26.11.2021 წელი მე-4 ბ კლასი
პრეზენტაცია: როგორ წავიდა ჭიანჭველა პაწა თოვლის ბაბუს სანახავად.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას
ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
მათემატიკაში;
პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
• თეატრის დღეებს;
• ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• ქართული ცეკვა;
• N20 მუსიკალური სკოლა;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• კინგბოქსინგი;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
26.11.2021 წელი მე-4 ბ კლასი
პრეზენტაცია: როგორ წავიდა ჭიანჭველა პაწა თოვლის ბაბუს სანახავად.
მე-3ა კლასის საათი. თემა:"ბულინგი"
ვისაუბრეთ ძალადობის სხვადასხვა სახეებზე,ვუყურეთ ფილმს,ვიმსჯელეთ,ყველამ ერთად ვუთხარით -"არა" ძალადობას!
''დაგეგმილი , მაგრამ დღეს მოულოდნელად ჩატარებული პირველი ექსპერიმენტი'' - ქიმიურ მოვლენაზე*
(საჭირო მასალებს ეტაპობრივად ვაგროვებდით)
პატარებმა დიდი ინტერესით და მონდომებით ჩაატარეს ეს უსაფრთხო ცდა. შედეგიც მიიღეს
უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, 2021 წლის 15 ოქტომბერს 1ბ კლასში და 17 ნოემბერს 3ბ კლასში ჩატარდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება, შემდგომ დისკუსია და ერთობლივი პლაკატის შექმნა/პრეზენტაცია.
მშობელთა და მოსწავლეთა საყურადღებოდ!
გაეცანით გიმნაზიის "უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესს და პირობებს"
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
ა. ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება;
ბ. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
გ. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე ეფექტური რეაგირება;
დ. უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა;
ე. სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების ხელშეწყობა.
მუხლი 2. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მექანიზმები
თავი II. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებები
მუხლი 3. ინფორმირებულობის უზრუნველყოფა
ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით, სკოლა ვალდებულია სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილას განათავსოს:
ა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“-ის ცხელი ხაზის ნომერი – 112 (შემდგომში – 112);
ბ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნომერი – 2 200 220;
გ. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე დირექტორის მიერ განსაზღვრული პირის - მობილური ტელეფონის ნომერი;
ე. საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზი – 598 08 30 06 (1481).
მუხლი 4. მოსწავლეთა უფლებებისა და წესების გაცნობა
1. სკოლის დირექციის წარმომადგენელნი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებს აცნობენ სკოლის საგანგებო სიტუაცებზე რეაგირების გეგმას, უფლებებსა და წესებს;
2. მოსწავლეებისათვის მოსწავლის უფლებებისა და წესების გაცნობა შესაძლებელია განხორციელდეს მისი ვიზუალიზაციით, სახელოვნებო/შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებით და სხვა ღონისძიების ორგანიზების სახით.
მუხლი 5. ფსიქოლოგიური დახმარების მიღება
1. მოსწავლეებს, სკოლის დირექციის წარმომადგენლებს ან/და მასწავლებლებს ფსიქოლოგიური დახმარების მიღება შეუძლიათ სკოლის ფსიქოლოგთან.
2. ფსიქოლოგიური დახმარების ფარგლებში ფსიქოლოგი მოსწავლეს, სკოლის დირექციის წარმომადგენელსა და მასწავლებელს უწევს კონსულტაციას პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზებთან დაკავშირებით, ამასთან იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია პრობლემის გადაჭრის მიზნით ფსიქოლოგიური მომსახურების მიღება, უწევს კონსულტაციას ფსიქოლოგიური მომსახურების მიღების გზებთან დაკავშირებით და უხსნის აღნიშნული სერვისის მნიშვნელობას.
მუხლი 6. საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები
ა. ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ;
ბ. დისკრიმინაციის წინააღმდეგ;
გ. ბულინგისა და კიბერბულინგის წინააღმდეგ;
დ. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით.
ა. დისკუსიების/დებატების მოწყობით;
ბ. საკლასო/სასკოლო ესეების კონკურსის გამართვით;
გ. საკლასო/სასკოლო ნახატების კონკურსის გამართვით;
დ. სპორტული შეჯიბრებების ორგანიზებით;
ე. საკლასო/სასკოლო თეატრალური წარმოდგენების გამართვით;
ვ. ფილმების/ვიდეორგოლების ჩვენებით;
ზ. როლური თამაშების გამართვით;
თ. სხვადასხვა ხასიათის კვირეულების მოწყობით (მაგ: დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული);
ი. მართლწესრიგის ოფიცერთან ან/და უბნის ინსპექტორთან მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით;
კ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფსიქოლოგიის/სამართლის/სოციალური მუშაობის მიმართულების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ან/და მაგისტრანტებისა და მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით;
ლ. შესაბამის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან მოსწავლეების შეხვედრების ორგანიზებით და სხვა;
ა. მშობლის როლი ბავშვის განათლებაში და აღზრდაში;
ბ. შვილთან ეფექტური კომუნიკაცია;
გ. ძალადობა (მათ შორის ნაადრევი ქორწინება) და მისი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;
დ. ოჯახში ძალადობა და მისი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;
ე. ბულინგი, კიბერბულინგი და მათი გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიაზე;
ვ. ჯანსაღი ცხოვრების წესი;
ზ. სხვა საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფს კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობის ამაღლებას მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში.
მუხლი 7. დირექტორის უფლებამოსილებები და ვალდებულებები
ა. განიხილავს სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, იღებს შესაბამის რეკომენდაციებს და იღებს გადაწყვეტილებას შემდგომი რეაგირებისათვის;
ბ. უფლებამოსილია მოისმინოს და შეიმუშაოს ინიციატივები სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების ჩატარების შესახებ.
გ. მოსწავლეთა/კანონიერ წარმომადგენელთა საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების ორგანიზების მიზნით დაგეგმოს შემდეგი აქტივობები:
თავი III. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს განსახორციელებელი ღონისძიებები
მუხლი 8. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა
ა) საგანგებო სიტუაციები (ხანძარი, მიწისძვრა, და ა.შ.);
ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი (ფართო გავრცელების პოტენციალის მქონე) გადამდები დაავადების შემთხვევა სკოლაში (შემდგომში – გადამდები დაავადების შემთხვევა).
გ) სუიციდური აზრი, სუიციდის მცდელობა, სუიციდი;
დ) თვითდაზიანება;
ე) ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენა ან სკოლაში ფეთქებადი ნივთიერებების არსებობის შესახებ შეტყობინება;
ვ) მოსწავლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის ქონა, ასევე იმ საგნის ქონა, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის ქონა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად;
ზ) მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ თამბაქოს, ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შეტანა, რეალიზაცია, მოხმარება სკოლის ტერიტორიაზე ან/და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;
თ) მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობა ან/და დაგვიანება საპატიო მიზეზის გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულის შესახებ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი არ არის ინფორმირებული, ასევე მოსწავლის მიერ საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას კლასის ან/და სკოლის დატოვება შესაბამისი საფუძვლისა და ნებართვის გარეშე;
ი) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა;
კ) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სამართალდარღვევა;
ლ) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ბულინგის ან კიბერბულინგის ჩადენა;
მ) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნის მიხედვით;
ნ) მოსწავლის დესტრუქციული ქცევა;
ო) მოსწავლის მიერ ფულის/ნივთის უნებართვოდ აღება, ფულის შეგროვება, ფულის/ნივთის სხვა მოსწავლისათვის იძულების ნებისმიერ ფორმით გამორთმევა;
პ) მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის/სკოლის ქონების ხელყოფა;
ჟ) სხვა გარემოება ან/და ქმედება, რომელმაც შეიძლება სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს საფრთხე შეუქმნას იქ მყოფ პირთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას ან/და ქონებას, სკოლის გამართულ ფუნქციონირებას ან/და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, ასევე სკოლის შინაგანაწესის, მოსწავლის ქცევის კოდექსისა და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა.
მუხლი 9. საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები
9. გადაწყვეტილებას სასწავლო პროცესის შეჩერების, შეწყვეტის ან განახლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს მინისტრი, დირექტორის მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 10. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი გადამდები დაავადების შემთხვევის დროს
მუხლი 11. სუიციდური აზრი
1. ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია მოსწავლის სუიციდური აზრის შესახებ, ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სკოლის დირექციას/კლასის დამრიგებელს.
2. ინფორმაციის მიღებისთანავე, სკოლის დირექცია/კლასის დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეს.
3. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ან ფსიქოლოგის სკოლაში გამოცხადებამდე დაუშვებელია მოსწავლის დატოვება უმეთვალყურეოდ.
4. მოსწავლის სუიციდური აზრის შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური და მისი გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ სკოლის დირექციის/კანონიერი წარმომადგენლისა და ფსიქოლოგისთვის.
5. სკოლის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს ფსიქოლოგის ჩართვა, რომელიც ცალ-ცალკე ესაუბრება მოსწავლესა და მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს და ახორციელებეს სიტუაციის პირველად მართვას.
მუხლი 12. სუიციდის მცდელობა
1. მოსწავლის მიერ სუიციდის მცდელობის შემსწრე ყველა პირი ვალდებულია შეეცადოს, შეაჩეროს სუიციდის მცდელობა.
2. მოსწავლის მიერ სუიციდის მცდელობის შემსწრე პირი/სკოლის დირექცია დაუყოვნებლივ უკავშირდება „112“-ს, ხოლო შემდგომ ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს სკოლის დირექციას/დამრიგებელს.
3. დაუშვებელია სუიციდის მცდელობის შემსწრე პირის მიერ სუიციდის მცდელობის მქონე მოსწავლის დატოვება უმეთვალყურეოდ სკოლის დირექციის წარმომადგენლის მოსვლამდე.
4. ექიმი/ფსიქოლოგი ვალდებული არიან დაუყოვნებლივ გამოცხადნენ შემთხვევის ადგილას და უზრუნველყონ მოსწავლისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
5. სკოლის დირექცია უზრუნველყოფს თვითმხილვევლი მოსწავლეების გარიდებას, მათზე მეთვალყურეობას, დამშვიდებასა და სხვა მოსწავლეებში ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას.
6. დაუშვებელია სუიციდის მცდელობის მქონე მოსწავლის უმეთვალყურეოდ დატოვება, კანონიერი წარმომადგენლის ან ფსიქოლოგის მოსვლამდე.
7. სკოლის დირექცია/დამრიგებელი მომხდარის შესახებ უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას სუიციდის მცდელობის მქონე მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლისთვის.
8. სკოლის დირექცია უპირობოდ უზრუნველყოფს ფსიქოლოგის ჩართვას, რომელიც ცალ-ცალკე ესაუბრება სუიციდის მცდელობის მქონე მოსწავლეს, კანონიერ წარმომადგენელს და თვითმხილველ მოსწავლეებს და ახორციელებეს სიტუაციის პირველად მართვას.
მუხლი 13. სუიციდი
1. სკოლაში სუიციდის შემთხვევაში, სუიციდის ფაქტის შემსწრე პირი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს „112“-ს, ხოლო შემდგომ სკოლის დირექციას.
2. სკოლის დირექცია/დარიგებელი უზრუნველყოფს თვითმხილვევლი მოსწავლეების გარიდებას, მათზე მეთვალყურეობას, დამშვიდებასა და სხვა მოსწავლეებში ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას.
3. უსაფრთხოების მენეჯერი/სკოლის დირექცია უზრუნველყოფენ შემთხვევის ადგილის დაცვას, გადაკეტვას.
4. სკოლის დირექცია სუიციდის შესახებ ატყობინებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს/კანონიერ წარმომადგენლს მხოლოდ პოლიციის მიერ გარდაცვლილის იდენტიფიცირების შემდეგ.
5. სკოლის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს ფსიქოლოგის ჩართვა, რომელიც ცალ-ცალკე ესაუბრება გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, სუიციდის თვითმხილველ მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებს, მასწავლებლებს და ახორციელებეს სიტუაციის პირველად მართვას.
მუხლი 14. თვითდაზიანება
1. ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია მოსწავლის თვითდაზიანების შესახებ, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სკოლის დირექციას/დამრიგებელს;
2. ინფორმაციის მიღებისთანავე, სკოლის დირექცია/ კლასის დამრიგებელი ესაუბრება მოსწავლეს და იკვლევს თვითდაზიანების მიზეზს.
3. სკოლის დირექცია/კლასის დამრიგებელი უზრუნველყოფს მოსწავლის თვითდაზიანების შესახებ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებას.
4. საჭიროების შემთხვევაში, სკოლის დირექცია უფლებამოსილია, თვითდაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, უზრუნველყოს ფსიქოლოგის/ჩართვას, რომელიც ცალ-ცალკე ესაუბრება თვითდაზიანების განმახორციელებელ მოსწავლესა და კანონიერ წარმომადგენელს, მასწავლებლებს და ახორციელებს სიტუაციის პირველად მართვას.
5. მოსწავლის თვითდაზიანების შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური და მისი გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ ს/სკოლის დირექციის/მოსწავლის კლასის დამრიგებლის/კანონიერი წარმომადგენლისა და ფსიქოლოგისთვის.
მუხლი 15. ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენა
მუხლი 16. სკოლაში ფეთქებადი ნივთიერებების არსებობის შესახებ შეტყობინება
მუხლი 17. მოსწავლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის ქონა, ასევე იმ საგნის ქონა, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის ქონა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად
1. ნებისმიერი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სკოლის დირექციას მოსწავლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის ქონის შესახებ, ასევე იმ საგნის ქონის შესახებ, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენით მოპოვებული ნივთისა და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნისა და დოკუმენტის ქონის შესახებ, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად.
2. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით დასაშვებია უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება მეტალოდეტექტორით, რომლის მიზანია უსაფრთხოების მენეჯერის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის აღმოჩენა, იმ საგნის აღმოჩენა, რომელსაც სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის კვალი ატყვია, სავარაუდო დისციპლინური გადაცდომით/სამართალდარღვევით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის აღმოჩენა, რომლებიც საჭიროა სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის ჩადენის გარემოებათა გასარკვევად.უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება ხორციელდება სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით.
3. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გარემოებები მიუთითებს მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევაზე ან/და შესაძლო სამართალდარღვევაზე და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა ან/და შესაძლო სამართალდარღვევა.
4. დაუშვებელია მოსწავლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივთის გადამალვა ან/და რაიმე ფორმით განადგურება. უსაფრთხოების მენეჯერი ვალდებული არიან მიიღონ შესაბამისი ზომები მოსწავლის აღნიშნული ქმედების თავიდან ასაცილებლად.
5. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების უფლებამოსილება აქვს იმავე სქესის პირს, რომელიც განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით.
6. უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას წინ უნდა უსწრებდეს უსაფრთხოების მენეჯერის მიერ მოსწავლის გაფრთხილება უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ და მოწოდება, რომ ნებაყოფლობით, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივთები გადასცეს პირს, რომელმაც უნდა ჩაატაროს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება.
7. თუ მოსწავლის მიერ წარმოდგენილია ან უსაფრთხოების მენეჯერის მიერ აღმოჩენილია იმგვარი სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ნივთები, რომლის მოსწავლის მიერ ფლობაზე რეაგირებაც საქართველოს კანონმდებლობით სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა, უსაფრთხოების მენეჯერი დაუყოვნებლივ აცნობებს სამართალდამცავ ორგანოს.
8. აღმოჩენილი ნივთები უსაფრთხოების მენეჯერის მიერ გადაეცემა მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს ან სამართალდამცავ ორგანოს, ნივთის/საგნის ხასიათის გათვალისწინებით. უკონტაქტო დათვალიერების დროს დგება შესაბამისი აქტი.
9.უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებისას უსაფრთხოების მენეჯერი ვალდებულია:
9.1. იმოქმედოს მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და მოსწავლის ღირსების სრული დაცვით;
9.2. მოსწავლეს არ შეუზღუდოს იმ ნივთებით სარგებლობა, რომელიც არ აფერხებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების მიმდინარეობას, ასევე, არ ჩამოართვას ის ნივთები, რომელიც არ წარმოადგენდა უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელების მიზანს;
9.3.უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება არ ჩაატაროს ჯგუფურად.
10. მოსწავლისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, სკოლის დირექცია ვალდებულია დაიწყოს მოსწავლის მიმართ დისციპლინური წარმოება სკოლის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით;
11. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებაზე და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივთის აღმოჩენა სხვაგვარად შეუძლებელია ან მოსწავლე უარს აცხადებს უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელებისას აღმოჩენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნივთის უსაფრთხოების მენეჯერისთვის გადაცემაზე, უსაფრთხოების მენეჯერი ვალდებული არიან დაიწყონ მოსწავლის განცალკევების პროცედურა.
12. სკოლა ვალდებულია მითითებული დარღვევის შემთხვევაში საჭიროებისამებრ ჩართოს ფსიქოლოგი.
მუხლი 18. მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შეტანა, რეალიზაცია, მოხმარება სკოლის ტერიტორიაზე ან/და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა
მუხლი 19. მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობა ან/და დაგვიანება საპატიო მიზეზის გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულის შესახებ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი არ არის ინფორმირებული
მუხლი 20. მოსწავლის მიერ საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას კლასის ან/და სკოლის დატოვება შესაბამისი საფუძვლისა და ნებართვის გარეშე
მუხლი 21. მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა
მუხლი 22. მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სამართალდარღვევა
მუხლი 23. მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ბულინგის ან კიბერბულინგის ჩადენა
მუხლი 24. მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნის მიხედვით
მუხლი 25. მოსწავლის დესტრუქციული ქცევა
მუხლი 26. მოსწავლის მიერ ფულის/ნივთის უნებართვოდ აღება, ფულის შეგროვება, ფულის/ნივთის სხვა მოსწავლისათვის იძულების ნებისმიერი ფორმით გამორთმევა
მუხლი 27. მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის თანამშრომლის/სკოლის ქონების ხელყოფა
მუხლი 28. მოსწავლის/მოსწავლეების განცალკევება
მუხლი 29. მდგომარეობის მართვა
მუხლი 30. ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა
მუხლი 31. მედიაცია
თავი IV. დარღვევის აღრიცხვა და შეფასება
მუხლი 32. დარღვევის აღრიცხვის წესი და შეფასება
თავი V. სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვის, ადმინისტრირების, პერსონალურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გამოყენების წესი
მუხლი 33. სკოლის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვის წესი
მუხლი 34. მოსწავლეთა უსაფრთხოების მიზნით ვიდეო თვალთვალთვალის განხორციელების წესი
მუხლი 35. პერსონალურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გამოყენების წესი
თავი VI. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების წესი
მუხლი 36. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობების დამტიცებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი
სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ მოსწავლეთა ესეების კონკურსში ცხოვრების ჯანსაღი წესის თემაზე, სახელწოდებით: "მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს". კონკუსრის პირველი ეტაპი განხორციელდა სკოლაში, სადაც საკონკურსო ნაშრომები წარმოადგინეს მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა. სასკოლო ჟიურიმ შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩია 3 საუკეთესო ესე, რომელიც გაიგზავნა რაიონულ რესურსცენტრში კონკურსის შემდგომ ეტაპზე განსახილველად.
ესეების სასკოლო ტურში შერჩეული საუკეთესო ნაშრომების ავტორები არიან: მარიამ ძიძიშვილი, ლუკა მეტრეველი და ელენე ცხვირავაშვილი. წარმატებებს ვუსურვებთ მათ კონკურსის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად.
ოქტომბრის თვეში სკოლის წლიური სამუშაო გეგმის ფარგლებში განხორციელდა შიდასასკოლო კვლევები I-IV კლასებში კითხვის ტექნიკის შემოწმების მიზნით, ხოლო V-VI კლასებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების მიმართულებით. კვლევის შედეგად გამოიკვეთა მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები სწავლა-სწავლების პროცესში. მასწავლებლებს მიეცათ რეკომენდაციები და დაიგეგმა შესაბამისი აქტივობები კვლევისას გამოვლენილი სირთულეების პრევენციის მიზნით
2 ნოემბერი
სკოლის დირექცია მუდმივად ზრუნავს მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე, ეხმარება მათ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში. ამ მიზნით სასწავლო წლის დასაწყისში დაიგეგმა ტრენინგების სერია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესთან დაკავშირებით.
ოქტომბრის და ნოემბრის თვეში განხორციელდა 3 სამუშაო შეხვედრა:
1. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მიზნები და ამოცანების გაცნობა- საგნობრივი სტანდარტების განხილვა;
2. კომპლექსური დავალებების სპეციფიკა და მატრიცის ჩარჩო;
3. კომპლექსური დავალების შეფასების ძირითადი აქცენტები - განმავითარებელი კომენტარი (სოლოტაქსონომია)
ბოლო ტრენინგი გაიმართა დღეს - 2 ნოემბერს, მასწავლებლებს მიეცათ რეკომენდაციები მოამზადონ კომპლექსური დავალებების რესურსები და საჭირო მასალები.
ოქტომბერი
სკოლის დაწყებით საფეხურზე ჩატარდა კოსტუმირებული კარნავალი, რომლის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს I-VI კლასის დამრიგებლებმა, მოსწავლეებმა და მუსიკის მასწავლებელმა ინგა ადახმა. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნოდ წარიმართა.
28 ნოემბერი
ილია ჭავჭავაძის შემოქმედებისადმი მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლებისა და, ზოგადად, ფართო საზოგადოების ინტერესი დღითიდღე იზრდება. ისინი ხშირად სტუმრობენ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს საგურამოში.
ამჯერად "ახალი ქართული გიმნაზიის" მე-11 კლასის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები - თინა ბანცური და სოფიო გოგატიშვილი ეწვივნენ საგურამოს, რათა ი. ჭავჭავაძის შემოქმედების გაცნობამდე მოენახულებინათ მისი სახლ-მუზეუმი, მოწიწებით გაევლოთ მის ნატერფალზე. მოსწავლეები დაესწრნენ მუზეუმის დირექტორის ბ-ნ: ანდრო ბედუკაძის ლექციას, გაეცვნენ ილიას ცხოვრებას, მოღვაწეობასა და შემოქმედებას.
უჩვეულოდ თბილ და მადლიან გარემოში მოსწავლეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ... ილიასთან შეხვედრა მე-11 კლასმა საგურამოდან დაიწყო.
22 ოქტომბერს სკოლის უსაფრთხოების მენეჯერმა ჩაატარა ტრენინგი სკოლის თანამშრომლებისათვის, რომელიც ეხებოდა საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესებს. შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. სახანძრო უსაფრთხოება, სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტანდარტები;ხანძრის დროს ქცევის წესები. ხანძრის დროს ცეცხლმაქრის გამოყენების ისტრუქტჟი
2. მიწისძვრა - მიწისძვრის დროს ქცევის წესები;
3. ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხეების დროს ადამიანთა ქცევის წესები;
4. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული რეგულაციები.
ჩვენი სკოლის ვებ გვერდი უკვე ინტერნეტშია. აქ ნახავთ მრავალ ფუნქციონალურ და საინტერესო ინფორმაციას: მოსწავლეების სია, კლასები, მასწავლებლები, ცხრილები და სხვა მონაცემები.
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ცხრილი დაჩანაცვლებები ასევე თქვენს მობილურ ტელეფონზეც. თუ გაქვთ iPhone, iPad ან Android მოწყობილობა, შეგიძლიათ გადმოწეროთ შესაბამისი პლატფორმისთვის მორგებულიაპლიკაცია.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ: mobile.edupage.org
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ცხრილი დაჩანაცვლებები ასევე თქვენს მობილურ ტელეფონზეც. თუ გაქვთ iPhone, iPad ან Android მოწყობილობა, შეგიძლიათ გადმოწეროთ შესაბამისი პლატფორმისთვის მორგებულიაპლიკაცია.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ: mobile.edupage.org
ეძებთ მასწავლებელს სხვადასხვა საგანში?
- ზოგს სასკოლო პროგრამის პარალელურად ჭირდება მომზადება,
-ზოგს- წინა წლების ხარვეზების ამოსავსებად,
-ზოგს მისაღები გამოცდებისთვის.
ამას ყველაფერს „ახალი ქართული გიმნაზია“ და მისი კვალიფიციური პედაგოგები გთავაზობთ უსაფრთხო, და შესაძლებლობებით მდიდარ გარემოში.
ჩვენი მიზანია ღრმა, მტკიცე ცოდნის მიცემა და მისი გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში, სპეციალური პროგრამითა და პროგრესული მეთოდიკით.
გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ (საჭიროების შემთხვევაში 4-ჯერ), ხანგრძლივობა 1,5 საათი.
ღირებულება - თვეში 80 ლარი.
(ასაკი შეზღუდული არ არის, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით).
მისამართი: ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20 (გლდანის „ა“ მიკრო რაიონისა და მე-2 მიკრო რაიონის გამყოფი გზა) „ახალი ქართული გიმნაზიის“ შენობა.
მსურველები დარეგისტრირდით ტელეფონზე - 593 935954
„ახალი ქართული გიმნაზია“ 2021-2022 სასწავლო წლისთვის იწყებს მოსწავლეთა მობილობას ქართული სექტორის I-XII და რუსული სექტორის I-X კლასებში.
სწავლა წარიმართება ე.წ. „ბრიტანული მოდელით“, ეს ნიშნავს რომ მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობს საგნობრივი სწავლება, პირველი- მეოთხე კლასის ბავშვები სასწავლო ნივთებს ტოვებენ საკლასო ოთახში. დამატებითი დავალება შესაძლოა მისცენ მოსწავლეს შაბათ-კვირისთვის. მე-5 კლასიდან მე-9 კლასის ჩათვლით გაკვეთილის ხანგრძლივობა ერთი ასტრონომიული საათია. გაკვეთილებზე ხდება მასალის დასწავლა- გააზრება. (საშინაო დავალებები უკიდურეს შემთხვევაში. მაგ. დიდი ტექსტებია წასაკითხი რაც გაკვეთილზე არ მოესწრება).თემების დამუშვების დროს მოსწავლეებს ეძლევათ განმავითარებელი კომენტარი. ქულა/ნიშანი იწერება მხოლოდ თემის შემაჯამებელი დავალების შესრულების დროს. მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის მონიტორინგი ტარდება პერიოდულად სკოლის დირექციის მიერ.
ბრიტანული მოდელი გამოირჩევა გლობალური მიდგომით, სწავლის პროცესი აერთიანებს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და გაგება-გააზრების განვითარებას მოსწავლეებში.
დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებში წიგნიერების განვითარების საკითხი, რა მიზნითაც შემოტანილი გვაქვს - მედიაწიგნიერება და მეტყველება.
პირველივე კლასიდან, ქართული ენის პარალელურად ისწავლება ინგლისური ენა, მშობლებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ მეორე ენა - გერმანული ან რუსული. მე-5 კლასიდანაც შეუძლიათ მშობლებს მეორე უცხო ენის არჩევა.
მე-10- მე-12 კლასებში მიმდინარეობს პროფილური სწავლება, მოსწავლეთა ინტერესების და შესაძლებლობების გათვალისწინებით. ქართული და ინგლისური ენების შესწავლა ხდება სააბიტურიენტო პროგრამით. დანარჩენი საგნების საათობრივი დატვირთვა ინდივიდუალურად განისაზღვრება მოსწავლეთა ჯგუფებისათვის. იგეგმება ვირტუალური ლაბორატორიის შეძენა და საგაკვეთილო პროცესის ახალ ტექნოლოგიებზე ადაპტირება.
ჩვენ ვცდილობთ, რომ მოსწავლეებში გავაღვივოთ ინტერესი, სწავლა გავხადოთ სახალისო და მრავალფეროვანი, ამიტომ დამატებით მოსწავლეებს ვთავაზობთ განავითარონ მათთვის საჭირო უნარები სხვადასხვა კლუბებში გაწევრიანებითა და იქ მუშაობით:
• ინგლისური ენის კლუბი;
• “TV ინკოგნიტო” – ინტერნეტ ტელევიზია - მოსწავლეები დაეუფლებიან , მეტყველების, პრეზენტაციის, რეპორტაჟის მომზადებისა და ჩაწერის და სხვა მსგავს უნარებს; -გეოგრაფიის კლუბი;
• ბუნებისმეტყველების კლუბი - დაინტერესებული მოსწავლეები ეზიარებიან ცოცხალი ბუნების მრავალფეროვნებას, ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, მოახდენენ დაკვირვებას და წარდგებიან კონფერენციებზე;
ასევე სურვილის შემთხვევაში სკოლა გთავაზობთ სხვა დამატებით ფასიან მომსახურებასაც:
• მათემატიკის კლუბი;
• ლოგოპედია;
• ჭადრაკის წრე;
• ხატვის წრე;
• სუმატო - ზეპირი მათემატიკური ანგარიში;
• საფორტეპიანო კლასი;
თუ თქვენი ინტერესი სხვა საგანმანათლებლო საჭიროებებსაც მოიცავს, სკოლის მიმდებარედ ფუნქციონირებს სხვა დამატებითი წრეები:
• ქართული ცეკვა;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• კინგბოქსინგი;
კლასში მოსწავლეთა რაოდენობა იქნება სტანდარტულად 18, გამონაკლის შემთხვევებში არაუმეტეს 20 ბავშვისა.
სასწავლო პროცესი იწყება 9:00 საათზე და სრულდება 18:00 სთ.
სწავლების წლიური გადასახადი შეადგენს პირველი- მეექვსე კლასები- 3000 ლარს; მე-7- მე-9 კლასები- 3000 ლარი. მე-10 - მე-12 კლასები 3000 ლარი.
მოსწავლეების მიღება მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
სკოლაში ფუნქციონირებს ბუფეტი. პირველი მეოთხე კლასის მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან სადილით.
გიმნაზიის ბუფეტთან მშობელი ხელშეკრულებას ცალკე აფორმებს. ვინაიდან პროდუქტის ფასი ყოველდღე იზრდება, კვების გადასახადი დადგინდება სექტემბერში.
ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მშობელი.
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 593 327899
ელექტრონული ფოსტა: newgeorgiangymnasium@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/ngg.ge/?ref=pages_you_manage
მსურველები გადადით ბმულზე და დარეგისტრირდით:
https://docs.google.com/.../1uRShzDW44ZqMhHSbcE31.../edit...
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებელის ინიციატივით მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემა:" სააღდგომო ნატურმორტი"
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.
სკოლა ენ-ჯიში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი I/ბ და IV/ბ კლასში თემაზე: “მასტერკლასი სააღდგომო კვერცხებისა და კულიჩების გაფორმებაში”
სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.
სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში ქართული ენის, რუსული ენის, ბუნების, ხელოვნებისა და ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით ჩატარდა “КНВ”
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “ანტონიო გაუდის არქიტექტურა”
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიტიატივით I/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “მე და ჩემი ოჯახი”
ძვირფასო მშობლებო,
2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.
იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.
პატივისცემით,
დირექცია
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ორგანიზებით სკოლაში გვესტუმრა წიგნთა ავტორი კატო ჯავახიშვილი, რომელიც შეხვდა V/ა კლასის მოსწავლეებს.
11 აპრილს, სკოლა ენ-ჯის ინგლისურის მასწავლებლებმა, კათედრის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობის თანახმად, VI/ბ, VIII/ბ და IX/ა კლასები წაიყვანეს კინოში, ინგლისურენოვანი ფილმის საყურებლად.
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლისა და კლასის ტუტორის ორგანიზებით II/ბ და IV/ბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თოჯინების მუზეუმს.
სკოლა ენ-ჯის ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით IX/ა კლასში ჩატარდა დოკუმენტალური ფილმის ჩვენება: “9 აპრილი”. განიხილეს იმ პერიოდის აქტუალური საკითხები და რა შედეგი დადგა ამ ტრაგედიის შემდეგ 2 წელიწადში საქართველოსთვის. დღე ტრაგედიის და დღე სიხარულის.
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით სტუმრად გვყავდა თანამედროვე ავტორი, ალეკო შუღლაძეს. კითხვის საათის ფარგლებში განიხილეს ავტორის წიგნი და გაიმართა საინტერესო დისკურსი, შეხვედრას ესწრებოდა VIII-IX/ა კლასის მოსწავლეები.
სკოლა ენ-ჯიში მოსწავლეთა სათათბიროსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა ფრენბურთის ტურნირი VIII-IX/ა/ბ კლასებს შორის.
სკოლა ენ-ჯის X/ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში: მათემატიკა/გეოგრაფია თემაზე: “მდგრადი განვითარების ტურიზმი და მისი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი”
4 აპრილს სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული -
რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს - „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა.
სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
მწვანე ეკონომიკის სექტორები;
მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
ბიო პროდუქტების წარმოება;
თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.
სკოლა ენ-ჯის III-VI კლასის მოსწავლეემა ესტუმეს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრს სპექტაკლზე: “წითელკანიანთა ბალადა”
სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასი ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი მშობლის საათი თბილისის დედაქალაქში, მოსწავლეებმა მოინახულეს თბილისის ბუნება და არქიტექტურა.
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.
Powered by aSc EduPage