• სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას

        ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        მათემატიკაში;

        პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        • თეატრის დღეებს;

        • ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • ქართული ცეკვა;

        • N20 მუსიკალური სკოლა;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • კინგბოქსინგი;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

          • შეხვედრა ირაკლი შამათავასთან

          • 24 ოქტომბერს სკოლა ენ-ჯის ეწვია თანამედროვე, ახალგაზრდა მწერალი ირაკლი შამათავა. იგი შეხვდა მე-8, მე-9 და მე-10 კლასელებს და განიხილა წიგნი სახელწოდებით ,,ვილაპარაკოთ აფხაზეთზე"

          • მათემატიკური ვიქტორინა

          • სკოლა ენ-ჯის ალგებრის და გეომეტრისს მასწავლებლების ინიციატივით ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა ,სადაც ერთმანეთს შეხვდნენ 7/ა და 8/ა კლასის გუნდები . გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც-8/ა კლასი.

          • ფსიქოლოგის საათი

          • სკოლა ენ-ჯის 12/ბ კლასში სკოლის ფსიქოლოგმა ჩაატარა ფსიქოლოგის საათი თემაზე: "აბიტურიენტის განცდები და ემოციების მართვა."

          • ვიზიტი თეატრში

          • სკოლა ენ-ჯის 8ბ და 9ბ კლასები ტუტორის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ ა.გრიბოედოვის სახელობის თეატრში სპექტაკლზე: "რევიზორი"

          • ინტეგრირებული გაკვეთილი

          • სკოლა ენ-ჯის 6/ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში: მათემატიკა და ხელოვნება. გაკვეთილის თემა იყო: "მაგიური კვადრატი". ალბერხტ დურერის ნამუშევარი "მელანქოლია"- მაგიური კვადრატი.

          • ინტეგრირებული გაკვეთილი

          • სკოლა ენ-ჯის 5/ბ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში: რუსული ენა და ჩვენი საქართველო. ინტეგრირებული გაკვეთილის თემა იყო: " სამამულო ომის წარმოსახვა კრილოვის იგავში" მგელი კვერნაში"

          • ფსიქოლოგის საათი

          • სკოლა ენ-ჯის 9/ბ კლასში სკოლის ფსიქოლოგმა ჩაატარა ფსიქოლოგის საათი თემაზე: "გარდატეხის ასაკი, მასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ პრობლემების მართვა სასკოლო გარემოში"

          • ვიზიტი ეროვნულ მუზეუმში

          • სკოლა ენ-ჯის 7/ა კლასის მოსწავლეები ისტორიის მასწავლებლის ინიციატივთ ეწვივნენ ს.ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს, სადაც მოინახულეს პრეისტორიული - ქვის ხანის ექსპონატები, მუზეუმის გიდის დახმარებით გაეცვნენ ამ პერიოდის არტეფაქტებს.

          • პრეზენტაციების წარდგენა

          • სკოლა ენ-ჯის 6/ბ კლასში ჩვენი საქართველოს მასწავლებელის ინიციატივით ჩატარდა პრეზენტაციების წარდგენა თემაზე: " მეღვინეობის კულტურა კახეთში"

          • კალიგრაფია

            სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.

          • დედაენის დღე

             

            სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.

          • ღია კარის დღეები

             

            ძვირფასო მშობლებო,

            2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის  ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით. 

            გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.

            პატივისცემით,

            დირექცია 

          • საბიბლიოთეკო კვირეული

            4 აპრილს სკოლა ენ-ჯის  ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული - 
            რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს -  „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. 

          • სტუმარი

            სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
            მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
            გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
            მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
            მწვანე ეკონომიკის სექტორები;
            მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
            ბიო პროდუქტების წარმოება;
            თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
            მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.

          • გამოფენა

            სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.