• სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას

        ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        მათემატიკაში;

        პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        • თეატრის დღეებს;

        • ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • ქართული ცეკვა;

        • N20 მუსიკალური სკოლა;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • კინგბოქსინგი;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

          • გამოფენა

          • სკოლა ენ-ჯის ჩვენი საქართველოს მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა V-VI კლასის მიერ შექმნილი  დასახლების ტიპები გურიაში და სვანეთში გამოფენა.

          • ვიზიტი ეროვნულ მუზეუმში

          • 19 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით XI/ა კლასი ესტუმრა ეროვნულ მუზეუმს, გაიხსენეს საქართველოს ისტორიის მძიმე კადრები, რომელიც 1921 წლის თებერვლის ოკუპაციას ეხებოდა. 

          • შეხვედრა ბიბლიოთეკაში

          • 19 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარის ინიციატივით III-V/ა კლასებში შედგა შეხვედრა თემაზე:„ჩემი საყვარელი წიგნი“ 19 თებერვალი - დაიბადა მწერალი ნიკო ლომოური.” 
            მოსწავლეებმა გაიხსენეს საბავშო მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკო ლომოური, ისაუბრეს მწერლის მოკლე ბიოგრაფიაზე, განსაკუთრებულად აღნიშნეს- „მწერალი ბავშვის აღზრდაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა მხატვრულ ლიტერატურას.”

          • დაჯილდოება

          • 18 თებერვალს სკოლა ენ-ჯიში მოხდა მათემატიკის ოლიმპიადის მონაწილეების და ჭადრაკის შიდასასკოლო ტურნირის გამარჯვებულების სერტიფიკატებით/ დიპლომებით დაჯილდოება. 

          • ვიზიტი მოდი ნახეს თეატრში

          • 15 თებერვალს სკოლა ენ-ჯის VIII/ა კლასის მოსწავლეები ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით ესტუმრნენ “მოდი ნახეს” თეატრს წარმოდგენაზე: “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”

          • საგნობრივი პროექტი

          • 14 თებერვალს, სკოლა ენ-ჯის ინგლისური ენის მასწავლებლების ორგანიზებით, საგნობრივი კათედრის პროექტის ფარგლებში მოეწყო პრეზენტაციები თემაზე: "Love is.." პრიექტში მონაწილეობდნენ, VI-VIII/ა/ბ კლასები.

             

          • პლანეტარიუმი სკოლაში

          • სკოლა ენ-ჯის სტუმრად ჰყავდათ მოწვეული “პლანეტარიუმი”, რომელის წარმოდგენას დაესწრნენ სკოლის დაწყებითი საფეხურის I-IV/ა/ბ კლასის მოსწავლეები. 

             

          • წიგნის საჯარო კითვის დღის კვირეული

          • სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით ბიბლიოთეკაში ჩატარდა “წიგნის საჯარო კითხვის დღის აღნიშვნა”, სადაც მონაწილეობა მიიღო VII-IX/ბ კლასის მოსწავლებმა, ასევე წარადგინეს მოკლე პრეზენტაცია ამ დღესთან დაკავშირებით. 

          • ინტეგრირებული გაკვეთილი

          • 12 თებერვალს სკოლა ენ-ჯის III/ა კლასში მე და საზოგადოების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი სკოლის ექიმთან თემაზე: “ჯანმრთელობა”. მოსწავლეები გაეცნენ ჯანსაღი კვების, სწორი რეჟიმის, აქტივობების და ძილის მნიშვნელობას.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე

          • სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით ბიბლიოთეკაში ჩატარდა “წიგნის საჯარო კითხვის დღის აღნიშვნა”, სადაც მონაწილეობა მიიღო VII-IX/ა კლასის მოსწავლებმა.

          • მშობლის საათი

          • 10 თებერვალს სკოლა ენ-ჯის VI/ბ კლასში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათის თემაზე: “სხვადასხვა სახეობის ჩაის მომზადების მასტერ კლასი”. მოსწავლეებმა დააგემოვნეს ჩაი და თავად მიიღეს მონაწილეობა მომზადების პროცესში.

          • ვიზიტი მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში

          • 9 თებერვალს სკოლა ენ- ჯის IX/ა კლასი ქართული ეჯის მასწავლებელთან და კლასის ტუტორთან ერთად ესტუმრნენ მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს სპექტაკლზე ,,მწვანე ბარათი". მოსწავლეებმა დაინახეს და გაიაზრეს ძირითადი პრობლემები, განიხილეს საკლასო ოთახში სადღეისო თემები: ემიგრაცია, საკუთარი ქვეყნის ნოსტალგია.

          • წიგნის საჯარო კითხვის დღე სკოლა ენ-ჯიში

          • სკოლა ენ-ჯი შეუერთდა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიოს დღეს, სადაც ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით VII-VIII/ა კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა სიმბოლურად წაიკითხეს ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა ,,ბედი ქართლისა". შეხვედრას ასევე ესწრებოდა ენების კათედრის ხელმძღვანელი.

          • ღია გაკვეთილი

          • 6 თებერვალს სკოლა ენ-ჯის IX/ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ინივიატივით ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ბედი ქართლისა" და დღევანდელობა. მოსწავლეებმა დებატების ფორმატში განიხილეს პოემა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ევროპული პოციზიიდან შეხედეს თანამედროვეობას. ქვეყნის ისტორიული, საბედისწერო არჩევანი: მშვიდობა თუ თავისუფლება - დღესაც მწვავე პრობლემაა, ამიტომ მომავალმა თაობამ კარგად უნდა გაიაზროს ევროპული ღირებულებების ფუნქცია და სასიცოცხლო მნიშვნელობა. ღია გაკვეთილს ასევე ესწრებოდნენ დირექციის წევრები.

          • წიგნის საერთაშორისო დღის აღვნიშვნა

          • 5 თებერვალს მსოფლიოს საერთაშორისო კითხვის დღის აღსანიშნავად სკოლა ენ-ჯის I/ბ, II/ბ და IV/ბ კლასებში ჩატარდა ვიქტორინა, სადაც მოსწავლეებმა განიხილეს მათი საყვარელი წიგნები და ხმამაღლა წაიკითხეს იგი, ასევე გასცეს პასუხი დასმულ შეკითხვებს.

          • კალიგრაფია

            სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.

          • დედაენის დღე

             

            სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.

          • ღია კარის დღეები

             

            ძვირფასო მშობლებო,

            2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის  ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით. 

            გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.

            პატივისცემით,

            დირექცია 

          • საბიბლიოთეკო კვირეული

            4 აპრილს სკოლა ენ-ჯის  ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული - 
            რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს -  „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. 

          • სტუმარი

            სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
            მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
            გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
            მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
            მწვანე ეკონომიკის სექტორები;
            მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
            ბიო პროდუქტების წარმოება;
            თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
            მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.

          • გამოფენა

            სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.