,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების" (დანართი №5) შესაბამისად, სკოლის სახელწოდება უნდა შეესაბამებოდეს მისი სტატუსის აღმნიშვნელ, კანონმდებლობით დადგენილ ტერმინს, რაც ავტორიზაციის პირველი სტანდარტის (სკოლის ფილოსოფია) ერთ - ერთი ინდიკატორია
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებში 2022 წელს შესული ცვლილების თანახმად (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 29 დეკემბრის N145/ნ ბრძანება), ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სახელწოდების სტანდარტი მოიცავს სახელწოდებაში სტატუსის აღმნიშვნელი, კანონმდებლობით დადგენილი ტერმინის - ,,ზოგადსაგანმნათლებლო დაწესებულება " ან/და, სკოლა "ასახვას .
შპს ახალმა ქართულმა გიმნაზიამ (ს/კ 200036497) გაითვალისწინა კანონმდებლობაში შესული ცვლილებები და მიიღო გადაწყვეტილება სკოლის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით.
2023 წლის 04 დეკემბრიდან „ახალი ქართული გიმნაზიის“ სახელწოდებაა
- შპს სკოლა ენ-ჯი (ს/კ 200036497).
ინგლისურად სკოლას ქვია- next generation school , შემოკლებით NG SCHOOL (შინაარსობრივად - შემდეგი/მომავალი თაობის სკოლა), ხოლო ქართულად- სკოლა ენ-ჯი.
შესაბამისად შევცვალეთ ლოგოც.
არსებული ცვლილებები არანაირ გავლენას არ ახდენს, არც მასწავლებელზე და არც მოსწავლეებზე. ბანკში გადახდისას მხოლოდ სკოლის სახელი დახვდებათ შეცვლილი, საბანკო ანგარიშიც და საიდენტიფიკაციო კოდიც იგივეა.