სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებელის ინიციატივით მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემა:" სააღდგომო ნატურმორტი"
სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას
ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
მათემატიკაში;
პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
• თეატრის დღეებს;
• ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• ქართული ცეკვა;
• N20 მუსიკალური სკოლა;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• კინგბოქსინგი;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
გამოფენა
- 2
კალიგრაფია
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.
6
მასტერკლასი
სკოლა ენ-ჯიში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი I/ბ და IV/ბ კლასში თემაზე: “მასტერკლასი სააღდგომო კვერცხებისა და კულიჩების გაფორმებაში”
19
დედაენის დღე
სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში ქართული ენის, რუსული ენის, ბუნების, ხელოვნებისა და ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით ჩატარდა “КНВ”
6
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “ანტონიო გაუდის არქიტექტურა”
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიტიატივით I/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “მე და ჩემი ოჯახი”
ღია კარის დღეები
ძვირფასო მშობლებო,
2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.
იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.
პატივისცემით,
დირექცია
მწერალის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ორგანიზებით სკოლაში გვესტუმრა წიგნთა ავტორი კატო ჯავახიშვილი, რომელიც შეხვდა V/ა კლასის მოსწავლეებს.
ვიზიტი კონოთეატრში
11 აპრილს, სკოლა ენ-ჯის ინგლისურის მასწავლებლებმა, კათედრის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობის თანახმად, VI/ბ, VIII/ბ და IX/ა კლასები წაიყვანეს კინოში, ინგლისურენოვანი ფილმის საყურებლად.
1
ვიზიტი თოჯინების მუზეუმში
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლისა და კლასის ტუტორის ორგანიზებით II/ბ და IV/ბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თოჯინების მუზეუმს.
5
დოკუმენტალური ფილმის ჩვენება
სკოლა ენ-ჯის ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით IX/ა კლასში ჩატარდა დოკუმენტალური ფილმის ჩვენება: “9 აპრილი”. განიხილეს იმ პერიოდის აქტუალური საკითხები და რა შედეგი დადგა ამ ტრაგედიის შემდეგ 2 წელიწადში საქართველოსთვის. დღე ტრაგედიის და დღე სიხარულის.
ალეკო შეღლაძის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით სტუმრად გვყავდა თანამედროვე ავტორი, ალეკო შუღლაძეს. კითხვის საათის ფარგლებში განიხილეს ავტორის წიგნი და გაიმართა საინტერესო დისკურსი, შეხვედრას ესწრებოდა VIII-IX/ა კლასის მოსწავლეები.
ფრენბურთის ტურნირი
სკოლა ენ-ჯიში მოსწავლეთა სათათბიროსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა ფრენბურთის ტურნირი VIII-IX/ა/ბ კლასებს შორის.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის X/ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში: მათემატიკა/გეოგრაფია თემაზე: “მდგრადი განვითარების ტურიზმი და მისი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი”
საბიბლიოთეკო კვირეული
4 აპრილს სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული -
რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს - „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა.
სტუმარი
სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
მწვანე ეკონომიკის სექტორები;
მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
ბიო პროდუქტების წარმოება;
თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.2
ვიზიტი თეატრში
სკოლა ენ-ჯის III-VI კლასის მოსწავლეემა ესტუმეს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრს სპექტაკლზე: “წითელკანიანთა ბალადა”
1
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასი ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი მშობლის საათი თბილისის დედაქალაქში, მოსწავლეებმა მოინახულეს თბილისის ბუნება და არქიტექტურა.
1
გამოფენა
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.
3
ექიმის საათი
4 აპრილს 1/ა კლასში სკოლის ექიმმა ქეთევან ქიტიაშვილმა ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: "სისხლდენა"
კოსტიუმირებული ღონისძიება
3 აპრილს ინგლისური ენის მასწავლებლების - ნატალია სარალიძისა და ხატია ბახბაიას ხელმძღვანელობით, ქართული და რუსული სექტორის მე -5 კლასებში მოეწყო ინტეგრირებული კოსტიუმირებული ღინისძიება, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა გმირები და სცენები, ჩატარდა კონკურსი და საბოლოოდ გაიმარჯვა მეგობრობამ.
18
ექიმის საათი მე და საზოგადოების გაკვეთილზე
2 აპრილს III/ბ კლასში, საგნის “მე და საზოგადოება” გაკვეთილზე მოწვეულ იქნა სკოლის ექიმი ქეთევან ქიტიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ჯანდაღი კვების მნიშვნელობაზე.
ვიქტორინა
2 აპრილს V/ბ კლასში საგანში “ჩვენი საქართველო” ჩატარდა ვიქტორინა: "საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხეები”. მასწავლებელი: ეთერი დოგუზოვი.
ხელოვნების საგნობრივი პროექტი
2 აპრილს VI/ბ კლასში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის გოარინე ავეტისოვას ინიციატივით ჩატარდა საგნობრივი პროექტის: „ცნობილი მხატვრების ნახატების გაცოცხლება ფოტოგრაფიაში“ პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ფოტოებით გააცოცხლეს ცნობილ მხატვართა ტილოები, შემოქმედებითად მიუდგნენ დავალებას და კრეატიულად გადაწყვეტეს საკუთარი ჩანაფიქრები.
3
ლიტერატურული საღამო
1 აპრილს IX/ბ კლასში რუსული ენის მასწავლებლის ნატალია სარქისოვა-ნიპარიჭვილისა და მოსწავეთა სათათათბიროს ხელოვნების კლუბის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა ლიტერატურული საღამო თემაზე: " ქალი, სიყვარული' მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილ პოეტთა ლექსები.
3
ფსიქოლოგის საათი
VI/ა კლასში გაიმართა ფსიქოლოგის საათი თემა: “ემოციების მართვა.”
ფსიქოლოგის საათი
V/ა კლასში ჩატარდა ფსიქოლოგის საათი თემაზე: “შიში და მისი მიზეზები.” ფსიქოლოგი მოსწავლეებს ესაუბრა თუ
როგორ გამიჯნონ ერთმანეთისგან შიში და სიფრთხილე .
ფსიქოლოგის საათი
VIII/ა კლასში გაიმართა ფსიქოლოგის საათი თემა: “ადამიანის ქცევის ფორმები და თვითკრიტიკა.”
ინტელექტუალური თამაში
29 მარტს II/ბ კლასში მასწავლებლების: ინგა კახაძის, რინა ავეტისოვასა და გვანცა ბუჩუკურის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში: “ვინ არის ყველაზე ჭკვიანი?"
14
მათემატიკის კონფერენცია
14 მარტი P (პი) რიცხვის და მათემატიკის საერთაშორისო დღეა ამ დღესთან დაკავშირებით მათემატიკის მასწავლებელთა მარიკა ნონეშვილმა 29 მარტს VIII/ა და IX/ა კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ჩაატარა კონფერენცია. მოსწავლეებმა ისაუბრეს ცნობილ მათემატიკოსებზე, მათ ნაშრომებზე და მიღწევებზე.
12
საკლასო ღონისძიება საგანში მე და საზოგადოება
29 მარტს მე-4/ბ კლასში საგნის: “მე და საზოგადოება”მასწავლებელმა ეთერი დოგუზოვამ ჩაატარა საკლასო ღონისძიება: "ვიკვლევთ ჩვენი სამშობლოს სიმბოლოებს” მისწავლეებმა წარადგინეს საინტერესო ინფორმაციები საქართველოს სხვადასახვა კუთხეებზე, ისაუბრეს სახელმწიფო სიმბოლიკაზე.
10
შეხვედრა ბიბლიოთეკაში თემაზე: "ჩემი საყვარელი წიგნი" გ.დოჩანაშვილის დაბადების დღე
26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა, ამიტომ სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა შეხვედრა მე-8, 9, 10 და 11 კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრის თემა იყო:
„ჩემი საყვარელი წიგნი“ . მოსწავლეებმა ისაუბრეს
გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების- კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა'' შესახებ.
1
ექიმის საათი
29 მარტს სკოლის ექიმმა - ქეთევან ქითიაშვილმა მე-7/ბ კლასში ჩაატარა ექიმის საათი თემაზე: “საჭმლის მონელების პროცესი"
ვიზიტი თოჯინების მუზეუმში
28 მარტს ხელოვნების მასწავლებლის ნანა მისკალიშვილის ორგანიზებით I/ა და II/ა კლასის მოსწავლეები ეწვივნენ თოჯინების მუზეუმს, დაათვალიერეს უნიკალური კოლექცია და გაეცვნენ თითოეული ექსპონატის შექმნის ისტორიას.
17
ტვინების ბრძოლა
28 მარტს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის ინიციატივით ჩატარდა IX/ა, X/ა და XI/ა კლასებში ჩატარდა ვიქტორინა: "ტვინების ბრძოლა" . ვინტორინა დასრულდა XI/ა კლასის გაიმარჯვებით.
ჩვენი მოსწავლეების გამოფენა
ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში გაიმართა ბავშვთა ნახატების გამოფენა, სადაც ჩვენი სკოლის III/ა კლასის ომი მოსწავლის - თათული თაბუნიძისა და ლიზა კვარაცხელიას ნამუშევარებიც გამოიფინა.
1
ვიზიტი ნატოს საინფორმაციო ცენტრში
27 მარტს VIII/ა და IX/ა კლასების მოსწავლეები გეოგრაფიის მასწავლებელ ნინო ლეთანძესთან ერთად ეწვივნენ ნატოს საინფორმაციო ცენტრს საქართველოში, სადაც მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ევროატლანტიკური კავშირისა და ევროკავშირის შესახებ, გაეცვნენ ორგანიზაციის შექმნის ისტორიას, მიზნებს, ამოცანებს, საქმიანობას საქართველოში. შეხვედრის დასასრულს დასვეს კითხვები, ისაუბრეს საკუთარ დამოკიდებულებებზეც.
5
კონფერენცია ინგლისურში
27 მარტს ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო გოგატიშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე: “გაზაფხული და ჩვენი ემოციები” VIII/ა IX/ა და X/ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკონფერენციო თემები, მოახდინეს მათი პრეზენტაცია, ბოლოს კი გამართეს საინტერესო დისკუსია ინგლისურ ენაზე.
11
ინტეგრირებული გაკვეთილი რუსული ენა და სახვითი და დაგმოყენებითი ხელოვნება
26 მარტს VI/ბ კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ხელოვნება - რუსული ენაში თემაზე: "პორტრეტი ფერწერასა და ლიტერატურაში"
4