სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებელის ინიციატივით მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემა:" სააღდგომო ნატურმორტი"
სკოლა ენ-ჯი/NG School, 2025-2026 სასწავლო წლისთვის, იწყებს მოსწავლეთა რეგისტრაციას ქართული და რუსული სექტორის კლასებში.
სკოლა გთავაზობთ:
• მყუდრო, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს;
• კეთილგანწყობილ და თანამშრომლობით ატმოსფეროს;
• გაძლიერებული სწავლებას
ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
მათემატიკაში;
პირველ უცხოურ ენაში (ინგლისური);
• ჭადრაკის, ცეკვის, მეტყველების, მითოლოგიის, კალიგრაფიის, კითხვის საათის გაკვეთილებს- დაწყებით საფეხურზე;
• დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას:
- ფსიქოლოგის საათი;
- ექიმის საათი;
- ბიბლიოთეკის საათი;
- მშობლის საათი;
- კლასის საათი;
• თეატრის დღეებს;
• ერთჯერად ჯანსაღ კვებას I-IV კლასებში;
სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სხვა დამატებითი ფასიანი წრეები:
• ვოკალური სტუდია ბელ კანტო - Bel Canto / ბელ კანტო - ვოკალური სტუდია / Vocal Studio;
• თეატრალური სტუდია;
• ხელოვნების/ხატვის წრე;
• ქართული ცეკვა;
• N20 მუსიკალური სკოლა;
• მხატვრული ტანვარჯიში;
• კინგბოქსინგი;
სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს 09:00 საათიდან – 15:00 საათამდე (18:00 საათამდე I-IV კლასები);
მისამართი: გლდანის “ა“ მ/რ, ფორე მოსულიშვილის ქუჩა N20.
საკონტაქტო ტელ: 265-26-67 558 770703
ელექტრონული ფოსტა: ngschool1999@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/
ვებ გვერდი: www.ngschool.edupage.org/
გამოფენა
- 2
კალიგრაფია
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა დედა ენის კვირეული III/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა შეასრულებს ასომთავრული ასოებით ხელნაწერები.
6
მასტერკლასი
სკოლა ენ-ჯიში ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მშობლის საათი I/ბ და IV/ბ კლასში თემაზე: “მასტერკლასი სააღდგომო კვერცხებისა და კულიჩების გაფორმებაში”
19
დედაენის დღე
სკოლა ენ-ჯიში დედაენის დღესთან დაკავშირებით სკოლის ბიბლიოთეკაში - „ეპოქა და ნაწარმოებები“ - ფარგლებში აიღნიშნა დედაენის დღე, შეხვედრის თემა იყო: “ვეფხისტყაოსანი - კაცობრიობის ცივილიზაციის გასაყარზე…”, სადაც მონაწილეობა მიიღეს VIII-X/ა კლასის მოსწავლეებმა და ისაუბრეს თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ თავისი უნიკალური ენა და აღნიშნეს, რომ ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის II/ბ კლასში ქართული ენის, რუსული ენის, ბუნების, ხელოვნებისა და ინგლისური ენის მასწავლებლების ინიციატივით ჩატარდა “КНВ”
6
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიციატივით IV/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “ანტონიო გაუდის არქიტექტურა”
პროექტი
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლის ინიტიატივით I/ბ კლასში ჩატარდა პროექტი თემაზე: “მე და ჩემი ოჯახი”
ღია კარის დღეები
ძვირფასო მშობლებო,
2025 წლის 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით სკოლაში ტარდება ღია კარის დღეები VII-XI კლასებში. ამ დღეების მანძილზე შესაძლებლობა გაქვთ მობრძანდეთ სკოლაში და დაესწროთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გაკვეთილს ცხრილის მიხედვით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად სკოლაში უნდა მობრძანდეთ, გაკვეთილის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე. სამწუხაროთ დაწყებულ გაკვეთილზე შესვლას ვერ შეძლებთ.
იმედს ვიტოვებთ გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას და ჩაერთვებით აღნიშნულ პროცესში.
პატივისცემით,
დირექცია
მწერალის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ორგანიზებით სკოლაში გვესტუმრა წიგნთა ავტორი კატო ჯავახიშვილი, რომელიც შეხვდა V/ა კლასის მოსწავლეებს.
ვიზიტი კონოთეატრში
11 აპრილს, სკოლა ენ-ჯის ინგლისურის მასწავლებლებმა, კათედრის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობის თანახმად, VI/ბ, VIII/ბ და IX/ა კლასები წაიყვანეს კინოში, ინგლისურენოვანი ფილმის საყურებლად.
1
ვიზიტი თოჯინების მუზეუმში
სკოლა ენ-ჯის ხელოვნების მასწავლებლისა და კლასის ტუტორის ორგანიზებით II/ბ და IV/ბ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ თოჯინების მუზეუმს.
5
დოკუმენტალური ფილმის ჩვენება
სკოლა ენ-ჯის ისტორიის მასწავლებლის ინიციატივით IX/ა კლასში ჩატარდა დოკუმენტალური ფილმის ჩვენება: “9 აპრილი”. განიხილეს იმ პერიოდის აქტუალური საკითხები და რა შედეგი დადგა ამ ტრაგედიის შემდეგ 2 წელიწადში საქართველოსთვის. დღე ტრაგედიის და დღე სიხარულის.
ალეკო შეღლაძის ვიზიტი სკოლაში
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით სტუმრად გვყავდა თანამედროვე ავტორი, ალეკო შუღლაძეს. კითხვის საათის ფარგლებში განიხილეს ავტორის წიგნი და გაიმართა საინტერესო დისკურსი, შეხვედრას ესწრებოდა VIII-IX/ა კლასის მოსწავლეები.
ფრენბურთის ტურნირი
სკოლა ენ-ჯიში მოსწავლეთა სათათბიროსა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ორგანიზებით ჩატარდა ფრენბურთის ტურნირი VIII-IX/ა/ბ კლასებს შორის.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სკოლა ენ-ჯის X/ა კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი საგნებში: მათემატიკა/გეოგრაფია თემაზე: “მდგრადი განვითარების ტურიზმი და მისი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი”
საბიბლიოთეკო კვირეული
4 აპრილს სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკარის ინიციატივით, სკოლის ბიბლიოთეკაში დაიწყო - საბიბლიოთეკო კვირეული -
რომელიც მიეძღვნა - 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღესა და ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს - „არ არსებობს იმაზე უფრო კარგი ზღაპარი, ვიდრე ის, რომელსაც ცხოვრება ქმნის“... და მონაწილეობა მიიღეს 1-დან - მე-4 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა.
სტუმარი
სკოლა ენ-ჯის ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია - „მწვანე ბიზნესის ასოციაციის“ დამფუძნებელი. ბიოტექნოლოგი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი - რუსუდან კვარაცხელია.
მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე:
გლობალურ გარემოსდაცვით პრობლემებზე;
მწვანე ეკონომიკა - როგორც გადაჭრის გზა;
მწვანე ეკონომიკის სექტორები;
მიკრომწვანილები, როგორც ჯანსაღი კვების მთავარი კომპონენტი;
ბიო პროდუქტების წარმოება;
თანამედროვე ბიიტექნოლოგიები და ნანოტექნოლოგიები;
მოსწავლეების ყურადღება გამახვილებული იქნა თითოეული თემაზე, რის გამოც შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა.2
ვიზიტი თეატრში
სკოლა ენ-ჯის III-VI კლასის მოსწავლეემა ესტუმეს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრს სპექტაკლზე: “წითელკანიანთა ბალადა”
1
მშობლის საათი
სკოლა ენ-ჯის IV/ბ კლასი ტუტორის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი მშობლის საათი თბილისის დედაქალაქში, მოსწავლეებმა მოინახულეს თბილისის ბუნება და არქიტექტურა.
1
გამოფენა
სკოლა ენ-ჯის ქართული ენის მასწავლებლის ინიციატივით II-III/ა კლასებში ჩატარდა პროექტი: “ხელნაკეთი თოჯინები”, ბავშვებმა მოამზადეს თოჯინები და ჩაატარეს მინი გამოფენა.
3
საუბარი თემაზე: ევროკავშირი- შექმნის ისტორია და ევროპული ღირებულებები"
13 დეკემბერს ბიბლიოთეკის ინიცირებული ღონისძიების -
„ევროპის დროით“ ფარგლებში, მოქალაქეობის მასწავლებელმა - მაია გურასპიშვილმა მე-10/ა და 11/ა კლასებში ჩაატარა საუბარი თემაზე: “ევროკავშირი - შექმნის ისტორია და ევროპული ღირებულებები”. შეხვედრის დროს განიხილეს საქართველოს ევროპული პერსპექტივები და შესაძლებლობები.
დისკუსია თემაზე: "საქართველო ევროპისა და აზიის გზაგადასაყარზე"
8 დეკემბერს ბიბლიოთეკის ინიცირებული ღონისძიების
„ევროპის დროით“ ფარგლებში, ისტორიის მასწავლებელმა - დიტო ხახიშვილმა 9/ბ, 10/ბ და 11/ბ კლასებში ჩაატარა დისკუსია თემაზე: საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე”.
1
ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა-ხელოვნება
"სკოლა ენ-ჯი" - ში 1/ა კლასში ხელოვნების მასწავლებლის ნანა მისკალიშვილის და მათემატიკის მასწავლებლის მაია კუსრაშვილის ინიციატივით ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე:"მათემატიკა ხელოვნებაში " საგაკვეთილო პროცესი მხიარულად ჩაიარა.
11
მხატვრული სტუდიოს ნამუშევრები
სკოლა ენ-ჯი" - ში უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს სამხატვრო სტუდია "მხიარული ფუნჯები". სტუდიის ხელმძღვანელის ელიზავეტა მირგოროდსკაიას ინიციატივით ნოემბერში ჩატარდა მოსწავლეთა ნამუშევრების ონლაინ გამოფენა.
7
ჭადრაკის ჩემპიონატი
სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში 2023 წლის 16 დეკემბერს, 10 საათზე დაიწყება სკოლის შიდა ჩემპიონატი ჭადრაკში.ტურნირი გაიმართება შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად.მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები მე-3-დან მე-6 კლასის ჩათვლით.მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებს შორის წილისყრა და დაჯილდოება მოხდება ცალკე, ხოლო მე-5 და მე-6 კლასების ცალკე.ამასთანავე, ორივე კატეგორიაში ცალ-ცალკე დაჯილდოვდებიან ბიჭები და გოგონები.გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებითა და დიპლომებით.ტურნირის საწევრო შენატანის ღირებულება შეადგენს - 10 ლ.მოსწავლეთა მიღება შესაძლებელია 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლითჭადრაკის მასწავლებელთან გიორგი თავზარაშვილთან.
მასტერკლასი მედიაწიგნიერებასა და მეტყველების დარგში
8 დეკემბერს "სკოლა ენ-ჯი" - ში მეტყველების და მედიაწიგნიერების მასწავლებელმა შოკო ტალიკიშვილმა მოწვეულ სტუმართან, მსახიობთან და მეტყველების სპეციალისტთან, თეატრალური უნივერსიტეტის პროფრსორთან - ნანა ხურითთან ერთად ჩაატარა მასტერკლასი, სადაც საკუთარ საავტორო ლიტერატურასთან ერთად ,ბავშვებმა წარმოადგინეს საკუთარი ენის გასატეხები ლექსების სახით.
წარმოდგენილმა ლიტერატურამ და საკლასო პროცესმა მსახიობი აღტაცებაში მოიყვანა.
მეტყველების, როგორც დამატებითი საგნის სასკოლო მიმართულება მსახიობმა ქალბატონმა უმაღლესი ქულით შეაფასა.
2
ვიქტორინა მათემატიკაში
6 დეკემბერს "სკოლა ენ ჯი" -ს 1-ლ და მე-2/ ბ კლასებში, გაიანე არუთუნოვას ინიციატივით ჩატარდა ვიქტორინა თემაზე: " სახალისო მათემატიკა" მოსწავლეებმა განიხილეს საკითხები და მიიღეს ამოუწურავი ინფორმაცია.
2
შეხვედრა სარეაბილიტაციო ცენტრთან
5 დეკემბერს "სკოლა ენ-ჯი" - ჩატარდა შეხვედრა სარეაბილიტაციო ცენტრი: " ფიზიკური თერაპიის ჰაბი" -ს წარმომადგენლებთან თემაზე: " ფიზიკური აქტივობა და ჯამრთელობა" შეხვედრას ესწრებოდნენ მე-6 დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები
3
ბავშვთა უფლებების გაცნობა
30 ნოემბერს მოსწავლეთა სათათბიროს ინიციატივითა და სათათბიროს თავჯდომარის: ნიკა კრავცოვის ჩართულობით, სკოლის მე-5/ა, მე-6/ა და მე-7/ა კლასებში ჩატარდა საუბარი-შეხვედრები თემაზე: "ბავშვთა უფლებების დეკლარაცია". შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაეცვნენ დეკლარაციის ძირითად პრინციპებს, შეასრულეს ქვიზები და ამომწურავად იმსჯელეს თემის საკითხებზე.
9
ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში
4 დეკემბერს ქართული ენის მასწავლებლის მონიკა ჭანტურიას ორგანიზებით მე-6/ა კლასი ესტუმრა ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას. ვიზიტის მიზანი გახლდათ წიგნთან ურთიერთობის უნარების გამომუშავება. მოსწავლეები შეხვდნენ და გაესაუბრნენ ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს ბატონ გიორგი კილაძეს. შიდაექსკურსიას უძღვებოდა ქალბატონი მარი კალანდაძე, რომელმაც ბავშვებს გააცნო ბიბლიოთეკის ისტორია, აჩვენა სხვადასხვა კაბინეტები, დარბაზები და წიგნის მუზეუმი, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს “ვეფხისტყაოსნის" კოლექცია, ეწვივნენ ილია ჭავჭავაძის სამუშაო ოთახს. გარდა ამისა გაეცვნენ კატალოგების მნიშვნელობას, მათი გამოყენების წესს. ვიზიტის ბოლოს მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს გამხდარიყვნენ ეროვნული ბიბლიოთეკის მომავალი მკითხველები.
3
სკოლა ენ-ჯი
,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების" (დანართი №5) შესაბამისად, სკოლის სახელწოდება უნდა შეესაბამებოდეს მისი სტატუსის აღმნიშვნელ, კანონმდებლობით დადგენილ ტერმინს, რაც ავტორიზაციის პირველი სტანდარტის (სკოლის ფილოსოფია) ერთ - ერთი ინდიკატორია
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებში 2022 წელს შესული ცვლილების თანახმად (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 29 დეკემბრის N145/ნ ბრძანება), ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სახელწოდების სტანდარტი მოიცავს სახელწოდებაში სტატუსის აღმნიშვნელი, კანონმდებლობით დადგენილი ტერმინის - ,,ზოგადსაგანმნათლებლო დაწესებულება " ან/და, სკოლა "ასახვას .
შპს ახალმა ქართულმა გიმნაზიამ (ს/კ 200036497) გაითვალისწინა კანონმდებლობაში შესული ცვლილებები და მიიღო გადაწყვეტილება სკოლის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით.
2023 წლის 04 დეკემბრიდან „ახალი ქართული გიმნაზიის“ სახელწოდებაა
- შპს სკოლა ენ-ჯი (ს/კ 200036497).
ინგლისურად სკოლას ქვია- next generation school , შემოკლებით NG SCHOOL (შინაარსობრივად - შემდეგი/მომავალი თაობის სკოლა), ხოლო ქართულად- სკოლა ენ-ჯი.
შესაბამისად შევცვალეთ ლოგოც.
არსებული ცვლილებები არანაირ გავლენას არ ახდენს, არც მასწავლებელზე და არც მოსწავლეებზე. ბანკში გადახდისას მხოლოდ სკოლის სახელი დახვდებათ შეცვლილი, საბანკო ანგარიშიც და საიდენტიფიკაციო კოდიც იგივეა.
მხიარული სტარტები
4 დეკემბერს, მე-3/ა და მე-3/ბ კლასების გუნდებს შორის გაიმართა სპორტული შეჯიბრი: „მხიარული სტარტები“. ღონისძიების ორგანიზატორი იყო სკოლის სპორტის მასწავლებელი: ვიქტორია მგელაძე. შეჯიბრის დასასრულს მე-3/ა კლასის გუნდმა მცირე უპირატესობით აჯობა მე-3/ბ კლასის გუნდს, თუმცა ამ შემთხვევაშიც მეგობრობამ გაიმარჯვა... მადლობა მოსწავლეებს მაღალი ორგანიზებულობისთვის, მოხერხებულობისთვის და კეთილგანწყობისთვის.
კონფერენცია თემაზე: " მადლიერების დღე"
სკოლის სააქტო დარბაზში ინგლისური ენის საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებმა: ნ. სარალიძემ, ს. გოგატიშვილმა და ხ. ბახბაიამ მე-7/ა, მე-8/ა მე-9/ა და მე-9/ბ კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარეს ინგლისურენოვანი კონფერენცია თემაზე: “მადლიერების დღის აღნიშვნის ტრადიცია ინგლისურენოვან ქვეყნებში”. მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს თემები აღნიშნულ თემაზე.
10
საგნობრივი პროექტი: ”საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხეები”.
29/30 ნოემბერს 5/ა და 6/ა კლასებში „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელმა მზია ცხოვრებაძემ განახორციელა საგნობრივი პროექტი: ”საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხეები”. ორივე კლასის მოსწავლეებმა შექმნეს და წარმოადგინეს საინტერესო მაკეტები საქართველოს სხვადასხვა კუთხის არქიტექტურაზე და მოახდინეს საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია.
ქართული ცეკვის საჩვენებელი გაკვეთილი
დაწყებითი საფეხურის I-IV კლასებში ქართული ცეკვის მასწავლებელმა მარიამ მესხმა ჩაატარა ქართული ცეკვის საჩვენებელი გაკვეთილები.
22
დიდი პოეტი: ნიკოლოზ ბარათაშვილი
4 დეკემბერი დიდი ქართველი პოეტის, მე-19 საუკუნის ქართული რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელის - ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა. ამ თარიღის აღსანიშნავად სკოლის მე-8/ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის -მონიკა ჭანტურიას ინიციატივით ჩატარადა შიდასაგაკვეთილო საათი თემაზე: "ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული"...მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ პოეტის უიღბლო ცხოვრების დეტალებს, მოუსმინეს მის ლექსებს.
ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღე
4 დეკემბერი ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების საიუბილეო თარიღია, ამიტომ ბიბლიოთეკაში სასკოლო პროექტის „ცოცხალი წიგნებ“-ის ფარგლებში შედგა შეხვედრა მე-10/ა, მე-11/ა და მე-12/ა კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა მოისმინეს ნ. ბარათაშვილის ლექსი: „მერანი“, წაიკითხეს და განიხილეს პოეტის სხვა ლექსები და ისუბრეს რომანტიზმის, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის შესახებ.8
ხელოვნება: ნამუშევრების გამოფენა
ხელოვნების მასწავლებელის ნანა მისკალიშვილის ინიციატივით 24 ნოემბერს მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა თემაზე: "ჩვენ ვბაძავთ კალიგრაფებს"
2
ვიზიტი თეატრში
30 ნოემბერს სკოლის ორივე სექტორის I-V კლასები ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდული დასის “მოდი ნახე”-ს სპექტაკლზე: “მოჯადოებული გალიები”
მშობლის საათი
I/ბ კლასის დამრიგებელმა სადამრიგებლო პროგრამის “მშობლის საათის” ფარგლებში 30 ნოემბერს კლასთან სასაუბროდ მოიწვია მშობელი ევგენია მერაბიშვილი, რომელიც ბავშვებს ესაუბრა “ფინანსური განათლებელების” მნიშვნელოვაზე.სკოლა მადლობას უხდის ევგენია მერაბიშვილს სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის.