• სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას

        ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        მათემატიკაში;

        პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        • თეატრის დღეებს;

        • ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • ქართული ცეკვა;

        • N20 მუსიკალური სკოლა;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • კინგბოქსინგი;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

          • კონპერენცია ისტორიაში

          • 28 თებერვალს მე-7/ბ კლასის ისტორიის მასწავლებლის ეთერ დოგუზოვის  ინიციატივით კლასში ჩატარდა  კონფერენცია თემაზე: "წითელი ოკუპაცია” მოსწავლეებმა მოამზადეს და კლასის წინაშე წარმოადგინეს  რეფერატები და პოსტერები.

          • მშობლის საათი

          • 28 თებერვალს - “მშობლის საათის” ფარგლებში I/ა კლასში გეგა ნადირაძის მშობელმა გუგა ნადირაძემ ჩაატარა კლასის საათი და მოსწავლეებს ესაუბრა, თუ რა სასარგებლო თვისებები აქვს წყალს ადამიანის ორგანიზმისთვის.

          • მათემატიკური თამაში

          • 4ა კლასში ზოია ცაბაძის ინიციატივით განხორციელდა მათემატიკური თამაში: “საიდუმლო ანბანი, წერილი მეგობარს/მასწავლებელს” მოსწავლეები ინტერესით ცდილობდნენ "დაშიფრული" წინადადებების ამოცნობას.

          • ვიზიტი კინოთეატრში

          • რუსული სექტორი მე-9/ბ და მე-11/ბ კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებლის - მარიამ იანვარაშვილის ინიციატივით ესტუმრნენ კინოთეატრს, სადაც უყურეს ქართულ ენაზე მხატვრულ ფილმს, ხოლო მომდევნო დღეს მოაწყვეს საკლასო დისკუსია მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ.

          • სემინარი

          • შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის (SPG – 23 – 715) ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წარმომადგენლები შეხვდნენ სკოლა „ენ-ჯი“-ს  მოსწავლეებს.მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია  მეხსიერების მნიშვნელობისა და მისი გაუმჯობესების შესახებ.  შემდგომ ეტაპზე იგეგმება პროექტით დაინტერესებული  უფროსკლასელების ვიზიტი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ლაბორატორიებში. სკოლის ადმინისტრაციასა და მოსწავლეთა სათათბიროსთან შეთანხმებით,  დაიგეგმა მოსწავლეთა სამეცნიერო  კლუბის ჩამოყალიბებაც.

          • ფსიქოლოგის საათი

          • კლასის ტუტორის - ხატია ბახბაიას და სკოლის ფსიქოლოგის თანაშემწის შ. ტალიკიშვილის ინიციატივით მე-5/ბ კლასში განხორციელდა ერთობლივი შსკოლის ფსიქოლოგ -ქ-ნ შორენა ტალიკაშვილთან ერთად კლასის საათი თემაზე: “ალკოჰოლის და სიგარეტის მავნებლობა ჯანმრთელობაზე". მოსწავლეები ჩაერთნენ დისკუსიაში, უყურეს სოციალურ რგოლს და დააფიქსირეს საკუთარი დამოკიდებულებები ამ თემასთან დაკავშირებით.

          • ფსიქოლოგის საათი

          • 20 თებერვალს სკოლის ფსიქოლოგმა - შორენა ტალიკიშვილმა "ფსიქოლოგის საათზე" მე-3/ა კლასში ჩაატარა ფსიქოლოგის საათი თემაზე:

            “კონფლიქტები ბავშვებში, კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და მისი განეიტრალების გზები” .

            ფსიქოლოგმა მოსწავლეებს გააცნო თუ რა შეიძლება გახდეს კონფლიქტის გამომწვევი და როგორ შეიძლება მისი თავიდან არიდება. შეხვედრის დროს გამოყენებულ იქნა თამაშები, სიტუაციური ამოცანები, მოხდა ინტერაქცია.

          • სახალისო მათემატიკური თამაში

          • 23 თებერვალს მე-2/ა კლასში მათემატიკის მასწავლებლის მაიას კუსრაშვილის ინიციატივით  ჩატარდა სახალისო მათემატიკირი თამაში თემაზე: "ამოვიცნოთ გეომეტრიული ფიგურები..."

          • ვიზიტი ოკუპაციის მუზეუმში

          • 23 თებერვალს, ანტისაოკუპაციო კვირეულის ფარგლებში დარბაზში გაიმართა ფილმის ჩვენება - “შინდისის გმირები”, ხოლო დღის მეორე ნახევარში მოსწავლეებმა მოინახულეს ოკუპაციის მუზეუმი, გაეცნენ იქ დაცულ ექსპონატებს.

          • გაკვეთილი -პრეზენტაცია ბიოლოგიაში

          • 22 თებერვალს, სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიაში, ბიოლოგიის მასწავლებელმა - ნელი ღარიბაშვილმა მე-10/ა კლასში ჩაატარა გაკვეთილი-პრეზენტაცია თემაზე: "კლონირება".

          • ინტეგრირებული გაკვეთილი რუსული-კომპიუტერული ტექნოლოგიები

          • 22 თებერვალს სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში ნატალია სარქისოვა-ნოპარიშვილის და ნიკა კრავცოვის ინიციატივით, ჩატარდა ინტეგრირებული გავეთილი რუსულ ენასა და აიტი ტექნოლოგიებში - მე-6/ა კლასში. მოსწავლეებმა განიხილეს რუსული ენის ახალი თემა, აიტი ტექნოლოგიების გამოყენებით.

          • ანტისაოკუპაციო კვირეული

          • 21 თებერვალს, ანტისაოკუპაციო კვორეულის ფარგლებში სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა საგანმანათლებლო კონფერენცია: “წითელი ოკუპაცია” - ისტორიის მასწავლებლის - მზია ცხოვრებაძის თაოსნობით, მოსწავლეებმა თემის ფარგლებში წარმოადგინეს საინტერესო თემები საქართველოს გასაბჭოების, 1924 წლუს აჯანყებოს და შხვა შესაბამის თემებზე. კონფერენციის ბოლოს მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს და გაიხსენეს საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირები.

          • ლიტერატურული საღამო

          • 20 თებერვალს  სკოლის სააქტო დარბაზში, რუსული ენის მასწავლებლის ნატალია ნიპარიშვილის ინიციატივით ჩატარდა ლიტერატურული საღამო: “სანამ ანთია სანთელი” მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები ცნობილი პოეტების რეპერტუარიდან.

          • ანტისაოკუპაციო კვირეული "სკოლა ენ-ჯი" - ში

          • 19-23 თებერვალს საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით სკოლაში აღინიშნება ანტისაოკუპაციო კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი არის სხვადასხვა აქტივობები, რომლის დროსაც მოსწავლეები გაეცნობიან 1918-1921 წწ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციას. დღეს სკოლის სააქტო დარბაზში ჩატარდა საგანმანათლებლო ფილმების ჩვენება და განხილვა, რომელსაც ესწრებოდნენ მე-8/ა, მე-9/ა, მე-10/ა და მე-11/ა კლასის მოსწავლეები.

          • ექიმის საათი

          • “სკოლა ენ-ჯის” ექიმის - ქეთევან ქიტიაშვილის ინიციატივით, მე-8/ა კლასში, ჩატარდა ექიმის საათი თემაზე: "საჭმლის მონელება".

          • მშობლის საათი

          • “მშობლის საათის” ფარგლებში, მე-6/ბ კლასს სტუმრობდა ალექსანდრ და ალექსეი კარდაშ-ის დედა ქ-ნ ოლგა კარდაშ, რომელიც პრიფესიით არის ბიზნეს ანალიტიკოსი ქ-ნ: ოლგა მოსწავლეებს გააცნო პროფესიის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე ჩაატარა პატარა ანალიტიკური ტესტი, მოსწავლეებმა საინტერესო კითხვები დასვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

          • კალიგრაფია

            სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.

          • დედაენის დღე

             

            სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.

          • ღია კარის დღეები

             

            ძვირფასო მშობლებო,

            2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის  ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით. 

            გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.

            პატივისცემით,

            დირექცია 

          • საბიბლიოთეკო კვირეული

            4 აპრილს სკოლა ენ-ჯის  ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული - 
            რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს -  „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. 

          • სტუმარი

            სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
            მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
            გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
            მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
            მწვანე ეკონომიკის სექტორები;
            მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
            ბიო პროდუქტების წარმოება;
            თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
            მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.

          • გამოფენა

            სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.