• სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.

        სკოლა გთავაზობთ:

        • მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;

        • კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;

        • გაძლიერებული სწავლებას

        ქართულ ენასა და ლიტერატურაში;

        მათემატიკაში;

        პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);

        • ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;

        • დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:

        - ფსიქოლოგის საათი;

        - ექიმის საათი;

        - ბიბლიოთეკის საათი;

        - მშობლის საათი;

        - კლასის საათი;

        • თეატრის დღეებს;

        • ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;

        სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:

        • ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;

        • თეატრალური სტუდია;

        • ხელოვნების/ხატვის წრე;

        • ქართული ცეკვა;

        • N20 მუსიკალური სკოლა;

        • მხატვრული ტანვარჯიში;

        • კინგბოქსინგი;

        სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);

        მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.

        საკონტაქტო ტელ: 265-26-67  558 770703

        ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com

        Facebook გვერდი: https://www.facebook.com/

        ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/

         

         

          • ვიზიტი კოდალაში

          • 28 მარტს სკოლა ენ-ჯის I/ა კლასი კლასის ტუტორთან ერთად ესტუმრა "კოდალას სახელოსნოს" სადაც ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები შექმნეს.

          • ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის ვიზიტი სკოლაში

          • 28 მარტს პროფესიული  განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სკოლაში ვიზიტით იმყოფებოდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია
            IX-X-XI კლასის მოსწავლეებს აკადემიის წარმომადგენლებმა, გააცნეს თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები და  დასაქმების  შესაძლებლობები
            ასევე მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი  პირველად გადაუდებელ დახმარებაზე.
             

          • ვიზიტი მუზეუმში

          • სკოლა ენ-ჯის V-VI/ა კლასის მოსწავლეები ჩვენი საქართველოს მასწავლებელთან და კლასის ტუტორთან ერთად იმყოფებოდნენ ჯანაშიას ეროვნულ მუზეუმში, მოინახულეს ,,საგანძური,, და შეიმეცნეს ისტორიის როლი საქართველოს შესწავლაში.

             

          • ღია კარის დღეები სკოლა ენ-ჯიში

          • ძვირფასო მშობლებო,
            2025 წლის 24 მარტიდან 28 მარტის ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით (იხ. გრაფიკი).
            გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ  საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე  მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ  დაწყებულ გაკვეთილზე   შესვლას ვერ შეძლებთ.
            იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.

            პატივისცემით,
            დირექცია
             

          • ვიზიტი სკოლაში

          • 14 მარტს სკოლა ენ-ჯის ესტუმრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და X-XI კლასების მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები, ესაუბრეს სტუდენტურ ცხოვრებაზე და გაცვლით პროგრამებზე. 

          • ძილის საერთაშორისო დღე

          • სკოლა ენ-ჯის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლების ორგანიზებით გააკეთეს და წარადგინეს პრეზენტაციები ძილის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

          • ლიტერატურული საღამო

          • სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით I-IV/ბ კლასებში ჩატარდა ლიტერატურული საღამო           
            თემაზე: „სადაც სიცოცხლეა, იქ პოეზიაა“ - დედის დღე, 8 მარტი  და გაზაფხული ერთად მოგვილოცნია...
            ბავშვებმა შეუდარებელი პოეზიის საღამო მიუძღვნა თავის მასწავლებლებს, დედებს, ქალბატონებს, ლექსებით გვამცნეს გაზაფხულის დადგომა, მისი გამორჩეული სილამაზე და სითბო.
             

          • ვიზიტი თეატრში

          • 12 მარტს სკოლა ენ-ჯის I-II/ა/ბ კლასის მოსწავლეები ტუტორებთან ერთად ეწვიეს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრს სპექტაკლზე: “ურჩხული და ლამაზმანი”

          • ექიმის საათი

          • სკოლა ენ-ჯის ექიმმა VIII/ბ კლასში ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “გრიპი, ფრიპის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა”

          • პროექტი

          • 28 თებერვალს სკოლა ენ-ჯის IV/ა კლასში კლასის ტუტორის ინიციატივით ჩატარდა პროექტი თემაზე: “გაუფრთხილდით დედას თქვენსას, დედას თუნდაც მტრისას”.

          • ღონისძიება

          • 28 თებერვალს სკოლა ენ-ჯის ტუტორების ინიციატივით I-II-III-IV/ბ კლასებში დედის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ღონისძიება: “დედა სიცოცხლის საწყისია”

          • პროექტი

          • 28 თებევალს VI/ბ კლასში ინგლისური ენის მასწავლებლის ინიციატევით ჩატარდა პროექტი თემაზე: ,, Shrovetide Traditions( Pancake week)". მოსწავლეებმა მოამზადეს პოსტერები ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, სახლში თავად გამოაცხვეს ბლინები და გაუმასპინძლდნენ ერთმანეთს პოსტერების წარდგენის შემდგომ.

          • პროექტი რუსულ ენაში

          • სკოლა ენ-ჯის V/ბ კლასში რუსული ენის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია თემაზე: “ზამთარი რუსულ პოეზიაში”

          • რა? სად? როდის?

          • 27 თებერვალს სკოლა ენ-ჯის გეოგრაფიისა და ისტორიის მასწავლებლების ინიციატივით VIII-IX კლასებს შორის ჩატარდა ინტელექტუალური თამაში: “რა? სად ? როდის?”

          • კალიგრაფია

            სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.

          • დედაენის დღე

             

            სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.

          • ღია კარის დღეები

             

            ძვირფასო მშობლებო,

            2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის  ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით. 

            გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.

            იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.

            პატივისცემით,

            დირექცია 

          • საბიბლიოთეკო კვირეული

            4 აპრილს სკოლა ენ-ჯის  ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული - 
            რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს -  „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. 

          • სტუმარი

            სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
            მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
            გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
            მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
            მწვანე ეკონომიკის სექტორები;
            მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
            ბიო პროდუქტების წარმოება;
            თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
            მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.

          • გამოფენა

            სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.