სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას
ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
მათემატიკაში;
პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
• თეატრის დღეებს;
• ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• ქართული ცეკვა;
• N20 მუსიკალური სკოლა;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• კინგბოქსინგი;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
კომპლექსური დავალებები ფიზიკაში
დისტანციური სწავლების დროს გამოყენებული ელ რესურსი
ონლაინ სწავლების დროს ვიყენებთ:
ZOOM-ის აპლიკაცია _ ზუმი ძალიან ხშირად გამოიყენება ონლაინ შეხვედრების მოსაწყობად. რისსაშუალებას იძლევა იგი? შეიძლება შეხვედრის მუდმივი ლინკის შექმნა, კონკრეტული შეხვედრის დროისგაზრდა, ეკრანის გაზიარება, შეხვედრის მონაწილეთათვის ჩათში კომენტარების მიწერა, ჩანაწერისგაკეთება და ცალკე ბმულად გაგზავნა ან გაზიარება. თუმცა ზუმში შეუძლებელია ერთობლივი მუშაობა,ფაილის გაგზავნა. თიმსისგან განსხვავებით, მას არ აქვს საჭირო ფაილების შესანახი საცავი.Facebook-გვერდები და მესენჯერი _ ყველაზე მარტივი პანდემიის დროს მშობლებისთვის, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა Facebook-გვერდები და მესენჯერი. მაგრამ, კიბერ-სივრცის ნაკლებად დაცულობის გამო, მსგავსი გვერდების გამოყენება საფრთხილოა მოსწავლეებისთვის. მესენჯერსა და ჯგუფებში ღიად დავალებების ჩაყრით ირღვევა მოსწავლეების უფლებები (კიბერჰიგიენისადა კიბერუსაფრთხოების დაცვა კი ერთ-ერთი მთავარი პირობაა ონლაინ გაკვეთილის მსვლელობისას).ონლაინ გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ 8 მოსწავლესთან, რთულია ინფორმაციისმოძიება. მაგრამ მასწავლებლების კომუნიკაციის, გამოცდილებისა და რესურსების გაზიარების კუთხითFacebook-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ონლაინ სწავლების პროცესში. მასწავლებლებს შეუძლიათ,გაწევრიანდნენ საგნობრივ ჯგუფებში და იქონიონ კომუნიკაცია კოლეგებთან.Google Meet _ ონლაინ შეხვედრების ჩასატარებლად გამოიყენება, აუცილებელია დარეგისტრირებულივიყოთ gmail.com-ზე.Meet აპლიკაციაში შეხვედრის დრო შეზღუდული არ არის. შესაძლებელია შეხვედრის მუდმივი ლინკისშექმნა, ეკრანის გაზიარება, თეთრი დაფის ინსტრუმენტისა და ჩათის გამოყენება; შეხვედრის ჩანაწერისგაკეთება და ცალკე ბმულად გაგზავნა ან გაზიარება. თუმცა, ZOOM-ის მსგავსად, არ აქვს ფაილებისმუდმივად შენახვის საშუალება, დავალებების ბანკი. _ edupage.org -სკოლა იყენებს ამ ელექტრონულ ჟურნალს. ძალიან მარტივი პლატფორმაა:მასწავლებელს ცხრილის მიხედვით შეუძლია ონლაინ გაკვეთილის ჩართვა, დავალებების გაგზავნა; მარტივია შეფასების სისტემა, ერთია მშობლისა და მოსწავლის გვერდი, მშობელი ხედავს ნიშნებს, არებს.ონლაინ გაკვეთილის რაობა და რესურსები:ონლაინ გაკვეთილი განსხვავდება ჩვეულებრივი, კონტაქტური გაკვეთილისაგან: მისი მსვლელობისას აუცილებელია სხვადასხვა სადემონსტრაციო მასალისა და ონლაინ რესურსის გამოყენება. ონლაინგაკვეთილი დაგეგმილი უნდა იყოს კომპლექსურად, რათა გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებმა შეძლონდისტანციური სწავლება.
ახალი მასალის შესწავლა, მასწავლებლის მიერ მიწოდებული მასალის დამუშავება, ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება. განათლების რეფორმის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ _ მომავალითაობებისათვის ისეთი საგანმანათლებლო რესურსების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს:• მოსწავლეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებასა• და გამოყენებას;• ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემოს;• მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.• მოსწავლეთათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.წარმოგიდგენთ სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტს, პლატფორმას, საიტს, რომლებსაც ვიყენებთ არა მარტო ონლაინ სწავლების, არამედ, ზოგადად, სწავლების დროს:
- ვსწავლობთ თამაშით _ სხვადასხვა კომიქსების შექმნა, რესურსის შექმნა, აქტივობებში გამოყენება ვსწავლობთ თამაშით (geolab.edu.ge)
- სიტყვობანა _ პროგრამა,რომლის დახმარებითაც მოსწავლეებს შეუძლიათ ააწყონ მოცემული სიტყვა2020 ბუკების თამაშები (buki.ge)
- ანბანი _ მოცემულია ანბანი. მოსწავლეს თავად შეუძლია შემოხაზოს მინიშნების დახმარებით შესაბამისი ასობგერა;
- 2020 ბუკების თამაშები (buki.ge)
- ვსწავლობთ მუსიკას თამაშით : https://drive.google.com/.../1JjKMvTuWn0EgTsZoaibYx49r...ეს რესურსი არა მარტო მუსიკის, არამედ სხვა საგნების ექსპერტებსაც შეგიძლიათ გააცნოთ. მაგალითად, ქართულში საშინაო დავალების დაწერის ნაცვლად,მოსწავლეს შეეძლება აუდიოფაილის მომზადება.ან ბუნებისმეტყველებაში ცხოველებისა და ფრინველების ხმების მოგროვება.
- მარცვლობანა: https://drive.google.com/.../1sgpidtiSO9y0QWlCpr13PNB0r1K...ეს რესურსი, ფაქტობრივად,ინტერაქტიული ანბანისა და სიტყვობანას გაგრძელებაა. ამგვარად ერთიანი ციკლი შეიკვრება: ანბანის სწავლა, ასოებით სიტყვების აწყობა და ბოლოს დამარცვლა.
- ელრესურსი მუსიკაში _ ვებგვერდზე განთავსებული დამხმარე ელექტრონული რესურსები შექმნილია I-VI კლასის სასკოლო პროგრამის შესაბამისად და ემსახურება სასწავლო როცესშიმოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას. ყოველი თემა მოიცავს რამდენიმე ნაბიჯსა და კომპლექსურ დავალებას. მოსწავლის მიზანია, ნაბიჯების გავლისას მოაგროვოს საკმარისი ცოდნა, რომელსაც გამოიყენებს საბოლოო, რამდენიმეკომპონენტიანი ომპლექსური დავალების შესასრულებლად.
- ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი (emis.ge)
- ელრესურსი ბუნებაში _ ვებგვერდზე განთავსებული დამხმარე ელექტრონული რესურსები შექმნილია I-VI კლასის სასკოლო პროგრამის შესაბამისად და ემსახურება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას. ყოველი თემა მოიცავს რამდენიმე ნაბიჯსა და კომპლექსურ დავალებას. მოსწავლის მიზანია, ნაბიჯების გავლისას მოაგროვოს საკმარისი ცოდნა, რომელსაც გამოიყენებს საბოლოო, რამდენიმეკომპონენტიანი კომპლექსური დავალების შესასრულებლად.
- ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი (emis.ge)
- ელრესურსი ხელოვნება _ ვებგვერდზე განთავსებული დამხმარე ელექტრონული რესურსები შექმნილია I-VI კლასის სასკოლო პროგრამის შესაბამისად და ემსახურება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას. ყოველი თემა მოიცავს რამდენიმე ნაბიჯსა და კომპლექსურ დავალებას. მოსწავლის მიზანია, ნაბიჯების გავლისას მოაგროვოს საკმარისი ცოდნა, რომელსაც გამოიყენებს საბოლოო, რამდენიმეკომპონენტიანი კომპლექსური დავალების შესასრულებლად.
- ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი (emis.ge)
- ელრესურსი კომპიუტერული მეცნიერება _ ვებგვერდზე განთავსებული დამხმარე ელექტრონული რესურსები შექმნილია I-VI კლასის სასკოლო პროგრამის შესაბამისად და ემსახურება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას. ყოველი თემა მოიცავს რამდენიმე ნაბიჯსა და კომპლექსურ დავალებას. მოსწავლის მიზანია, ნაბიჯების გავლისას მოაგროვოს საკმარისი ცოდნა, რომელსაც გამოიყენებს საბოლოო, რამდენიმეკომპონენტიანი კომპლექსური დავალების შესასრულებლად.
- ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსი (emis.ge)
- ხანის აკადემია _ ხანის აკადემიის დახმარებით მასწავლებლები შეძლებენ, აღმოაჩინონ ჩავარდნები მოსწავლეების ცოდნაში, მიუდგნენ მათ ინდივიდუალურად.მოსწავლეები ვარჯიშობენ საკუთარი ტემპით. ისინი ჯერ ასწორებენ ხარვეზებს, შემდეგ კი იწყებენ სწრაფად სწავლას.khanacademy.org
- Onlain Power Point _ შეგიძლიათ შექმნათ პრეზენტაციები, ანიმაციები. შეინახოთ ვიდეოს სახით Email.mes.gov.ge
- Forms _ Office 365 _ გამოკითხვის ფორმები და ქვიზები Email.mes.gov.ge
- One Draive- Office 365 _ საცავი, სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ მასალები, ვიდეო ფაილები, გაუზიაროთ სხვებს Email.mes.gov.ge
- Kahoot _ Log in _ Kahoot! _ საინტერესო გამოკითხვისა და ქვიზების შექმნა;
- GeoGebra _ პროგრამა მათემატიკური და გეომეტრიული გამოთვლებისთვის, ასევე, სასურველიმოდელის დახაზვისა და შექმნისათვისგადმოწერა GeoGebra 6.0.593 ქართული – Vessoft learningapps.org/ _ შეგიძლიათ შექმნათ თქვენთვის სასურველი რესურსი. ასევე გამოიყენოთ უკვედისტანციური სწავლება სხვისი შექმნილი, მასში ყველა საგნის მასალაა განთავსებული;
- LearningApps.org _ ინტერაქტიული და სასწავლო მოდულები;
- სილქნეტის საშინაო სკოლა _ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოგაკვეთილები სხვადასხვა საგანში;
- ვირტუალური ლაბორატორია _ მათემალ.გე)ტიკაში, ფიზიკასა და ქიმიაში.
- El.Ge _ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და სსიპ _ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მხარდაჭერით შეიქმნა
2021 წლის დეკემბერის თვეში სკოლაში ჩატარებული ანონიმური (მოსწავლე/მშობელი/მასწავლებელი) კვლევის ანალიზი
სკოლის მთავარი ამოცანაა შექმნას ეფექტური, უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო-სააღმზრდელო გარემო. აქედან გამომდინარე, სკოლა ყოველი სასწავლო წლის ან სემესტრის დასრულების შემდეგ, ანონიმური კითხვარების საშუალებით, აკეთებს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა გამოკითხვას, შედეგების ანალიზის საფუძველზე გეგმავს მიმდინარე სასწავლო წლის მნიშვნელოვან აქტივობებს, ან აჯამებს გავლილ სასწავლო სემესტრს/წელს. ზემოაღნიშნული მეთოდით სკოლა იღებს სამართლიან და გულახდილ უკუკავშირს და მის საფუძველზე გეგმავს შემდგომი პერიოდის საქმიანობას.
2021-2022 სასწავლო წლის პირველ სემეტრში განხორციელდა მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა ონლაინ გამოკითხვა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღონ დაახლოებით 100-მდე პირმა. კითხვების შინაარსი განსხვავებული იყო თითეული სამიზნე ჯგუფისთვის. გამოკითხვის სედეგად მიღებული კვლევის შედეგები გაზიოარებულ იქნა სასკოლო საზოგადოების ყველა წევრისათვის სკოლის ვებგვერდის საშუალებით.
მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები:
გამოკითხვაში მონაილწობა მიიღო სკოლის თითქმის ყველა კლასის მოსწავლემ, მაგრამ აქტივობა შედარებით მაღალი იყო - V, IX, X და XI კლასებში. მოსწავლეებმა რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასეს მასწავლებელთა მუშაობა. კითხვაზე, თუ რამდენად საინტერესოდ წარმართავს მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესს - პირველ სამეულში მოხვდნენ შემდეგი საგნის მასწავლებლები: ქართულის, ინგლისური ენისა და ისტორიის მასწავლებლები;
ახალი მასალის გასაგებად ახსნასთან, შეფასების ობიექტურობისა და გამჭვირვალობის საკითხთან და მასწავლებლის მიერ ეთიკის ნორმების დაცვასთან დაკავშირებით პირველ სამეულში მოხვდნენ შემდეგი საგნის მასწავლებლები: ქართულის, მათემატიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლები. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ხმების რაოდენობებს შორის არაა დიდი განსხვავება და მოსწავლეების მოწონებას იმსახურებენ ისტორიის, ბიოლოგიის, ქიმიის რუსული ენის მასწავლებლებიც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა უმრავლესობის აზრით, სკოლაში წინა სასწავლო წელთან შედარებით გაუმჯობესდა:
- სასწავლო გარემო;
- სწავლის ხარისხი;
- ურთიერთობები მოსწავლესა და მასწავლებელს შორის;
- ამასთან, მათი უმრავლესობა დამრიგებლის მუშაობას აფასებს დადებითად.
აღნიშნული სტატისტიკა სკოლისათვის უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან სწორედ ხარისხის უზრუნველყოფა და მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსწავლეები დადებითად აფასეფენ, სკოლაში არსებულ დისციპლინას, შემოქმედებით გარემოს. თვლიან, რომ მათი უფლებები დაცულია და სკოლა ითვალისწინებს მათ ინტერესებს. კითხვარის ბოლოს მოსწავლეებს უნდა დაეწერათ გულახდილი შენიშვნები და რეკომენდაციები. ამ კუთხითაც გამოკვეთილ თხოვნას წარმოადგენს, საგაკვეთილო დროის შემცირება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო დროის ცვლილება განხორციელდა მიმდინარე სასწავლო წელს. შესაბამისად, როგორც მოსწავლეებისათვის, ასევე, მასწავლებლებისთვის სიახლეს წარმოადგენს და მათ ჭირდებათ ადაპტაცია. იმ შემთხვევაში, თუ შემდეგი სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლოს კვლავ გამოიკვეთება მოსწავლეების ამგვარი მიდგომა, ამ შემთხვევაში სკოლა განახორციელებს შესაბამის სამუშაოებს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს.
მასწავლებელთა გამოკითხვის შედეგები:
შესაძლებელია ითქვას, რომ მასწავლებლების აქტივობა არ იყო მაღალი, გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო სკოლის მასწავლებელთა 51%. გამოკითხული პირები სკოლის მთავარ პრიორიტეტად ცოდნაზე ორიენტირებას, ხარისხიან განათლებასა და უსაფრთხო გარემოს მიიჩნევენ. ასევე, მათ მაღალი ქულით აქვთ შეფასებული (9-10 ქულა) სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც ეხმარება მათ სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში.
დადებითი სტატისტიკაა და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესის დაგეგმვაში. სასიხარულოა, რომ მასწავლებლები კმაყოფილები არიან სკოლის მიერ მათი პროფესიული ზრდისათვის განხორციელებული ქმედებებით და ისინი მიიჩნევენ, რომ შპს „ახალი ქართული გიმნაზია“ ნამდვილად ზრუნავს მათ პროფესიულ განვითარებაზე, ამასთან, დირექცია ახდენს მათი წარმატებების წახალისებას. ისინი ასევე, დადებითად აფასებენ დირექციასა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობებსა და სკოლაში არსებულ სამუშაო გარემოს. აღნიშნული საკითხი მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლისათვის, რადგან მოტივირებული და პროფესიულად განვითარებული მასწავლებელი - ხარისხიანი განათლების საწინდარია.
რაც შეეხება მასწავლებლების მიერ სკოლისათვის გაცემულ რეკომენდაციებს, აღსანიშნავია რამდენიმე საკითხი. კერძოდ, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის საჭიროა
- პედაგოგებს შორის მეტი კომუნიკაცია;
- თანამშრომლობითი და კეთილგანწყობილი ურთიერთობების ჩამოყალიბება და გაკვეთილების დროის შემცირება.
აღნიშნული ფაქტი, სავარაუდოდ გამოწვეული იყოს პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვებით, რაც არ გვაძლევდა აქტიური და პირდაპირი კომუნიკაციიის საშუალებას.
მშობელთა გამოკითხვის შედეგები:
მშობლების უმეტესობა აღნიშნავს, რომ სკოლაში მოსწონთ სწავლების ხარისხი, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთობის ფორმები და არსებული უსაფრთხო გარემო. ასევე, მიიჩნევენ, რომ სკოლაში გაუმჯობესებულია სწავლის ხარისხი და დისციპლინა.
გარდა ამისა, მშობლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სკოლა სრულად არის უზრუნველყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარით, სწავლა-სწავლებისათვის აუცილებელი მასალითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. კარგად აფასებენ ქართულის, მათემატიკის, ინგლისური ენის, ისტორიისა და რუსული ენის სწავლების ხარისხსს. ამასთან, მათი უმრავლესობა დამრიგებლის მუშაობას აფასებს დადებითად. აღნიშნული სტატისტიკა მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ ხარისხის უზრუნველყოფა და მეგობრული და უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს.
რაც შეეხება მშობლების მიერ სკოლისათვის გაცემულ რეკომენდაციებს, აღსანიშნავია რამდენიმე საკითხი. კერძოდ, მათ ნაწილს სურვილი აქვს სკოლაში იყოს მეტი წრეები და ტექნოლოგიური გაკვეთილები, ასევე მეტი აქტივობები ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების წახალისებისათის და ნაკლებად ხდებოდეს პედაგოგების ცვლილება.
დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ სკოლის მიერ განხორციელებული საქმიანობა 2021-2022 სასწავლო წელს შეიძლება შეფასდეს დადებითად, რადგან პანდემიის პირობებშიც კი სკოლამ მოახერხა განვითარება, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და საინტერესო სასკოლო ცხოვრების შეთავაზება, როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლებისთვის.
დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო
სახელმძღვანელოში დამუშავებულია შემდეგი თემატიკა:
- დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიური მიდგომები;
- დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკის მიმოხილვა;
- დისტანციური სწავლების ადმინისტრირების ინსტრუქცია;
- ახალი სკოლის მოდელი-დისტანციური სწავლებისას;
- არაფორმალური განათლების როლი დისტანციური სწავლების დროს;
- ფსიქოლოგის რჩევები დისტანციური სწავლების პროცესში;
- მშობლის როლი დისტანციური სწავლებოს პროცესში;
- პროფესიული მხარდაჭერა ;
- ონლაინ პლატფორმებისა და ელექტრონული რესურსის გამოყენება ონლაინ სწავლ;ების დროს.
https://www.mes.gov.ge/uploads/covid/distanciuri-swavleba%20-%2008%2002%202021.pdf?fbclid=IwAR1ZTKRHtvINPTq7bgIE-9HFfQohUBUgKE25SAkNvsxmBQ9m-RFmJ-t4qOQ
გრ. რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის ესეების კონკურსის გამარჯვებულები
ვულოცავთ ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს: ვახტანგ მამფორიასა და ნიკოლოზ კობერიძეს გრ. რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში: "მულტირელიგიური საქართველო" გამარჯვებას, მე-2 ადგილის დაკავებასა და 30%-იანი სასწავლო გრანტის მოპოვებას. ასევე მადლობას ვუხდით მე-11 კლასის ქართული ენის მასწავლებელს: ქ-ნ: თინა ბანცურს.
კონკურსის შედეგები და მოსწავლეთა ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://gruni.edu.ge/main/news/1639559099
გიმნაზია ემზადება საახალწლოდ
ახალი წელი გვეწვევა სულ 22 დღეში!
3
ესეების კონკურსი - "მულტირელიგიური საქართველო"
სკოლის სამოქალაქო კლუბის "პუბლიკუსი"-ს წევრებმა მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში გამოცხადებულ ესეების კონკურსში - „მულტირელიგიური საქართველო“. კონკურსის მიზანი იყო მულტიკულტურულ და მულტირელიგიურ გარემოში თანაცხოვრების კულტურის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის, ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობისა და ამ სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მათი მოქალაქეობრივი პოზიციის გაცნობა და წახალისება.
საკლუბო მუშაობის ფარგლებში ჩატარდა მოსწავლეთა შეხვედრები და საუბრები აღნიშნულ თემატიკაზე. მოსწავლეებმა: ანა ჭიკაიძემ, ვატო მამფორიამ და ნიკოლოზ კობერიძემ დაამუშავეს აღნიშნული საკითხები და საკონკურსოდ წარმოადგინეს ესეები. აღნიშნული ესეები გადაიგზავნა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კომპლექსური დავალებების ციკლიდან საგანი-ფიზიკა
მოსწავლეებმა კომპლექსური დავალებების ფარგლებში შექმნეს წყლის ბორბალი მე-8 მე-9 კლასები
სატელევიზიო ხელოვნების კლუბის საშობაო ღონისძიება
როგორც თქვენთვის ცნობილია, გიმნაზიაში უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს სატელევიზიო ხელოვნების კლუბი. კლუბის ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა გაბრიჭიძეა,პროექტის ავტორი და რეჟისორი, ინტერნეტ ტელევიზია ,,ინკოგნიტო-ს,, დამაარსებელი და სატელევიზიო ხელოვნების პედაგოგი.
ინტერნეტ ტელევიზია ,,ინკოგნიტო,, კიდევ ერთ საინტერესო პროექტს გიმზადებთ, სკოლების ჩართულობა და დიდი ამბები გადასაღებ მოედანზე, ამჟამად სკოლა "ახალ ქართულ გიმნაზიის" პედაგოგებსა და მოსწავლეებს ანუ ჩვენს ნორჩ ჟურნალისტებს წარმოგიდგენთ. პერიოდულად დაიდება სიუჟეტები გადასაღები მოედნიდან.
XII კლასის მშობელთა გამოკითხვა
ძვირფასო მშობლებო, გამოკითხვის ძირითადი მიზანია სწავლების ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა. თქვენი პასუხები მოცემულ კითხვებზე წარმოადგენს მნიშვნელოვან საშუალებას იმისათვის, რომ კიდევ უფრო კარგად წარიმართოს სასწავლო პროცესი სკოლაში.
გთხოვთ, იყოთ გულახდილები და სამართლიანები. თითოეული თქვენგანის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
სასურველია კითხვარის შევსება 2021 წლის 7 დეკემბრამდე.
X-XI კლასის მშობელთა გამოკითხვა
ძვირფასო მშობლებო, გამოკითხვის ძირითადი მიზანია სწავლების ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა. თქვენი პასუხები მოცემულ კითხვებზე წარმოადგენს მნიშვნელოვან საშუალებას იმისათვის, რომ კიდევ უფრო კარგად წარიმართოს სასწავლო პროცესი სკოლაში.
გთხოვთ, იყოთ გულახდილები და სამართლიანები. თითოეული თქვენგანის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
სასურველია კითხვარის შევსება 2021 წლის 7 დეკემბრამდე.
VII-IX კლასის მშობელთა გამოკითხვა
ძვირფასო მშობლებო, გამოკითხვის ძირითადი მიზანია სწავლების ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა. თქვენი პასუხები მოცემულ კითხვებზე წარმოადგენს მნიშვნელოვან საშუალებას იმისათვის, რომ კიდევ უფრო კარგად წარიმართოს სასწავლო პროცესი სკოლაში.
გთხოვთ, იყოთ გულახდილები და სამართლიანები. თითოეული თქვენგანის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
სასურველია კითხვარის შევსება 2021 წლის 7 დეკემბრამდე.
V-VIკლასის მშობელთა კითხვარი
გამოკითხვის ძირითადი მიზანია სწავლების ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა. თქვენი პასუხები მოცემულ კითხვებზე წარმოადგენს მნიშვნელოვან საშუალებას იმისათვის, რომ კიდევ უფრო კარგად წარიმართოს სასწავლო პროცესი სკოლაში.
გთხოვთ, იყოთ გულახდილები და სამართლიანები. თითოეული თქვენგანის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
კითხვარის შევსება 2021 წლის 7 დეკემბრამდეა სასურველი
I-IV კლასის მშობელთა კითხვარი
გამოკითხვის ძირითადი მიზანია სწავლების ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა. თქვენი პასუხები მოცემულ კითხვებზე წარმოადგენს მნიშვნელოვან საშუალებას იმისათვის, რომ კიდევ უფრო კარგად წარიმართოს სასწავლო პროცესი სკოლაში.
გთხოვთ, იყოთ გულახდილები და სამართლიანები. თითოეული თქვენგანის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
V-XII კლასის მოსწავლეთა კითხვარი
გამოკითხვის ძირითადი მიზანია სწავლების ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა. თქვენი პასუხები მოცემულ კითხვებზე წარმოადგენს მნიშვნელოვან საშუალებას იმისათვის, რომ კიდევ უფრო კარგად წარიმართოს სასწავლო პროცესი სკოლაში.
გთხოვთ, იყოთ გულახდილები და სამართლიანები.
თითოეული თქვენგანის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
კითხვარი უნდა შეავსოთ 2021 წლის 7 დეკემბრამდე.
საკლასო პროექტების სერიიდან
მე-7ბ კლასი. ქართულ ენაში ჩვენმა მეშვიდეკლასელებმა შეძლეს საინტერესო პრეზენტაციის ჩატარება თემაზე- "წერილი ახლობელს."
ბავშვები გულთბილად წერდნენ და გვიყვებოდნენ მონატრებულ ადამიანებზე, მათთან გატარებულ ხალისიან დროზე.აცნობდნენ მათ ახალ თანაკლასელებს.
შემდეგვ ჩვენ ერთად დავხატეთ დაფაზე სიმბოლური სურათები ჩვენი წერილებიდან . კმაყოფილი დავრჩით დღევანდელი დღით. წარმატებებს გისურვებთ, ბავშვებო!
საკლასო პროექტების სერიიდან
მე-7 ა კლასი, პრეზენტაცია საინტერესო თემაზე: "წიგნი თუ კომპიუტერი?"
კომპლექსური დავალებების სერიიდან
მე-6 ბ კლასის კომიქსები მთვარეზე მოგზაურობისას. ქართული ენა
1დეკემბერს მე-6 ა კლასში ჩატარდა კლასის საათი ბულინგის თემაზე.
მე-6 ა კლასში დღეს ვისაუბრეთ თემაზე:- ბულინგი/კიბერბულინგი... გვქონდა სლაიდშოუ, სხვადასხვა სიტუაცია განვიხილეთ, ვიმსჯელეთ და პრობლემის გადაჭრის გზებზეც ვისაუბრეთ..
კომპლექსური დავალების პრეზენტაცია
კომპლექსური სამუშაო ბუნებისმეტყველებაში, მე-5 ბ კლასი
გამოფენა
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებელის ინიციატივით მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემა:" სააღდგომო ნატურმორტი"
2
კალიგრაფია
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.
6
მასტერკლასი
სკოლა ენ-ჯიში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი I/ბ და IV/ბ კლასში თემაზე: “მასტერკლასი სააღდგომო კვერცხებისა და კულიჩების გაფორმებაში”
19
დედაენის დღე
სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში ქართული ენის, რუსული ენის, ბუნების, ხელოვნებისა და ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით ჩატარდა “КНВ”
6
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “ანტონიო გაუდის არქიტექტურა”
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიტიატივით I/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “მე და ჩემი ოჯახი”
ღია კარის დღეები
ძვირფასო მშობლებო,
2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.
იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.
პატივისცემით,
დირექცია
მწერალის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ორგანიზებით სკოლაში გვესტუმრა წიგნთა ავტორი კატო ჯავახიშვილი, რომელიც შეხვდა V/ა კლასის მოსწავლეებს.
ვიზიტი კონოთეატრში
11 აპრილს, სკოლა ენ-ჯის ინგლისურის მასწავლებლებმა, კათედრის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობის თანახმად, VI/ბ, VIII/ბ და IX/ა კლასები წაიყვანეს კინოში, ინგლისურენოვანი ფილმის საყურებლად.
1
ვიზიტი თოჯინების მუზეუმში
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლისა და კლასის ტუტორის ორგანიზებით II/ბ და IV/ბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თოჯინების მუზეუმს.
5
დოკუმენტალური ფილმის ჩვენება
სკოლა ენ-ჯის ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით IX/ა კლასში ჩატარდა დოკუმენტალური ფილმის ჩვენება: “9 აპრილი”. განიხილეს იმ პერიოდის აქტუალური საკითხები და რა შედეგი დადგა ამ ტრაგედიის შემდეგ 2 წელიწადში საქართველოსთვის. დღე ტრაგედიის და დღე სიხარულის.
ალეკო შეღლაძის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით სტუმრად გვყავდა თანამედროვე ავტორი, ალეკო შუღლაძეს. კითხვის საათის ფარგლებში განიხილეს ავტორის წიგნი და გაიმართა საინტერესო დისკურსი, შეხვედრას ესწრებოდა VIII-IX/ა კლასის მოსწავლეები.
ფრენბურთის ტურნირი
სკოლა ენ-ჯიში მოსწავლეთა სათათბიროსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა ფრენბურთის ტურნირი VIII-IX/ა/ბ კლასებს შორის.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის X/ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში: მათემატიკა/გეოგრაფია თემაზე: “მდგრადი განვითარების ტურიზმი და მისი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი”
საბიბლიოთეკო კვირეული
4 აპრილს სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული -
რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს - „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა.
სტუმარი
სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
მწვანე ეკონომიკის სექტორები;
მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
ბიო პროდუქტების წარმოება;
თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.2
ვიზიტი თეატრში
სკოლა ენ-ჯის III-VI კლასის მოსწავლეემა ესტუმეს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრს სპექტაკლზე: “წითელკანიანთა ბალადა”
1
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასი ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი მშობლის საათი თბილისის დედაქალაქში, მოსწავლეებმა მოინახულეს თბილისის ბუნება და არქიტექტურა.
1
გამოფენა
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.
3