• სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას

        ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        მათემატიკაში;

        პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        • თეატრის დღეებს;

        • ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • ქართული ცეკვა;

        • N20 მუსიკალური სკოლა;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • კინგბოქსინგი;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

          • სასკოლო კონფერენცია

          • დღეს 19 ივნისს გიმნაზიის სააქტო დარბაზში ჩატარდა სასკოლო კონფერენცია. მომხსენებლები იყვნენ საგნის მასწავლებლები. მოვისმინეთ 22 მასწავლებლის გამოსვლა,მათ ისაუბრეს სასწავლო წლის მანძილზე  ჩატარებული საინტერესო აქტივობებისა და მათი გამოცდილების შესახებ. მადლობა თითოეულ მათგანს ჩატარებული მუშაობისთვის.

          • 2 ივნისს ჩატარდა სასკოლო ტურნირი ჭადრაკში

          • მონაწილეობას იღებდნენ მოსწავლეები მე-3-დან მე-8 კლასის ჩათვლით, გოგონები და ბიჭები.

            ტურნირი გაიმართა შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად.

            გამარჯვებულები გამოვლინდნენ სქესისა და ასაკის მიხედვით. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით და დიპლომებით. მათ, ვინც ვერ დაიკავა საპრიზო ადგილი, გადაეცათ პატარა საჭადრაკო სუვენირები.

            გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა - ნუცა ჯიქიამ. მეორე ადგილი - მუსაევა შევვალ. მესამე ადგილი - სამხარაძე სოფია.

            მე-3, მე-4 და მე-5 კლასებს შორის პირველი ადგილი დაიკავა - პოლიაკოვ დანიელმა. მეორე ადგილი - ჯიჯელავა ბექა. მესამე ადგილი - ხეჩოიანი ალექსი.

            მე-6, მე-7 და მე-8 კლასებს შორის პირველი ადგილი დაიკავა - ხეჩოიან მიხეილმა. მეორე ადგილი - ნევსკი კოტე. მესამე ადგილი - გაჩეჩილაძე გიორგი.

          • სახალისო ცდები ქიმიაში მეშვიდეკლასელებისთვის

          • ვინაიდან მე-8 კლასიდან ვიწყებთ ქიმიის სწავლებას, ,დღეს მე-7 კლასში ჩავატარეთ საინტერესო და სახალისო ცდები. მოსწავლეები გაეცნენ რამოდენიმე ნივთიერების ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს. ძალიან დიდი იყო მათი მოტივაცია. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს გიმნაზიელებს .წინ კიდევ ბევრი საინტერესო ცდები ელოდებათ

          • საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

          • დღესაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით! დღესაც დამოუკიდებლობისთვის  ვიბრძვით! რამდენი სიცოცხლე შეიწირა ამ ბრძოლამ... დღესაც უკრაინაში ჩვენი ბიჭები სისხლს ღვრიან საქართველოსთვის!  დღესაც, XXI ციფრულ საუკუნეში საქართველოს მეხუთედი რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა... დიდი იმედი მაქვს, მოვესწრები ნამდვილად თავისუფალ, დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში ცხოვრებას

          • სასკოლო საზაფხულო ბანაკი - "ტბაზე"

          • წელს „ახალ ქართულ გიმნაზია“-ში არაჩვეულებრივი სიახლეა!!!

            ჩვენი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებისთვის მოეწყობა სასკოლო საზაფხულო ბანაკი, სადაც მოსწავლეებთან ერთად დაუვიწყარ მოგონებებს შევქმნით.

            ბანაკი გაიმართება კურორტ ტბაზე (ბორჯობთან ახლოს), სადაც გელით ჯანსაღი, უსაფრთხო, კეთილმოწყობილი გარემო, სამჯერადი კვებით, შემეცნებითი, განმავითარებელი ტრენინგებით მოქალაქეობაში, კინოკლუბით, ლიტერატურული საღამოებით, სპორტული, სახალისო, გასართობი აქტივობებით, ლაშქრობებითა და სხვა.

            საზაფხულო ბანაკი იქნება ადგილი, სადაც მოზარდები ზაფხულის დღეებს ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარებენ. ბანაკში განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა:

            · პიროვნული განვითარება (იდენტობა და თვითშეფასება, ინტერესები და ღირებულებები)

            · ინტერპერსონალური ურთიერთობები (ემოციების მართვა, სტრესის მართვა, ემპათია)

            · ეფექტური კომუნიკაცია კონფლიქტების რეგულაცია და მოლაპარაკების უნარი;

            · კრიტიკული აზროვნება (კრიტიკული მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება, დროის მართვა)

            · სოციალური პასუხისმგებლობა (ბავშვთა უფლებები და მოვალეობები, მორალი, ბულინგი, ტოლერანტობა)

            ბანაკი, ასევე, გთავაზობთ სპორტულ თამაშებს, ლიტერატურულ განხილვებს, კინო-ჩვენებებს და მრავალ სხვა გუნდურ აქტივობას.

            ბანაკის ხანგრძლივობა: – 6 ღამე, 7 დღე;

            გასვლის თარიღი: 24 ივნისი, 9:00 საათი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან;

            ჩამოსვლის თარიღი: 31 ივნისი 16:00 საათი სკოლის მიმდებარე ტარიტორიასთან;

            ლოკაცია –სასტუმრო „მთის ბროლი - ბორჯომი“

            დამატებითი შეკითხვებისათვის დაგვიკავშირდით: 5 77 33 96 31

            https://www.facebook.com/hotelmtisbroliborjomi/photos

            სასტუმრო მთის ბროლი-ბორჯომი

            სასტუმრო “მთის ბროლი-ბორჯომი”, სასტუმრო კურორტ ტბაზე

          • საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

          • 2023 წლის 25 მაისს გიმნაზიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ.

            ეს დღე განსაკუთრებული და გამორჩეული იქნება ყველა სასწავლო დღისგან.

            08:45 -სასკოლო საზოგადოების გიმნაზიაში გამოცხადება.I-XII კლასის მოსწავლეებისა და პედაგოგების განაწილება სკოლის ეზოში;

            09:00- სახელმწიფო დროშის აწევა სახელმწიფო ჰიმნის შესრულების ფონზე, ჰიმნს ასრულებენ სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები;

            09:30 - გიმნაზიის შენობაში კლასების შესვლა დამრიგებლებთან ერთად;

            I-IV კლასებში მეორე გაკვეთილიდან იმუშავებენ დამრიგებლები და ისაუბრებენ დამოუკიდებლობის დღის შესახებ, მოამზადებენ კედლის გაზეთებს. ამ აქტივობის დამთავრების შემდეგ სასწავლო პროცესი 18:00-მდე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

            09:30 საათიდან სააქტო დარბაზში გაიმართება ქართული მხატვრული ფილმებიდან: „მონანიება“, “დათა თუთაშხია“, „დემეტრე თავდადებული“ -ამონარიდების ჩვენება.

            -პირველი ნაკადი- ქართული სექტორის V-VII კლასები;

            -მეორე ნაკადი - ქართული სექტორის VIII-XI კლასები;

            -მესამე ნაკადი- რუსული სექტორის V-VII კლასები;

            -მეოთხე ნაკადი- რუსული სექტორის VIII-XI კლასები.

            ფილმების ამონარიდების ყურების შემდეგ,  კლასები  ბრუნდებიან საკლასო ოთახებში, იქ დამრიგებლებთან და საგნის მასწავლებლებთან ერთად გაიმართება დებატები და შემდეგ ყველა კლასი ქმნის პლაკატს. 

             ნამუშევრები  ბარდება დირექტორის მოადგილეს აღმზრდელობით დარგში ინგა ადახს, რომელიც შემდეგ ორგანიზებას გაუკეთებს ამ ნამუშევრების გამოფენას.

            V-XI კლასის მოსწავლეები ზ.ა. აქტივობების დასრულების შემდგომ თავისუფლდებიან.

            p.s. V-XI კლასის ყველა დამრიგებელმა გააფრთხილოს მშობლები რომ ა.წ. 25 მაისს გვექნება შედარებით მოკლე დღე. 

            I-IV კლასები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

          • ანონიმური კვლევა მშობლებთან და მოსწავლეებთან

          • მშობელთა საყურადღებოდ!

            2023 წლის 11 მაისიდან გიმნაზიის დირექცია აწარმოებს კვლევას I-XI კლასის მშობლებთან და V-XI კლასის მოსწავლეებთან.კვლევა ტარდება ანონიმურად.მოსწავლეებთან კვლევა ტარდება საკლასო ოთახში (კითხვარი მიეწოდებათ მატერიალურად); ხოლო მშობლებისთვის ელექტრონული ფორმით "google docs" ფორმატში.

            გამოკითხვაში მონაწილეობა ყველა მშობლისთვის სავალდებულოა!

            გამოკითხვის შედეგები დაგვეხმარება, რათა მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვის დროს გავითვალისწინოთ მოსწავლეთა და მშობელთა შენიშვნები, სურვილები, რეკომენდაციები.

            ანკეტის ლინკი მშობლებს მიეწოდათ კლასების FB ჯგუფების საშუალებით.

            გთხოვთ, იაქტიუროთ, იყოთ გულახდილები და ობიექტურები. თითოეული თქვენგანის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

          • საქველმოქმედო ღონისძიება

          • ამა წლის 4 მაისს,  გიმნაზიაში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება შშმ პირთა დასახმარებლად, ღონისძიებაზე სტუმრად იმყოფებოდა  მწერალი  ციცი გურიელი 

          • თეატრის დღე გიმნაზიაში 

          • გიმნაზიასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრს "მოდი ნახე"-ს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში

            31 მარტს I-V კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თეატრს და დაესწრნენ სპექტაკლს - “ალისფერი ყვავილი” 

             

          • კალიგრაფია

            სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.

          • დედაენის დღე

             

            სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.

          • ღია კარის დღეები

             

            ძვირფასო მშობლებო,

            2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის  ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით. 

            გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.

            პატივისცემით,

            დირექცია 

          • საბიბლიოთეკო კვირეული

            4 აპრილს სკოლა ენ-ჯის  ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული - 
            რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს -  „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. 

          • სტუმარი

            სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
            მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
            გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
            მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
            მწვანე ეკონომიკის სექტორები;
            მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
            ბიო პროდუქტების წარმოება;
            თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
            მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.

          • გამოფენა

            სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.