24 ნოემბერს დამრიგებლის - გაიანე არუთინოვას ინიციატივით I/ბ კლასის მოსწავლეებმა სურვილებითა და ნატვრებით სავსე საშობაო წერილები გაუგზავნეს “თოვლის პაპას” ლაპლანდიაში.
სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას
ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
მათემატიკაში;
პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
• თეატრის დღეებს;
• ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• ქართული ცეკვა;
• N20 მუსიკალური სკოლა;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• კინგბოქსინგი;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
წერილი თოვლის ბაბუას
ექიმის საათი
29 ნოემბერს მასწავლებლის - ეთერ დოგუზოვის ინიციატივით, მე-3/ბ კლასში საგანის “მე და საზოგადოება” ფარგლებში განხორციელდა შეხვედრა სკოლის ექიმთან, რომელიც ბავშვებს ესაუბრა “ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ჩვევებზე”
ვიზიტი ექსპერემინტარიუმში
29 ნოემბერს მე-5/ა კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნატალია სარალიძესთან ერთად ვიზიტით იმყოფებოდნენ ექსპერიმენტარიუმში.
4
პროექტი: " ცოცხალი წიგნის დღე"
27 ნოემბერს საბიბლიოთეკო პროექტის: “ცოცხალი წიგნების” ფარგლებში, I-IV კლასებში ჩატარდა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი საინფორმაციო გაკვეთილები, მოსწავლეები გაეცვნენ მის ცხოვრებას და მოღვაწეობას, ხოლო ბოლოს კიდევ ერთხელ წაიკითხეს მისი საბავშვო მოთხრობები და მოაწყვეს მცირე დისკუსია. პროექტის ინიციატორია სკოლის ბიბლიოთეკარი: თამარ თავართქილაძე, ხოლო პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები ქართული ენის მასწავლებლები: ეთერ ხორგუანი და ნანა ჯელაძე.
8
პრეზენტაცია " მადლიერების დღესთან" დაკავშირებით
27 ნოემბერს, მადლიერების დღესთან დაკავშირებით,ინგლისური ენის მასწავლებელმა ხატია ბახბაიამ მე-9/ბ კლასის მოსწავლეებთან ერთად მოაწყო ამ დღესასწაულთან დაკავშირებული თემების განხილვა-პრეზენტაცია.
1
სტუმრად "პორტალ ლენდში"
28 ნოემბერს 2/ა კლასის მოსწავლეები ბუნებისმეყველების მასწავლებელ - ნანა ჯელაძესთან ერთად იმყოფებოდნენ გასვლით გაკვეთილზე “პორტალ ლენდ”-ში. მოსწავლეებს ჩაუტარდათ მასტერკლასი თემაზე: “შემოდგომა”.
8
მათემატიკის პროექტი
2023 წლის 27 ნოემბერს, პროექტის "გამოჩენილი მათემატიკოსები" ფარგლებში 5ა და 6ა კლასებში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: ქართველი მათემატიკოსები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს და ერთმანეთს გააცნეს ილია ვეკუას, ნიკოლოზ მუსხელიშვილის, ანდრია რაზმაძის , გიორგი ნიკოლაძის და სხვა მათემატიკოსების ბიოგრაფია და დამსახურება.
1
დიაგნოსტიკური წერა მათემატიკაში
2023 წლის 20-27 ნოემბერს სკოლაში ქართული და რუსული სექტორის 7-9 კლასებში ჩატარდა დიაგნოსტიკური წერები მათემატიკაში.
ცდები ფიზიკაში
27 ნოემბერს ფიზიკის მასწავლებლმა ვიქტორია იაროვაიამ მე-8/ბ კლასში ჩაატარა საჩვენებელი ექსპერიმენტები თემაზე: “წყლის ენერგია”. მოსწავლეები გაეცვნენ ცდის ჩატარების ნიუანსებს, თავად ჩაერთვნენ ცდების ჩატარებასა და ანალიზში.
2
ვიზიტი პრეზიდენტის სასახლეში
- 23 ნოემბერს სკოლის სამოქალაქო კლუბის “პუბლიკუსის” წევრები და რუსული სექტორის 9-10 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ მიღებაზე პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე: “ჩემი ხმა ევროპას”, პარალელურად შეხვდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრს ბ-ნ: სიმონ პეტრიდისს, რომელიც ესაუბრა მოსწავლეებს ევროპულ ღირებულებებზე, ტოლერანტული საზოგადოების მნიშვნელობასა და განათლების მიღების აუცილებლობაზე. ბოლოსმოსწავლეებმა ხელი მოაწერეს ევროსაბჭოსადმი მიმართულ პეტიციას, რითაც დაადასტურეს საკუთარი ევროპული მომავლის პერსპექტივა.2
ლიტერატურული საღამო
- 2023 წლის 21 ნოემბერს სკოლის სააქტო დარბაზში რუსული ენის მასწავლებლის ნატალია ნიპარიშვილის ინიციატივით განხორციელდა ლიტერატურული ღონისძიება: „შემოდგომა პოეზიაში“. მე-8/ბ კლასის მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს და წაიკითხეს პოეზიის ნიმუშები, რომლებიც ეძღვნებოდა შემოდგომას. ღონისძიებას ესწრებოდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები და მასწავლებლები.
გაკვეთილი სხვა სივრცეში თემაზე: "ხაზვითი ხელოვნება"
2023 წლის 22 ნოემბერს პროექტის ,,გაკვეთილი სხვა სივრცეში'' ფარგლებში ორივე სექტორის მე-6 და მე-7 კლასებში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი - „ხაზვითი ხელოვნება“. აღნიშნულ აქტივობაში აქტიურად იყო ჩართული სკოლის ხაზვის პედაგოგი: იური არუთინოვი.
6
წერილების წარდგენა
2023 წლის 22 ნოემბერს რუსული ენის მასწავლებლმა ნატალია ნიპარიშვილმა მე-6/ა კლასში განახორციელა ღონისძიება: „მისწერე წერილი საკუთარ თავს".
ვიქტორინა ისტორიაში თემაზე: "საქართველო უძველეს დროში"
- 2023 წლის 21 ნოემბერს მე-7/ბ კლასში ისტორიის მასწავლებლის ეთერ დოგუზოვის ინიციატივით ჩატარდა ვიქტორინა თემაზე: " საქართველო უძველეს დროში " მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ღონისძიებაში და გუნდური შეჯიბრებისას გამოავლინეს საგანში მიღებული ცოდნა. მასწავლებელს ღონისძიების განხორციელებაში დახმარება გაუწიეს მე-10/ბ კლასის მოსწავლეებმა: ა. კალიუტიჩმა და ნ. გაიკამ.1
ვიქტორია ისტორიაში თემა: " საქართველოს კუთხეები"
2023 წლის 21 ნოემბერს მე-6/ბ კლასში ისტორიის მასწავლებლმა ეთერ დოგუზოვამ ჩაატარა ვიქტორინა თემაზე: "საქართველოს კუთხეები". მასწავლებელს ღონისძიების განხორციელებაში დახმარება გაუწიეს მე-10/ბ კლასის მოსწავლეებმა: ა. კალიუტიჩმა და ნ. გაიკამ.
გაკვეთილი სხვა სივრცეში
- 21 ნოემბერს რუსული ენის მასწავლებლის ნატალია ნიპარიშვილის ინიციატივით მე-9/ბ კლასში ჩატარდა გაკვეთილი კომპიუტერულ ტექნოლოგიების გამოყენებით თემაზე: “ ა. გრიბოედოვის ცხოვრება და მოთვაწეობა“.4
ცოცხალი წიგნის დღე
სასკოლო პროეტის: „ცოცხალი წიგნის დღე“ ფარგლებში, 17 ნოემბერს, გალაქტიონ ტაბიძის დაბადების დღის აღსანიშნავად, სკოლის მოსწავლეთა სათათბიროს - ხელოვნებისა და ლიტერატურის კლუბისა და ბიბლიოთეკარის ქალბატონ თამარ თავართქილაძის ინივიატივით, ჩატარდა ღონისძიება თემაზე: "გალაკტიონი - პოეტთა მეფე ". ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მე-9/ა, მე-10/ა და მე-11/ა კლასის მოსწავლეებმა, რომლებიც კიდევ ერთხელ გაეცვნენ პოეტის ბიოგრაფიასა და მის შემოქმედებას, წაიკითხეს ლექსები. ღონისძიების მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა:ე. ხორგუანმა, სკოლის ფსიქოლოგმა: შორენა თალიკიშვილმა და სკოლის მოსწავლეთა სათათბიროს პრეზიდენტმა: ნიკა კრავცოვმა.
8
გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე
17 ნოემბერს გვერდს ვერ ავუვლიდით, რადგან ამ დღეს დაიწყო ეპოქა დიდი და დაიბადა გალაკტიონი!
მიუხედავად მცირე ასაკისა,საჭიროდ ჩავთვალეთ საგაკვეთილო დრო დაგვეთმო გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და ამოუწურავი, ამოუცნობი შემოქმედებისთვის. მეხუთე, მეექვსე,მეშვიდე,მერვე კლასის მოსწავლეებმა მოისმინეს პოეტის ლექსები, ძირითადი ბიოგრაფიული ფრაგმენტები. მათ გაიცნეს გენია, რომელიც სამუდამოდ შემორჩა შთამომავლობას!
2
ვიზიტი თეატრში
- 16 ნოემბერს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები დაესწრნენ სპექტაკლს - “ირინეს ბედნიერება”
ტოლერანტობა
- 16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა, ამ დღესთან დაკავშირებით საბაზო და საშუალო საფეხურის კლასებში მოქალაქეობის მასწავლებლებმა მ. გურასპიშვილმა ჩაატარა გაკვეთილების სერია - “მრავალფეროვნების სახეები”. მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა რელიგიის, რასისა და შესაძლებლობების ადამიანების ისტორიებს ფილმების საშუალებით ისაუბრეს ტოლერანტობის როგორც ღირებულების მნიშვნელობაზე, ასევე როგორ ეხმარება ადამიანებს პიროვნულ განვითარებაში ტოლერანტული გარემო. მომავალში აღნიშნულ თემაზე კიდევ იგეგმება სხვა ღონისძიებები.
გამოფენა
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებელის ინიციატივით მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემა:" სააღდგომო ნატურმორტი"
2
კალიგრაფია
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.
6
მასტერკლასი
სკოლა ენ-ჯიში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი I/ბ და IV/ბ კლასში თემაზე: “მასტერკლასი სააღდგომო კვერცხებისა და კულიჩების გაფორმებაში”
19
დედაენის დღე
სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში ქართული ენის, რუსული ენის, ბუნების, ხელოვნებისა და ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით ჩატარდა “КНВ”
6
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “ანტონიო გაუდის არქიტექტურა”
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიტიატივით I/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “მე და ჩემი ოჯახი”
ღია კარის დღეები
ძვირფასო მშობლებო,
2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.
იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.
პატივისცემით,
დირექცია
მწერალის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ორგანიზებით სკოლაში გვესტუმრა წიგნთა ავტორი კატო ჯავახიშვილი, რომელიც შეხვდა V/ა კლასის მოსწავლეებს.
ვიზიტი კონოთეატრში
11 აპრილს, სკოლა ენ-ჯის ინგლისურის მასწავლებლებმა, კათედრის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობის თანახმად, VI/ბ, VIII/ბ და IX/ა კლასები წაიყვანეს კინოში, ინგლისურენოვანი ფილმის საყურებლად.
1
ვიზიტი თოჯინების მუზეუმში
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლისა და კლასის ტუტორის ორგანიზებით II/ბ და IV/ბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თოჯინების მუზეუმს.
5
დოკუმენტალური ფილმის ჩვენება
სკოლა ენ-ჯის ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით IX/ა კლასში ჩატარდა დოკუმენტალური ფილმის ჩვენება: “9 აპრილი”. განიხილეს იმ პერიოდის აქტუალური საკითხები და რა შედეგი დადგა ამ ტრაგედიის შემდეგ 2 წელიწადში საქართველოსთვის. დღე ტრაგედიის და დღე სიხარულის.
ალეკო შეღლაძის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით სტუმრად გვყავდა თანამედროვე ავტორი, ალეკო შუღლაძეს. კითხვის საათის ფარგლებში განიხილეს ავტორის წიგნი და გაიმართა საინტერესო დისკურსი, შეხვედრას ესწრებოდა VIII-IX/ა კლასის მოსწავლეები.
ფრენბურთის ტურნირი
სკოლა ენ-ჯიში მოსწავლეთა სათათბიროსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა ფრენბურთის ტურნირი VIII-IX/ა/ბ კლასებს შორის.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის X/ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში: მათემატიკა/გეოგრაფია თემაზე: “მდგრადი განვითარების ტურიზმი და მისი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი”
საბიბლიოთეკო კვირეული
4 აპრილს სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული -
რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს - „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა.
სტუმარი
სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
მწვანე ეკონომიკის სექტორები;
მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
ბიო პროდუქტების წარმოება;
თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.2
ვიზიტი თეატრში
სკოლა ენ-ჯის III-VI კლასის მოსწავლეემა ესტუმეს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრს სპექტაკლზე: “წითელკანიანთა ბალადა”
1
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასი ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი მშობლის საათი თბილისის დედაქალაქში, მოსწავლეებმა მოინახულეს თბილისის ბუნება და არქიტექტურა.
1
გამოფენა
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.
3