სკოლა ენ-ჯის გეოგრაფიის საგნობრივი პროექტი - “სამხრეთ ამერიკის კონტინენტი”-ის ფარგლებში , VIII/ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოების შესახებ.
სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას
ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
მათემატიკაში;
პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
• თეატრის დღეებს;
• ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• ქართული ცეკვა;
• N20 მუსიკალური სკოლა;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• კინგბოქსინგი;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
პრეზენტაცია
- 1
წარჩინებულ კურსდამთავრებულ მოსწავლეების დაჯილდოება
2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულ მოსწავლეებს გადაეცათ ოქროს მედლები და სიგელები.ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
ვიზიტი თეატრში
სკოლა ენ-ჯის I-IV კლასის მოსწავლეები გასვლითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ "ივერსონში", სადაც ნახეს სპექტაკლი: "ჯადოსნური გედები"
3
შეხვედრა ბიბლიოთეკაში
სკოლა ენ-ჯის VIII-IX-X-XI/ბ კლასებში სკოლის ბიბლიოთეკარის ორგანიზებით ჩატარდა დისკუსია თემაზე: „ცოცხალი წიგნები“ რუსი რომანისტი, მწერალი და ესეისტი, ფსიქოლოგიურ ნაწარმოებების შემქმნელი - ფიოდორ დოსტოევსკი
3
ლიტერატურული საღამო
სკოლა ენ-ჯის რუსული ენის მასწავლებლის და ინგლისური ენისმასწავლებლის ინიციატივით მე-7/ბ კლასში ჩატარდა ლიტერატურული საღამო, სადაც მოსწავლეებმა გააცილეს შემოდგომა.
7
ვიზიტი ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში
სკოლა ენ-ჯის მე-6/ა კლასი კლასის ტუტორთან ერთად ესტუმრნენ ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე: "მე ვხედავ მზეს"
ვიზიტი ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში
8 ნოემბერი დიდი ქართველი, ეროვნული მოღვაწის, პუბლიცისტის, მწერლის, პოეტის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით სკოლა ენ-ჯის მე-9/ა კლასი ესტუმრა ილია ჭავჭავაძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში, სადაც საინტერესო გიდობა გაუწიეს მუზეუმის პროფესიონალმა თანამშრომლებმა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ილიას პირადი ნივთები, ოთახები, გაზეთ ,,ივერიის" ნომრები.
ცირკი
სკოლა ენ-ჯიში 07 ნოემბერს ვიზიტით იმყოფებოდა ცირკი „რამაზ გარშაულიშვილი და მეგობრები“, რომელთაც მოსწავლეთათვის გამართეს საინტერესო და სახალისო წარმოდგენა
6
შეხვედრა მწერალთან
6 ნოემბერს სკოლა ენ-ჯი-ში კითხვის საათის ფარგლებში ეწვია თანამედროვე მწერალი ,ელენე ჯაფარიძე, რომლის ორი წიგნის განხილვა გაიმართა. ,,დამალობანა" და ,,ბელზებელი". ორივე წიგნი მოზარდების პრობლემებზეა. მოსწავლეებმა საინტერესოდ გაუზიარეს მწერალს შთაბეჭდილებები და მრავალფეროვანი კითხვები დაუსვეს.
სასკოლო პროექტი
სასკოლო პროექტის: “ჩვენ და ევროკავშირი”-ს ფარგლებში, ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით, ჩატარდა ევროპული ქვეყნების დღე სკოლაში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს 4 ქვეყნის: საბერძნეთის, იტალიის, შვედეთისა და საფრანგეთის შესახებ მოკლე პრეზენტაციები, დამსწრეებს შესთავაზეს ამ ქვეყნების სამზარეულოს თვალსაჩინო კერძები და ეროვნული ცეკვები.
2
საშემოდგომო ღონისძიება
სკოლა ენ-ჯის I/ბ და II/ბ კლასებში ტუტორების ორგანიზებით ჩატარდა საშემოდგომო ღონისძიება.
14
ვიზიტი ბოტანიკურ ბაღში
სკოლა ენ-ჯის მე-7ბ და მე-10ბ კლასები ტუტორის პროგრამის ფარგლებში 2 ნოემბერს იმყოფებოდნენ გასვლითი ვიზიტით თბილისის ბოტანიკურ ბაღში.
ვულოცავთ, ჩვენი სკოლის VIIIა კლასის მოსწავლეს, რომელმაც მიიღო მოანწილეობა კინგბოქსინგის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ჩატარდა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, მან დაიკავა საპრიზო მესამე ადგილი. ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
ჰელოუინი
ჰელოუინი სკოლა ენ-ჯიში
26
პრეზენტაციების წარდგენა
სკოლა ენ-ჯის მე-6/ა კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატივით წარადგინეს პრეზენტაციები თემაზე: "ჰელოუინი"
1
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის 5/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: "კუჭის წყლულოვანი დაავადება"
სპექტაკლი
სკოლა ენ-ჯის სააქტო დარბაზში ჩაატარდა მინი სპექტაკლი "წითელქუდა"
1
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის 4/ა კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: "ჯანსაღი კვება"
ექიმის საათი
სკოლა ენ-ჯის 1/ბ კლასში სკოლის ექიმმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: "ჯანსაღი ცხოვრების წესი"
იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, მისი შემოქმედება და ისტორია
სკოლა ენ-ჯის 1-2-3-4/ა კლასები სტუმრად იმყოფებოდნენ სკოლის ბიბლიოთეკაში, სადაცგანიხილეს შემდეგი თემა: "იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, მისი შემოქმედება და ისტორია"
8
გამოფენა
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებელის ინიციატივით მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემა:" სააღდგომო ნატურმორტი"
2
კალიგრაფია
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.
6
მასტერკლასი
სკოლა ენ-ჯიში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი I/ბ და IV/ბ კლასში თემაზე: “მასტერკლასი სააღდგომო კვერცხებისა და კულიჩების გაფორმებაში”
19
დედაენის დღე
სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში ქართული ენის, რუსული ენის, ბუნების, ხელოვნებისა და ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით ჩატარდა “КНВ”
6
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “ანტონიო გაუდის არქიტექტურა”
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიტიატივით I/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “მე და ჩემი ოჯახი”
ღია კარის დღეები
ძვირფასო მშობლებო,
2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.
იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.
პატივისცემით,
დირექცია
მწერალის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ორგანიზებით სკოლაში გვესტუმრა წიგნთა ავტორი კატო ჯავახიშვილი, რომელიც შეხვდა V/ა კლასის მოსწავლეებს.
ვიზიტი კონოთეატრში
11 აპრილს, სკოლა ენ-ჯის ინგლისურის მასწავლებლებმა, კათედრის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობის თანახმად, VI/ბ, VIII/ბ და IX/ა კლასები წაიყვანეს კინოში, ინგლისურენოვანი ფილმის საყურებლად.
1
ვიზიტი თოჯინების მუზეუმში
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლისა და კლასის ტუტორის ორგანიზებით II/ბ და IV/ბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თოჯინების მუზეუმს.
5
დოკუმენტალური ფილმის ჩვენება
სკოლა ენ-ჯის ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით IX/ა კლასში ჩატარდა დოკუმენტალური ფილმის ჩვენება: “9 აპრილი”. განიხილეს იმ პერიოდის აქტუალური საკითხები და რა შედეგი დადგა ამ ტრაგედიის შემდეგ 2 წელიწადში საქართველოსთვის. დღე ტრაგედიის და დღე სიხარულის.
ალეკო შეღლაძის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით სტუმრად გვყავდა თანამედროვე ავტორი, ალეკო შუღლაძეს. კითხვის საათის ფარგლებში განიხილეს ავტორის წიგნი და გაიმართა საინტერესო დისკურსი, შეხვედრას ესწრებოდა VIII-IX/ა კლასის მოსწავლეები.
ფრენბურთის ტურნირი
სკოლა ენ-ჯიში მოსწავლეთა სათათბიროსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა ფრენბურთის ტურნირი VIII-IX/ა/ბ კლასებს შორის.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის X/ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში: მათემატიკა/გეოგრაფია თემაზე: “მდგრადი განვითარების ტურიზმი და მისი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი”
საბიბლიოთეკო კვირეული
4 აპრილს სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული -
რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს - „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა.
სტუმარი
სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
მწვანე ეკონომიკის სექტორები;
მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
ბიო პროდუქტების წარმოება;
თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.2
ვიზიტი თეატრში
სკოლა ენ-ჯის III-VI კლასის მოსწავლეემა ესტუმეს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრს სპექტაკლზე: “წითელკანიანთა ბალადა”
1
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასი ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი მშობლის საათი თბილისის დედაქალაქში, მოსწავლეებმა მოინახულეს თბილისის ბუნება და არქიტექტურა.
1
გამოფენა
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.
3