სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებელის ინიციატივით მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემა:" სააღდგომო ნატურმორტი"
სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას
ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
მათემატიკაში;
პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
• თეატრის დღეებს;
• ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• ქართული ცეკვა;
• N20 მუსიკალური სკოლა;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• კინგბოქსინგი;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
გამოფენა
- 2
კალიგრაფია
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.
6
მასტერკლასი
სკოლა ენ-ჯიში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი I/ბ და IV/ბ კლასში თემაზე: “მასტერკლასი სააღდგომო კვერცხებისა და კულიჩების გაფორმებაში”
19
დედაენის დღე
სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში ქართული ენის, რუსული ენის, ბუნების, ხელოვნებისა და ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით ჩატარდა “КНВ”
6
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “ანტონიო გაუდის არქიტექტურა”
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიტიატივით I/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “მე და ჩემი ოჯახი”
ღია კარის დღეები
ძვირფასო მშობლებო,
2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.
იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.
პატივისცემით,
დირექცია
მწერალის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ორგანიზებით სკოლაში გვესტუმრა წიგნთა ავტორი კატო ჯავახიშვილი, რომელიც შეხვდა V/ა კლასის მოსწავლეებს.
ვიზიტი კონოთეატრში
11 აპრილს, სკოლა ენ-ჯის ინგლისურის მასწავლებლებმა, კათედრის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობის თანახმად, VI/ბ, VIII/ბ და IX/ა კლასები წაიყვანეს კინოში, ინგლისურენოვანი ფილმის საყურებლად.
1
ვიზიტი თოჯინების მუზეუმში
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლისა და კლასის ტუტორის ორგანიზებით II/ბ და IV/ბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თოჯინების მუზეუმს.
5
დოკუმენტალური ფილმის ჩვენება
სკოლა ენ-ჯის ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით IX/ა კლასში ჩატარდა დოკუმენტალური ფილმის ჩვენება: “9 აპრილი”. განიხილეს იმ პერიოდის აქტუალური საკითხები და რა შედეგი დადგა ამ ტრაგედიის შემდეგ 2 წელიწადში საქართველოსთვის. დღე ტრაგედიის და დღე სიხარულის.
ალეკო შეღლაძის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით სტუმრად გვყავდა თანამედროვე ავტორი, ალეკო შუღლაძეს. კითხვის საათის ფარგლებში განიხილეს ავტორის წიგნი და გაიმართა საინტერესო დისკურსი, შეხვედრას ესწრებოდა VIII-IX/ა კლასის მოსწავლეები.
ფრენბურთის ტურნირი
სკოლა ენ-ჯიში მოსწავლეთა სათათბიროსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა ფრენბურთის ტურნირი VIII-IX/ა/ბ კლასებს შორის.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის X/ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში: მათემატიკა/გეოგრაფია თემაზე: “მდგრადი განვითარების ტურიზმი და მისი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი”
საბიბლიოთეკო კვირეული
4 აპრილს სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული -
რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს - „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა.
სტუმარი
სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
მწვანე ეკონომიკის სექტორები;
მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
ბიო პროდუქტების წარმოება;
თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.2
ვიზიტი თეატრში
სკოლა ენ-ჯის III-VI კლასის მოსწავლეემა ესტუმეს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრს სპექტაკლზე: “წითელკანიანთა ბალადა”
1
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასი ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი მშობლის საათი თბილისის დედაქალაქში, მოსწავლეებმა მოინახულეს თბილისის ბუნება და არქიტექტურა.
1
გამოფენა
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.
3
მშობლის საათები
"სკოლა ენ-ჯი" - ში სისტემატიურად ტარდებოდა საინტერესო მშობლის საათები სხვადასხვა თემაზე:
I/ბ კლასში მშობლის საათი თემაზე: " ფინანსური განათლების გაკვეთილი" მშობელ ევგენია მერაბიშვილთან ერთად
I/ბ კლასში მშობლის საათი თემაზე: " ინტერნეტიტ სარგებლობა" მშობელ დავიდ მერაბიშვილთან ერთად.
I/ა კლასში მშობლის საათი თემაზე: "პროფესია სტომატოლოგი" მშობელ მარიამ ფრიდონაშვილთან ერთად
III/ბ კლასში მშობლის საათი თემაზე: "ძერწვა" მშობელ ელიზავეტა მირგოროდსკაიასთან ერთად
VI/ა კლასში მშობლის საათი თემაზე: " პროფესია კლინიკური ფსიქოლოგი" მშობელ იქ ბაიაშვილთან ერთად
VII/ბ კლასში მშობლის საათი თემაზე: "IT სფერო" მშობელ არტიომ ეგოროვთან ერთად
VIII/ბ და X/ბ კლასებში მშობლის საათი თემაზე: "პროფესია ფსიქოლოგი" მშობელ ევგენია ლაპინასთან ერთად
17
ექიმის საათები
"სკოლა ენ-ჯი" - ში სისტემატიურად ტარდებოდა ექიმის საათები, სკოლის ექიმთან ქალბატონ ქეთევან ქიტიაშვილთან სხვადასხვა თემაზე:
I/ა კლასში თემაზე: " ჯანსაღი ცხოვრება"
I/ბ კლასში თემაზე: "ჯანსაღი ცხოვრება"
III/ბ კლასში თემაზე: "ჯანსაღი ცხოვრება"
III/ა კლასში თემაზე: "ჰიგიენა"
V/ა კლასში თემაზე: "ჯქნსაღი ცხოვრება, ჯანსაღი კვება"
VI/ა კლასში თემაზე: " სისხლის მიმოქცევა, გულის მუშაობა და სისხლძარღვები"
VII/ა კლასში თემაზე: "სისხლდენა"
IX/ა კლასში თემაზე: " სისხლდენა"
X/ა კლასში თემაზე: " სისხლდენა"
XI/ბ კლასში ჯანსაღი ცხოვრების
პრინციპი"
35
წიგნების ნაძვისხე
მოახლოებულ შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლის ბიბლიოთეკაში 22 დეკემბერს სკოლის მოსწავლეებმა ააწყვეს წიგნების ნაძვისხე.9
პროექტი მე და საზოგადოებაში თემაზე: " მე ჟურნალისტი ვარ "
საგანი - “ მე და საზოგადოება” ფარგლებში, მასწავლებელმა მზია ცხოვრებაძემ განახორციელა საგნობრივი პროექტი: “მე ჟურნალისტი ვარ!". პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა თავად აირჩიეს თემები, მოიძიეს შესაბამისი ინფორმაცია და მოახდინეს მათი წარდგენა -პრეზენტაცია.
π რიცხვის დაბადების დღე
22 დეკემბერს მათემატიკის მასწავლებლის კონსტანტინე ნევსკის ინიციატივით, მე-10/ბ კლასში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე: " π რიცხვის დაბადების დღე".
3
საშობაო საჩუქრები ბუფეტისგან
სკოლის ბუფეტმა დაწყებითი საფეხურის I-IV კლასის მოსწავლეებს მოუმზადა სიურპრიზი და საშობაოდ თითოეულ მათგანს გადასცა საჩუქრები ტკბილეულით.
საახალწლო ვიქტორინა
22 დეკემბერს, 1/ბ კლასის მათემატიკის მასწავლებლის გაიანე არითინოვას ხელმძღვანელობით ჩატარდა საახალწლო ვიქტორინა.
სოციალური კვლევა ბიოლოგიაში თემაზე: " მოზარდის ძილი"
ბიოლოგიის მასწავლებლის - ნელი ღარიბაშვილის ინიციატივით, ქართული და რუსული სექტორის მე-9 კლასებში ჩატარდა სოციალური კვლევა, თემაზე: " მოზარდის ძილი"; კვლევის პროცესში მოსწავლეებმა შეადგინეს კითხვარი, ჩაატარეს გამოკითხვა თანატოლებში, ბოლოს შეაჯამეს შედეგები და მოახდინეს კვლევის პრეზენტაცია- ანალიზი.
4
ბიოლოგიის პროექტი თემაზე: " გენური თერაპია"
ბიოლოგიის მასწავლებლის ნელი ღარიბაშვილის ინიციატივით, მე-11/ა კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: "გენური თერაპია". პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადებების განკურნების შანსებზე.
ლიტერატურული საღამო თემაზე: " სადაც სიცოცხლეა, იქ პოეზიაა"
21 დეკემბერი - სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა ლიტერატურული საღამო: “სადაც სიცოცხლეა, იქ პოეზიაა“ - ქართული სექტორის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე, იმსჯელეს წელიწადის დროების უნიკალურიბასა და თავისებურებებზე
სასკოლო საჭადრაკო ტურნირი
16 დეკემბერს სკოლაში ჩატარდა დაწყებითი საფეხურის კლასებში გაიმართა სასკოლო საჭადრაკო ტურნირი. გამოვლინდა გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
პროექტი სახვითი და გამოყენებით ხელოვნებაში თემაზე: " ინგლისელი მწერლის რედიარს კილპინგის გრაფიკა "
19 დეკემბერს მე-6/ბ კლასში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის გოიარინე ავეტისოვას ინიციატივით ჩატარდა პროექტი თემაზე:" ინგლისელი მწერლის რედიარს კილპინგის გრაფიკა"
სასკოლო კონფერენცია მათემატიკა-ხელოვნებაში
21 დეკემბერს ქართული სექტორის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სასკოლო კონფერენციაში:
“ მათემატიკა და ხელოვნება”. მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს სხვადასხვა თემები, ისაუბრეს მათემატიკის როლზე ხელოვნებაში. კონფერენციის მომზადებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს მათემატიკის მასწავლებლებმა: მარიკა ნონეშვილმა და ზოია ცაბაძემ
ინტელექტუალური თამაში ისტორია - გეოგრაფიაში
20 დეკემბერს საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი კათედრის ფარგლებში 7-8-9 კლასებში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში ისტორია-გეოგრაფიაში : “რა? სად? როდის?”. ღონისძიებას უძღვებოდნენ ისტორიის მასწავლებელი - მზია ცხოვრებაძე და გეოგრაფიის მასწავლებელი - ნინო ლენთაძე.
1
ღონისძიება თემაზე: " წელიწადის დროები"
19 დეკემბერს სკოლის ბიბლიოთეკის ინიციატივით, განხორციელდა ღონისძიება: “შეხვედრა პატარებთან”, ღონისძიების ფარგლებშითემა: „წელიწადის დროები“ 1-დან - 5-ჩათვლით რუსული სექტორის I-V კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა საუბრები კლასები გაიხსენეს წელიწადის დროები. თემაზე: “წელიწადის დროები”, თითოეულმა მოსწავლემ ისაუბრა წელიწადის რომელი დრო უყვართ და რატომ, წელიწადის რომელ დროს აქვთ დაბადების დღე. გაიხსენეს თუ როგორ ბედნიერად აღნიშნავენ ახალ წელს.
10
საგნობრივი პროექტი ფიზიკაში თემაზე: "სწავლა კეთებით"
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ფარგლებში, ფიზიკის მასწავლებლის ხათუნა გელოვანის ინიციატივით სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ საგნობრივ პროექტში: "სწავლა კეთებით" და შექმნეს თვალსაჩინო სასწავლო რესურსები, რომელთა გამოფენა-დათვალიერება მოეწყო სკოლაში.
ისტორიის პროექტი თემაზე "ნაპოლეონი"
14 დეკემბერს 9/ა კლაში ისტორიის მასწავლებლის მზია ცხოვრებაძის ხელმძღვანელიბით, განხორციელდა საგნობრივი პროექტი ისტორიაში: “ნაპოლეონი". პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცვნენ ნაპოლეონის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, მოახდინეს ნასწავლისა და მოძიებული ინფორმაციის სინთეზი. ნახეს ფილმი და მოაწყვეს დისკუსია. საპრეზენტაციო მასალაბის მომზადებისას იმუშავეს ჯგუფებში და წარმოადგინეს სხვადასხვა ნამუშევრები: კედლის გაზეთი, აუსტერლიცის ბრძოლის მაკეტი, საინფორმაციო ბარათები და სხვა.
საგანი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენა
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის გ. ავეტისოვას ინიციატივით მოეწყო მე-3/ბ კლასის მოსწავლეების ნამუშევრების სასკოლო გამოფენა.
მუსიკის გაკვეთილი თემაზე: " მუსიკის როლი თეატრში"
14 დეკემბერს მუსიკის მასწავლებლმა ინგა ადახმა ჩაატარა გაკვეთილი თემაზე: “მუსიკის როლი თეატრში" მოსწავლეებმა მოისმის მასწავლებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მოამზადეს კითხვები და იმსჯელეს აღნიშნულ საკითზე.
4
სამოქალაქო განათლების საგნობრივი პრეზენტაცია თემაზე: "კიბერ ბულინგი"
13 დეკემბერს მოქალაქეობის მასწავლებლის ეთერ დოგუზოვის ინიციატივით მე-10/ბ კლასში განხორციელდა საგნობრივი პროექტის პრეზენტაცია - "კიბერ ბულინგი". მოსწავლეებმა იმსჯელეს აღნიშნულ საკითხზე და წარმოადგინეს ამ თემაზე მომზადებული პრეზენტაციები.