითხვები.

          • დედის დღის აღნიშვნა "სკოლა ენ-ჯი" - ში

          • 1 მარტს, გაზაფხულის შემობრძანებასთან ერთად, სკოლაში მე-5/ა კლასის მოსწავლეებმა აღნიშნეს დედის დღე. ინტეგრირებული (ქართული ენა / ინგლისური ენა) ღონისძიება სკოლის დარბაზში ჩატარდა კლასის დამრიგებლის, ნატალია სარალიძისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მონიკა ჭანტურიას ინიციატივით. მოსწავლეებმა ორივე ენაზე წარმოადგინეს მისალოცი ბარათები, ყვავილები, დედაზე სიმღერები და ბოლოს, ლექსები უსახსოვრეს ღონისძიებაზე დამსწრე საყვარელ დედებს.

          • ექიმის საათი

          •  “სკოლა ენ-ჯის” ექიმის - ქეთევან ქიტიაშვილის ინიციატივით, მე-11/ბ კლასში, ჩატარდა ექიმის საათი თემაზე: "საჭმლის მონელება".

          • გამოფენა

          • 29 თებევრვალს ხელოვნების მასწავლებლის გოარინე ავეტისოვას და ნანა მისკალიშვილის ინიციატივით, სკოლის დერეფანში მოეწყო მე-5/ბ, მე-4/ა და მე-5/ა კლასის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

          • ვიზიტი ხელოვნების მუზეუმში

          • 29 თებერვალს სკოლის V/ა და VI/ა კლასის მოსწავლეები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთან - ნანა მისკალიშვილთან ერთად,  იმყოფებოდნენ ხელოვნების მუზეუმში, სადაც გაეცვნენ იქ დაცულ ექსპონატებს.

          • მშობლის საათი

          • “მშობლის საათის” ფარგლებში მე-8/ბ კლასის მიხაილ ხეჩოიანის მშობელმა სერგეი ხეჩოიან მა ჩაატარა შეხვედრა სკოლის VIII/ბ- X/ბ XI/ბ კლასის მოსწავლეებთან და მათ გააცნო გიდის პროფესია.

          • მშობლის საათი

          • “მშობლის საათის” ფარგლებში მე-6/ბ კლასში ჩატარდა მშობლის - ოლგა ადამოვას შეხვედრა მოსწავლეებთან, მან მოსწავლეებს გააცნო იურისტის პროფესია და საქმიანობის სფერო.

          • კალიგრაფია

            სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.

          • დედაენის დღე

             

            სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.

          • ღია კარის დღეები

             

            ძვირფასო მშობლებო,

            2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის  ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით. 

            გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.

            პატივისცემით,

            დირექცია 

          • საბიბლიოთეკო კვირეული

            4 აპრილს სკოლა ენ-ჯის  ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული - 
            რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს -  „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. 

          • სტუმარი

            სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
            მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
            გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
            მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
            მწვანე ეკონომიკის სექტორები;
            მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
            ბიო პროდუქტების წარმოება;
            თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
            მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.

          • გამოფენა

            სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.